CPV - 30200000 - კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
ხელშეკრულების ნიმუში
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №16-----
CPV - 30200000 - კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
ქ. თბილისი 2015 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი (მის: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №48, ს/კ 404384974, სახაზინო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, TRESGE22, XX00XX0000000000000000, ტელ:
0322470014) შემდგომში „შემსყიდველი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, -------------------, (მის: ქ. თბილისი, ---------------------, ს/კ ---------------------, საბანკო
რეკვიზიტები: ს/ს -------------------- ბანკი, ბანკის კოდი --------------GE22, ა/ა --------------------, ტელ: ------------
--) შემდგომში „მიმწოდებელი“, წარმოდგენილი დირექტორის ----------------------- სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და
ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: კომპიუტერული მოწყობილობები დანართი N1-ის შესაბამისად.
2.2 შესყიდვის საშუალება - გამარტივებული ელექტრონული ტენდერი SPA16000----
2.3 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ---------------- (--------------------) ლარს, რომელიც მოიცავს, როგორც შესასყიდი ობიექტის ღირებულებას, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
2.4 მომსახურების ყოველთვიური გადასახადი შეადგენს:---------------- ( ).
2.5 დაუშვებელია ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
2.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დასაშვებია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების მხოლოდ 10%-ის ოდენობით გაზრდა.
2.7 დაფინანსების წყარო - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის საბიუჯეტო სახსრები.
2.8 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერიდან ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე - 2016 წლის ............. ჩათვლით (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 30
კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების დასრულების ვადას).
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები და გარანტია
3.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 26 დეკემბრისა.
3.2 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: თბილისი, ძმ. ძუბალაშვილების #48.
3.3 პრინტერებზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი გარანტია, ხოლო ლეპტოპზე არანაკლებ 3 (სამი) წლიანი.
4. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
4.1 მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, დროულად და ჯეროვნად შეასრულონ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
4.2 მიმწოდებელი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს მიწოდებული საქონლის ღირებულების შეუფერხებლად ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად;
4.3 მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ამ ხელშეკრულების დანართი #1-ით განსაზღვრული „საქონლის“ მიწოდება
„შემსყიდველისათვის“ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად;.
ბ) მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
გ) შემსყიდველს უმოკლეს ვადაში აცნობოს მისი ორგანიზაციის მოსალოდნელი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ.
დ) განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე;
4.4 შემსყიდველი ვალდებულია:
ა) გადასცეს მიმწოდებელს ინფორმაცია ,,საქონლის“ მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა არსებითი გარემოების შესახებ;
ბ) შეუფერხებლად აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული ,,საქონლის“ ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად;
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1 შემსყიდველს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის ხარისხის კონტროლი.
5.2 შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება ხელშეკრულების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს უფლებამოსილ პირ(ებ)ს.
5.3 შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება შესასყიდი ობიექტი უხარისხო, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ვადაში შემსყიდველს მიაწოდოს ხარისხიანი შესასყიდი ობიექტი. თუ მიმწოდებელი ვერ შეძლებს ხარისხიანი შესასყიდი ობიექტის მიწოდებას და შემსყიდველს გადახდილი აქვს ამ უხარისხო შესასყიდი ობიექტის ღირებულება, მიმწოდებელი ვალდებულია დააბრუნოს აღნიშნული უხარისხო ობიექტის ღირებულება; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნაკლის/ხარვეზის აღმოჩენის მომენტისათვის შემსყიდველს არ აქვს გადახდილი ამ უხარისხო შესასყიდი ობიექტის ღირებულება, მიმწოდებელს არ აუნაზღაურდება თანხა ნაკლის/ხარვეზის ღირებულების ოდენობით მის გამოსწორებამდე.
6. მიღება - ჩაბარების წესი
6.1 შესასყიდი ობიექტის მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
6.2 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ხდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელის მოწერით და ბეჭდით.
6.3 თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი დაემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლოა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიწოდების ვადის გადაცილებად.
6.4 შემსყიდველი უფლებამოსილია განაცხადოს უარი დაგვიანებით მიწოდებული, ან უხარისხო (წუნდებული), ან არასრული თანმხლები დოკუმენტაციის მქონე შესყიდვის ობიექტის მიღებაზე და მის ანაზღაურებაზე.
7. ანგარიშსწორება
7.1 ანგარიშსწორების ვალუტაა ქართული ლარი.
7.2 ანგარიშსწორების ფორმაა უნაღდო, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
7.3 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
7.4 შემსყიდველი ვალდებულია ანგარიშსწორება მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
7.5 თუ ანგარიშსწორება უნდა შესრულდეს არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება გადახდის ვადის გადაცილებად.
8. შესყიდვის ობიექტის ხარისხი
8.1 შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს „შემსყიდველის“ მიერ სატენდერო დოკუმენტაციით წაყენებულ მოთხოვნებს და დადგენილ სტანდარტებს.
8.2 „მიმწოდებელი“ ვალდებულია საწარმოო წუნის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის ობიექტი შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეში შეცვალოს ახლით.
8.3 სწორი ექსპლუატაციის პირობებში „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტების შეცვლა/ჩანაცვლება და შეკეთება საგარანტიო ვადის პერიოდში.
9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
9.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, თავიანთი ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
9.2 თითოეული მხარე უფლებამოსილია მეორე მხარის მიზეზით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს მეორე მხარეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ხოლო თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10 %-ს.
9.3 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას გადაწყვეტილების გაცნობიდან (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
9.4 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
10.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა თუ დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით, ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტებით ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებებით, თუ ისინი უშუალოდ ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდა ერთ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ მისი მოქმედება, კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
11. ხელშეკრულების შეწყვეტა
11.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.
11.2 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მეორე მხარეს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
11.3 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმებით; ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
11.4 შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება (მთლიანად ან ნაწილობრივ), თუ:
ა)მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; ბ) მიმწოდებელი შემსყიდველის გაფრთხილების მიუხედავად არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
გ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
12. სხვა პირობები
12.1 ხელშეკრულებაში დამატებების ან/და ცვლილებების შეტანა მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
12.2 მხარეები გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას წარმოქმნილი უთანხმოების აღმოსაფხვრელად მოლაპარაკების გზით. უთანხმოების მოლაპარაკების გზით აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს მიმართოს საერთო სასამართლოს.
12.3 წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს.
12.4 იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის დროს წინამდებარე ხელშეკრულების ღირებულებისა და ანგარიშსწორებიდან გამომდინარე, ან რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, მათ შორის ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა, ასეთი ცვლილებები დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულების საერთო შინაარსის ფარგლებში და ცვლილებების შეტანის ინიციატორი მხარე ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია.
12.5 ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12.6 მხარეები ვალდებულნი არიან წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინებების, მითითებების და დოკუმენტების მიწოდება განახორციელონ წერილობითი შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენებით, რომელიც იძლევა ადრესატისათვის გზავნილის მიღების დადასტურების საშუალებას. თუ აღნიშნული ფორმით ვერ ხერხდება ან გვიანდება შეტყობინება, მხარე უფლებამოსილია შეტყობინება გააკეთოს ზეპირი/სატელეფონო შეტყობინების სახით, რაც შემდგომ უნდა დადასტურდეს წერილობითი შეტყობინებით.
12.7 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარ იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ინახება შემსყიდველთან, ხოლო ერთი მიმწოდებელთან.
13. მხარეთა ხელმოწერები
შემსყიდველი მიმწოდებელი
თბილისის განვითარების ფონდი
დირექტორი