ინტერნეტ/IPTV/VOIP მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება
ინტერნეტ/IPTV/VOIP მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება
მხარეები: ერთი მხრივ, შპს “მაგთიკომი” (შემდგომში - “ოპერატორი“) - ავტორიზებული იურიდიული პირი, ს/კ 204876606, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N7, 0186, ოფიციალური ინტერნეტ გვერდის მისამართი: www.magticom.ge (შემდგომში - ოპერატორის ვებ-გვერდი), 24-საათიანი ცხელი ხაზის ნომერი: +995 32 217 00 00 ან 11 00 11 (შემდგომში - ცხელი ხაზი), წარმოდგენილი გენერალური დირექტორის მოადგილეს ზურაბ ზარიძის სახით და მეორეს მხრივ, სსიპ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (204864548), საკორესპოდენციო მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 1, წარმოდგენილი მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლაშა საღინაძეს მიერ (შემდგომში “აბონენტი”)
1 . ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში, შეკვეთის ფორმაში ან/და ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მხარეების მიერ გაფორმებულ სხვა დოკუმენტებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, (ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული წინამდებარე ხელშეკრულებით, განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად).
1.1.1. მომსახურების ხელშეკრულება, მისი შემადგენელი ნაწილები, მხარეები:
1.1.1.1. ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება და მისი ნებისმიერი საოპერაციო წესი,
„მომსახურების კეთილსინდისიერი სარგებლობის წესები“, „კონფიდენციალობის პოლიტიკა“, პოლიტიკა, დანართი თუ დამატებითი დოკუმენტი, რომლებიც გამოცემულია/გამოიცემა დრო და დრო და შესაბამისი მითითებით ინკორპორირებულია ხელშეკრულებაში ან/და პირდაპირ შემხებლობაშია ხელშეკრულების საფუძველზე გასაწევ ერთ ან რამდენიმე მომსახურებასთან;
1.1.1.2. შეკვეთის ფორმა - ხელშეკრულების დანართი, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი მომსახურების კონკრეტულ პირობებს (ინტერნეტ-მომსახურების შემთხვევაში მიწოდებული მომსახურების ხარისხობრივ მაჩვენებლებს1), პაკეტებს, მათ შემადგენლობას, სააბონენტო გადასახდელებს, ინსტალაციის ღირებულებასა და ვადას, მომსახურების მიღების მისამართ(ებ)ს, მომსახურების მიღების წერტილ(ებ)ს (უნიკალურ ნომერ(ებ)ს), სტატიკური IP მისამართს (ასეთით სარგებლობის შემთხვევაში) სხვა გადასახდელებს/ფასებს და სხვა პარამეტრებს. ამასთან, VoIP მომსახურების შეკვეთის ფორმაში დამატებით მოცემულია სააბონენტო ნომერი, სააბონენტო ნომრის გამოყოფის ერთჯერადი საფასური, სატელეფონო არხების რაოდენობა, ლიმიტი და შეკვეთილ მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები და ტარიფები.
1.1.1.3. ოპერატორი - შპს „მაგთიკომი“;
1.1.1.4. აბონენტი - ხელშეკრულების დასაწყისში მითითებული პირი;
1.1.1.5. მხარე - ოპერატორი ან აბონენტი;
1.1.1.6. მხარეები - ოპერატორი და აბონენტი ერთობლივად.
1.1.2. მომსახურება, მომსახურების კატეგორიები, პაკეტები, დამატებითი მომსახურება:
1 ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესები განისაზღვრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით -
„ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“.
1.1.2.1. მომსახურება – ხელშეკრულების შესაბამისად აბონენტისათვის გაწეული/გასაწევი სხვადასხვა მომსახურების კატეგორიაში შემავალი ერთ–ერთი ან ერთდროულად რამოდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;
1.1.2.2. მომსახურების კატეგორიები - ოპერატორის მიერ აბონენტისათვის შეთავაზებული შემდეგი მომსახურების სახეობები: 1) ინტერნეტ მომსახურება, 2) IPTV მომსახურება და 3) VoIP მომსახურება;
1.1.2.3. მომსახურების პაკეტი - ოპერატორის მიერ აბონენტისათვის შეთავაზებული მომსახურების კატეგორიაში შემავალი კონკრეტული მოცულობის, მახასიათებლების, პირობებისა და სააბონენტო გადასახდელის მქონე პაკეტი;
1.1.2.4. დამატებითი მომსახურება - ერთ ან რამდენიმე მომსახურებასთან დაკავშირებული და მის საფუძველზე, დამატებითი პირობების შესაბამისად აბონენტისათვის დრო და დრო შეთავაზებული მომსახურება. დამატებითი მომსახურების გაწევის პირობები მოცემულია/განთავსდება ოპერატორის ვებ-გვერდზე ან/და ინდივიდუალურად შეთანხმდება მხარეთა შორის.
1.1.2.5. ინტერნეტ მომსახურება:
1.1.2.5.1. ინტერნეტ მომსახურება - მომსახურება, რომელიც აბონენტს საშუალებას აძლევს, იქონიოს წვდომა გლობალურ კომპიუტერულ სატელეკომუნიკაციო ქსელთან (www) და მოახდინოს მონაცემთა და ელექტრონულ გზავნილთა მიღება-გადაცემა.
1.1.2.6. IPTV მომსახურება:
1.1.2.6.1. IPTV მომსახურება - მაუწყებლების ტელეპროგრამების (სატელევიზიო არხების) საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემა უცვლელი სახით;
1.1.2.6.2. ტელეარხის/კონტენტის მომწოდებელი - შესაბამის იურისდიქციაში შესაბამისი ლიცენზიის ან სხვა ნებართვის მქონე რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი, რომელიც აწვდის და უფლებამოსილია მიაწოდოს ოპერატორს ტელეარხი/ტელეარხები/კონტენტი და მათი რეტრანსლაციის უფლება;
1.1.2.6.3. VoD - IPTV მომსახურების ფარგლებში შეთავაზებული დამატებითი მომსახურება, ოპერატორის ონლაინ კატალოგში არსებული კონტენტის მიწოდება აბონენტისათის, მისი მოთხოვნის შესაბამისად.
1.1.2.7. VoIP მომსახურება:
1.1.2.7.1. VoIP მომსახურება - ინტერნეტ პროტოკოლების ციფრული ქსელების მეშვეობით
აბონენტისათვის მიწოდებული სატელეფონო მომსახურება;
1.1.2.7.2. სააბონენტო ნომერი – ოპერატორის მიერ აბონენტისათვის ხელშეკრულების საფუძველზე და მისი მოქმედების ვადის განმავლობაში გამოყოფილი (დროებით სარგებლობაში გადაცემული) სატელეფონო ნუმერაციის რესურსი, რომელიც გამოიყენება აბონენტის სააბონენტო ანგარიშის იდენტიფიკაციის, VoIP ქსელში ჩართვის და მისთვის მომსახურების მიწოდების მიზნებისათვის. სააბონენტო ნომრით სარგებლობაზე ან გარკვეული სახის/კომბინაციის ნომრებით სარგებლობაზე შესაძლოა დადგენილი იყოს გარკვეული საფასური;
1.1.2.7.3. ვირტუალური ასს - ვირტუალური ავტომატური სატელეფონო სადგური (ე.წ. Virtual PBX);
1.1.2.7.4. სატელეფონო არხები - შეკვეთის ფორმით განსაზღვრული სააბონენტო ნომრისთვის გამოყოფილი დამატებითი სატელეფონო არხების რაოდენობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ სააბონენტო ნომერზე ერთდროულად ამავე რაოდენობის სატელეფონო ზარის გატარებას (მიღებას ან წამოწყებას);
1.1.2.7.5. ლიმიტი - ფიქსირებული თანხა, რომელსაც არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე საანგარიშო პერიოდში აბონენტის მიერ განხორციელებული და მისთვის დარიცხული წუთობრივი სატელეფონო ზარების ღირებულება.
1.1.3. აპარატურა:
1.1.3.1. მომსახურების აპარატურა - შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის საჭირო აპარატურა და მოწყობილობები, რომელიც გადაეცემა აბონენტს დროებით სარგებლობაში (თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული გადაცემის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში) და რომელიც თავსდება აბონენტთან მომსახურების მიღების ფართზე/მისამართზე;
1.1.3.2. სააბონენტო მოწყობილობა – აბონენტის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ტექნიკური მოწყობილობა (ტელეფონის აპარატი, მოდემი ან სხვა სახის აპარატი, მოწყობილობა), რომელიც იძლევა, მომსახურების (მათ შორის ოპერატორის მიერ გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის მეშვეობით VoIP მომსახურების) მიღების საშუალებას.
1.1.4. ანგარიშსწორება:
1.1.4.1. სააბონენტო გადასახდელი – ოპერატორის მიერ კონკრეტული საანგარიშო პერიოდისათვის (შესაბამისი მომსახურებისათვის) აბონენტისათვის დაწესებული ფიქსირებული გადასახდელი. VoIP მომსახურების შემთხვევაში - სატელეფონო (სააბონენტო) ხაზით უზრუნველყოფის ყოველთვიური ერთჯერადი გადასახდელი, რომელიც მოიცავს სააბონენტო ნომრით, სატელეფონო არხებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ვირტუალური ასს-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სარგებლობის საფასურს;
1.1.4.2. საბილინგო სისტემა – მომსახურებისათვის აბონენტის მხრიდან ფულადი თანხების გადახდის ოპერაციებისა და აბონენტის მიერ მიღებული მომსახურების მოცულობის დაანგარიშების ავტომატიზირებული სისტემა;
1.1.4.3. სააბონენტო ანგარიში – ანგარიში ოპერატორის საბილინგო სისტემაში, სადაც, სხვა მონაცემებს შორის, აღირიცხება აბონენტისათვის მიწოდებული მომსახურებ(ებ)ის და დამატებითი მომსახურებ(ებ)ის ჩამონათვალი, მოცულობა, ფასი და აბონენტის მიერ განხორციელებული გადახდები;
1.1.4.4. საანგარიშო პერიოდი - კალენდარული თვე.
1.1.5. საკომუნიკაციო არხები და ფორმები:
1.1.5.1. საკონტაქტო მონაცემები - აბონენტის მიერ ხელშეკრულებაში, მათ შორის, მის ნებისმიერ დანართში მითითებული ნებისმიერი მონაცემი, ისეთი როგორიცაა და არამხოლოდ საკორესპოდენციო მისამართი, მომსახურების მიღების მისამართი, მობილურის ნომერი, საკონტაქტო ნომერი, საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართი, ფიქსირებული ტელეფონის ნომერი ან/და ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით აბონენტის მხრიდან მიწოდებული სხვა/დამატებითი საკონტაქტო მონაცემები, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულის პირების რეესტრის მიერ გაცემულ/მომზადებულ (აბონენტის) ამონაწერში დაფიქსირებული ელ-ფოსტის მისამართი (შემდგომში - ამონაწერის ელ. ფოსტის მისამართი);
1.1.5.2. საკონტაქტო ნომერი - შეკვეთის ფორმაში მითითებული აბონენტის მობილურის ნომერი ან/და ფიქსირებული ტელეფონის ნომერი ან/და ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით აბონენტის მიერ ოპერატორისათვის მიწოდებული სხვა/დამატებითი საკონტაქტო ნომერი;
1.1.5.3. საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართი - შეკვეთის ფორმაში მითითებული აბონენტის ელ. ფოსტის მისამართი ან/და ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით აბონენტის მიერ ოპერატორისათვის მიწოდებული სხვა/დამატებითი ელ. ფოსტის მისამართი;
1.1.5.4. ინდივიდუალური შეტყობინება – აბონენტის მიერ მითითებულ მისამართზე ან/და საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართზე ან/და ამონაწერის ელ. ფოსტის მისამართზე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება ან საკონტაქტო ნომერზე ან სააბონენტო ნომერზე ან აბონენტის მიერ მითითებულ სხვა საკონტაქტო ნომერზე გაგზავნილი ხმოვანი ან მოკლე ტექსტური შეტყობინება ან ზეპირი სატელეფონო ხმოვანი შეტყობინება ან შეტყობინება გადაცემული სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუ შეტყობინება საჭიროებს აბონენტის მხრიდან ინფორმაციის მიღების ფაქტის დადასტურებას;
1.1.5.5. პორტალი - თვითმომსახურების პროგრამა/აპლიკაცია, რომლის გამოყენებით აბონენტს, დარეგისტრირების შემთხვევაში, საშუალება აქვს, ოპერატორის მიერ დადგენილი წესების და პირობების შესაბამისად, ისარგებლოს ხელმისაწვდომი დისტანციური ოპერაციებით, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) მომსახურებ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის დათვალიერებას, კონკრეტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური თუ ფინანსური პრობლემების დაფიქსირებასა და დაფიქსირებულ პრობლემაზე ოპერატორისგან სტატუსის მიღებას და სხვა ფუქნციებს, რომელსაც ოპერატორი დრო და დრო შესთავაზებს აბონენტს. პორტალის საშუალებით ინფორმაციის/მომსახურებების მიღებისათვის შესაძლოა გათვალისწინებული იყოს გარკვეული საფასური, შეზღუდვა გარკვეული სერვისის/ინფორმაციის მიღებაზე, ისევე როგორც დამატებითი დაცვითი საშუალებები.
1.1.6. სხვა მნიშვნელოვანი ტერმინები:
1.1.6.1. სადემარკაციო წერტილი – თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული კონკრეტული შეკვეთის ფორმით, ის ფიზიკური ადგილი, სადაც სრულდება ოპერატორის ქსელი და იწყება აბონენტის პირადი შიდა ქსელი (როგორც წესი ეს ის ადგილია სადაც ოპერატორის შესაბამისი კაბელი შედის აბონენტის განთავსების ადგილას/ინდ. ფართში) და სადაც ხდება აბონენტისა და ოპერატორის ვალდებულებების გამიჯვნა, მათ შორის და არამხოლოდ ოპერატორის მხარდაჭერის ვალდებულება. ორაზროვნებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მომსახურებ(ებ)ის გაწევისას მომსახურების აპარატურა მდებარეობს სადემარკაციო წერტილიდან აბონენტის მხარეს;
1.1.6.2. მენეჯერი - ოპერატორის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც აბონენტთან
ურთიერთობაში მოქმედებს ოპერატორის სახელით.
2 . ხელშეკრულების საგანი
2.1. საქართველოს კანონის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მე-101 მუხლის მესამე პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 სექტემბრის N1805 განკარგულების საფუძველზე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის
,,საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე“, ,,860055 – Black Sea CONNECT”, #1858(ხელმძღვანელი კ. ბილაშვილი) დაფინანსების ფარგლებში, დღგ-ს გარეშე (აღნიშნული გრანტი გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან ,,საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმება“ შესაბამისად, და იძებნება https://www.rs.ge/TaxPrivileges ვებ-გვერდზე) ინტერნეტმომსახურების (CPV72400000) სახელმწიფო შესყიდვა.
2.2. ოპერატორი ვალდებულია გაუწიოს აბონენტს მომსახურების კატეგორიაში შემავალი ერთ- ერთი ან ერთდროულად რამოდენიმე შეკვეთილი მომსახურება/დამატებითი მომსახურება რის სანაცვლოდაც აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი სააბონენტო გადასახდელი და სხვა გადასახდელები წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.
2.3. მომსახურების გაწევას ოპერატორი დაიწყებს შეკვეთის ფორმით განსაზღვრულ ვადაში ან ნებისმიერი სხვა ვადაში, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან.
2.4. კონკრეტულ წერტილზე კონკრეტული მომსახურებით სარგებლობის დაწყებისას აბონენტის მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტი, განსაზღვრულია შეკვეთის ფორმაში. ამასთან, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება მხარეთა შორის დამატებით, თავდაპირველად შერჩეული მომსახურების პაკეტის ცვლილებისას არ ხდება ახალი შეკვეთის ფორმის დადება და ოპერატორი მომსახურების პაკეტის ცვლილებას ახორციელებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით.
2.5. მომსახურებების, მათ შორის, ცალკეული დამატებითი მომსახურებების მიღების შესაძლებლობა, რომელსაც ოპერატორი სთავაზობს აბონენტს, ასევე დამოკიდებულია
აბონენტის მფლობელობაში არსებულ სააბონენტო მოწყობილობაზე/პირად ტერმინალურ მოწყობილობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.
2.6. აბონენტის მიერ კონკრეტული მომსახურების კატეგორიაში შემავალი ნებისმიერი მომსახურების პაკეტის ჩართვა, აგრეთვე დამატებითი მომსახურების აქტივაცია და შესაბამისი მომსახურების/დამატებითი მომსახურების მიღება გულისხმობს, რომ აბონენტი სრულად/დეტალურად იცნობს მის/მათ პირობებს და აცხადებს უპირობო თანხმობას აღნიშნული მომსახურების/დამატებითი მომსახურების პირობების შესრულებაზე.
2.7. აბონენტი უფლებამოსილია მიიღოს წინამდებარე ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი მომსახურების კატეგორიიდან რამოდენიმე მომსახურება ერთდროულად, ისევე როგორც ისარგებლოს ოპერატორის მიერ შეთავაზებული სხვა მომსახურებით, როგორც წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისას, ასევე შემდგომ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით მომსახურების შეცვლით. ორი ან მეტი მომსახურების არჩევისას, აბონენტი ვალდებულია გაითვალისწინოს და დაიცვას ამ მომსახურებების ყველა ზოგადი და კონკრეტული პირობა. აბონენტი აღიარებს იმ ფაქტს და თანახმაა, რომ დამატებითი მომსახურების კატეგორიის ინსტალაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს საინსტალაციო და სხვა ხარჯებთან. აგრეთვე, შესაძლოა ერთროულად ორი ან მეტი მომსახურებით სარგებლობაზე დაწესებული იყოს სპეციალური ფასი, რა შემთხვევაშიც რომელიმე ერთი მომსახურების შეჩერებამ ან გაუქმებამ შესაძლოა წარმოშვას დარჩენილი ერთი ან ერთზე მეტი მომსახურების სააბონენტო გადასახადის ცვლილება, აგრეთვე საინსტალაციო საფასურის გადახდის ვალდებულება.
3 .
მომსახურებებით სარგებლობის ძირითადი წესები, აკრძალვები, ქსელის
უსაფრთხოება
3.1. აბონენტი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ ისარგებლოს მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და გამოიყენოს იგი ნებისმიერი მიზნებისათვის, გარდა მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით აკრძალულისა.
3.2. ინტერნეტის, IPTV–ს და VoIP-ის ქსელში ჩართული ან სხვა გზით დაკავშირებული მესამე პირის მიერ აბონენტისათვის რაიმე საქონლის ან მომსახურების მიყიდვისას ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი ამ საქონლის ან სერვისის ხარისხზე, ფასზე ან მესამე მხარის კეთილსინდისიერებაზე.
3.3. მომსახურებით სარგებლობისას აკრძალულია:
3.4.1. ოპერატორის ქსელში უნებართვო ჩართვა, ტექნოლოგიურ კომპონენტებში (აგრეგატებში), პროგრამებში, მონაცემთა ბაზებში არასანქცირებული შეღწევა, ქსელზე თავდასხმა Dos და DDoS შეტევებით, ვირუსებით, ფიშინგით, სმიშინგით, ID-სპუფინგით, ზარის გატაცებით, მომსახურების გადაყიდვა/გაზიარება, სააბონენტო ნომრის/სააბონენტო მოწყობილობის სასყიდლიანი გადაცემა მესამე პირებისთვის;
3.4.2. IPTV მომსახურებისას მისი შემდგომი გადაცემა, საჯარო ჩვენება, ხელახალი ტრანსლაცია, ჩაწერა, ასლის გადაღება და სხვა ნებისმიერი საშუალებით მომსახურების კომერციული მიზნით გამოყენება;
3.4.3. ოპერატორის თანხმობის გარეშე მომსახურების გამოყენება საკონტაქტო ცენტრების, ლატარიის, ხმის მიცემის, გათამაშებების, რეკლამის, სარეკლამო კამპანიების, თამაშობების, კონკურსების ორგანიზებისათვის ან მომსახურების გამოყენება ზარების დასრულების, სააბონენტო ნომრის ჩანაცვლების, ტრაფიკის დამისამართების, ავტომატური გამოძახების/დარეკვის, ზარის ტრანზიტის, ერთდროულ მრავალჯერადი ზარების, ზარების უწყვეტი განხორციელებისათვის, ზარების სპეციალური მოწყობილობის (მაგ. სიმ-ბოქსის) საშუალებით, ნომრის ცვლილებით ან მის გარეშე განხორციელებისათვის, სპამის (bulk messaging) ორგანიზებისათვის;
3.4.4. ქსელის გადატვირთვა შეუსაბამოდ მაღალი აქტივობით, რაც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის არაავტორიზებული შეთავაზებების გაკეთებით, ასევე ყურადღების მომქცევი შეტყობინებების დაგზავნით, რომელიც იწვევს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის გამოხმაურებას/პასუხს (მათ შორის ე.წ. ტროლინგი, თიზინგი და ა.შ.);
3.4.5. მომსახურების გამოყენება მესამე პირთა პირადი ცხოვრების ან მათი სიმშვიდის შემლახავი, მუქარის შემცველი, მათთვის მატერიალური ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან სხვა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის;
3.4.6. სპამის, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური ან მავნე პროგრამების გავრცელება ან მომსახურების მოპარვა;
3.4.7. მომსახურების სხვა მესამე პირებისათვის მიწოდება ნებისმიერი გზით, მათ შორის, მომსახურების პაკეტის გაყოფა ნებისმიერი სხვა მესამე პირისათვის. ინტერნეტ- მომსახურებით უსადენო ტექნოლოოგიით სარგებლობისას (Wi-Fi), აბონენტი ვალდებულია ქსელის უსაფრთხოებისა და წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფისათვის, შესაბამის მოწყობილობას დაადოს პაროლი და არ დაუშვას აღნიშნული პაროლის გასაჯაროვება და ხელმისაწვდომობა.
3.4. მომსახურების მიღებისას, აბონენტი ვალდებულია დაიცვას ოპერატორის მიერ დადგენილი და ოპერატორის ვებ-გვედზე გამოქვეყნებული „კეთილსიდისიერი სარგებლობის წესები“.
3.5. აბონენტი ვალდებულია მომსახურებით სარგებლობისას გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა, მათ შორის, არასრულწლოვნების მიერ ინტერნეტის/ტელევიზიის/ ტელეფონიის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და სხვა.
3.6. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორს ნებისმიერი პირის მიმართ დაეკისრა ჯარიმის/სანქციის გადახდა ან/და ზიანის ანაზღაურება აბონენტის მიერ მომსახურებით არამართლზომიერი/უკანონო სარგებლობის ან/და წინამდებარე მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევის შედეგად, მაშინ ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს აბონენტს დაკისრებული ჯარიმის/სანქციის ან/და მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
3.7. აბონენტი ვალდებულია მომსახურებით არასანქცირებული სარგებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, აღკვეთოს ასეთი სარგებლობა ან აღკვეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ოპერატორს არასანქცირებული სარგებლობის შესახებ.
3.8. მომსახურების ნებისმიერი ისეთი გამოყენება ან ნებისმიერი სხვა სახის მოქმედება, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ იწვევს ოპერატორის ქსელის ერთიანობის დარღვევას მკაცრად აკრძალულია და აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად მომსახურების შეჩერება ან შეწყვეტა.
3.9. აბონენტი აცნობიერებს, რომ არც ოპერატორი არც მისი რომელიმე კონტრაქტორი პასუხისმგებელი არ არის იმ კონტენტზე, რომელიც გადაიცემა მომსახურების საშუალებით.
3.10. აბონენტი ეთანხმება და ადასტურებს, რომ ის იძენს მომსახურებას ან/და მოწყობილობებს (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) მხოლოდ მისი საკუთარი პირადი მოხმარებისათვის.
3.11. ოპერატორი მისი ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფარგლებში ვალდებულია დაიცვას სადემარკაციო წერტილიდან ოპერატორის მხარეს არსებული საკუთარი ქსელის ინტეგრაცია და შეუვალობა, არ დაუშვას ქსელებითა და საკომუნიკაციო საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. მიუხედავად ამისა, მხარეები ადასტურებენ, რომ ვირუსებისა და საფრთხის შემცველი ტექნოლოგიური საშუალებებისაგან აბონენტის სრულყოფილი დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისად, აღნიშნული მიზეზით აბონენტისათვის მიყენებულ რაიმე სახის ზიანზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება
ოპერატორს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ზიანი დადგა ოპერატორის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების უხეში და ბრალეული დარღვევის შედეგად.
3.12. აბონენტი პასუხისმგებელია მისი პორტალის ანგარიშის უსაფრთხოებაზე. აბონენტი პასუხს აგებს პორტალის ანგარიშის არავტორიზებულ გამოყენებაზე, თუ აბონენტი რაიმე სახით გაუმჟღავნებს ანგარიშის დეტალებს/მონაცემებს სხვა პირს ან/და თუ აბონენტის აპარატურა/ქსელი არ იქნება დაცული ინტერნეტისგან სწორად. შესაბამისად, აბონენტი ვალდებულია დაიცვას და არ გაამჟღავნოს პორტალის ანგარიშის ისეთი დეტალები, როგორიცაა მომხმარებლის სახელი ან/და პაროლი.
3.13. VoIP ტექნოლოგიით მომსახურების მიწოდებისას, როდესაც ამ მომსახურების მისაღებად გამოყოფილი სერვერები განთავსებულია სადემარკაციო წერტილიდან აბონენტის მხარეს, მაშინ აბონენტი თავად აგებს პასუხს აღნიშნული სერვერებისა და მისი შიდა ქსელის უსაფრთხოებასა და დაცულობაზე. ისევე როგორც, მომხმარებლის სახელისა (username) და პაროლის გადაცემის შემდეგ თავად აგებს პასუხს მის დაცულობასა და გაუმჟღავნებლობაზე.
3.14. მესამე პირების მიერ მომსახურებით არასანქცირებული/უნებართვო სარგებლობის შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით აუნაზღაუროს ოპერატორს ამგვარი არასანქცირებული სარგებლობის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასური (სააბონენტო გადასახდელი, წუთობრივი მომსახურების საფასური და სხვა) ან ნებისმიერი სხვა ხარჯი ან თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოეშვება ოპერატორს.
3.15. თუ აბონენტს VoIP (კერძოდ, SIP Trunking) ტექნოლოგიით მიეწოდება მრავალარხიანი VoIP მომსახურება, მაშინ, აბონენტს, მომსახურების მიწოდების ტექნიკური გადაწყვეტიდან გამომდინარე, სააბონენტო ნომერთან ერთად, ენიჭება სტატიკური IP მისამართი. ამასთან, აბონენტი თავად არის პასუხისმგებელი აღნიშნული IP მისამართის დაცულობაზე. ამ შემთხვევაში, აბონენტის ანგარიშის იდენტიფიცირება ხდება IP მისამართის მეშვეობით, კერძოდ, IP მისამართის მეშვეობით წამოწყებული ან დასრულებული სატელეფონო კავშირი ჩაითვლება აბონენტის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურების მიღებად, მიუხედავად იმისა, კავშირი განხორციელებულია შეკვეთის ფორმის შესაბამისად აბონენტისთვის გამოყოფილი სააბონენტო ნომრის მეშვეობით თუ მის გარეშე.
3.16. აბონენტის სააბონენტო მოწყობილობაზე და მომსახურებით სარგებლობისათვის გამოყენებული აბონენტის პირად აპარატურაზე უახლესი დამცავი პროგრამული უზრუნველყოფების ქონა წარმოადგენს უშუალოდ და პირდაპირ აბონენტის ვალდებულებას.
3.17. ოპერატორი პასუხს არ აგებს ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც გამოწვეულია კიბერდანაშაულით ან აბონენტის მომსახურებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის შედეგად.
3.18. ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისას ოპერატორი უზრუნველყოფს პორტების გახსნილობას. შეთავაზებული მომსახურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეზღუდული იქნება დაშვება მხოლოდ, 25-ე პორტზე, სპამის თავიდან აცილების, აბონენტისა და ოპერატორის ინფორმაციის/რესურსების დაცვის და უსაფრთხოების სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული პორტების გააქტიურება მოხდება აბონენტის მხრიდან წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3.19. ოპერატორმა შესაძლოა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს მომსახურების მიღებისას და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ურყოფითი შედეგების დადგომის თავიდან აცილების მექანიზმები/სახელმძღვანელო წესები/საკონტულტაციო დოკუმენტები, მაგრამ ოპერატორი ვერ გააკონტროლებს და ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ უარყოფით შედეგებზე, რომელიც შეიძლება დადგეს მომსახურების ფარგლებში მინიჭებული უფლების (მაგალითად ინტერნეტთან წვდომის) შედეგად. აბონენტი წინამდებარე
პირობების თანხმობით, აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ინტერნეტის მოწყობის პრინციპები, რეგულირების თავისებურებები და ზოგადი გამოყენების წესები, ასევე ის ფაქტი, რომ ინტერნეტით ვრცელდება კონტენტი, რომელიც არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანი აუდიტორიისთვის.
3.20. ოპერატორი უფლებამოსილია მომსახურების გაწევისას უზრუნველყოს უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირება, რა დროსაც შესაძლებელია ასეთი სისტემის ფილტრაციის შედეგად შეიზღუდოს წვდომა კონკრეტულ ვებ-გვერდზე/ვებ-საიტზე/ვებ-სივრცეზე, ქსელის რესურსზე, კონკრეტულ IP მისამართებზე, სერვერზე და ასეთ შემთხვევაში ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების ასეთ შეზღუდვაზე და არ წარმოშობს აბონენტის მხრიდან რაიმე სახის კომპენსაციის ან ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
3.21. აბონენტი ვალდებულია, მომსახურების შეუფერხებელი მიღების მიზნით, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს სადემარკაციო წერტილიდან აბონენტის მხარეს არსებული ქსელის ინტეგრაცია, მთლიანობა და შეუვალობა და ოპერატორი პასუხს არ აგებს იმ ზიანისათვის, რაც შეიძლება გამოწვეული იქნეს მესამე პირ(ებ)ის მიერ უსანქციო ან აბონენტის მიერ სანქცირებული ქმედებებით (კიბერთავდასხმა, ჰაკერული შეღწევა და სხვა კიბერდანაშაული).
4 . მომსახურების ზოგადი ხარისხი, დაზიანების აღმოფხვრის წესი და ვადა
4.1. ოპერატორი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომ
რესურსსა და ძალისხმევას მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებისათვის, მაგრამ გარანტიას არ იძლევა, რომ მომსახურება იქნება სრულიად შეუფერხებელი ან მუდმივად ხელმისაწვდომი.
4.2. მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, გარდა გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა და შეესაბამება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ ტექნიკურ ნორმებს, სტანდარტებს და ოპერატორის ლიცენზიის პირობებს.
4.3. ოპერატორი გამოიყენებს საუკეთესო გონივრულ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს მომსახურების შეთანხმებული ხარისხით მიწოდება. მომსახურების ხარისხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, შესაბამისი ინდუსტრიული სტანდარტები და პრაქტიკა.
4.4. ოპერატორი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომ რესურსსა და საშუალებას, რათა უზრუნველყოს შეკვეთილი მომსახურების ხელმისაწვდომობა წლიური 98,3%-იანი მაჩვენებლით, რაც გულისხმობს ყოველი სრული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომსახურების ჯამში არაუმეტეს 12 (თორმეტი) საათიან ისეთ შეწყვეტას ან შეფერხებას, რომლისთვისაც ოპერატორს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. ამასთან, აბონენტისათვის მომსახურების აღნიშნული მაჩვენებლით მიწოდების შემთხვევაში მომსახურება ჩაითვლება უწყვეტად და ჯეროვნად მიწოდებულად. IPTV მომსახურების დროს გარანტირებულია ერთიანად მომსახურების ხელმისაწვდომობა წლიური 98,3%-იანი მაჩვენებლით, რაც გულისხმობს ყოველი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომსახურების არაუმეტეს 12 (თორმეტი) საათიან ისეთ შეწყვეტას ან შეფერხებას, რომლის დროსაც გათიშული და ხელმიუწვდომელია მთლიანად IPTV მომსახურება და არა ცალკეული ტელეარხი და რომლისთვისაც ოპერატორს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა.
4.5. გამონაკლისი შემთხვევები: ზემოაღნიშნულ 12 (თორმეტი) საათიან პერიოდში არ
ჩაითვლება მომსახურების ისეთი წყვეტები თუ შეფერხებები, მათ შორის და არამხოლოდ ხარისხობრივ მაჩვენებლებთან შეუსაბამობები, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ, პირდაპირ თუ ირიბად განპირობებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოებით:
4.5.1. აბონენტის მიერ ოპერატორისათვის შეტყობინება მომსახურების შესაბამისი შეფერხების თუ შეწყვეტის თაობაზე არ ხორციელდება ან ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესის დაუცველად;
4.5.2. ოპერატორის მიერ გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება, მათ შორის და არამხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების 4.10 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები;
4.5.3. ფორს-მაჟორული გარემოებები, მათ შორის, კიბერ-შეტევები, ჰაკერული-თავდასხმები;
4.5.4. ნებისმიერი გაუმართაობა, დაყოვნება, დაზიანება, ტექნიკური შეცდომა, ხარვეზი, წუნი, შეფერხება ან/და სხვა ტიპის ვითარება, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ დაკავშირებულია აბონენტის ან ნებისმიერი მესამე პირის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მოწყობილობებთან, აპარატურასთან, აპლიკაციებსა ან/და შიდა ქსელთან;
4.5.5. აბონენტის მიერ მომსახურების მიღება ხორციელდება დადგენილ ტექნიკურ ნორმებთან შეუსაბამო აპარატურით ან თუ ეს უკანასკნელი მოდიფიცირებულია ან გარემონტებულია მოწყობილობის (აპარატურის) მწარმოებლის არაავტორიზებული პირის მიერ;
4.5.6. ნებისმიერი ისეთი შემთხვევა, როდესაც ოპერატორის სათანადო რეაგირებისა და შემოწმების შედეგად აღმოჩენილი და იდენტიფიცირებული არაა მომსახურების შეზღუდვისა თუ შეწყვეტის ფაქტი (No Trouble Found);
4.5.7. მომსახურების შეფერხების ან/და შეწყვეტის აღმოსაფხვრელი სამუშაოების წარმოება ფერხდება, ჭიანურდება ოპერატორისაგან დამოუკიდებელი მიზეზით ან სამუშაოების წარმოება დაუშვებელია/შეუძლებელია ტექნიკური ნორმებისა და შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გამო;
4.5.8. აბონენტის მიერ ოპერატორის ან/და მისი კონტრაქტორი პირების მომსახურების მიღების ფართზე წვდომის შეზღუდვა, რა შემთხვევაშიც ოპერატორი მოკლებულია შესაძლებლობას სრულყოფილად ჩაატაროს საჭირო შემოწმებები, დათვალიერებები, ტესტირებები, შეკეთებითი თუ შეცვლითი სამუშაოები. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მომსახურების შეფერხების თუ შეწყვეტის აღმოფხვრა საჭიროებს მომსახურების მიღების ფართზე/მისამართზე ოპერატორის ან/და მისი კონტრაქტორის ვიზიტს, რომლის დაგეგმვისას აბონენტი უარს განაცხადებს უახლოეს შესაძლო ვიზიტზე ნებისმიერი მიზეზით და მოითხოვს ვიზიტის, სხვა უფრო გვიანდელ თარიღზე დანიშვნას, მაშინ პერიოდი შეთავაზებული თავდაპირველი ვიზიტიდან შეთანხმებულ გვიანდელ ვიზიტამდე ასევე არ ჩაითვლება საანგარიშო 12 (თორმეტი) საათიან პერიოდში. ოპერატორი პასუხს არ აგებს, აბონენტის მიერ გაუმართავი მომსახურებით სარგებლობის შედეგად აბონენტისთვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე, მათ შორის, მიუღებელ შემოსავალზე/არაპირდაპირ ზიანზე;
4.5.9. აბონენტი თავს არიდებს ან არ ასრულებს ოპერატორის მიერ აბონენტისათვის მიწოდებული პერიოდული განახლებების, მითითებების, გადატვირთვისა, სახელმძღვანელო წესების თუ სხვა ტიპის მოთხოვნების შესრულებას. ამასთან, ასეთ შემთხვევებში ოპერატორი პასუხს არ აგებს, აბონენტის მიერ გაუმართავი მომსახურებით სარგებლობის შედეგად აბონენტისთვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე, მათ შორის, მიუღებელ შემოსავალზე/არაპირდაპირ ზიანზე;
4.5.10. ელ. ენერგიის მიწოდების შეწყვეტა ან შეზღუდვა აბონენტის აპარატურისთვის ან/და
მომსახურების აპარატურისთვის, რომელიც მდებარეობს მომსახურების მიღების ფართზე;
4.5.11. მომსახურების მიღების ფართზე შიდა გაყვანილობის (დაკაბელების) ნებისმიერი ტიპის დაზიანება;
4.5.12. მომსახურების აპარატურაში, მოწყობილობებში, პროგრამულ უზრუნველყოფებში, სისტემებსა და კონფიგურანციაში ოპერატორთან შეთანხმების გარეშე ნებისმიერი სახის ცვლილების თუ დამატების შეტანა;
4.5.13. ისეთი მოქმედებები, რომელიც აუცილებელია უსაფრთხოების დარღვევების, საზიანო
შეტევებისა თუ თავდასხმების პრევენციისთვის ან აღმოსაფხვრელად;
4.5.14. აბონენტის ან/და იმ მესამე პირების უმოქმედობა, რომელთა მოქმედებაზეა დამოკიდებული ოპერატორის მიერ მომსახურების შეწყვეტისა თუ შეზღუდვის აღმოფხვრა.
4.6. მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების დრო დაითვლება ოპერატორის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეტყობინების მიღებიდან მისი აღმოფხვრის მომენტამდე, იმ გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ხელშეკრულებაში. ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე არაპიკის საათებში მუდმივად და პიკის საათების 90 პროცენტში ან მთელი დღის 95 პროცენტში. პიკის საათის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს დღე- ღამის 24 საათის განმავლობაში 4 საათზე მეტი.
4.7. აბონენტმა მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების თუ დაზიანების შესახებ ოპერატორს უნდა შეატყობინოს: ა) პორტალის საშუალებით, რომლის შემდგომ, საპასუხოდ, ოპერატორი, ამგვარი პორტალის საშუალებით უგზავნის აბონენტს ინფორმაციას დაზიანების სტატუსის შესახებ; ბ) პორტალის ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე ნებისმიერ დროს განხორციელებული ზარით ან მენეჯერისათვის, 4.8 მუხლის შესაბამისად, შეტყობინების გაგზავნით.
4.8. დაზიანების შესახებ შეტყობინებას მენეჯერი იღებს მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თბილისის დროით დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სატელეფონო კავშირით, მენეჯერის მობილური ტელეფონის ან სამსახურის შიდა ნომრის მეშვეობით, ხოლო შაბათს, თბილისის დროით დილის 09:00 სთ-დან 18:00 საათამდე - მხოლოდ მენეჯერის მობილური ტელეფონის მეშვეობით. ამასთან, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება მენეჯერის მიერ მიღებულად ჩაითვლება მიღების დადასტურებისთანავე, ხოლო მიღების დადასტურების არარსებობის შემთხვევაში, გაგზავნიდან 1 საათის შემდეგ.
4.9. ოპერატორი ვალდებულია აღმოფხვრას დაზიანება, რომლის შედეგად აბონენტს შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდება შეკვეთილი მომსახურება (არ იგულისხმება გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოები) და რომლის აღმოფხვრის ვალდებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ეკისრება ოპერატორს. ამასთან, ოპერატორი ვალდებულია, აბონენტის ზემოაღნიშნული შეტყობინების/განცხადების მიღებიდან დაზიანება აღმოფხვრას გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს, ასეთი დაზიანების აღმოფხვრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა. დაზიანების აღმოფხვრა წარმოებს მხოლოდ სამუშაო დღეებში და შაბათს (თუ შაბათი არ არის უქმე დღე), დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე.
4.10. მხარეები თანხმდებიან, რომ ოპერატორი უფლებამოსილია დრო და დრო ჩაატაროს საკუთარი ქსელისა ან/და ინფრასტრუქტურის ან/და პროგრამული მოწყობილობების გადაუდებელი სარემონტო ან/და პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელთაც შესაძლებელია მოჰყვეს მომსახურების შეჩერება, შეზღუდვა ან შეფერხებები და რომელიც ემსახურება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან ახალი ტექნოლოგიების დასანერგად. ოპერატორი გამოიყენებს ყველა გონივრულ საშუალებას/შესაძლებლობას, რათა ამგვარი სამუშაოები აწარმოოს არასამუშაო დროს, თუმცა გარანტიას არ/ვერ იძლევა რომ ეს ყოველთვის იქნება შესაძლებელი ან მიზანშეწონილი. დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების შესახებ აბონენტის შეტყობინება განხორციელდება წინასწარ, ხოლო გადაუდებელი სამუშაოების შემთხვევაში პირველი შესაძლებლობისთანავე. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ პუნქტის მიზნებისათვის შეტყობინებად ითვლება შესაბამისი ინფორმაციის განთავსება ოპერატორის ვებ-გვერდზე, სერვის-ცენტრში, ინდივიდუალური შეტყობინება და სხვა. ამასთან, აბონენტი აღიარებს და თანახმაა, რომ ოპერატორს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხიმგებლობა ამ პუნქტით განსაზღვრული
სამუშაოების დროს წარმოშობილ მომსახურების წყვეტებსა თუ შეფერხებებზე.
4.11. აბონენტის მიზეზით მომხდარი ნებისმიერი დაზიანება თუ გარემოება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ოპერატორის მიერ აბონენტისათვის მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეწყვეტა, არ ათავისუფლებს აბონენტს მომსახურების ღირებულების გადახდისაგან.
4.12. იმ შემთხვევაში, როდესაც დაზიანება სადემარკაციო წერტილიდან ოპერატორის მხარესაა, ეს უკანასკნელი ვალდებულია მსგავსი დაზიანება აღმოფხვრას აბონენტისათვის დამატებითი ფინანსური ვალდებულების წარმოშობის გარეშე. ოპერატორი არ არის ვალდებული აბონენტის ქმედებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯით შეაკეთოს არსებული დაზიანება. დაზიანების შეკეთება ჩაითვლება დამატებით ფასიან მომსახურებად, რომლის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაზიანების ტიპის დადგენისა და მოკვლევის შედეგად. ამასთან, აღნიშნული დადგენისა და მოკვლევის მიზნებისათვის ოპერატორის ჯგუფის გამოძახება ფასიანია. წინამდებარე პუნქტით დადგენილი პირობები არ გულისხმობს და არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ ოპერატორს წარმოეშვას ვალდებულება მოაწყოს აბონენტის შიდა კომპიუტერული/აპარატურული ქსელი ან/და აღმოფხვრას ამ ქსელში წარმოქმნილი დაზიანებები.
4.13. აბონენტი ვალდებულია მისი ქსელის შესაბამისი ელემენტების დაზიანების შემთხვევაში, უზრუნველყოს მის კერძო საკუთრებაში განთავსებულ მომსახურების აპარატურასთან ოპერატორის წარმომადგენლების შეუფერხებელი დაშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერატორი იხსნის ნებისმიერ პასუხისმგებლობას.
4.14. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმებისა და გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით, თუ მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების ხანგრძლივობა გადასცდა ამ ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განსაზღვრულ დროს და დაირღვა შეკვეთის ფორმით გათვალისწინებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებელი, მაშინ ოპერატორი აბონენტს, საკომპენსაციო პირობის სახით:
4.14.1. ინტერნეტ მომსახურების/IPTV მომსახურების შემთხვევაში, სააბონენტო ანგარიშზე გაუაქტიურებს სააბონენტო ლიმიტს, რომელიც ტოლია შესაბამისი წყვეტის დროის პროპორციული სააბონენტო გადასახდელის 8%-ის. გაუგებრობისა და ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად, მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი მომსახურების შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის აბონენტის სააბონენტო ანგარიშზე გასააქტიურებელი ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება, კონკრეტული დასაკომპენსირებელი მომსახურების დაბრუნების მომენტში არსებული სააბონენტო გადასახდელიდან;
4.14.2. VoIP მომსახურების შემთხვევაში, გაუაქტიურებს სააბონენტო ანგარიშზე უკანასკნელ საანგარიშო პერიოდში აბონენტის მიერ ერთი საათის განმავლობაში ფაქტიურად მიღებული VoIP მომსახურების საშუალო საფასურის ოდენობის 1% ტოლ კომპენსაციას ყოველ ვადაგადაცილებულ საათზე. ამასთან, სატელეფონო ქსელის აგებულების თავისებურებებიდან გამომდინარე VoIP მომსახურება და მისი ხარისხი დამოკიდებულია სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების, მათ შორის საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების ოპერატორების მოწყობილობების და მათი ფუნქციონირების ხარისხზე, რომელიც სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს, შესაბამისად, ოპერატორი პასუხს არ აგებს აბონენტის წინაშე მომსახურების შეფერხებისათვის, როცა ასეთი შეფერხება გამოწვეულია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვა მომწოდებლების მიზეზით.
4.15. ხელშეკრულების 4.14 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო პირობა ამოქმედდება მხოლოდ აბონენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ამასთან, ამგვარი მოთხოვნა ოპერატორს უნდა წარედგინოს მიმდინარე საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
4.16. ოპერატორი ვალდებულია, ინფორმაცია მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შესახებ, შეინახოს მინიმუმ შემდგომი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ორაზროვნების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატორი აცხადებს და აბონენტმა იცის (თანახმაა), რომ ოპერატორს შესაძლოა, არ ჰქონდეს ტექნიკური შესაძლებლობა აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ შეინახოს ეს ინფორმაცია.
5 . კომუნიკაცია მხარეებს შორის, მომსახურების ცვლილებები და დამატებები
5.1. კომუნიკაცია მხარეებს შორის:
5.1.1. აბონენტის მხრიდან ოპერატორთან კომუნიკაცია ძირითადად ხორციელდება მენეჯერთან სატელეფონო/ელ. ფოსტის საშუალებით კონტაქტით/პორტალის შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუმცა შესაძლებელია მენეჯერისთვის საკითხის გადაცემამდე, პირველადი კომუნიკაცია განხორციელდეს ოპერატორის ცხელ ხაზზე დარეკვით ან ოპერატორის სერვის-ცენტრში წერილობითი განცხადების წარდგენით.
5.1.2. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ აბონენტი უფლებამოსილია წინასწარ მიანიჭოს მინდობილობა საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც აღჭურვილი იქნება უფლებამოსილებით წარმოადგინოს აბონენტი ოპერატორთან ურთიერთობაში და მიმართოს ოპერატორს როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის საშუალებით, მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების ცვლილება (ლიმიტების შეცვლა, მომსახურების ჩართვა/გამორთვა, მომსახურების პაკეტის ცვლილება და ა.შ.), დაზუსტება, ნებისმიერი სახის ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია შემავალი და გამავალი ზარების თაობაზე). აბონენტის წარმომადგენლისთვის (მინდობილი პირისთვის) მინდობილობის გაუქმების შესახებ ოპერატორისათვის შეტყობინებამდე, ასეთი წარმომადგენლისაგან მიღებული წერილი/შეტყობინება ჩაითვლება აბონენტისაგან მიღებულად.
5.1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ მენეჯერთან საკონტაქტო ნომრიდან დარეკვისას, საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართიდან დაკონტაქტებისას ან პორტალით, USSD ან ოპერატორის მიერ განსაზღვრული სხვა ფორმით, ოპერატორთან დაკავშირების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა თუ ვინ ახორციელებს შესაბამის კომუნიკაციას, ჩაითვლება რომ ნებისმიერი მოთხოვნილი სერვისი/მოქმედება დამატებითი მომსახურების ჩართვა/გაუქმება, მომსახურების პაკეტის ცვლილება, აქციაში ჩართვა და სხვა) ხორციელდება აბონენტის სურვილით და მისგან გამომდინარე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აბონენტს.
5.1.4. აბონენტი პასუხს აგებს საკონტაქტო მონაცემების სისწორეზე. მითითებულ მონაცემთაგან რომელიმეს ცვლილების თაობაზე აბონენტმა წინასწარ წერილობით ან/და მენეჯერთან საკონტაქტო ნომრიდან დარეკვით ან საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართიდან შეტყობინების გაგზავნით ან ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით უნდა აცნობოს ოპერატორს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერატორის მიერ აბონენტისათვის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად და ოპერატორი იხსნის ნებისმიერ პასუხისმგებლობას აბონენტისათვის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინებების შედეგად წარმოშობილ ნებისმიერი სახის შესაძლო ზიანზე ან შედეგზე.
5.1.5. პორტალის მეშვეობით ან შესაბამისი ტერმინალური მოწყობილობის ეკრანზე გამოტანილი შეტყობინება, შეთანხმება ან შეთავაზება, რომელიც საჭიროებს აბონენტის მხრიდან მიღების ფაქტის დადასტურებას, აბონენტის მიერ შესაბამისი თანხმობის ღილაკის (OK) დაჭერის შემთხვევაში ჩაითვლება აბონენტის თანხმობად, რაც უთანაბრდება პირად/ფიზიკურ ხელმოწერას და აქვს იგივე იურიდიული ძალა/შედეგი.
5.1.6. თუ პორტალზე მოცემული ინფორმაცია არ იქნება აბონენტისათვის სათანადოდ აღქმადი, მას უფლება აქვს ქმედების განხორციელებამდე დაუკავშირდეს მენეჯერს/ცხელ ხაზს და მიიღოს ამომწურავი/დეტალური ინფორმაცია მისთვის სასურველ საკითხზე. ყოველგვარი
გაუგებრობის გამოსარიცხად, იმ შემთხვევაში თუ აბონენტი არ გამოიყენებს წინამდებარე ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებას, ითვლება რომ მან სათანადოდ/დეტალურად აღიქვა პორტალის მეშვეობით განხორციელებული ქმედების შინაარსი, მას გაცნობიერებულად სურდა ამ ქმედების შედეგად დამდგარი შედეგი და შესაბამისად მას არ შეიძლება მომავალში ჰქონდეს რაიმე სახის პრეტენზია თუ მოთხოვნა ამ ფაქტთან დაკავშირებით.
5.1.7. პორტალის ფუნქციონირების თავისებურებებიდან გამომდინარე, ოპერატორს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს პორტალით სარგებლობის პირობები, ვიზუალური მხარე, მისამართი, მართვის და ფუნქციონირების წესი, დაამატოს ან გამოაკლოს პორტალის ფარგლებში გათვალისწინებული სერვისები წინასწარი შეტყობინების გარეშე, და უფლებამოსილი მომხმარებლის მიერ პორტალით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს ამ შეცვლილი პირობებისადმი თანხმობას.
5.1.8. ოპერატორი გარანტიას არ იძლევა, რომ პორტალი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს, ამასთან პორტალით სარგებლობისას არ არსებობს მხარეთა შორის პორტალის ხელმისაწვდომობის ხარისხის შესახებ შეთანხმება. გამომდინარე აქედან, აბონენტი აცნობიერებს, რომ პერიოდულად პორტალი შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის სამუშაოების ან სხვა, მათ შორის მესამე პირთა მხრიდან გამოწვეული მიზეზებით, რისთვისაც ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი.
5.1.9. პორტალზე რეგისტრაციისთვის, აბონენტი პორტალზე მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის ფორმაში მიუთითებს შესაბამის უფლებამოსილ მომხმარებელს/მომხმარებლებს.
5.2. მომსახურების ცვლილებები და დამატებები.
5.2.1. ოპერატორის მხრიდან ცვლილებები:
5.2.1.1. ოპერატორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შეცვალოს ნებისმიერი პირობა, მთლიანი ხელშეკრულება, შეკვეთის ფორმა, სააბონენტო გადასახდელი, ტარიფი, ფუნქციები, პირობები, ვადები, დაამატოს ახალი და გააუქმოს ძველი წესები, ხელშეკრულების 5.2.1.2. პუნქტით განსაზღვრული წესის დაცვით.
5.2.1.2. ოპერატორი ვალდებულია აბონენტს, სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე (IPTV მომსახხურების შემთხვევაში ტარიფის ცვლილებისას 1 თვით ადრე), ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის აბონენტზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს აბონენტის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე.
5.2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ოპერატორს აქვს უფლება, ნუმერაციის რესურსის ეროვნულ სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებით გამოწვეული აუცილებლობის შემთხვევაში, შეცვალოს სააბონენტო ნომერი ან/და სატელეფონო კოდები აბონენტისთვის ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის გზით. ოპერატორს ასევე აქვს უფლება, შეცვალოს სააბონენტო ნომერი სხვა ობიექტური გარემოებების არსებობის გამო.
5.2.1.4. თუ ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გაგზავნილი შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული აბონენტის ხელმოწერით, რაიმე დოკუმენტით (ქვითარი და სხვა) ან/და შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიჩნეულ უნდა იქნას სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად: კურიერის ან საფოსტო გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნიდან მე-5 კალენდარულ დღეს, მობილურის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელ. ფოსტის საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნის დროს. მოკლე ტექსტური ან/და ელ. ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება გაგზავნილად მიიჩნევა ოპერატორის ქსელიდან გაგზავნის დადასტურების ფაქტით, ადრესატის სააბონენტო ნომრის ან/და ელ. ფოსტის მისამართის
მიერ აღნიშნული შეტყობინების ფიზიკურად მიღების მიუხედავად. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ ოპერატორს შეტყობინება დაუბრუნდება აბონენტის ადგილსამყოფლის არ არსებობის გამო, აბონენტი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე ან თავს აარიდებს მის მიღებას.
5.2.1.5. IPTV მომსახურებასთან დაკავშირებით, არსებული ფუნქციების დროებით შეჩერებასთან (გარდა Timeshift, PauseTV, Watch from the begining, EPG ფუნქციებისა) ან შეზღუდვასთან დაკავშირებით აბონენტის გაფრთხილება მოხდება STB-ზე ოპერატორის მიერ შეტყობინების გაგზავნით, რომელიც გამოისახება ტელევიზორის ეკრანზე.
5.2.1.6. თუ აბონენტი ოპერატორისგან მიღებული შეტყობინებით (მათ შორის ინდივიდუალური შეტყობინებით) გათვალისწინებული ცვლილებების/დამატებების ძალაში შესვლის დრომდე (თარიღამდე) არ განაცხადებს უარს შეცვლილ პირობებზე, ჩაითვლება რომ აბონენტი თანახმაა ოპერატორის მიერ შემოთავაზებულ შეცვლილ პირობებზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი შეტყობინებით გათვალისწინებულ ვადაში უარს განაცხადებს შემოთავაზებულ ცვლილებებზე, ოპერატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ან შეწყვიტოს იმ მომსახურების მიწოდება, რომელსაც ეხება ცვლილება/დამატება.
5.2.2. აბონენტის მხრიდან ცვლილებები:
5.2.2.1. აბონენტი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად ხელშეკრულებაში ან/და შეკვეთის ფორმით განსაზღვრული მომსახურების პირობები/მომსახურების პაკეტი შეცვალოს სამუშაო საათებში ოპერატორის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ფორმით (მენეჯერთან საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართიდან კონტაქტი, USSD, 5.1.2. პუნქტის შესაბამისად წარმომადგენლის მომართვა და ა.შ.), ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
6 . მომსახურების საფასური, ანაზღაურება და ანაზღაურების წესი
6.1. აბონენტი ვალდებულია, გადაიხადოს შეკვეთის ფორმით განსაზღვრული სააბონენტო
გადასახდელი, ინსტალაციის ერთჯერადი საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა გადასახდელები (დამატებითი მომსახურების საფასური, წუთობრივი საფასური და სხვა) შეკვეთის ფორმით განსაზღვრული გადახდის პირობის შესაბამისად. VoIP მომსახურების შემთხვევაში აბონენტი ასევე ვალდებულია გადაიხადოს შესაბამის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დარიცხული სატელეფონო კავშირების წუთობრივი ღირებულება, 112 მომსახურების საფასური, სააბონენტო ნომრის გამოყოფის ერთჯერადი საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ვირტუალური ასს-ის მოწყობის საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ნებისმიერი სხვა სახის გადასახდელი, რომელიც სპეციფიკურია და დამახასიათებელია ამ მომსახურებისათვის და რომელიც მითითებულია შესაბამის შეკვეთის ფორმაში.
6.2. თუკი შესაბამისი შეკვეთის ფორმით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მომსახურების სააბონენტო გადასახდელი მოიცავს ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებას და მომსახურების გასაწევად აბონენტისათვის გადაცემული აპარატურით სარგებლობის საფასურს.
6.3. ანგარიშსწორება ხორციელდება ყოველთვიურად, წინასწარი ან შემდგომი გადახდის პირობით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ანგარიშსწორების კონკრეტული პირობები განსაზღვრულია შეკვეთის ფორმით.
6.4. აბონენტი ვალდებულია, წინასწარი გადახდის პირობის არსებობის შემთხვევაში VoIP მომსახურებით სარგებლობისათვის წინასწარ მოახდინოს ნომრის ანგარიშზე მომსახურებისათვის განსაზღვრული ფულადი თანხის (დეპოზიტის) განთავსება, რომელიც გამოიყენება აბონენტის მიერ მომსახურების ღირებულების გადასახდელად; ხოლო შემდგომი გადახდის პირობის შემთხვევაში დაფაროს გადასახდელი თანხა შემდგომი წესით.
6.5. თუ გადახდის ვადის დადგომის მომენტში ოპერატორის საბილინგო სისტემაში არ არის ასახული აბონენტის მიერ გადასახდელი თანხის სრული დაფარვა, მაშინ ოპერატორი უფლებამოსილია, შეზღუდოს აბონენტს მომსახურების გაწევა ან/და დააჯარიმოს აბონენტი ვადაგადაცილებული თანხის 20%-ის ოდენობით.
6.6. თუ აბონენტი, მომსახურების შეჩერების პერიოდის განმავლობაში, სრულად დაფარავს დავალიანებას, მაშინ მას, აღნიშნული დავალიანების დაფარვის ოპერატორის ბილინგის სისტემაში ასახვიდან ერთი საათის განმავლობაში, აღუდგება მომსახურების მიწოდება. თუ დავალიანების დაფარვა აისახა არასამუშაო საათებში, მაშინ მომსახურება აღდგენა მომდევნო სამუშაო დღის პირველი სამუშაო საათის განმავლობაში.
6.7. აბონენტი თანახმაა სააბონენტო გადასახდელი საფასური და სხვა გადასახადები დაფაროს (გადაიხადოს) ნებისმიერმა მესამე პირმა ან/და ოპერატორმა მესამე პირისაგან მიიღოს ნებისმიერი შემოთავაზებული შესრულება აბონენტის ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე.
6.8. აბონენტი აცხადებს უპირობო თანხმობას, რომ ოპერატორი უფლებამოსილია აბონენტის ნებისმიერი მომსახურების ანგარიშიდან უაქცეპტო წესით ჩამოჭრას ოპერატორის მიერ გაწეული ნებისმიერი მომსახურების (ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თუ სხვა) საფასური.
6.9. გაწეული მომსახურების, მათ შორის, დამატებით მომსახურებების საფასურთან ან მის ოდენობასთან, ისევე როგორც სააბონენტო გადასახდელთან დაკავშირებით აბონენტის მხრიდან უთანხმოების არსებობისას, მომსახურების/სააბონენტო გადასახდელის დაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს ოპერატორის საბილინგო სისტემის მონაცემები.
7 . მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა.
7.1. აბონენტის მიერ ოპერატორისათვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის (სააბონენტო
გადასახდელი, მომსახურების წუთობრივი საფასური, დამატებითი მომსახურების ფარგლებში დარიცხული საფასური და ნებისმიერი სხვა დავალიანება) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება.
7.2. ფულადი საავანსო თანხის (დეპოზიტის) ამოწურვის ან/და მომსახურების პაკეტის ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ არ შეიზღუდა მომსახურების მიწოდება აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი საავანსო თანხის (დეპოზოტის/მომსახურების პაკეტის) ზემოთ გაწეული მომსახურების საფასური.
7.3. VoIP მომსახურების:
7.3.1. შეზღუდვიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში აბონენტი იღებს შემომავალ ზარებს და სარგებლობს საგანგებო ნომრებით. მომსახურების შეზღუდვიდან 90 დღის გასვლის შემდეგ მომსახურების მიწოდება წყდება და უქმდება სააბონენტო ნომერი, რა შემთხვევაშიც ოპერატორი უფლებამოსილია სააბონენტო ნომერი გასცეს სხვა აბონენტზე.
7.3.2. სარგებლობა თუ იწყება/ხორციელდება პორტირებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით და პორტირებულ სააბონენტო ნომერზე აბონენტს გააჩნია დონორი ოპერატორის დავალიანება, აბონენტი ვალდებულია დავალიანება დაფაროს პორტირებიდან 2 კვირის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში დავალიანების არ დაფარვის შემთხვევაში ოპერატორი იტოვებს უფლებას შეზღუდოს მომსახურების მიწოდება, აბონენტის მხრიდან დავალიანების დაფარვამდე.
7.4. ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება, თუ:
7.4.1. მომსახურების მიწოდება შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ფორს-მაჟორული გარემოებების გამო;
7.4.2. აბონენტი არ იცავს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის, დროულად არ იხდის მიწოდებული მომსახურების საფასურს/სააბონენტო გადასახდელს;
7.4.3. აბონენტი იყენებს ან ცდილობს გამოიყენოს სატელეკომუნიკაციო საშუალებები,
მომსახურება არაკანონიერი მიზნებისათვის ან არაკანონიერი გზით მიიღოს მომსახურება;
7.4.4. ადგილი აქვს ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერად სარგებლობის ფაქტებს. ამ შემთხვევაში მომსახურების მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდება ზემოაღნიშნული ქმედების ეფექტურად და დროულად აღსაკვეთად.
7.5. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი არ ფარავს მომსახურების საფასურს, სხვა დავალიანებას ან არ არის აღმოფხვრილი მოსახურების შეზღუდვის სხვა საფუძველი, ინტერნეტ და IPTV მომსახურების შემთხვევაში - შეზღუდვის თარიღიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ, ხოლო VoIP მომსახურების შემთხვევაში - შეზღუდვის თარიღიდან 90 კალენდარული დღის შემდეგ, ოპერატორი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურების მიწოდება.
7.6. ოპერატორი ასევე უფლებამოსილია, შეწყვიტოს შეკვეთილი მომსახურება იმ შემთხვევაშიც, თუ შეუძლებელი ხდება აბონენტისათვის შეკვეთილი მომსახურების მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო, რაც შეიძლება იყოს, მაგალითად, ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელის მნიშვნელოვანი დაზიანება, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების განადგურება/არქონა, ლიცენზიის, ნებართვის, ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება, კონკრეტული მომსახურების მიწოდების სრულად შეწყვეტა ან მისი არსებითი მოდიფიცირება და სხვა.
7.7. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გააქტიურებული მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტს უუქმდება ამ ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული/ჩართული ნებისმიერი სახის საჩუქარი, შეღავათი, ქულა, აქცია, ფასდაკლება და სხვა, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული კონკრეტული აქციის, და შეთავაზების პირობებით.
7.8. კონკრეტული მომსახურების კატეგორიის მიღება შესაძლოა დამოკიდებული იყოს, სხვა მომსახურების კატეგორიის მიღებაზე. მხარეები თანხმდებიან, რომ აბონენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი თანხის (დავალიანების) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის ან სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპერატორი უფლებამოსილია შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს აბონენტს იმ მომსახურების მიწოდებაც, რომლის მიწოდებაც ტექნიკურად დამოკიდებულია იმ მოსახურების მიწოდებაზე, რომლის საფასურიც (დავალიანებაც) არ იქნება დროულად გადახდილი აბონენტის მიერ.
7.9. ხელშეკრულების 14.5. პუნქტის გათვალისწინებით, აბონენტის მიერ მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტა დასაშვებია დავალიანების სრულად დაფარვის და აპარატურის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) დაბრუნების და სხვა ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში, ოპერატორისთვის სულ მცირე 1 თვით ადრე გაკეთებული შეტყობინებით.
7.10. ერთ-ერთი მხარის მიერ, ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
8 . აპარატურის გადაცემა/შეცვლა/დაზიანება/დაბრუნება და ინსტალაცია
8.1. მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ინსტალაციის და აპარატურის გადაცემა
წარმოებს მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაფორმებით. მიღება-ჩაბარების დოკუმენტი განსაზღვრავს აპარატურის აბონენტისათვის გადაცემის ფორმას და პირობებს, მათ შორის, ადასტურებს შეკვეთილი მომსახურების ინსტალაციის ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ ინსტალაციიდან 10 დღის ვადაში აბონენტი ხელს არ მოაწერს მიღება-ჩაბარების აქტს, ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება.
8.2. მხარეები ადასტურებენ, რომ თუ შესაბამის მიღება-ჩაბარების დოკუმენტში კონკრეტულად არ არის დაყოფილი აპარატურა და მისი აქსესუარები, ნებისმიერი
გადაცემული აპარატურა, გულისხმობს ამ აპარატურის გადაცემას მისი ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ისეთ აქსესუარებთან ერთად, როგორიცაა კვების ბლოკი, პულტი, დამცავი ან სხვა, მიუხედავად იმისა ხდება თუ არა აღნიშნული აქსესუარების მითითება შესაბამის დოკუმენტში. აბონენტის მიერ აღნიშნული აქსესუარებით ფაქტობრივი სარგებლობა ადასტურებს მათი გადაცემის ფაქტს.
8.3. დროებით სარგებლობაში გადაცემული აპარატურის ოპერატორისათვის დაბრუნების დროს უნდა გაფორმდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების დოკუმენტი.
8.4. მხარეები ადასტურებენ, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელმომწერი პირები არიან მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საინსტალაციო სამუშაოების/აპარატურის მიღება-ჩაბარებას.
8.5. აბონენტი ვალდებულია ოპერატორის მიერ მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული აპარატურა შეინახოს და მოუაროს, ისე როგორც საკუთარს. აბონენტს ეკრძალება აპარატურის ნებისმიერი სახითა თუ ფორმით მოდიფიცირება, მათ შორის, საგარანტიო ლუქის მოხსნა, მოწყობილობებისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერი სახის ცვლილება, მიუხედავად იმისა, იწვევს თუ არა ლუქის მოხსნა, ან ცვლილება სარგებლობაში გადაცემული აპარატურის დაზიანებას.
8.6. აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია აუნაზღაუროს
ოპერატორს დაზიანებული აპარატურის ღირებულება. აბონენტი ვალდებულია აღნიშნული თანხა გადაიხადოს შესაბამისი მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, დაზიანებულად ჩაითვლება ყველა ის აპარატურა, რომელსაც აქვს ნივთობრივი ნაკლი (გარეგანი დეფექტები, ბზარები და სხვა სახის ზემოქმედების ნიშნები).
8.7. მომსახურებით სარგებლობით ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნოს ოპერატორს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული აპარატურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია, ოპერატორის შესაბამისი მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს საკომპენსაციო თანხა.
8.8. ოპერატიულობის მიზნებისათვის ოპერატორი უფლებამოსილია თავად განახორციელოს აპარატურის დემონტაჟი, რა შემთხვევაშიც აბონენტი ვალდებულია ოპერატორის მოთხოვნისთანავე დაუშვას ოპერატორი მომსახურების მიღების ფართზე აპარატურის დემონტაჟისთვის.
9 . მომსახურების კონკრეტული პირობები
9.1. ინტერნეტ მომსახურების კონკრეტული პირობები
9.1.1. ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობის პერიოდში აბონენტს მიეწოდება ინტერნეტი, რომლის სიჩქარე, ჩართული კომპიუტერების და სხვა დამატებითი პარამეტრები განსაზღვრულია შეკვეთის ფორმით, აბონენტის მიერ არჩეული მომსახურების პაკეტის შესაბამისად.
9.1.2. ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები, პაკეტების მიხედვით, გათვალისწინებულია შეკვეთის ფორმაში.
9.1.3. Radio ინტერნეტ მომსახურების გაწევა ხდება ოპერატორის მიერ ფართოზოლოვანი ინტერნეტ–რესურსის აბონენტისათვის სხვადასხვა უსადენო ტექნოლოგიის მეშვეობით მიწოდებით.
9.2. IPTV მომსახურების კონკრეტული პირობები
9.2.1. IPTV მომსახურებით სარგებლობის წინაპირობაა ოპერატორის ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობა (აბონენტს უნდა მიეწოდებოდეს ოპერატორის ინტერნეტ მომსახურება). შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბონენტისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდება წყდება ეს ავტომატურად იწვევს IPTV მომსახურების მიწოდების შეწყვეტას, რა
შემთხვევაშიც ოპერატორი პასუხს არ აგებს აბონენტის თუ მესამე პირების წინაშე იმ შედეგებსა და რეზულტატებზე, რომელსაც იწვევს აღნიშნული შეწყვეტა.
9.2.2. IPTV მომსახურებით სარგებლობისას ჩართული ტელევიზორების /STB-ების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება ოპერატორის მიერ.
9.2.3. IPTV მომსახურების ფარგლებში მიწოდებულ ზოგიერთ ტელეარხებზე აბონენტს შეუძლია გამოიყენოს ფუნქციები EPG, Pause TV, Watch from the begining, Timeshift, VoD, აბონენტის მხარის აღჭურვილობის ექსპლუატაციის წესების და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით. VoD მომსახურება ვრცელდება მხოლოდ იმ კონტენტზე, რომელიც მოცემულია აბონენტის ონლაინ კატალოგში. VoD შემავალი ზოგიერთი კონტენტის ყურება შესაძლოა იყოს ფასიანი. ფასი განისაზღვრება ოპერატორის მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
9.2.4. 9.2.3 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციები განსხვავდება სხვადასხვა ტელეარხის მიხედვით. ოპერატორი არ იღებს ვალდებულებას, რომ IPTV მომსახურების ფარგლებში მიწოდებულ ყველა ტელეარხებზე შესაძლებელი იქნება აღნიშნული ფუნქციებით სარგებლობა. აღნიშნული ფუნქციებით სარგებლობა ცალკეულ შემთხვევებში დამოკიდებულია ტელეარხის/კონტენტის მომწოდებლებლის სანებართვო პირობასა და ოპერატორის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე. Timeshift, PauseTV, Watch from the begining, EPG ფუნქციები არ წარმოადგენს IPTV მომსახურების სავალდებულო ნაწილს, შესაბამისად, ოპერატორი არ იღებს პასუხისმგებლობას აბონენტის მიერ აღნიშნული ფუნქციებით სარგებლობის შესაძლებლობაზე/უწყვეტობაზე. ამასთან, სხვადასხვა ტელეარხისთვის დრო და დრო შესაძლოა გაუქმდეს აღნიშნული ფუნქციები, ასევე შეიცვალოს გადახვევის ხანგრძლივობა, რაზეც ოპერატორი აბონენტს არ გაუგზავნის შეტყობინებას.
9.2.5. IPTV მომსახურების მიღებისას, აბონენტი აცნობიერებს, რომ ოპერატორი, არ წარმოადგენს შეთავაზებული სატელევიზიო პროგრამების შემქმნელს და მის მიერ მიწოდებული IPTV მომსახურება წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტს, რაც გულისხმობს მაუწყებლის ტელეგადაცემების უცვლელი ფორმატით მიწოდებას და ოპერატორი არ იძლევა გარანტიას და სრულიად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების (მაუწყებლების) საეთერო ბადეში არსებული პროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები და ა.შ.) შინაარსზე, ხარისხზე, სიზუსტეზე, ხელმისაწვდომობაზე და დროულობაზე, სამაუწყებლო ბადეში ცვლილებებზე, მაუწყებლების მიერ საქმიანობის დროებით ან საბოლოო შეწყვეტაზე. ოპერატორი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ წარმოებულ სატელევიზიო არხების მაუწყებლობაზე, რომელსაც აქვს ოპერატორის ლოგო და რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში.
9.2.6. 18+ ტელეარხების/კონტენტის ან/და ფასიან ტელეარხების/კონტენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პინ-კოდით, რომელიც აბონენტს ეგზავნება სმს-ით მის მიერ შეთანხმებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
9.2.7. პინ-კოდის გადაცემის შემდგომ, არასრულწლოვნებისათვის 18+ ტელეარხების/კონტენტის ან/და ფასიანი ტელეარხების/კონტენტის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია მხოლოდ აბონენტი.
9.2.8. ხელშეკრულების დანართით განისაზღვრება შერჩეული IPTV მომსახურების პაკეტში
შემავალი ტელეარხების ჩამონათვალი.
9.3. VoIP მომსახურების კონკრეტული პირობები
9.3.1. VoIP მომსახურებით სარგებლობის წინაპირობაა ოპერატორის ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობა (აბონენტს უნდა მიეწოდებოდეს ოპერატორის ინტერნეტ მომსახურება). შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბონენტისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდება წყდება ეს ავტომატურად იწვევს VoIP მომსახურების მიწოდების შეწყვეტას, რა შემთხვევაშიც ოპერატორი პასუხს არ აგებს აბონენტის თუ მესამე პირების წინაშე იმ შედეგებსა და რეზულტატებზე, რომელსაც იწვევს აღნიშნული შეწყვეტა.
9.3.2. VoIP მომსახურების ინსტალაციის შემდგომ, ხდება აბონენტის ოპერატორის ქსელში ჩართვა აბონენტისათვის შესაბამისი სააბონენტო ნომრის გამოყოფით. VoIP მომსახურების მიწოდების პერიოდში აბონენტს სააბონენტო ნომერი გადაეცემა სარგებლობაში, რაც გულისხმობს, რომ აბონენტს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ გააჩნია და არ წარმოეშობა საკუთრების უფლება ამ ნომერზე.
9.3.3. თუ აბონენტს დამატებით სურს მისთვის გამოყოფილ სააბონენტო ნომერზე ვირტუალური ასს-ის მოწყობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შეკვეთის ფორმით განისაზღვრება ვირტუალური ასს-ის მოწყობის (კონფიგურაციის) ერთჯერადი საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ვირტუალური ასს-ის ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის - ყოველთვიური სააბონენტო გადასახდელი.
9.3.4. აბონენტი უფლებამოსილია, ოპერატორისათვის წერილობითი განაცხადის წარდგენის შემდგომ, შეცვალოს მისთვის გამოყოფილი სააბონენტო ნომერი, მხოლოდ ოპერატორის თანხმობის შემთხვევაში.
9.3.5. VoIP მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო სააბონენტო მოწყობილობის შეძენას, რომელიც შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს (ტელეფონი), აბონენტი უზრუნველყოფს დამოუკიდებლად, რომელიც თავსებადი უნდა იყოს ოპერატორის ქსელთან ან იღებს მას სარგებლობაში/საკუთრებაში ოპერატორისაგან.
9.3.6. VoIP მომსახურების შეწყვეტისას აბონენტი წყვეტს სააბონენტო ნომრით სარგებლობას და ნომერი უბრუნდება ოპერატორს. ამ წესიდან გამონაკლისია პორტირების შემთხვევა, როდესაც ოპერატორის ქსელიდან სხვა სატელეფონო ოპერატორის ქსელში პორტირებულ აბონენტს, ოპერატორის მიერ მისთვის გადაცემული სააბონენტო ნომერი რჩება სარგებლობაში. ამ შემთხვევაში, მიმღებ ოპერატორთან ხელშეკრულების შეწყვეტისას (თუ ეს შეწყვეტა არ უკავშირდება კვლავ პორტირებას) სააბონენტო ნომერი უნდა დაუბრუნდეს ოპერატორს.
9.3.7. აბონენტი უფლებამოსილია ოპერატორის მიერ დადგენილი წესით, უფასოდ მიიღოს გასული საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეტალური ანგარიში (ინფორმაცია - მომსახურების სახის, ტარიფის, თარიღის, მომსახურების გაწევის დროის, დროის ხანგრძლივობის, შემომავალი და გამავალი ზარების ნომრების შესახებ. ოპერატორი უფლებამოსილია, აბონენტისათვის შემომავალი ზარებისა და სხვა პერიოდების დეტალური ანგარიში მიაწოდოს მხოლოდ შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ოპერატორის მიერ დადგენილი წესით.
9.3.8. სატელეფონო ზარის ხანგრძლივობა გამოიანგარიშება ზარის მიმღები პირის, ან სააბონენტო მოწყობილობის მიერ ზარის წამომწყები პირისათვის პასუხის პირველივე წამიდან, სატელეფონო შეერთების გათიშვამდე.
9.3.9. სააბონენტო მოწყობილობებს, რომელთა საპასუხო სიგნალი უთანაბრდება გამოძახებული პირის პასუხს და წარმოადგენს სატელეფონო შეერთების ხანგრძლივობის გაანგარიშების დაწყებას, განეკუთვნება: მონაცემთა გადაცემის აპარატურა, მათ შორის, მოდემი და ფაქსის აპარატი, რომელიც ფუნქციონირებს ინფორმაციის ავტომატურად მიღების რეჟიმში; ნებისმიერი სააბონენტო მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია ავტომოპასუხით; ხმოვანი ფოსტის მოწყობილობა; ნომრის ამომცნობი მოწყობილობა; სხვა სახის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ან ახდენს ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობის იმიტაციას გამოძახებული პირის არარსებობისას.
9.3.10. ოპერატორი უფლებამოსილია, ტექნიკური ან/და უსაფრთოხების მიზნებისათვის შეზღუდოს განხორციელებული სატელეფონო ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა, რომელიც ცვალებადია (მიზნიდან გამომდინარე) და რომლის კონკრეტული მაჩვენებელი ქვეყნდება ოპერატორის ვებ-გვერდზე. ამასთან, მაქსიმალური ხანგრძლივობის ცვლილებისას არ ხორციელდება აბონენტის ინფორმირება ინდივიდუალური შეტყობინებით.
10 . მომსახურების შეჩერება
10.1. აბონენტი უფლებამოსილია მოითხოვოს მომსახურების ფასიანი შეჩერება, არაუმეტეს
წელიწადში 6 თვის ვადით. მომსახურების შეჩერების ყოველთვიური საფასური, როგორც ერთი მომსახურების კატეგორიისთვის, ასევე ყველა მომსახურებისთვის ერთდოულად, მომსახურების მიღების თითოეულ წერტილზე(უნიკალური ნომერზე) შეადგენს 10 ლარს დღგ-ს ჩათვლით (თვეზე ნაკლები პერიოდით მომსახურების შეჩერების შემთხვევაში საფასური არ იცვლება). თუ ერთი მომსახურების კატეგორიის შეჩერების მოთხოვნისას, უკვე შეჩერებულია სხვა მომსახურების კატეგორია, ასეთი მომსახურების კატეგორიის მომსახურების მიწოდება შეჩერდება დამატებითი თანხის გადახდის გარეშე, უკვე შეჩერებული მომსახურების კატეგორიის შეჩერების ვადით. მომსახურების შეჩერება გულისხმობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აბონენტს არ მიეწოდება და არც ერიცხება მომსახურების საფასური. აბონენტს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ ერიცხება ოპერატორის მიმართ დავალიანება იმ მომსახურებაზე, რომლის შეჩერებაც სურს. ეს პირობა მოქმედებს მომსახურების საფასურის როგორც წინასწარი, ასევე შემდგომი გადახდის პირობის არსებობის შემთხვევებში.
10.2. მომსახურების შეჩერების მოთხოვნით აბონენტი უკავშირდება მენეჯერს წერილობით და ითხოვს მომსახურების შეჩერებას კონკრეტული ვადით. მომსახურების შეჩერების პერიოდის დასრულების შემდგომ მომსახურების მიწოდება აღდგება ავტომატურად.
11 . მხარეთა პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება
11.1. აბონენტი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით ოპერატორისათვის მიყენებულ ზიანზე. ზიანის ანაზღაურება არ ათავისუფლებს აბონენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
11.2. აბონენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ოპერატორისაგან პირდაპირი ზიანის ანაზღაურება, თუ ზიანი გამოწვეულია ოპერატორის ბრალეული განზრახვით/მოქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით. იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობით არის დაშვებული, არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი მეორეს წინაშე არაპირდაპირი ზიანისათვის, მათ შორის, წარმოების ან საქმიანობის შეჩერების, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებელის ან ნაყოფის ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისათვის ან მათი შედეგებისათვის.
12 . ფორს-მაჟორი
12.1. არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება
პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა (ფორს-მაჟორი), რომლის არსებობის ან წარმოშობის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო. ამასთან, მხარე, რომელიც აცხადებს ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შესახებ, ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებებისგან უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ იმ მოცულობით და იმ ვადით, რომლითაც აღნიშნული ვალდებულებების განხორციელება შეფერხებულია ფორს- მაჟორული გარემოებებით და არ უნდა გათავისუფლდეს ხელშეკრულებით დაკისრებული ნებისმიერი სხვა ისეთი ვალდებულებისგან, რომელსაც არ აფერხებს ფორს-მაჟორული გარემოებები.
12.2. გადაულახავ ძალად ჩაითვლება შემდეგი (და არა მხოლოდ):
12.2.1. სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვა.);
12.2.2. გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომი, სამოქალაქო არეულობა, გაფიცვა, ლოკაუტი, მასობრივი არეულობა, საბოტაჟი, ტერორისტული აქტი, ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებები, ტერორისტული აქტი, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემიები, ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო;
12.2.3. ოპერატორის მაგისტრალური კაბელის ან საკომუნიკაციო ქსელის დაზიანება, ტექნიკური საშუალებების განადგურება; ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა;
12.2.4. ხელისუფლების ნებისმიერი ერთეულის ან ხელისუფლების მიერ საამისოდ კომპეტენტურად განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილება და ისეთი ნორმატიული აქტების გამოცემა, რომლებიც ზემოქმედებენ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლიან, წყვეტენ ან აჩერებენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებსა და პირობებს.
12.3. ფორს-მაჟორული გარემოებების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყონებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა). თუ ასეთი შეტყობინება არ იქნება გაკეთებული
5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, მხარეს უფლება არ აქვს პასუხისმგებლობის განგანთავისუფლების მიზნით მიუთითოს ასეთ გარემოებებზე, თუკი შეტყობინების არ გაგზავნა არ იყო გამოწვეული ამ გარემოებებით.
12.4. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყონებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
12.5. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულების შესრულების პერიოდი შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება. თუ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გაგრძელდა თვეზე მეტ ხანს, თითოეული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, მეორე მხარისათვის წერილიბითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
13 . მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
13.1. ხელშეკრულებით და მისი დანართებით გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომის
შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უპირველეს ყოვლისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
13.2. ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დავას, უთანხმოებას და პრეტენზიას მხარეები წყვეტენ ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აბონენტს შეუძლია ერთჯერადად მიმართოს ოპერატორის აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას.
13.3. მომსახურების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად. აბონენტის წერილობითი პრეტენზია/საჩივარი შედგენილი უნდა იქნას განცხადების სახით და წარედგინოს/მიეწოდოს ოპერატორს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას N7 აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას ან ოპერატორის ნებისმიერი რეალიზაციისა და აბონენტთა მომსახურების ოფისს. პრეტენზიაში აბონენტმა უნდა მიუთითოს ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია. პრეტენზიაში მკაფიოდ დასრულყოფილად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რა მიაჩნია აბონენტს ოპერატორის მხრიდან არასწორ ან არა სამართლი ან ქმედებად, მოთხოვნა და გარემოებები, რომელსაც მოთხოვნა ეფუძნება. აბონენტის მიერ წარდგენილი პრეტენზია განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზია ეხება მაუწყებლობის სფეროს (ოპერატორის მიერ წარმოებული სატელევიზიო არხების მაუწყებლობას), პრეტენზია განიხილება „საჩივრების განმხილველი საბჭოს და სააპელაციო საბჭოს დებულებით“ დადგენილი წესების შესაბამისად.
13.4. აბონენტს, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს/კომისიას (მათ კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებზე) ან ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, მხარეები თანხმდებიან რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ზიანი და მისი ანაზღაურება.
14 . ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობება
14.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2021 წლის 01 იანვრიდან და მოქმედებს 2022
წლის 31 იანვარის ჩათვლით, ხოლო მომსახურების გაწევის ვადაა 2021 წლის 01 იანვრიდან
- 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
14.2 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე:
14.2.1. ოპერატორის მიერ, აბონენტის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას;
14.2.2. ოპერატორის მიერ, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ აბონენტისათვის კანონმდებლობით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით გაგზავნილი შეტყობინების მიღებიდან საამისოდ დადგენილ ვადაში აბონენტის მიერ ცვლილებებზე უარის გაცხადებისას;
14.2.3. ოპერატორის მიერ, 7.4.4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლის არ აღმოფხვრის ან შეზღუდული მომსახურების განახლების შემდგომ, ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული გარემოებ(ებ)ის განმეორებით დადგომისას.
14.2.4. ერთ-ერთი მხარის მიერ, ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
14.2.5. აბონენტის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ აბონენტს გამოყენებული აქვს ფასდაკლება/აქცია/შეთავაზება, საშეღავათო პირობა ჩაითვლება ბათილად და ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია გადაუხადოს/აუნაზღაუროს ოპერატორს კონკრეტული ფასდაკლებით/აქციით/შეთავაზებით გათვალისწინებული შეღავათი, კერძოდ ყველა ის თანხა თუ გადავადება, რომელსაც იგი გადაიხდიდა, რომ არ ესარგებლა ფასდაკლებით/აქციით/შეთავაზებით.
14.3 ხელშეკრულების/მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს აბონენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ხელშეკრულების შეწყვეტამდე მიღებული მომსახურების საფასურის სრულად გადახდის ვალდებულებისაგან).
14.4 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტს უფლება აქვს მოითხოვოს შეწყვეტის მომენტისათვის (შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში) სააბონენტო ანგარიშზე არსებული და გაუხარჯავი თანხის დაბრუნება. აბონენტს თანხა დაუბრუნდება მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში, მომსახურების ხარჯების გამოკლებით. სააბონენტო ანგარიშზე არსებული ერთეულები (ოპერატორის მიერ აბონენტისათვის დარიცხული ქულები, ბონუსი ან ნებისმიერი წამახალისებელი ან სხვა ტიპის ბენეფიტი) უქმდება/არ ექვემდებარება დაბრუნებას ან კონვერტაციას თანხაში.
14.5 როდესაც წინამდებარე ხელშეკრულება ან თითოეულ მომსახურება წყდება ვადაზე ადრე აბონენტის ინიციატივით და ეს არ არის გამოწვეული ოპერატორის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ოპერატორი უფლებამოსილია ხელშეკრულების/მომსახურების
ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო, მოსთხოვოს და აბონენტი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აუნაზღაუროს ოპერატორს საჯარიმო თანხა, რომელიც ტოლია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შეწყვეტილი მომსახურებ(ებ)ის საფასურის საშუალო თვიური მაჩვენებლის 20%-ის. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აბონენტს არ აქვს გადახდილი შეკვეთის ფორმით გათვალისწინებული ინსტალაციის ერთჯერადი ღირებულება, ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აუნაზღაუროს ოპერატორს აღნიშნული ღირებულება. დამატებით, იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად, ოპერატორის მიერ შეძენილია/შესრულებულია აპარატურა/სამუშაოები, რაც გათვალისწინებულია შეკვეთის ფორმით, ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აუნაზღაუროს ოპერატორს ამგვარი შეძენილი/შესრულებული აპარატურის/სამუშაოების ღირებულება, ამასთან აპარატურის ღირებულების გადახდის შემთხვევაში, ოპერატორის მიერ შეძენილი აპარატურა გადადის აბონენტის საკუთრებაში.
15 . დასკვნითი დებულებები
15.1. მხარეები გააფორმებენ ახალ შეკვეთის ფორმას თუ ხდება ახალი მომსახურებ(ებ)ის
კატეგორიის დამატება. ამასთან, ახალი შეკვეთის ფორმა არ აუქმებს ძველ შეკვეთის ფორმებს.
15.2. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობა და დებულება ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეთათვის და სამართალმემკვიდრეთათვის, თუ ხელშეკრულების ან/და მისი მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის შინაარსის გათვალისწინებით კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
15.3. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დანართი, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების ჩათვლით, წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამასთან, ხელშეკრულების და ხელშეკრულების დანართის პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართის პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართი, გარდა ამ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
15.4. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
15.5. ოპერატორი აბონენტის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს ოპერატორის ვებ-გვედზე გამოქვეყნებული - „კონფიდენციალობის პოლიტიკის“ შესაბამისად.
15.6. ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
15.7. ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მისი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
15.8. ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
15.9. ხელშეკრულებაში გამუქებული ტექსტი მოყვანილია განმარტებულ ტერმინთა გამოსაყოფად, მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
15.10. მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც ცვლის ან აუქმებს ხელშეკრულების რომელიმე დებულებას, არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას. ამ შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულება შეცვალონ ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულების არსს.
15.11. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ძალას კარგავს მხარეთა შორის მანამდე არსებული და ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მიმოწერა და ზეპირი შეთანხმება.
15.12. ხელშეკრულების ყველა დამატება, ცვლილება და შესწორება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულებული იქნება წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი იქნება მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების კონკრეტული პირობების ცვლილება ხორციელდება ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დაცვით ცალმხრივად.
აბონენტი ოპერატორი
/ / / /
ინტერნეტ-მომსახურების შეკვეთის ფორმა #1
2020 წლის 29 დეკემბერი
მხარეები: ერთი მხრივ, შპს “მაგთიკომი” (შემდგომში - “ოპერატორი“) - ავტორიზებული იურიდიული პირი, ს/კ 204876606, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N7, 0186, ოფიციალური ინტერნეტ გვერდის მისამართი: www.magticom.ge (შემდგომში - ოპერატორის ვებ-გვერდი), 24-საათიანი ცხელი ხაზის ნომერი: +995 32 217 00 00 ან 11 00 11 (შემდგომში - ცხელი ხაზი), წარმოდგენილი გენერალური დირექტორის მოადგილეს ზურაბ ზარიძის სახით და მეორეს მხრივ, სსიპ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (204864548), საკორესპოდენციო მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 1,
წარმოდგენილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის მიერ (შემდგომში
“აბონენტი”)
1. წინამდებარე შეკვეთის ფორმა წარმოადგენს მხარეთა შორის 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული “ინტერნეტ/IPTV/VOIP მომსახურების გაწევის ხელშეკრულების” (შემდგომში “ხელშეკრულება”) დანართს. აბონენტის მიერ შეკვეთილი ინტერნეტ მომსახურების ძირითადი მახასიათებლები და ფინანსური პირობები მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ერთი თვის მომსახურების სააბონენტო ღირებულება შეადგენს 75.00 ლარს. ვინაიდან აღნიშნული საგრანტო პროექტი გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან, შესაბამისი ფინანსური პირობები მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
უნიკალური ნომერი | მისამართი | შეკვეთილი მომსახურება | ინტერნეტის სიჩქარე | ყოველთვიური ღირებულება დღგ-ს გარეშე (ლარი) | საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე (12 თვე) | |
მაქსიმალური სიჩქარე | ||||||
ლოკალური სიჩქარე (მბ/წმ) | გლობალური სიჩქარე (მბ/წმ) | |||||
FTTB_322253222 | ქ. თბილისი, აბაშიძის 50, სად 2, სართ 1, ბინა 16 | ოპტიკური ინტერნეტი (FTTB) | 8 მბ/წმ | 8 მბ/წმ | 63.56 ლარი | 762.72 ლარი |
ინტერნეტ მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები:
ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე არის ცხრილში დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარის 80%;
მინიმალური სიჩქარე არის ცხრილში დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარის 20%;
დაყოვნება - < 400 მილიწამი;
დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი - <3 %;
ჯიტერი - <50 მილიწამი.
დამატებითი სტატიკური IP-მისამართის გამოყოფის თვიური სააბონენტო შეადგენს 40 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
2. ცხრილში მოცემული ზოგიერთი პირობის განმარტება:
2.1. დღეებით გამოხატული ინსტალაციის ვადა წარმოადგენს სამუშაო დღეების (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, უქმე დღეების გარდა) რაოდენობას, რომელიც აითვლება წინამდებარე შეკვეთის ფორმის გაფორმების მეორე დღიდან; ოპერატორი უფლებამოსილია, განახორციელოს ინსტალაცია ინსტალაციის თარიღის დადგომამდე ნებისმიერ დროს.
2.2. ინსტალაციის ერთჯერადი ღირებულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა ხდება შეკვეთილი მომსახურების პირველი თვის სააბონენტო გადასახდელის გადახდასთან ერთად, ყოველთვიური სააბონენტო გადასახდელისთვის განსაზღვრული გადახდის პირობის შესაბამისად;
2.3. ყოველთვიური სააბონენტო გადასახდელის/სხვა საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ყოველი შემდგომი კალენდარული თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა, ხოლო თუ ეს თარიღი ემთხვევა არასამუშაო/დასვენების დღეებს, მაშინ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის.
2.4. ცხრილში აღნიშნული ყველა თანხა მოცემულია დღგ-ს გარეშე.
3. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ოპერატორის შემდეგი საბანკო რეკვიზიტების მეშვეობით:
მიმღები: შპს „მაგთიკომი”, ს/კ 204876606 მომსახურე ბანკი: სს ვითიბი ბანკი ჯორჯია; ბანკის კოდი: ცენტრალური ფილიალი; UGEBGE22 ანგარიშის N: GE73VT6600000000423607
4. ხელშეკრულებით განსაზღვრული შეტყობინებები იგზავნება მხარეთა შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად:
აბონენტის საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი | კახაბერ ბილაშვილი | |
საკონტაქტო ინფორმაცია: | E-mail: | |
Mob.: | 599 51 – 11 - 57 | |
Tel.: | ||
მისამართი: |
თუ იცვლება აბონენტის ან მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია, მხარე ვალდებულია მეორე მხარეს აცნობოს ცვლილების შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ცვლილებამდე 3 სამუშაო დღით ადრე.
5. მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ინსტალაციის და აპარატურის გადაცემა წარმოებს მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაფორმებით. მიღება-ჩაბარების დოკუმენტი განსაზღვრავს მომსახურების აპარატურის აბონენტისათვის გადაცემის ფორმას და პირობებს, მათ შორის, ადასტურებს შეკვეთილი მომსახურების ინსტალაციის ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ ინსტალაციიდან 10 დღის ვადაში აბონენტი ხელს არ მოაწერს მიღება- ჩაბარების აქტს, ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება.
6. ამ შეკვეთის ფორმაში ნახსენებ ტერმინებს აქვთ ხელშეკრულებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
7. წინამდებარე შეკვეთის ფორმა ანაცვლებს მხარეთა შორის ამ შეკვეთის ფორმის თარიღამდე გაფორმებულ ინტერნეტ მომსახურების შეკვეთის ფორმას/ფორმებს.
Digitally signed bაბyოLნEეPნLტIიvane Javakhishvili
მხარეთა ხელმოწერები:
ოპერატორი
/
ლაშა საღინაძე
Tbilisi State University
Date: 2020.12.30
17:35:12 +04'00'
/ / /
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
N / /
ინტერესთა კონფლიქტი
ქ. თბილისი
2020 წელი
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილი თითოეული პირი ხელის მოწერით ადასტურებს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2020 წლის #
/06 ხელშეკრულებით გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაში შპს
,,მაგთიკომი“-ს მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
ლაშა საღინაძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ირაკლი საღარეიშვილი
დეპარტამენტის უფროსი საფინანსო დეპარტამენტი
არჩილი კუკულავა
დეპარტამენტის უფროსი იურიდიული დეპარტამენტი
ანეტა მერკვილიშვილი
განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შესყიდვების განყოფილება
შოთა გაბადაძე
წამყვანი სპეციალისტი
შესყიდვების განყოფილება