საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N13 - კრედიტი
საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N13 - კრედიტი
კრედიტთან დაკავშირებული სპეციფიკური დეფინიციები:
კრედიტი (ან საბანკო კრედიტი, ან სესხი) – ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად თანხობრივი მოცულობის მაქსიმალური ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, კლიენტი უფლებამოსილია ერთჯერადად ან ეტაპობრივად მოითხოვოს კრედიტის თანხის ათვისება (მათ შორის უკვე ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის) და ვალდებულია წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობებით და ვადებში. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: (ა) კრედიტის თანხით სარგებლობისას, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში ასათვისებელი კრედიტის თანხის მოცულობის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე კლიენტის მიერ ათვისებული კრედიტის თანხის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ბანკის მიმართ უკვე შესრულებულია, (ბ) ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისას დასარეფინანსირებელი ვალდებულება არ მიიღება მხედველობაში ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული მაქსიმალური ლიმიტის გაანგარიშებისას და (გ) იმ შემთხვევაში, თუ კრედიტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, სავალუტო კურსის ცვლილების გამო კრედიტის თანხის მოცულობის გადაჭარბება არ ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად და კლიენტი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
კრედიტის თანხა - დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბანკის მიერ კლიენტისათვის გამოყოფილი (ათვისებული ან ასათვისებელი) ფულადი სახსრები, რომლის კონკრეტული პირობები ბანკსა და კლიენტს შორის თანხმდება დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.
კრედიტის მომსახურე ანგარიში - ბანკში არსებული მიზნობრივი ანგარიში, რომელიც ბანკის მიერ გამოიყენება კრედიტთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების წარმოებისთვის.
პირგასამტეხლო (ჯარიმა) - ხელშეკრულებით და დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით კლიენტის მიერ ნაკისრი ფინანსური ან/და სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით და რომლის კონკრეტული პირობებიც ბანკსა და კლიენტს შორის თანხმდება დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.
საპროცენტო სარგებელი - ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, კრედიტის თანხით სარგებლობისათვის დაწესებული ბანკისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც, როგორც წესი, დაიანგარიშება შესაბამისი ათვისებული თანხის ფიქსირებული, ინდექსირებული ან ცვალებადი პროცენტული მაჩვენებლით და რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით და რომლის კონკრეტული პირობებიც ბანკსა და კლიენტს შორის თანხმდება დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.
სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტი - ბანკში არსებული ნებისმიერი კრედიტი (მათ შორის თავად კრედიტი) საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი, რომლის მთლიანი თანხა ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში ან/და კრედიტი (მათ შორის თავად კრედიტი) საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტის ჯამური (ყველა მათგანი ერთად შეკრებილი) მოცულობა ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში. წინამდებარე დანართის მიზნებისთვის ყველა სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტი კარგავს აღნიშნულ სტატუსს იმ შემთხვევაში თუ კლიენტის ჯამური საკრედიტო/სასესხო ვალდებულებების მოცულობა გადააჭარბებს 1 000 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოური ვალუტაში.
xxxxxx მიერ განხორციელებული შეთავაზების ან/და კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით გაცემული კრედიტით სარგებლობისას კლიენტს შესაძლებლობა ეძლევა, დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით, შესაბამისი წვდომის კოდების გამოყენებით, მიიღოს კრედიტი შემდეგი პირობებით:
კრედიტის მოცულობა და ვალუტა: არაუმეტეს 500,000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარისა ან მისი ეკვივალენტსა სხვა ვალუტაში;
კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: წლიური 0 (ნული) %–დან 90 (ოთხმოცდაათი) %–მდე, ბანკის მიერ განსაზღვრული კონკრეტული პროდუქტის პირობების შესაბამისად;
კრედიტის მოქმედების ვადა: არაუმეტეს 60 (სამოცი) თვე;
კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: ასათვისებელი თანხის 0 (ნული) %–დან 4 (ოთხი) %–მდე, ბანკის მიერ განსაზღვრული კონკრეტული პროდუქტის პირობების შესაბამისად;
ათვისებულ კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობა: ყოველთვიურად, თუ კონკრეტული პროდუქტის პირობების შესაბამისად სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
წინამდებარე დანართის მე-9 და მე-10 პუნქტების შეუზღუდავად, დაზღვევის მართვის საკომისიოს მაქსიმალური მოცულობა: 10 (ათი) ერთეული კრედიტის ვალუტის შესაბამისად;
წინამდებარე დანართის მე-9 და მე-10 პუნქტების შეუზღუდავად, დაზღვევის მართვის საკომისიოს გადახდის პერიოდულობა: კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობის შესაბამისად;
წინამდებარე დანართის მე-9 და მე-10 პუნქტების შეუზღუდავად, საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს მაქსიმალური მოცულობა - საკრედიტო შენატანის 5 (ხუთი) %;
საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს გადახდის პერიოდულობა: კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობის შესაბამისად;
2020 წლის 1 აპრილამდე გაცემულ კრედიტებზე, პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ვადამდე დაფარვისათვის: მაქსიმუმ 2 (ორი) %, ხოლო 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ გაცემულ კრედიტებზე ვადამდე დაფარული კრედიტის თანხის: ფიქსირებული საპროცენტო სარგებელის არსებობის შემთხვევაში და განმავლობაში - 0%, თუ კრედიტის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; 0.5%, თუ დარჩენილია 6-დან 12 თვემდე პერიოდი; 1%, თუ დარჩენილია 12-დან 24 თვემდე პერიოდი; 2%, თუ დარჩენილია 24 თვეზე მეტი ვადა. ცვლადი საპროცენტო სარგებელის არსებობის შემთხვევაში და განმავლობაში - 0%, თუ კრედიტის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; 0.5%, თუ დარჩენილია 6-დან 24 თვემდე პერიოდი; 1%, თუ დარჩენილია 24 თვეზე მეტი ვადა. ინდექსირებული საპროცენტო სარგებელის არსებობის შემთხვევაში და განმავლობაში - 0%, თუ კრედიტის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი. ამასთან, თუ საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დარიცხვის (გადახდის) მომენტში, კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილია საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს განაკვეთები, რომელთა მოცულობა უფრო დაბალია, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს განაკვეთები, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (ამგვარის არსებობის შემთხვევაში).
პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის:
2018 წლის პირველ სექტემბრამდე ათვისებულ კრედიტ(ებ)ზე - ვადაგადაცილებული თანხის 0.5 (ნული მთელი ხუთი მეათედი) % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ექსპრეს სესხის შემთხვევაში მინიმუმ 0.2 (ნული მთელი ორი მეათედი) ლარი) და პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ერთჯერადად არაუმეტეს 10 (ათი) ლარი (თუ კრედიტი გაცემულია სხვა ვალუტაში - არაუმეტეს 5 ერთეული შესაბამის ვალუტაში).
2018 წლის 01 სექტემბრის შემდეგ ათვისებულ (მოიაზრება ასევე 2018 წლის 01 სექტემბრამდე გაცემული კრედიტების რეფინანსირების/რესტრუქტურიზაციის/გადავადების შემთხვევები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად) კრედიტ(ებ)ზე - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% (ნული მთელი ხუთი მეათედი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ექსპრეს სესხის შემთხვევაში - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27% (ნული მთელი ოცდაშვიდი მეასედი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 (ნული მთელი ოცდაშვიდი მეასედი) %-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად 20 (ოცი) ლარი, ხოლო 401 (ოთხას ერთი) ლარამდე გაცემულ ექსპრეს სესხ(ებ)ის შემთხვევაში - 15 (თხუთმეტი) ლარი (აშშ დოლარში გაცემულ კრედიტებზე - 7 (შვიდი) აშშ დოლარი / ევროში გაცემულ კრედიტებზე - 6 (ექვსი) ევრო, ხოლო თუ კრედიტი გაცემულია სხვა ვალუტაში - არაუმეტეს 5 (ხუთი) ერთეული შესაბამის ვალუტაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 (ოცი) ლარს).
2019 წლის 01 იანვრის შემდეგ ათვისებულ (მოიაზრება ასევე 2018 წლის 31 დეკემბრამდე გაცემული კრედიტების რეფინანსირების/რესტრუქტურიზაციის/გადავადების შემთხვევები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად) კრედიტ(ებ)ზე - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% (ნული მთელი ხუთი მეათედი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 (ნული მთელი ოცდაშვიდი მეასედი) %-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად 20 (ოცი) ლარი, (აშშ დოლარში გაცემულ კრედიტებზე - 7 (შვიდი) აშშ დოლარი / ევროში გაცემულ კრედიტებზე - 6 (ექვსი) ევრო, ხოლო თუ კრედიტი გაცემულია სხვა ვალუტაში - არაუმეტეს 5 (ხუთი) ერთეული შესაბამის ვალუტაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 (ოცი) ლარს).
2019 წლის 22 ივნისის შემდეგ ათვისებულ კრედიტ(ებ)ზე - ვადაგადაცილებული თანხის 0.5 (ნული მთელი ხუთი მეათედი) % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 (ნული მთელი ოცდაშვიდი მეასედი) %-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დამატებით, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად 20 (ოცი) ლარი, ხოლო თუ კრედიტი გაცემულია უცხოურ ვალუტაში - შესაბამისი 20 (ოცი) ლარის ეკვივალენტი კრედიტ(ებ)ის/სესხ(ებ)ის ვალუტაში, ვადაგადაცილების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი სარგებლობს საშეღავათო პერიოდით საპროცენტო სარგებლის გადახდისთვის, აღნიშნული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი გადანაწილდება კრედიტის დარჩენილ ვადაზე და xxxxxxxx მიერ გადაიხდება გრაფიკის შესაბამისად, სხვა გადასახდელებთან ერთად. ამასთან, xxxxxxxx მიერ კრედიტის ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში/დროს, იგი ვალდებულია სრულად დაფაროს, მათ შორის საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტის თანხაზე დარიცხული გადაუხდელი საპროცენტო სარგებელიც.
კრედიტთან დაკავშირებული საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დანართის შესაბამისად, ხოლო თითოეული კრედიტის კონკრეტული პირობები თანხმდება ბანკსა და კლიენტს შორის დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით, წინამდებარე დანართის და თითოეული კრედიტის კონკრეტულ პირობებს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება შესაბამისი კრედიტის კონკრეტულ პირობებს.
საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით.
საკომისიოს ოდენობა იანგარიშება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით. მათ შორის, თუ გათვალისწინებულია წლიური საკომისიო, მაშინ მისი დაანგარიშება მოხდება საპროცენტო სარგებლის დაანგარიშებისათვის გათვალისწინებული წესით, ხოლო სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა წესით.
თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) ან/და ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით/დოკუმენტით/განაცხადით/განცხადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საკომისიოს (მათ შორის მომსახურების საკომისიოს) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
პირგასამტეხლო და მისი დარიცხვის წესი:
თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შემდეგ შემთხვევებში: ა) კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ან/და საკომისიოს დადგენილი ოდენობით და ვადებში გადაუხდელობისათვის; ბ) კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის დადგენილ ვადამდე წინსწრებით გადახდისათვის; გ) ხელშეკრულებით დადგენილ სხვა შემთხვევებში;
თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე;
განაცხადის შევსებით ან/და დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით კლიენტი ადასტურებს/დაადასტურებს, რომ ის აცნობიერებს და ეთანხმება ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამატეხლოს არსებობას და მის ოდენობას და რომ ის არ არის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;
პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (გადასახდელების) შესრულებისაგან (გადახდისაგან).
კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების გადახდის წესი:
კლიენტი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ კრედიტის თანხა და ბოლოს სხვა გადასახდელები. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს ბანკის შეხედულებით;
ბანკის მიერ კლიენტზე შესაძლოა გაიცეს გრაფიკი, რომელიც წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს, რომლის შესაბამისადაც კლიენტი მოახდენს კრედიტის თანხის და საპროცენტო სარგებლის გადახდას. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ წარდგენილი მხოლოდ წერილობითი განცხადების საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით კრედიტის თანხა და საპროცენტო სარგებელი შეიძლება წინსწრებით დაიფაროს გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებზე ადრეც;
კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს იმავე ვალუტაში რა ვალუტაშიც დამტკიცებულია კრედიტი, ხოლო აღნიშნული მიზნით თანხის კონვერტაციის აუცილებლობის შემთხვევაში კონვერტაცია განხორციელდება კლიენტის ხარჯზე კონვერტაციის თარიღისათვის ბანკში დადგენილი კომერციული კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს კლიენტის ანგარიშიდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად;
xxxxxxxx მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა ჩაითვლება ზუსტად შესრულებულ ვალდებულებად, თუ ისინი გადახდილია ბანკსა და კლიენტს შორის დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შეთანხმებულ თარიღში ან/და პერიოდში, თუ ეს თარიღი ან/და გადახდის პერიოდის ბოლო დღე ემთხვევა უქმე დღეს, მაშინ გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა. ამასთან, თუ ამგვარი მომდევნო საბანკო დღე არის კალენდარული თვის მომდევნო თვეში, მაშინ გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ბანკსა და კლიენტს შორის დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შეთანხმებული თარიღის, ან/და გადახდის პერიოდის ბოლო დღის, წინა საბანკო დღეს.
წინამდებარე დანართის 8.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კლიენტი არ იხდის პირგასამტეხლოს გადასახდელის ვადამდე გადახდისათვის.
კლიენტი ასევე ადასტურებს და აცხადებს თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ან/და ამგვარი ვალდებულების სრულად ან ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში:
კლიენტის შემდგომი დამატებითი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე მასთან არსებული წესების დაცვით გახსნას კრედიტის მომსახურე ანგარიში ან/და კრედიტის მომსახურე ანგარიშად გამოიყენოს კლიენტის ნებისმიერი სხვა არსებული ანგარიში;
კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშ(ებ)იდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ხელშეკრულებით ან/და დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შეთანხმებული ყველა გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშ(ებ)ზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით, ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად.
xxxxxxxx მიერ სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო გადაიხდება, xxxxxx მიერ კლიენტის გარდაცვალების რისკზე კრედიტის გადაუხდელი ვადამოსული/ვადამოუსვლელი ძირითადი თანხის (შემდგომში - დავალიანება) დაზღვევის უზრუნველსაყოფად (შემდგომში - დაზღვევა). თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან (მათ შორის არ შეთანხმდებიან სხვა სადაზღვევო კომპანიაზე) კლიენტი უფლებამოსილია ზეპირად ან წერილობით აირჩიოს და ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის არჩევნის და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაზღვევა განახორციელოს შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში: 1. სს “სადაზღვევო კომპანია იმედი ელ” (ს/ნ204919008), 2. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ (ს/ნ 404476189) 3. სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ (ს/ნ 204426674) ან 4. სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ (ს/ნ 205023856) (შემდგომში - ასარჩევი სადაზღვევო კომპანია). კლიენტის არჩევანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებით შესაძლოა დადასტურდეს ბანკის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილ ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ შეტყობინებაში. იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული სადაზღვევო კომპანია არ შეესაბამება კლიენტის არჩევანს, კლიენტი ვალდებულია ბანკის მიერ ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით შეტყობინების გაგზავნიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს მისი არჩევანის შესაბამისად ახალი ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით შეტყობინების გაგზავნა და სწორი სადაზღვევო კომპანიის მითითება. იმ შემთხვევაში თუ კლიენტი არ აირჩევს სადაზღვევო კომპანიას, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს სადაზღვევო კომპანია. ამასთან: ა) დაზღვევის პირობები - „ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობები“ განთავსებულია ბანკის ვებ-მისამართზე xxxxx://xxxxxxxxxx.xxx.xx/xx/000; ბ) დაზღვევის მოსარგებლეს (ბენეფიციარს) წარმოადგენს ბანკი; გ) ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ მომენტში, კლიენტისათვის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტოს დაზღვევა. აღნიშნულ შემთხვევაში, სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს გადახდის ვალდებულება უქმდება. მხარეები თანხმდებიან, რომ: ა) სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო გადაიხდება გრაფიკის შესაბამისად; ბ) დავალიანება დაზღვეულია იმ ვადის განმავლობაში, რა ვადაშიც კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობებით“ გათვალისწინებული გარემოებების ან ბანკის მიერ დაზღვევის შეწყვეტის გამო, დავალიანება აღარ ექვემდებარება დაზღვევას; გ) ბანკის მიერ დავალიანების დაზღვევის შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტი, მისი მემკვიდრე ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი უფლებამოსილია, იმ პერიოდზე, რომელ პერიოდშიც დავალიანება არ იყო დაზღვეული: გ.ა) მოსთხოვოს ბანკს მის მიერ ზედმეტად დარიცხულ სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოზე უარის თქმა; გ.ბ) xxxxxxxx მიერ ზედმეტად გადახდილი სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს დაბრუნება; დ) კლიენტი, მისი მემკვიდრე ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია იმის თაობაზე, დაზღვეულია თუ არა მისი დავალიანება ხელშეკრულების მოქმედების შესაბამის პერიოდზე; ე) დაზღვევის არ არსებობა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების ბანკის წინაშე შესრულებისგან; ვ) დაზღვევის და მისგან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, დაამუშაოს კლიენტის პერსონალური მონაცემები (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის ჩათვლით), რაც შეუზღუდავად მოიცავს ბანკის უფლებას მიიღოს, გამოითხოვოს, შეაგროვოს, შეინახოს, გამოიყენოს, გადასცეს (მათ შორის ასარჩევი სადაზღვევო კომპანიებიდან კლიენტის არჩევანის შესაბამისად განსაზღვრულ სადაზღვევო კომპანიას მის უფლებამონაცვლეს ან/და სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე პირს), დაბლოკოს, წაშალოს ან/და განახორციელოს კანონმდებლობით აუკრძალავი სხვა მოქმედებები კლიენტის პერსონალურ მონაცემებზე..
საკრედიტო შენატანის დაზღვევა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, თუ მხარეები შეთანხმდებიან საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს ოდენობაზე ან შემდგომში, xxxxxxxx მიერ ბანკისათვის წარდგენილი განაცხადის საფუძველზე. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან (მათ შორის არ შეთანხმდებიან სხვა სადაზღვევო კომპანიაზე) კლიენტი უფლებამოსილია ზეპირად ან წერილობით აირჩიოს და ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის არჩევნის და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაზღვევა განახორციელოს შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში: 1. სს “სადაზღვევო კომპანია იმედი ელ” (ს/ნ204919008), 2. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ (ს/ნ 404476189) 3. სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ (ს/ნ 204426674) ან 4. სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ (ს/ნ 205023856) (შემდგომში - ასარჩევი სადაზღვევო კომპანია). კლიენტის არჩევანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებით შესაძლოა დადასტურდეს ბანკის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილ ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ შეტყობინებაში. იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული სადაზღვევო კომპანია არ შეესაბამება კლიენტის არჩევანს, კლიენტი ვალდებულია ბანკის მიერ ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით შეტყობინების გაგზავნიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს მისი არჩევანის შესაბამისად ახალი ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით შეტყობინების გაგზავნა და სწორი სადაზღვევო კომპანიის მითითება. იმ შემთხვევაში თუ კლიენტი არ აირჩევს სადაზღვევო კომპანიას, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს სადაზღვევო კომპანია. ამასთან: ამასთან: ა) დაზღვევის პირობები - „ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობები“ განთავსებულია ბანკის ვებ-მისამართზე xxxxx://xxxxxxxxxx.xxx.xx/xx/000; ბ) დაზღვევის მოსარგებლეს (ბენეფიციარს) წარმოადგენს ბანკი; გ) ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ მომენტში, კლიენტისათვის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტოს დაზღვევა. მხარეები თანხმდებიან, რომ: ა) საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიო გადაიხდება გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას; ბ) კლიენტი უფლებამოსილია იმ პერიოდზე, რომელ პერიოდშიც საკრედიტო შენატანი არ იყო დაზღვეული: ბ.ა.) მოსთხოვოს ბანკს მის მიერ ზედმეტად დარიცხულ საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოზე უარის თქმა; ბ.ბ.) კლიენტის მიერ ზედმეტად გადახდილი საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს დაბრუნება; გ) კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია იმის თაობაზე დაზღვეულია თუ არა საკრედიტო შენატანი ხელშეკრულების მოქმედების შესაბამის პერიოდზე; დ) დაზღვევის არ არსებობა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების ბანკის წინაშე შესრულებისგან; ე) იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი რამდენიმე პირია, ნებისმიერი მათგანი უფლებამოსილია მიმართოს ბანკს განაცხადით დაზღვევის ან დაზღვევის შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულ შემთხვევაში დაზღვევა ან დაზღვევის შეწყვეტა გავრცელდება ყველა კლიენტზე; ვ) საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიო დაერციხება კლიენტის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდზე გადასახდელი კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლისა და სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს ოდენობას. ამასთან, კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლისა და სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს ოდენობის წინსწრებით დაფარვა/შემცირება არ გამოიწვევს საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს გადაანგარიშებას ან/და შემცირებას, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული; ზ) დაზღვევის და მისგან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, დაამუშაოს კლიენტის პერსონალური მონაცემები (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის ჩათვლით), რაც შეუზღუდავად მოიცავს ბანკის უფლებას მიიღოს, გამოითხოვოს, შეაგროვოს, შეინახოს, გამოიყენოს, გადასცეს (მათ შორის ასარჩევი სადაზღვევო კომპანიებიდან კლიენტის არჩევანის შესაბამისად განსაზღვრულ სადაზღვევო კომპანიას მის უფლებამონაცვლეს ან/და სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე პირს), დაბლოკოს, წაშალოს ან/და განახორციელოს კანონმდებლობით აუკრძალავი სხვა მოქმედებები კლიენტის პერსონალურ მონაცემებზე.
კრედიტით სარგებლობის დამატებითი პირობები:
იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის თანხის მოცულობა დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა ხდება სხვა ვალუტაში, სავალუტო კურსის ცვლილების გამო კრედიტის თანხის მოცულობის გადაჭარბება არ ჩაითვლება ხელშეკრულების ან/და ბანკსა და კლიენტს შორის დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შეთანხმებული პირობების დარღვევად და კლიენტი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები;
ბანკი უფლებამოსილია კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, აგრეთვე კლიენტისათვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე:
ანგარიშზე არსებული თანხების არსებობის შემთხვევაში მიმართოს ანგარიშზე არსებული ნებისმიერი თანხა კრედიტის წინსწრებით დასაფარად;
ანგარიშზე არსებული თანხები დაბლოკოს კრედიტის თანხის, ან/და საპროცენტო სარგებლის, ან/და საკომისიოს ან/და სხვა გადასახდელის დაფარვის თარიღამდე 5 (ხუთი) საბანკო დღით ადრე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად.
იმ შემთხვევაში თუ კრედიტის თანხის გაცემის/ათვისების მიზნობრიობას წარმოადგენს საქონლის/მომსახურების ნასყიდობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ (ნასყიდობის საფასურის მთლიან მოცულობას გამოკლებული კლიენტის მიერ წინასწარ გადახდილი ნასყიდობის საფასურის მოცულობა (თანამონაწილეობის თანხა)) გადახდა და თუ საქონლის/მომსახურების გამყიდველი (შემდგომში - გამყიდველი) შეატყობინებს/დაუდასტურებს ბანკს გამყიდველსა და კლიენტს შორის არსებული ნასყიდობის შეწყვეტას, რის საფუძველზეც გამყიდველი კლიენტის ანგარიშზე დააბრუნებს ან ბანკი გამყიდველის ანგარიშიდან ჩამოჭრის ნასყიდობის საფასურს (მათ შორის კრედიტის ვადამდე სრულად დასაფარად საჭირო შესაბამის ხარჯებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი თანხები, მიმართოს კრედიტის ფარგლებში არსებული ვალდებულებების სრულად, დაუყოვნებვლივ, მათ შორის, ვადამდე დასაფარად;
კრედიტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის კრედიტის ფარგლებში არსებული ვალდებულებების თაობაზე) მიაწოდოს გამყიდველს.
ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი საკომუნიკაციო არხი ავტომატური ხმოვანი შეტყობინების საშუალებით კლიენტისათვის ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდებისას, მათ შორის ფიქსირებული ტელეფონის ნომერი, იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ ბანკისათვის გადაცემულ განაცხადში მითითებულია ფიქსირებული ტელეფონის ნომერი. ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თუ ავტომატური ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას, მათ შორის ფიქსირებული ტელეფონის ნომერის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებას, მოჰყვა კლიენტის შესახებ ინფორმაციის მესამე პირისათვის გადაცემა.
კლიენტს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით (მათ შორის, მათი დანართ(ებ)ით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ბანკის უარი გამორიცხავს ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედება ან/და გარიგება ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ xxxxxxxx პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა კლიენტი.
კრედიტის მოქმედება და შეწყვეტა
კრედიტი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი დადების/ხელმოწერის მომენტიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია კრედიტის ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
xxxxxx მიერ:
თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, ფულად ვალდებულებას, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);
ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყებისას ან დადგომისას, რითაც საფრთხე შეექმნება კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის სხვა მესაკუთრ(ეებ)ის აქტივებს/ქონებას ან/და მის (მათ) საქმიანობას, ან/და თუ ბანკისთვის საეჭვო გახდება კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის სხვა მესაკუთრ(ეებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება;
კლიენტის მიერ კრედიტით სარგებლობა არ ხდება კრედიტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში;
თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებით ან/და სხვა დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს;
თუ ადგილი ექნება კლიენტის აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის დაყადაღებას;
თუ ნებისმიერმა სხვა კრედიტორ(ებ)მა კლიენტს მიმართა მასთან გაფორმებული გარიგებ(ებ)ის ვადამდე შეწყვეტით ან/და მოსთხოვა ვალდებულებ(ებ)ის (მათ შორის ფინანსური) ვადამდე შესრულება.
კრედიტის მოქმედების ვადის ამოწურვისას, იმ პირობით, რომ მხარეებს სრულად აქვთ შესრულებული ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ;
კლიენტის მიერ კრედიტის 16.3. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და პირობებით;
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
კლიენტი უფლებამოსილია შეწყვიტოს კრედიტი მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, იმ პირობით, რომ კლიენტს არ გააჩნია ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე რაიმე სახის შეუსრულებელი/შესასრულებელი ვალდებულება ბანკის მიმართ.
მხარე, რომელიც მიიღებს კრედიტის ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 10 (ათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. ამასთან, თუ წინამდებარე დანართით, ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტი შესაძლებელია ან უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში, ან/და ბანკს მიზანშეწონილად მიაჩნია კრედიტის უფრო მოკლე ვადებში შეწყვეტა, ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ი შეიძლება უფრო მოკლე ვადებშიც შეწყდეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კლიენტი იღებს ვალდებულებას კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში ითანამშრომლოს ბანკთან ამგვარი შეწყვეტის შედეგად ბანკისათვის შესაძლო ზიანის (ზარალის) მიყენების თავიდან ასაცილებლად ან მაქსიმალურად შესამცირებლად.
კრედიტის 16.2.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერი შემთხვევის, ან სხვა მსგავსი გარემოების (რაც წარმოადგენს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველს) დადგომისას:
ბანკი თავისუფლდება კრედიტით, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე კლიენტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
ბანკი უფლებამოსილია:
კლიენტის დამატებითი აქცეპტის (თანხმობის) გარეშე კლიენტი გადაიყვანოს გამკაცრებული მონიტორინგის რეჟიმში, რაც გულისხმობს ბანკის სრულ უფლებამოსილებას, მიავლინოს მისი წარმომადგენელი კლიენტთან და რეალური შემოსავლების მონიტორინგის საფუძველზე უშუალოდ კლიენტისაგან (მათ შორის მისი სალაროდან) მიიღოს ბანკის კუთვნილი თანხები ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ. ასეთ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბანკის წარმომადგენლის დაშვება კლიენტის აქტივების/ქონების შესამოწმებლად ან/და კლიენტის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, და მიაწოდოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, სხვა საბანკო დაწესებულებებში კლიენტის საბანკო ანგარიშ(ებ)იდან ამონაწერები) და დოკუმენტაცია;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეუწყვეტლად, ან ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსთხოვოს კლიენტს ფინანსური ვალდებულებების ვადამდე შესრულება (მათ შორის, კრედიტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით), რა შემთხვევაშიც ვალდებულების წინსწრებით შესრულების ან/და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებისათვის კლიენტს არ ეკისრება რაიმე დამატებითი გადასახდელის გადახდა.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (მათ შორის, კრედიტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
წინამდებარე დანართის პირობები ვრცელდება მხოლოდ დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით გაცემულ კრედიტებზე.
პროლონგაციის პირობა
იმ შემთხვევაში თუ კლიენტი სარგებლობს სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტით, ასეთ სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტზე:
კრედიტის მოქმედების პერიოდში კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტის ვადის გაგრძელება არაუმეტეს დაკრედიტების დებულებით (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ) განსაზღვრულ სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობამდე, ხოლო ბანკი ვალდებულია დააკმაყოფილოს კლიენტის ასეთი მოთხოვნა დაკრედიტების დებულებით და ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით, თუ დაკმაყოფილდება ყველა ქვემოთ მითითებული წინაპირობა:
ა) კლიენტზე ვრცელდება ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №44/04 ბრძანების მოთხოვნები („დაკრედიტების დებულება“);
ბ) ზემოხსენებული ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა პირდაპირ მინიჭებული აქვს კონკრეტულ კლიენტს კონკრეტულ სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებით დაკრედიტების დებულების პირობების შესაბამისად;
გ) კრედიტის მოქმედების ვადის გათვალისწინებით (კრედიტის მოქმედების ვადა ნაკლებია დაკრედიტების დებულებით განსაზღვრულ სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობაზე), კრედიტის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) შესაბამისი ზღვრები მეტია, დაკრედიტების დებულებით დადგენილ სესხის მომსახურების მაქსიმალურ კოეფიციენტზე (სიცხადის მიზნებისთვის, ასეთ შემთხვევაში, ბანკმა კლიენტის დაკრედიტებისას დაკრედიტების დებულებით განსაზღვრული სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტების (PTI) დათვლისას ასეთი PTI კოეფიციენტი დაიანგარიშა დაკრედიტების დებულებით გათვალისწინებული სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტის მაქსიმალური ზღვრული ოდენობების ფარგლებში და არა სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტების რეალური ვადიანობის გათვალისწინებით);
ვ) სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტის ვადის გაგრძელებისას ასეთი სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტი კვლავ არის ან/და არ დაკარგავს სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტი/სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტის სტატუსს.
წინამდებარე დანართის 15.1 პუნქტით გათვალისიწინებული პირობა ვრცელდება სპეციფიკური საკრედიტო პროდუქტებზე განურჩევლად იმისა დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით არის დადებული თუ არა.
1