ხელშეკრულება N
ხელშეკრულება N
ქ. თბილისი,
ერთის მხრივ,
შპს „პერსპექტივა“, წარმოდგენილი დირექტორის სახით,
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #42; საიდენტიფიკაციო კოდი: 404 924 276;
საბანკო რეკვიზიტები: ლიბერთი ბანკი; ბანკის კოდი: LBRTGE22;
IBAN: XX00XX 0000 0000 0000 0000;
მობილური:
(შემდგომში „მიმწოდებელი“) და მეორეს მხრივ,
ფიზიკური პირი: მისამართი:
პირადი ნომერი: მობილური: ელ.ფოსტა:
(შემდგომში “შემსყიდველი”)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების (ბრძანება N MOC 9 16 00006832; 16/09/2016) საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 N6 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო ორგანული ნარჩენის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების შემდგომ მორჩენილი სახით) (შემდგომში „ორგანული ნარჩენი“) გატანა.
2. ხელშეკრულებისა და მიწოდების ვადა
2.1. ხელშეკრულება მოქმედებს 2021 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2.2. ხელშეკრულების საგნის მიწოდება ხდება ყოველდღიურად, შეთანხმებული პერიოდულობით 10:00 საათიდან 20:00 საათამდე. მიწოდება ხდება შემდეგ მისამართებზე: N5 პენიტენციური დაწესებულება - გარდაბანი, სოფელი მთისძირი
N6 პენიტენციური დაწესებულება - გარდაბანი, სოფელი მთისძირი N12 პენიტენციური დაწესებულება - ქ.რუსთავი, მშენებელთა xxxx X00
3. ხელშეკრულების საგნის მიღება-ჩაბარების წესი
3.1. ორგანული ნარჩენის მიღება-ჩაბარებისას ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აღინიშნება მისი რაოდენობა (ლიტრაჟი), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ადგილი და თარიღი, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი უფლებამოსილი პირები.
4. მხარეთა ვალდებულებები
4.1. შემსყიდველი ვალდებულია:
4.1.1.1. ავტომობილითა და საკუთარი სუფთა თავსახურიანი კონტეინერებით/ სათავსებით დაწესებულებიდან გაიტანოს არსებული ორგანული ნარჩენი სრულად, შეთანხმებული პერიოდულობით და დატოვოს მომდევანო გატანისათვის საჭირო, შესაბამისი მოცულობის, სუფთა 60 ლიტრამდე მოცულობის კონტეინერები.
4.1.1.2. პენიტენციურ დაწესებულებას წინასწარ, წერილობით აცნობოს შემსვლელი პირის სახელი გვარი, პირადი ნომერი, ასევე ავტომანქანის მარკა მოდელი და სახელმწიფო ნომერი.
4.1.1.3. არ გააჭიანუროს ხელშეკრულების საგნის დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიიდან გატანა.
4.2. მიმწოდებელი ვალდებულია:
4.2.1.1.1. მიაწოდოს მხარეს ხელშეკრულების საგანი მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში.
4.2.1.1.2. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ შემსყიდველს დაუბრუნოს ორგანული ნარჩენის მიწოდებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მიიღო, ამასთან მიმწოდებელი პასუხს არ აგებს ნივთის ნორმალური ცვეთისათვის.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1. „მიმწოდებელს“ ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი და/ან მონიტორინგი, რათა დარწმუნდნენ პროცესის შესაბამისობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
5.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა.
6. ანგარიშსწორება
6.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
6.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების წესით წინა კალენდარული თვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
7. ფასები
7.1. შესყიდვის ობიექტის ფასი განისაზღვრება ლარში.
7.2. შესყიდვის ობიექტის დეტალური განფასება მოცემულია დანართი #1-ში (ფასების ცხრილი).
7.3. ფასების ცვლილების შესახებ ამ ხელშეკრულების მხარემ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს წერილობით, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია არ დაეთანხმოს აღნიშნულ ცვლილებაზე.
8. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
8.1. არავითარი ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორების გარდა.
8.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
8.3. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დამატების სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა, ხელშეკრულების შეწყვეტა და სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი
9.1. 2.2 და 4.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის „მიმწოდებელს“ უფლება აქვს კონკრეტულ დარღვევაზე
„შემსყიდველს“ დაარიცხოს ჯარიმა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
9.2. საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს „შემსყიდველს“ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.3. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველი არ მოახდენს ანგარიშსწორებას ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს დაუყონებლივ დააკისროს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თუ შემსყიდველი სისტემატიურად (არანაკლებ 3 გზის) ჯეროვნად არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას „მიმწოდებელს“ უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
9.5. ხელშეკრულება შესაძლებელია ვადამდე შეწყდეს ურთიერთშეთანხმებით 1 (ერთი) თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გზით. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად.
9.6. ხელშეკრულება შეიძლება ასევე შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9.7. თუ შემსყიდველი ცალმხრივად მოშლის წინამდებარე ხელშეკრულებას პატივსადები მიზეზების არსებობის გარეშე, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაიხადოს ხელშეკრულების ვადამდე მოშლის პირგასამტეხლო 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
9.8. მხარეთა შორის სადავო საკითხები წყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.
10. ფორს-მაჟორი
10.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
10.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული
„შემსყიდველისა“ და/ან „მიმწოდებლის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, და სხვა.
10.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან
10.4. ფორს-მაჟორული მოვლენა დადასტურებული უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
11. მხარეთა კომუნიკაციის პირობები
11.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით.
11.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
11.3. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
11.4. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
11.5. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
12. ხელშეკრულების ძალაში შესვლა, შეცვლის წესი და მოქმედების ვადა
12.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი
„მიმწოდებელთან“ და ერთი პირი „შემსყიდველთან“).
12.2. ხელშეკრულების დანართები თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მიმწოდებელი: | შემსყიდველი: |
შპს „პერსპექტივა“ | ფიზიკური პირი |
დანართი 1
ფასების ცხრილი
# | საქონლის დასახელება | განზომილება | სავარაუდო რაოდენობა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში | ერთეულის ფასი | საერთო ღირებულება |
1 | ორგანული ნარჩენი | ლიტრი |
მიმწოდებელი: | შემსყიდველი: |
შპს „პერსპექტივა“ | ფიზიკური პირი |