წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 20-- წლის -- -----, ქალაქ ------, ერთი მხრივ, ერთი მხრივ, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205236537, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N74, შემდგომში -...
საბანკო სესხის ხელშეკრულება №---
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 20-- წლის -- -----, ქალაქ ------, ერთი მხრივ, ერთი მხრივ, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205236537, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N74, შემდგომში - „ბანკი“; საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზირების ფორმა - კომერციული ბანკი; საზედამხედველო ორგანო - საქართველოს ეროვნული ბანკი; მისამართი: სანაპიროს ქ. N2, თბილისი, საქართველო) წარმოდგენილი სახელი გვარი (პ/ნ 00000000000) სახით და
მეორეს მხრივ, სახელი გვარი (პ/ნ 00000000000, მისამართი: --------------) შორის (შემდგომში ,,მსესხებელი’’)
იმის გათვალისწინებით, რომ:
ბანკისა და მსესხებლის შორის დადებული საგადახდო ბარათის გაცემისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელისათვის გახსნილია მიმდინარე ანგარიში (შემდგომში ,,ანგარიში“) და გაცემულია საგადახდო ბარათი (შემდგომში ,,ბარათი“), მასზე წვდომის უზრუნველსაყოფად;
მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, დარეგულირდება ინტერნეტის ქსელში, ბანკის ვებ-გვერდზე: xxx.xxxxxxxxx.xx განთავსებული საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით და იგი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
მხარეებმა დადეს წინამდებარე ხელშეკრულება (შემდგომში ,,ხელშეკრულება“) შემდეგზე:
ბანკი ადგენს ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტს (შემდგომში ,,საკრედიტო ლიმიტი“), რომლის თანხის და ვადის ფარგლებშიც სთავაზობს მსესხებელს სესხებს (შემდგომში ,,სესხი“).
სესხის მიზნობრივი დანიშნულება: სამომხმარებლო მიზნები
სესხის ტიპი: საკრედიტო ბარათი
საკრედიტო ლიმიტის ოდენობა: -- (--) ლარი
გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა:
მთლიანი თანხის სავაჭრო ობიექტებში გახარჯვისა და საკრედიტო ლიმიტის მინიმალური შენატანებით დაფარვის შემთხვევაში: -- ლარი
მთლიანი თანხის ბანკის ბანკომატში განაღდებისა და საკრედიტო ლიმიტის მინიმალური შენატანებით დაფარვის შემთხვევაში: -- ლარი
სესხის ვადა: სესხით სარგებლობის ვადა იწყება მსესხებლის მიერ საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობების 1.2. პუნქტში ჩამოთვლილი ოპერაციების შესრულების დღიდან და მთავრდება ბანკის მიმართ არსებული სასესხო დავალიანების სრული თანხის დაფარვის თარიღით. ამასთანავე, სესხის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო ლიმიტის ვადას, რომელიც განისაზღვრება --/--/20--წ. მდე ვადით და იყოფა თანაბარ პერიოდებად, რომელიც უტოლდება ერთ თვეს (შემდეგში ,,საანგარიშო პერიოდი“), პირველი საანგარიშო პერიოდი დგინდება --/--/20--წ.-დან.
სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა: --/--/20--წ. მდე
სესხის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი
სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი:
სესხის 55 დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში: --% (-- პროცენტი)
სავაჭრო ობიექტებში გახარჯვის შემთხვევაში: --% (-- პროცენტი)
ბანკის ბანკომატიდან განაღდების შემთხვევაში: --% (-- პროცენტი)
სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:
მთლიანი თანხის სავაჭრო ობიექტში ყოველთვე ათვისების და საკრედიტო ლიმიტის საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სრულად დაფარვის შემთხვევაში: --%
მთლიანი თანხის სავაჭრო ობიექტებში გახარჯვისა და ერთი წლის მანძილზე მინიმალური შენატანებით დაფარვის შემთხვევაში: --% (ეფექტური განაკვეთის დათვლისას გათვალისწინებულია, რომ ლიმიტის გააქტიურება მოხდება ხელშეკრულების გაფორმების დღეს და საბოლოოდ დაიფარება 1 წლის თავზე);
მთლიანი თანხის ბანკომატში განაღდებისა და ერთი წლის მანძილზე მინიმალური შენატანებით დაფარვის შემთხვევაში: --% (ეფექტური განაკვეთის დათვლისას გათვალისწინებულია, რომ ლიმიტის გააქტიურება მოხდება ხელშეკრულების გაფორმების დღეს და საბოლოოდ დაიფარება 1 წლის თავზე).
სესხის გაცემასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები (რომლებიც გამოყენებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დროს) შეადგენს:
ბანკის ბანკომატებში/პარტნიორი ბანკების ბანკომატებში თანხების განაღდების საკომისიო - --% (-- პროცენტი), მინიმუმ -- ლარი;
ბარათის წლიური მომსახურების საკომისიო - -- ლარი
სესხის დაფარვის და სესხით სარგებლობისათვის დარიცხული სარგებლის გადახდის საშუალება: სესხით სარგებლობისათვის დარიცხული სარგებლის გადახდა და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ყველა სხვა თანხების გადახდა ხორციელდება უნაღდო წესით, ბანკის მიერ, ანგარიშიდან მათი უაქცეპტოდ ჩამოჭრის გზით, რომელიც შეივსება ნაღდი ან უნაღდო წესით.
სესხის დაფარვის მეთოდი: მსესხებლის შეხედულებისამებრ, სესხის და სარგებლის მთლიანი თანხის ერთდროულად ან ნაწილ-ნაწილ გადახდის გზით. ნაწილ-ნაწილ დაფარვის შემთხვევაში, ბანკისათვის გადასახდელი მინიმალური თანხა უნდა შეადგენდეს სესხზე დარიცხული სარგებლის სრულ ოდენობას და სესხის ძირითადი დავალიანების ნაშთის 5% (ხუთი პროცენტი).
სესხის დაფარვა ხორციელდება საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით დადგენილი რიგითობის შესაბამისად.
სესხის დაფარვის და სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი უხდის ბანკს პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის წლიური --%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა, ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
სესხის და სესხზე დარიცხული სარგებლის დაფარვის წესი და პერიოდულობა რეგულირდება საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდება საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო სარგებლის განაკვეთების ცვლილება არანაკლებ 5 პროცენტული პუნქტისა ან/და ბანკის საკრედიტო პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება, ისე რომ მსესხებლის სასარგებლოდ გაცემული სესხი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის ან/და საფრთხე შეუქმნას ბანკის ფინანსურ სტაბილურობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება ცალმხრივად გაზარდოს სესხის საპროცენტო სარგებლის განაკვეთი. აღნიშნულის შესახებ ბანკმა მსესხებელს უნდა აცნობოს არანაკლებ ორი თვით ადრე შეტყობინების ფორმით.
იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ დაეთანხმება ამ ხელშეკრულების მე-16 პუნქტის საფუძველზე ბანკის მიერ საპროცენტო სარგებლის განაკვეთის გაზრდას, იგი ვალდებული იქნება ბანკის შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში სრულად დაფაროს ბანკის მიერ მსესხებლის სასარგებლოდ გაცემული სესხ(ებ)ი. მსესხებლის მიერ ამ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იქნება საპროცენტო სარგებელი გადაიხადოს გაზრდილი განაკვეთის მიხედვით.
მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, ბანკი მიმართავს საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით დადგენილ ზომებს.
ხელშეკრულება შედის ძალაში მისი ხელმოწერის თარიღიდან, რომელიც მითითებულია ხელშეკრულების პრეამბულაში, და მოქმედებს მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე, ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების სრულ შესრულებამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძველის დადგომამდე (წარმოშობამდე) (დამოკიდებულია იმაზე, რომელი გარემოება დადგება უფრო ადრე).
მხარეთა პასუხისმგებლობა, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, დადგენილია საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით.
მხარეების უფლება-მოვალეობები დადგენილია საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით.
წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი:
ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითად პირობებს და ხელშეკრულების პრეამბულაში მითითებული ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღისათვის მასში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას, აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ყველა ის საკითხი რომელიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით და იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას ხელშეკრულების ყველა დებულება.
ბანკს უცხადებს თანხმობას და აძლევს უფლებას, მსესხებლის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე, ბანკმა მოიძიოს და დაამუშავოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და მიზნებისათვის სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) (შემდგომში - საკრედიტო ბიურო) მონაცემთა ბაზაში და მსესხებლის პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს საკრედიტო ბიუროს, რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას საკრედიტო ბიუროს მონაცემთა ბაზაში. საკრედიტო ბიუროსათვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.
ბანკს უცხადებს უპირობო და გამოუთხოვად თანხმობას ამ ხელშეკრულებით წარმოქმნილი ყველა დავალიანების თანხის, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: სასესხო დავალიანების (ძირითადი ვალის) დასაფარად საჭირო თანხის, სესხის საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გადასახდელების უაქცეპტო ამოღებაზე, მსესხებლის ყველა საბანკო ანგარიშებიდან, როგორც პირდაპირი დებეტირების გზით, ასევე იმ საგადახდო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არ საჭიროებენ მსესხებლის აქცეპტს.
მსესხებელი ინფორმირებულია და მისთვის ცნობილია, რომ:
ბანკი შეაგროვებს/დაამუშავებს მსესხებლის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის (სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო (ს/ნ 204470740) ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტი) ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები).
მსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ინფორმაციას უზრუნველყოფის საშუალებების შესახებ და სხვა ინფორმაციას, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით ან/და ბანკსა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
მსესხებელი უფლებამოსილია, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი პრეტენზია წარადგინოს ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ბანკის ფილიალში ან ბანკის კანცელარიაში (სათავო ოფისში). წერილობითი პასუხის განხილვის და გაცემის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 (ათი) დღეს. ინფორმაცია პრეტენზიის განხილვის პროცედურების შესახებ განთავსებულია ბანკის ვებ-გვერდზე: xxx.xxxxxxxxx.xx.
ხელშეკრულების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით დადგენილი წესის შესაბამისად. საბანკო ხელშეკრულების ძირითადი პირობების ცვლილებები და დამატებები, რომლებიც აუმჯობესებენ მსესხებლის მდგომარეობას, ხორციელდება ბანკის მიერ ცალმხრივად და ძალაში შედის ბანკის მიერ გამოქვეყნებისთანავე, შესაბამისად, თუ ამ ხელშეკრულების და/ან საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობების ცვლილება ხორციელდება მსესხებლის სასარგებლოდ, მხარეები თანხმდებიან წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმებაზე.
დანარჩენ ნაწილში ხელშეკრულების პირობები რეგულირდება საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით.
ხელშეკრულება ხელმოწერილია მსესხებლის თანდასწრებით ბანკის შენობაში, შედგენილია ორ თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად სახელმწიფო ენაზე, თითო ეგზემპლარი მსესხებლისათვის და ბანკისათვის.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ და ხელმოწერები
ბანკი სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ ს/კ 205236537 საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №74 ტელ: (x000 00) 0 00 00 00
|
მსესხებელი სახელი გვარი მისამართი: ------------------ ელ. ფოსტის მისამართი: ----------------- ტელ: -----------------
|
________________________
|
__________________________________
|