ხელშეკრულება N82
ხელშეკრულება N82
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ. თელავი აპრილი 2023წ.
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთი მხრივ შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“, დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxxxx სახით, შემდგომში წოდებული „შემსყიდველი“ და მეორე მხრივ, შპს „ბუნებრივი აირი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxxx სახით, შემდგომში „მიმწოდებელი“, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 10 (ათი) ცალი ბუნებრივი აირის ლითონის ბალონის შესყიდვა.
1.2 შესყიდვის საშუალება – გამარტივებული შესყიდვა.
1.3 შესყიდვის საფუძველი - მონეტარული ზღვრის დაცვით.
1.4 კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი: 44612200 - გაზის ავზები.
1.5 დაფინანსების წყარო _ 2023 საკუთარი შემოსავლები.
2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
2.1. ხელშეკრულების ინსპექტირებას განახორციელებს შემსყიდველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
2.2. შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, ინსპექტირების ჯგუფი, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნდებული შესყიდვის ობიექტი, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოასწოროს წუნი, იმ შემთხვევაში თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს ღირებულება დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული წუნდებული საქონლის/მომსახურების ღირებულება.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და ადგილი
3.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღე.
3.2. მიწოდების ადგილი: ქ. xxxxxx, xxxxxxxxxxx ქ. N2.
4. მხარეთა უფლება - მოვალეობები
4.1.„შემსყიდველი“ ვალდებულია აანაზღაუროს მიწოდებული საქონლის ღირებულება.
4.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია დაუყონებლივ, წერილობითი ფორმით აცნობოს „მიმწოდებელს“ წუნის შესახებ.
4.3. მიწოდებელი საქონლის/მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. პირობების ცვლილების შემთხვევაში ფორმდება შეთანხმება. 4.4.„მიმწოდებელი“ ვალდებულია გადასცეს „შემსყიდველს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი და მომსახურება დადგენილ ვადებში;
4.5.ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა;
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1. „შემსყიდველი“ და „მიმწოდებელი“ მოქმედებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით.
5.2. შესყიდვის ობიექტი, ან მისი ნაწილი (ეტაპი) მიღებულად ითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
5.3. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრისას, „შემსყიდველს“ უფლება აქვს „მიმწოდებლის“ ხარჯზე განახორციელოს აღდგენასთან დაკავშირებული ოპერაციები.
6. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
6.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 2500 (ორიათას ხუთასი) ლარს.
6.2. ღირებულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
7. ანგარიშსწორების პირობები
7.1. საქონლის ღირებულების გადახდა ხდება მიღება-ჩაბარების აქტის და/ან სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.
7.2. მიწოდებული საქონლის სრული ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში.
8. ფორს-მაჟორი
8.1. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემკვეთსა და/ან შემსრულებელს შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინის და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
8.2. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე.
9. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელის მოწერის დღიდან და ძალაშია 2023 წლის 30 ივნისამდე.
11. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
11.1 მხარეები იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ მეორე მხარეს მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
11.2 შემსყიდველი პასუხისმგებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევისათვის. ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია პირგასამტეხლოს სახით მიმწოდებელს გადაუხადოს გადასახდელი თანხის 0.02% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
11.3 მიმწოდებელი პასუხისმგებელია საქონლის მიწოდების ვადების დარღვევისათვის. ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში იგი ვალდებულია, პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.02% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
11.4 თუ მიმწოდებელი საგარანტიო ვადის პერიოდში არ განახორციელებს წარმოქმნილი დეფექტის გამოსწორებას, დაეკისრება პირგასამტეხლოს სახით მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.02% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში თუ თანხა სრულად ანაზღაურებულია მიმწოდებელს დაეკისროს ზარალის ანაზღაურება სრულად.
11.5 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან.
11.6 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
11.7 ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ შეუსრულებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრება დარჩენილი ვალდებულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
12. სხვა პირობები
12.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
12.2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.
12.3. აქტი შედგენილია ქართულ ენაზე, ხელმოწერილია საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ - მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
12.4. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“-ს დირექტორი xxxxxx xxxxxxxxxxxxxx ასევე ვადასტურებ, რომ არ ვიმყოფები ინტერესთა კონფლიქტში მიმწოდებელთან.
„შემსყიდველი“ | „მიმწოდებელი“ | |
შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“ | შპს „ბუნებრივი აირი“ | |
ს.კ. 231184232 | ს.კ. | 231251007 |
ქ. xxxxxx, xxxxxxxxxxx ქ. N2 | მის: თელავი, თბილისის გზატკეცილი | |
ტელ: 599502127 | ბანკი: სს თიბისი ბანკი | |
ა/ა XX00XX0000000000000000 | ||
დირექტორი | ბანკის კოდი XXXXXX00 ტელ: 599385585 დირექტორი | |
xxxxxx xxxxxxxxxxxxxx | xxxxxx xxxxxxxxxxxxx | |
„შემსყიდველი“ | „მიმწოდებელი“ ltd |
13. მხარეთა რეკვიზიტები
Health Centre
Digitally signed by LTD Children's Health Centre Date: 2023.04.07
LTD Children's
11:44:35 +04'00'
natural gaz
Digitally signed by ltd natural gaz
Date: 2023.04.07
07:07:53 +04'00'