Contract
მომსახურების (ნარდობის) ხელშეკრულება
ქ. თბილისი 01 იანვარი 2020წ.
ერთის მხრივ მცირე მეწარმე ________ (პ/ნ --------------- ) შემდგომში წოდებული როგორც „მენარდე“ და მეორეს მხრივ შპს „_____“ ს.კ. _________ წარმოდგენილი მისი დირექტორის, ________ სახით, შემდგომში წოდებული როგორც „დამკვეთი“ ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
ხელშეკრულების საგანი
„მენარდე“ ვალდებულია გაუწიოს „დამკვეთს“ მომსახურება -დამკვეთის ოფისში დაზიანებული ელექტროგაყვანილობის შეკეთება.
ხელშეკრულების ვადა
მომსახურება განხორციელდება ერჯერადად. ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს.
ანგარიშსწორების პირობები
წინამდებარე ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნული სამუშაოს შესრულების ღირებულებაა 100 (ასი ) ლარი. აღნიშნულ თანხას ექვითება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი.
ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევიდან 3 ( სამი) დღის ვადაში.
მხარეთა უფლებამოვალეობები
„მენარდე“ ვალდებულია:
შეასრულოს სამუშაო სათანადო ხარისხით.
შეასრულოს სამუშაო ამ ხელშეკრულების 1.2 მუხლში მითითებულ ვადაში.
„დამკვეთი“ ვალდებულია:
გადაიხადოს საზღაური ამ ხელშეკრულების 3–ე მუხლში მითითებული ოდენობითა და პირობებით.
შეუქმნას მენარდეს პირობები სამუშაოს შესასრულებლად.
მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები პასუხს აგებენ ნაკისრი ვალდებულებების არასრულად ან არაკეთილსინდისიერად შესრულებაზე.
დავა
ყველა დავას მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით. დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოებში საქართველოს მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დასკვნითი დებულებები.
ეს ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლიარად, თითოეული მხარისათვის. .
ამ ხელშეკრულებაში შეტანილი ყოველი ცვლილება და დამატება, ნამდვილია წერილობითი ფორმით დადებისა და მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერის შემთხვევაში. .
ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ძალას კარგავს მხარეთაშორის ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება, მოლაპარაკება, მიმოწერა.
ამ ხელშეკრულების რომელიმე პირობის ბათილობა არ გამოიწვევს მთელი ხელშეკრულების ბათილობას. ბათილი პირობის ნაცვლად მოქმედებს წესი რითაც უფრო ადვილად მიიღწევა დასახული მიზანი.
მხარეთა რეკვიზიტები
დამკვეთი |
მენარდე |
შპს |
მ.მ. |
ქ. თბილისი, |
მის: |
ს/კ |
პ.ნ. |
ბანკი:სს ”თიბისი ბანკი” ა/ა |
|
დირექტორი: |
|
მიღება-ჩაბარების აქტი
ქ. თბილისი 01 იანვარი 2020 წ.
ერთისმხრივ მცირე მეწარმე _______ (პ/ნ --------------- )დამეორესმხრივ შპს „______“ ს.კ. 40000000 ვადგენთ წინამდებარე აქტს მასზედ, რომ :
მენარდემ ჩააბარა ხოლო დამკვეთმა მიიღო მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული მომსახურება, კერძოდ ---------------------------;
დამკვეთს შესრულებული სამუშაოსა და მისი შესრულების ვადის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია;
წინამდებარე აქტი შედგენილია ორ თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად.
დამკვეთის სახელით ---------------------------
მენარდე --------------------------------