ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ოვერდრაფტის ხელშეკრულება N [---]
თარიღი:[---]
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ოვერდრაფტის ხელშეკრულება N [---]
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი:
• კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი = ფიქსირებული
• ოვერდრაფტის წლიური საპროცენტო განაკვეთი = 20 % - დან
• ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = 21.1 % - დან
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განაღდების ოპერაციის შემთხვევაში = 21.1 %
- დან
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში:
• საბანკო კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი = [---] %
• საბანკო კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = [---] %
ფინანსური ხარჯები:
• სანოტარო ხარჯი = 0 ლარიდან
• ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურების ხარჯი = 0 ლარიდნ
• სესხის მონიტორინგის ჯამური საკომისიო = 0 ლარი
• დაზღვევის საკომისიო = 0.5%-დან
• კრედიტის გაცემის საკომისიო = 0.5 %-იდან
• მიმდინარე ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო = 0 ლარიდან
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
• ოვერდრაფტის ლიმიტის ოდენობა = [---]
• ოვერდრაფტის ვადა = 12 თვე
• ხელშეკრულების მოქმედების ვადა = 12 თვე
• საბანკო კრედიტის ვადა (ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში): დამატებით მაქსიმუმ 48 (ორმოცდარვა) თვე
• წინასწარ დაფარვის საკომისიო (ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში) შეადგენს გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 2%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-
დან 24 თვემდე ვადა 1%-ს, თუ დარჩენილია 6-დან 12 თვემდე ვადა 0.5%-ს, ხოლო 0- დან 6 თვემდე ვადის შემთხვევაში -0%-ს
• ვადაგადაცილების ჯარიმა = ა) ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში) და ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 (ოცი) ლარის (ან მისი ექვივალენტის) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე; ბ) ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში - საბანკო კრედიტის დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში) და ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 (ოცი) ლარის (ან მისი ექვივალენტის) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
• ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
• მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ფინანსური ორგანიზაციის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
• გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
ოვერდრაფტის ხელშეკრულება N [---] (შემდგომში - საკრედიტო ხელშეკრულება)
სერვის ცენტრი: [---] თარიღი: [---]
1. საკრედიტო ხელშეკრულების მხარეები
• საკრედიტო ხელშეკრულება იდება ბანკსა და კლიენტს შორის დადებული, საკრედიტო ხელშეკრულების მე-3 მუხლში მითითებული საკრედიტო ლიმიტის გენერალურ ხელშეკრულების (შემდგომში - გენერალური ხელშეკრულება) საფუძველზე და მასში მითითებული თანხის ფარგლებში.
• თუ უშუალოდ საკრედიტო ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული, საკრედიტო ხელშეკრულების მიზნებისთვის გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტერმინებს ექნებათ იგივე მნიშვნელობა, რაც გააჩნიათ გენერალურ ხელშეკრულებაში.
• გენერალური ხელშეკრულების პირობები სრულად ვრცელდება საკრედიტო ხელშეკრულებაზე. ამასთან, მათ შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.
2. საკრედიტო ხელშეკრულების საგანი
2.1. საკრედიტოხელშეკრულების საფუძველზე ბანკი დაუშვებს კლიენტის ანგარიშზე ოვერდრაფტს საკრედიტ ო ხელშეკრულების მე-3 მუხლში მითითებული პირობებით.
2.2. საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერა არ გულისხმობს ბანკის მიერ კლიენტისათვის ოვერდრაფტის უპირობო დაშვებას და ოვერდრაფტის ფაქტობრივ დაშვებამდე (თუ უშუალოდ საკრედიტო ხელშეკრულებით ან/დაგენერალური ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული) ბანკი უფლებამოსილია, ყოველგვარ იდასაბუთების გარეშე, უარი განუცხადოს კლიენტს ოვერდრაფტით ან მისი ნაწილით სარგებლობაზე/ათვისებაზე(მათშორის,ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ კლიენტის რომელიმე ანგარიშზე იარსებებს რაიმე სახის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (მათ შორის ინკასო ან/და ყადაღა) ან/და კლიენტს ექნება რაიმე სახის ვალდებულება ბანკის წინაშე, ბანკი უფლებამოსილი იქნება: ა) არ დაუშვას ოვერდრაფტი; ან/და ბ) დაბლოკოს კლიენტის ნებისმიერ ანგარიშზე არსებული თანხა (მათ შორის ოვერდრაფტის დაშვების შედეგად წარმოშობილი ხელმისაწვდომი თანხა); ან/და გ) კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, ჩამოჭრას მის ნებისმიერ ანგარიშზე არსებული თანხა (მათ შორის ოვერდრაფტის დაშვების შედეგად წარმოშობილი ხელმისაწვდომი თანხა) და მიმართოს ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების შესასრულებლად (სრულად ან ნაწილობრივ). ამასთან, თუ ანგარიშზე არსებული თანხა და კლიენტის მიმართ არსებული ბანკის მოთხოვნა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კონვერტაცია ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით, ხოლო კონვერტირებული თანხა მიმართოს კლიენტის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ დასაფარად.
3. xxxxxxx xxxxxxxx პირობები
გენერალური ხელშეკრულების: | |
ნომერი: | [---] |
დადების თარიღი: | [---] |
ოვერდრაფტის ლიმიტის მოცულობა და ვალუტა: | [---] |
ოვერდრაფტის საბანკოკრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში, საბანკოკრედიტის მაქსიმალური მოცულობა და ვალუტა: | [---] |
ოვერდრაფტის დაშვების პირობები: | საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, თუ უშუალოდ საკრედიტო ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. |
ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის წინაპირობები: | მხარეები თანხმდებიან, რომ ოვერდრაფტის გარდაქმნა საბანკო კრედიტად მოხდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) კლიენტი ოვერდრაფტის ვადის ბოლო დღეს სრულად არ დაფარავს ათვისებულ ოვერდრაფტის ლიმიტს;ბ) ხელშეკრულების მოქმედ ების ნებისმიერ ეტაპზე, საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გასვლიდან 35 (ოცდათხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში არ მოხდება ბანკში არსებულ კლიენტის ანგარიშზე (რომელზეც დაშვებულია ოვერდრაფტი) ოვერდრაფტის ლიმიტის მოცულობის მინიმუმ 40%-ის ჩარიცხვა, სახელფასო ანაზღაურების დანიშნულებით. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნა წარმოადგენს ბანკის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული რომელიმე გარემოების დადგომის შემთხვევაში, მოსთხოვოს კლიენტს ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტის დაუყოვლებლივ, სრულად დაფარვა. |
ოვერდრაფტის ლიმიტის მოქმედების ვადა: | [---] თვე. |
ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში, საბანკო კრედიტის მაქსიმალური ვადა: | დამატებით 48 (ორმოცდარვა) თვე. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ საბანკო კრედიტის ვადა შეადგენს დამატებით 48 (ორმოცდარვა) თვეს იმ შემთხვევაში, როდესაც ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის მომენტში კლიენტის მიერ სრულად იქნება ათვისებული ოვერდრაფტის ლიმიტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ სრულად არ იქნება ათვისებული ოვერდრაფტის ლიმიტი, xxxxxxx xxxxxxxx ვადა განისაზღვრება არაუმეტეს იმდენი თვით, რომ xxxxxxxx მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა არ აღემატებოდეს იმ მოცულობას, რომლის გადახდაც xxxxxxx მოუწევდა ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად ათვისებისა და საბანკო კრედიტის 48 (ორმოცდარვა) თვეზე გადანაწილების შემთხვევაში. |
ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტის გადახდის პირობები: | ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტის ძირითადი თანხის გადახდა უნდა მოხდეს ოვერდრაფტის ვადის ბოლოს. |
ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში, საბანკო კრედიტის გადახდის პირობები: | განისაზღვრება შესაბამისი გადახდის გრაფიკით, რომელიც კლიენტს ერთჯერადად ან პერიოდულად მიეწოდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე საკონტაქტო რეკვიზიტზე. |
ოვერდრაფტის ათვისებულ ლიმიტზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: | [---] %. |
ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში, საბანკო კრედიტის საპროცენტო სარგებელი: | [---] %. |
პირგასამტეხლო ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტის ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გადაცილებისათვის და ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში, საბანკო კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გადაცილებისათვის: | ა) ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში) და ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 (ოცი) ლარის (ან მისი ექვივალენტის) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე; ბ) ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში - საბანკო კრედიტის დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში) და ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 (ოცი) ლარის (ან მისი ექვივალენტის) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტისთვის არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე გაზარდოს ამ პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოცულობა, |
არაუმეტეს გაზრდის მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით არ იქნება დადგენილი მაქსიმალური ოდენობა, ბანკი უფლებამოსილია კლიენტისთვის წინასწარ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, გაზარდოს პირგასამტეხლოს მოცულობა შემდეგი პირობების დაცვით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ერთჯერადი ჯარიმის ოდენობა - დარჩენილი სრული ძირითადი თანხის არაუმეტეს 10%-მდე, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე - დარჩენილი სრული ძირითადი თანხის არაუმეტეს 1%-მდე. ასევე, ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები ადასტურებენ, რომ ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ბანკის მიერ დადგენილი შიდა პროცედურებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეამციროს ამ პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოცულობა, რაც არ საჭიროებს კლიენტის დამატებით ინფორმირებას. მხარეები ადასტურებენ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა წარმოადგენს ბანკის უფლებას და არა ვალდებულებას. | |
ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო: | წინასწარ დაფარვის საკომისიო (ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში) შეადგენს გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 2%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე ვადა 1%-ს, თუ დარჩენილია 6- დან 12 თვემდე ვადა 0.5%-ს, ხოლო 0-დან 6 თვემდე ვადის შემთხვევაში -0%-ს |
ოვერდრაფტის საბანკო კრედიტად გარდაქმნის შემთხვევაში, საბანკო კრედიტის მიზნობრიობა: | კლიენტის მიერ ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს და ნებისმიერი სხვა სახის გადასახდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვა. |
საპროცენტო სარგებლის დაანგარიშების თარიღი: | ყოველი კალენდარული თვის პირველი რიცხვი. |
საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადა: | არაუგვიანეს ყოველი კალენდარული თვის 7 (შვიდი) რიცხვი. ამასთან, თუ კლიენტის მიერ არ მოხდება საპროცენტო სარგებლის გადახდა ზემოაღნიშნულ ვადაში, ბანკი უფლებამოსილია კლიენტისთვის პირგასამტეხლო ს დაკისრების სანაცვლოდ, გაუზარდოს მას ოვერდრაფტის ლიმიტი, გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობით. |
დაზღვევის პირობები | საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით [---] ადასტურებს,რომ ბანკმა განახორციელოს მისი/მათი სიცოცხლის დაზღვევა საბანკო კრედიტის მოქმედების ვადის განმავლობაში (მაგრამ არაუმეტეს იმ პერიოდამდე, როდესაც xxxxxxx შეუსრულდება 72 წელი). მხარეები თანხმდებიან, რომ კლიენტი დაზღვეული იქნება შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში: [---] (საიდენტიფიკაციონომერი: [--- ].დაზღვევის დეტალური პირობები მოცემულია ვეგ- გვერდზე: xxxxx://xxx.xx/0xXxX0X ზემოაღნიშნულ კლიენტ(ებ)ზე სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტის მოცულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: [---] მხარეები თანხმდებიან, რომ ჩარიცხული სადაზღვევო თანხით შემცირდება კლიენტ(ებ)ის ვალდებულება ბანკის წინაშე და თუ აღნიშნული სადაზღვევო თანხით სრულად არ ფარება კლიენტ(ებ)ის ვალდებულება ბანკის წინაშე, საბანკო კრედიტის ვადა დარჩება უცვლელი, ხოლო გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელების ოდენობა შემცირდება შესაბამისი პროპორციით. (დაზღვევის პირობების შემთხვევაში) |
4. საკრედიტო ხელშეკრულების არსებითი პირობები
4.1. ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტის ან/და xxxxxxx xxxxxxxx გადახდა მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებაზე მე-3 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4.2. თუ კლიენტს გააჩნია რამდენიმე სახის ვადამოსული დავალიანება ბანკის წინაშე, როგორც უშუალო საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ისე ნებისმიერი სხვა სახის გარიგებიდან გამომდინარე, აღნიშნული ვალდებულებების შესრულების რიგითობას ცალმხრივად განსაზღვრავს ბანკი. თუ კლიენტს ბანკის წინაშე გააჩნია ერთზე მეტ ვადამოსული/ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება, მათი დაფარვის რიგითობის არჩევა შესაძლებელი იქნება ბანკის სერვის-ცენტრში, სამუშაო დღის 16:00 საათამდე. საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული გადასახდელების გადახდა უნდა მოხდეს სამუშაო დღის 23:59 საათის ჩათვლით, ოვერდრაფტთან დაკავშირებულ ანგარიშზე თანხის განთავსებით ან/და სამუშაო დღის 21:59 საათის ჩათვლით სხვა ანგარიშზე თანხის განთავსების გზით. თუ გადახდის თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, გადახდა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არასამუშაო დღეს ნებისმიერ დროს განხორციელებული გადახდები აღირიცხება მომდევნო სამუშაო დღეს. ამ პუნქტის მიზნებისთვის არასამუშაო დღეებში იგულისხმება შაბათი, კვირა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეები. ასევე, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ კლიენტს, ნებისმიერი სხვა სახის საკრედიტო გარიგებიდან გამომდინარე, ბანკის წინაშე გააჩნია ვადამოსული/ვადაგადაცილებული დავალიანება ოვერდრაფტის ვალუტაში, ბანკი უფლებამოსილია ოვერდრაფტის აუთვისებელი ლიმიტის ფარლგებში, უზრუნველყოს სხვა საკრედიტო გარიგებიდან გამომდინარე კლიენტის ვალდებულების დაფარვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკრედიტო პროდუქტი დაკავშირებულია ოვერდრაფტის მომსახურე ანგარიშთან.
4.3. xxxxxxxx მიერ გადახდილი ან/და მის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მომსახურების საკომისიოები (ასეთის არსებობისას), შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს გადასახდელი ძირი. ამასთან, xxxxxxx xxxxxxxx სრულად დასაფარად საკმარისი თანხით xx
მოხდება საბანკო კრედიტის წინსწრებით დაფარვა ავტომატურად, თუ ამას პირდაპირ არ ითვალისწინებს საკრედიტო ხელშეკრულება ან/და არ მოითხოვს კლიენტი.
4.4. კლიენტის მიერ საბანკო კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის მოთხოვნისა და კლიენტის ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია დაფაროს საბანკო კრედიტი არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, თუმცა საბანკო კრედიტზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა შეწყდება: ა) იმავე დღეს, თუ საბანკო კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის მოთხოვნა მიღებულია სამუშაო დღეს; ბ) მომდევნო სამუშაო დღეს, თუ საბანკო კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის მოთხოვნა მიღებულია არასამუშაო დღეს.
4.5. კლიენტის მიერ, საკრედიტო ხელშეკრულებაში ან/და გენერალურ ხელშეკრულებაში მითითებული რაიმე სახის საკონტაქტო მონაცემების შეცვლისას, ბანკისათვის შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია აუნაზღაუროს ბანკს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ყველა სახის ზიანი.
4.6. ბანკს უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობები, მომსახურების (ყველა სახის მომსახურების საკომისიოს/გადასახადის, მათ შორის სმს და დისტანციური მომსახურების გადსახადის ოდენობა) ტარიფები კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე. პირგასამტეხლოების/ჯარიმების, საკომისიოს ოდენობის (მომსახურების ტარიფების) ცვლილების შესახებ ინფორმაცია ცვლილებების ძალაში შესვლამდე 1 (ერთი) თვით ადრე პირადად ეცნობება კლიენტს სმს-ის, ელექტრონული ფოსტის ან/და კურიერის მეშვეობით. ამასთან, თუ საკრედიტო ხელშეკრულებს რაიმე პირობის ცვლილება აუმჯობესებს კლიენტის მდგომარეობას, ბანკი თავისუფლდება შეტყობინების ვალდებულებისგან.
4.7. კლიენტი ადასტურებს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად გაეცნო მის გაფორმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას, საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისთვის გამოყენებული ყველა ფინანსური ხარჯის მოცულობას და დაანგარიშების წესს, შესაძლო სავალუტო რისკებს, მათ შორის იმას, რომ: ა) კლიენტის შემოსავლისა და ოვერდრაფტის ლიმიტის ან/და საბანკო კრედიტის ვალუტის სხვაობა წარმოადგენს დამატებით რისკს; ბ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა გაიზარდოს ოვერდრაფტის ათვისებულ ლიმიტზე ან/და საბანკო კრედიტზე გადასახდელი თანხა; გ) ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტის ან/და საბანკო კრედიტის გადაუხდელობამ შესაძლოა გამოიწვიოს კლიენტის ანგარიშების დაყადაღება ან/და კლიენტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტის ან/და საბანკო კრედიტის (მათ შორის მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს და ნებისმიერი სხვა გადასახდელის) დასაფარად.
4.8. . კლიენტის მიერ პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია როგორც ბანკის სერვისცენტრებში, ისე ვებ- გვერდის xxxxx://xxxxxxxxx.xx/xxxxxxx/, ბანკის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდის xxxxx://xxx.xxxxxxxx.xxx/XxxxxXxxx ან/და ბანკის სატელეფონო ცენტრის (ნომერი: 032 2424242) მეშვეობით, ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი პრეტენზიის ფორმა ხელმისაწვდომია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში. პრეტენზიის განხილვის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე: xxxxx://xxxxxxxxx.xx/xxxxxxxxxx/. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებელთა პოზიტიური გამოცდილების მართვის დეპარტამენტი. ბანკის მიერ პრეტენზიის გახილვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად და კლიენტისათვის პასუხის დაბრუნება მოხდება ნებისმიერი ფორმით პრეტენზიის მიღებიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო პრაქტიკით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კლიენტს ეცნობება მოთხოვნილი ფორმის მეშვეობით: წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (ელექტრონული, ციფრული ან სხვა).). პრეტენზიის განხილვი პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდზე: xxxxx://xxxxxxxxx.xx/xxxxxxxxxx/ და ტელეფონის ნომერზე: 032 2424242.
4.9. ბანკი უფლებამოსილია, საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, კლიენტს მოსთხოვოს ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც დაკავშირებული იქნება კლიენტის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე სრული ინფორმაციის მიღებასთან/მონიტორინგთან.
4.10. კლიენტის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების რაიმე პირობის დარღვევის გამო, ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კლიენტს ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტის ან/და საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის, დარიცხული/დასარიცხი პროცენტის და ნებისმიერი გადასახდელის (მათ შორის პირგასამტეხლოს და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელის) სრულად ან ნაწილობრივ, დაუყოვნებლივ, ვადაზე ადრე გადახდა.
4.11. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედება, თუ კლიენტი დაარღვევს საკრედიტო ხელშეკრულების რაიმე პირობას. ბანკის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, სრულად გადაიხადოს ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტი ან/და საბანკო კრედიტი, საპროცენტო სარგებელი და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო პირგასამტეხლოს გადახდა მოხდება მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის.
4.12. საკრედიტო ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, სრულად გადაიხადოს ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტი ან/და საბანკო კრედიტი და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა მოხდება მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის.
4.13. იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტი ან/და საბანკო კრედიტი უზრუნველყოფილია იპოთეკით ან/და გირავნობით, მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ბანკის საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ბანკის მოთხოვნას ან თუ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არაა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად.
4.14. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია ოვერდრაფტის ლიმიტის ან/და საბანკო კრედიტის ათვისების მიზნობრიობა, ბანკი უფლებამოსილია, ოვერდრაფტის ან/და საბანკო კრედიტის თანხა კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გადარიცხოს ხელშეკრულებით (ან/და შესაბამისი განაცხადით) განსაზღვრული მესამე პირის (მიმღების) ანგარიშზე.
4.15. მხარეები ადასტურებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი:
4.15.1. თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს.
4.15.2. ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნა წაუყენოს ნებისმიერ (ერთ ან რამდენიმე) კლიენტს.
4.15.3. ბანკი უფლებამოსილია ოვერდრაფტის ლიმიტი ან/და საბანკო კრედიტი დაუშვას ერთი ან რამდენიმე კლიენტის ანგარიშზე, საკუთარი შეხედულებისამებრ (ასევე, თუ ოვერდრაფტის ლიმიტის ან/და საბანკო კრედიტის დაშვება ხდება 1-ზე მეტი კლიენტის ანგარიშზე, დასაშვები ლიმიტის თანხის პროპორციასაც ცალმხრივად განსაზღვრავს ბანკი), თუ უშუალოდ ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
4.16. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია განხორციელდება ქართულ ენაზე.
4.17. კლიენტი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არ არღვევს/არ დაარღვევს საქართველოში მოქმედ და საერთაშორისოდ აღიარებულ გარემოსდაცით, შრომის და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის შესახებ კანონმდებლობას და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დანერგავს გარემოს, შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთოებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს. კლიენტის მიერ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული გარანტიის დარღვევა წარამოდგენს ხელშეკრულების მნიშვნელოვან დარღვევას და ბანკი უფლებამოსილი იქნება ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კლიენტს ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების (როგორც ვადამოსულის, ისე ვადამოუსვლელის) დაუყოვნებლივ შესრულება.
5. კონფიდენციალურობა და კლიენტის პერსონალური მონაცემების დამუშავება
5.1. მხარეები თანხმდებიან, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მისი მესამე პირისათვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემა დაუშვებელია მეორე მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ინფორმაციას:
5.1.1. თუ უშუალოდ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მისი გადაცემა შესაძლებელია მესამე პირისთვის.
5.1.2. თუ ის ცნობილი იყო მხარისათვის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
5.1.3. რომლის მესამე პირისათვის გადაცემაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით.
5.2. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე:
5.2.1. სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან/და ნებისმიერ, მსგავსი ფუნქციის მქონე პირს მისცეს თანხმობა, რომ მათ ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მრავალჯერადად გადასცენ ისეთ მესამე პირს, რომელიც შესაბამისი გარიგების საფუძველზე თავადაც აწვდის სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან/და მსგავსი ფუნქციის მქონე პირს აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
5.2.2. სს „კრედიტინფო საქართველოსგან“ ან/და მსგავსი ფუნქციის მქონე პირისგან მრავალჯერადად მოიძიოს კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს გააჩნია აქტიური საკრედიტო ვალდებულება ბანკის წინაშე, გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.
5.2.3. კლიენტისათვის ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების (მათ შორის საკრედიტო, სადეპოზიტო და სხვა) შეთავაზების/გაწევის მიზნით, მრავალჯერადად გადაამოწმოს კლიენტის პერსონალური მონაცემები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5.2.4. კლიენტის შესახებ მის ხელთ არსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირს (მათ შორის ბანკის კრედიტორებს), თუ აღნიშნული გადაცემა აუცილებელია ბანკის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის, ბანკის მიერ მესამე პირების წინაშე სხვადასხვა გარიგებებით ნაკსრი ვალდებულებების შესრულებისათვის, კლიენტის მიმართ არსებული რაიმე სახის მოთხოვნის მესამე პირისათვის დასათმობად (მათ შორის აღნიშნულ მესამე პირთან მოლაპარაკების პროცესში), კლიენტის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ან/და კლიენტისათვის რაიმე სახის მომსახურების/პროდუქტის შეთავაზების ან/და რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
6. პრეტენზიები და დავები
6.1. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის პრეტენზია ბანკმა კლიენტს უნდა წაუყენოს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკომუნიკაციო ერთი ან რამდენიმე არხით. კლიენტი ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან, შეტყობინებაში მითითებულ ვადაში სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს აღნიშნული პრეტენზია ან განაცხადოს მოტივირებული უარი მის დაკმაყოფილებაზე.
6.2. საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში წამოჭრილი ნებისმიერი დავა, პირველ ეტაპზე წყდება მოლაპარაკებით. მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ან/და თუ რომელიმე მხარე ჩათვლის, რომ მოლაპარაკების დაწყება იქნება უშედეგო, თითოეული მხარე უფლებამოსილია მოლაპარაკების გარეშეც, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
6.3. მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. ზოგადი პირობები
7.1. ბანკის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი; მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2 (თბილისის იუსტიციის სახლი).
7.2. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები კლიენტმა უნდა შეასრულოს პირადად. კლიენტი არ არის უფლებამოსილია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს, ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა არ გამორიცხავს ბანკის უფლებამოსილებას, რომ ნებისმიერი შესრულება (როგორც ვადამოსული, ისე ვადამოუსვლელი მოთხოვნის) მიიღოს მესამე პირისგან.
7.3. იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო ხელშეკრულების რაიმე პირობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ გავრცელდება კლიენტზე მისი სტატუსიდან გამომდინარე, აღნიშნული არ გამოიწვევს საკრედიტო ხელშეკრულების სრულად ბათილობას და კლიენტზე გავრცელდება მხოლოდ ის პირობები, რომლებიც მისი სტატუსიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ გავრცელდეს მასზე.
7.4. ყველა საკითხი, რაც არ არის დარეგულირებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.5. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ფლობს ქართულ ენას, საკრედიტო ხელშეკრულება შესაძლებელია დამატებით გაფორმდეს მისთვის გასაგებ უცხო ენაზეც, რა დროსაც, ქართულ და უცხოურ ენაზე შედგენილ ტექსტს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ენაზე გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებას.
7.6. საკრედიტო ხელშეკრულების თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს.