საკრედიტო ხელშეკრულება N 2022 წ.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
საკრედიტო ხელშეკრულება N 2022 წ.
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
▪ სესხის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული.
▪ სესხის საპროცენტო განაკვეთი: წლიური --% (რაც შეადგენს ყოველთვიურად --%)
▪ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: -- %
ფინანსური ხარჯები
▪ ყოველთვიური შენატანები: განისაზღვრება თანდართული გრაფიკის შესაბამისად
▪ ვადის ბოლოს შენატანი:
▪ სესხის გაცემის საკომისიო:
▪ იპოთეკის დადების საფასური:
▪ იპოთეკის გაუქმების საფასური:
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
▪ სესხის მთლიანი თანხის ოდენობა:
▪ მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა:
▪ სესხის ვადა:
▪ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა:
▪ წინსწრებით დაფარვის საკომისიო, მათ შორის, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, შეადგენს გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 2%-ს, თუ დარჩენილია 24 თვეზე მეტი, 1%-ს, თუ დარჩენილია 12-დან 24 თვემდე ვადა, 0.5%, თუ დარჩენილია 6-დან 12 თვემდე ვადა და 0% – 6 თვემდე ვადის შემთხვევაში ან/და სესხის დაფარვა ხდება მისოს მოთხოვნით.
▪ ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის --%. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
▪ თუ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვლება საერთო საბაზრო და ეკონომიკური ვითარება, ან გამოიცემა ნორმატიული აქტი საფინანსო, საკრედიტო ან სავალუტო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შეცვლის შემთხვევაში, მისო უფლებამოსილია გაზარდოს ამ ხელშეკრულებით ან/და ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული სხვა შეთანხმებით (ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი, ხელშეკრულების დანართი და სხვა) განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. აღნიშნულის შესახებ მისო წერილობით ატყობინებს მსესხებელს. მსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან ორი თვის ვადაში სრულად დაფაროს სესხი (ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო), რა შემთხვევაშიც მას არ დაერიცხება გაზრდილი საპროცენტო სარგებელი, ასევე სესხის წინსწრებით დაფარვისა ან/და რეფინანსირების საკომისიო. თუ მსესხებელი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებამოსილებას, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა განხორციელდება მსესხებლისათვის ზემოაღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან ორი თვის გასვლის შემდგომ.
▪ მისო უფლებამოსილია შეცვალოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საკომისიოების ოდენობა ან/და დაუწესოს მსესხებელს სხვა ტიპის საკომისიო, ასევე შეცვალოს სესხის გაცემისა და დაბრუნების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესი და პირობები, თუ შეიცვალა მარეგულირებელი, ზედამხედველი, მარეგისტრირებელი, საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან დადგენილი წესები, ან მისოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პარტნიორებისა და კონტრაგენტების (ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები, საგადახდო სისტემების სუბიექტები და სხვა) მხრიდან დაწესებული კომერციული პირობები. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მისო წერილობით ატყობინებს მსესხებელს. მსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან ორი თვის ვადაში სრულად დაფაროს სესხი (ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო), რა შემთხვევაშიც მას არ დაერიცხება სესხის წინსწრებით დაფარვისა ან/და რეფინანსირების საკომისიო. თუ მსესხებელი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებამოსილებას, ამ პუნქტის შესაბამისად შეცვლილი პირობები ამოქმედდება მსესხებლისათვის ზემოაღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან ორი თვის გასვლის შემდგომ.
▪ ცალმხრივი ცვლილებები არ შეიძლება შეეხოს პროდუქტის ვალუტას, არ შეიძლება იყოს განპირობებული მისოს მიერ მსესხებლის გადახდისუნარიანობის არასწორი შეფასებით (როდესაც აღნიშნულის მიზეზი არ არის მსესხებლის მიერ განზრახ არასწორი და არასრული მონაცემების მიწოდება) და ასევე არ უნდა იყოს გამოწვეული ინფლაციის ზრდით, ეკონომიკური ვარდნით და/ან საბაზრო საპროცენტო განაკვეთების 5 პროცენტულ პუნქტზე ნაკლები ცვლილებით.
▪ მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ვებ-გვერდზე xxxx://xxx.xxx.xxx.xx/ და ელ.ფოსტაზე xxxxxxxxx@xxx.xxx.xx.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406.
საკრედიტო ხელშეკრულება N
ქ. თბილისი 2022 წ.
მუხლი 1. ხელშეკრულების მხარეები:
1.1. გამსესხებელი: | სახელწოდება: | სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია |
„მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (შემდგომში მისო) | ||
იურიდიული მისამართი: | ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლისგამზირი, N68, სართუ | |
N1, საოფისეფართი N2 | ||
წარმომადგენელი: | ||
ტელეფონი: | 032 2-50-50-02 | |
ელ.ფოსტა: | ||
საიდენტიფიკაციო კოდი: | 404967078 | |
საზედამხედველო ორგანოს | საქართველოს ეროვნული ბანკი | |
დასახელება და მისამართი: | 0114 თბილისი, საქართველო, სანაპიროს ქუჩა №2 | |
ეროვნულ ბანკში | ||
რეგისტრაციის ნომერი: | 740413 | |
1.2. მსესხებელი | სახელი,გვარი/დასახელება: | |
დაბადების/რეგისტრაციის თარიღი: | ||
ფაქტიური მისამართი: რეგისტრაციის/იურიდიული მისამართი: | ||
პასპ/პირად.მოწმობის N: | ||
პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: | ||
ტელეფონი: | ||
ელ. ფოსტა: | ||
წარმომადგენელი: |
1.3. მსესხებელი/თანამსესხებელი | სახელი,გვარი/დასახელება: |
დაბადების/რეგისტრაციის თარიღი: | |
ფაქტიური მისამართი: რეგისტრაციის/იურიდიული მისამართი: | |
პასპ/პირად.მოწმობის N: | |
პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: | |
ტელეფონი: | |
ელ. ფოსტა: | |
წარმომადგენელი: |
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულებით მისო იღებს ვალდებულებას მსესხებელზე გასცეს კრედიტი, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დაუბრუნოს მისოს მიღებული კრედიტი, გადაიხადოს დარიცხული საპროცენტო სარგებელი და შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
2.2. წინამდებარე ხელშეკრულება იდება N---- ხელშეკრულების ფარგლებში და წარმოადგენს მის შემადგენელ ხელშეკრულებას და განუყოფელ ნაწილს.
2.3. მსესხებლის ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებიდან უზრუნველყოფილია ყველა იმ იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის ან/და ვალდებულებათა (მოთხოვნების) უზრუნველმყოფი სხვა ხელშეკრულებებით, რომლებიც დადებულია ან მომავალში დაიდება 2.2. პუნქტში მითითებული გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 3. სესხის პირობები
3.1. სესხის ოდენობა: | |
3.2. სესხის ვალუტა: | |
3.3. სესხის ტიპი: | |
3.4. სესხის ვადა: | |
3.5. საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: | |
3.6. საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ფიქსირებული |
3.7. საპროცენტო განაკვეთი: | |
3.8. ხელშეკრულების ცვლილების საკომისიო: | |
3.9. სესხის გაცემის საკომისიო: | |
3.10. გასატანი თანხის ოდენობა: | |
3.11. საშეღავათო პერიოდი: | |
3.12. სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო: | იხ. მე-6 მუხლი |
3.13. პირგასამტეხლო (ჯარიმა) ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე: | სესხის ნარჩენი ძირი თანხის --% |
3.14. სესხის მიზნობრიობა: | განისაზღვრება გრაფიკით |
3.15. დამატებითი პირობები: | განისაზღვრება გრაფიკით |
3.16. ფინანსური ხარჯები: | |
3.17. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: | |
3.18. მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხოს ოდენობა: |
მუხლი 4. კრედიტის გაცემა
4.1. კრედიტის გაცემა მოხდება წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე.
4.2. კრედიტის გაცემა მოხდება ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, მისოს სალაროდან მსესხებლისათვის თანხის გადაცემის გზით.
მუხლი 5. კრედიტის დაფარვის პირობები
5.1. კრედიტის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა უნდა მოხდეს წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული, გამსესხებლისა და მსესხებლის მიერ ხელმოწერილი, გადახდის გრაფიკის (დანართი N1) მიხედვით. აღნიშნული გრაფიკი წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
5.2. წინსწრებით ნაწილობრივი დაფარვის საკომისიო განისაზღვრება 6.1 პუნქტის შესაბამისად. სესხის წინსწრებით ნაწილობრივი დაფარვის შემთხვევაში კრედიტის გადახდის ვადა და პირობები მისოს მიერ განისაზღვრება ახალი გრაფიკით, რომელიც ხელმოწერილი იქნება ორივე მხარის მიერ. ახალი გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
5.3. გადასახდელი თანხა შედგება კრედიტის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლისგან, რომელიც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა წინამდებარე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის დაცვით; მსესხებელს უფლება აქვს გრაფიკით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი (სრულად ან ნაწილობრივ) გადაიხადოს წინასწარ (გრაფიკით დადგენილ ვადაზე ადრე). ვადაზე ადრე გადახდილი საპროცენტო სარგებელი დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა კრედიტის წინასწარ სრულად დაფარვის ან/და წინასწარ გადახდილი სარგებლის თანხით კრედიტის ძირითადი თანხის შემცირების შემთხვევისა. კრედიტის წინასწარ სრულად დაფარვის დროს, ვადაზე ადრე გადახდილ სარგებლის თანხას გამოაკლდება კრედიტის წინასწარ სრულად დაფარვის დღისათვის კუთვნილი საპროცენტო სარგებელი, ასევე 6.1 პუნქტით გათვალისწინებული საკომისიო, ხოლო დარჩენილი თანხა დაუბრუნდება მსესხებელს.
5.4. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს (როგორც განსაზღვრულია წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულების დანართში), მაშინ მსესხებელმა უნდა დაფაროს აღნიშნული თანხა გადახდის თარიღის მომდევნო სამუშაო დღეს.
5.5. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მხარეთა შეთანხმებით ცვლილებისას, მსესხებელს დაეკისრება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკომისიო. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკომისიოს გადახდას ექვემდებარება შემდეგი სახის ცვლილელები, შემდეგი ოდენობით და წესით:
5.5.1. სესხის რესტრუქტურიზაცია – სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დარიცხვის პირობების ცვლილება, რაც გამოწვეულია მსესხებლის ფინანსური სირთულეებით (გადახდისუნარიანობის გაუარესებით). რესტრუქტურიზაციის საკომისიოს ოდენობა შეადგენს კრედიტის ნარჩენი ძირი თანხის 1%-ს;
5.5.2. სესხის გრაფიკის ცვლილება – სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დარიცხვის პირობების ცვლილება, რაც არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური სირთულეებით (გადახდისუნარიანობის გაუარესებით). გრაფიკის ცვლილების საკომისიოს ოდენობა შეადგენს კრედიტის ნარჩენი ძირი თანხის 1%-ს;
5.5.3. სესხის პროლონგაცია - როდესაც სესხზე ხდება დაფარვის ვადის თარიღის გადავადება და სხვა სახელშეკრულებო პირობები რჩება უცვლელი, რაც არ არის დაკავშირებული მსესხებლის ფინანსურ სირთულეებთან (გადახდისუნარიანობის გაუარესებასთან). სესხის პროლონგაცია განხორციელდება საკომისიოს გარეშე; თუ მსესხებელს პროლონგაციის მომენტში არ უფიქსირდება მიმდინარე ვადაგადაცილება და იგი მიმართავს გამსესხებელს სესხის პროლონგაციის სურვილით, გამსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას სხვა სახელშეკრულებო პირობების შეუცვლელად პროლონგაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მსესხებლისათვის სასურველი ვადით, მაგრამ არა უმეტეს იგივე ვადისა, რა ვადითაც ეს ხელშეკრულება იყო დადებული.
5.6. კრედიტის დაფარვის თანმიმდევრობა შემდეგია: პირველ რიგში იფარება დარიცხული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პროცენტი (სარგებელი) და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა; ვადაგადაცილების გამო საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის პირობების დადგომისას სარგებლის დარიცხვა შეიძლება განხორციელდეს არაუმეტეს 180 დღისა;
5.7. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დააგვიანებს და არ გადაიხდის კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში კრედიტის ძირითად თანხას ან/და დარიცხულ პროცენტს. პირგასამტეხლო დაერიცხება (დაანგარიშდება) კრედიტის ძირ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვიდრე არ დაიწყება იძულებითი აღსრულება ან მსესხებლის მიერ სხვაგვარად არ შესრულდება ვალდებულება; პირგასამტეხლოს დაკისრების მაქსიმალური ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 180 დღეს;
5.8. ერთდროულად ერთზე მეტი ვალდებულების არსებობისას, ვალდებულებათა დაფარვის პრიორიტეტულობას (რიგითობას) ირჩევს მსესხებელი, როგორც დისტანციური არხებით გადახდისას, ასევე, მისოს სერვის ცენტრის სალაროში თანხის შეტანისას. იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადახდისას მსესხებელმა არ განახორციელა ვალდებულებების დაფარვის რიგითობის არჩევა, ვალდებულების დაფარვის რიგითობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 6. კრედიტის წინასწარ სრული დაფარვა
6.1. კრედიტის წინსწრებით სრულად დაფარვის საკომისიო, მათ შორის, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, შეადგენს:
ა) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 0.5%;
ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 1%;
გ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 2%.
მსესხებელს არ დაეკისრება წინსწრების საკომისიო თუ სესხის დაფარვა ხდება მისოს მოთხოვნით ან/და ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები ვადა. დარიცხული პროცენტების დაანგარიშება მოხდება თვის განმავლობაში გამოყენებული დღეების მიხედვით, რასაც დაემატება წინსწრებით სრულად დაფარვის საკომისიო.
6.2. მსესხებლის მიერ ნებისმიერი არხის მეშვეობით კრედიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხის გადახდისას, არ მოხდება კრედიტის წინსწრებით დაფარვა ავტომატურად, თუ მსესხებელი არ დააფიქსირებს შესაბამის მოთხოვნას. მსესხებლის მიერ მოთხოვნის დაფიქსირება უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით (სატელეფონო კავშირის, ელექტრონული ფოსტის ან სერვის ცენტრის სალაროში ზეპირსიტყვიერად) რომ შესაძლებელი იყოს მსესხებლის იდენტიფიკაცია.
მუხლი 7. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
7.1. თუ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვლება საერთო საბაზრო და ეკონომიკური ვითარება, ან გამოიცემა ნორმატიული აქტი საფინანსო, საკრედიტო ან სავალუტო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შეცვლის შემთხვევაში, მისო უფლებამოსილია გაზარდოს ამ ხელშეკრულებით ან/და ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული სხვა შეთანხმებით (ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი, ხელშეკრულების დანართი და სხვა) განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. აღნიშნულის შესახებ მისო წერილობით ატყობინებს მსესხებელს. მსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან ორი თვის ვადაში სრულად დაფაროს სესხი (ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო), რა შემთხვევაშიც მას არ დაერიცხება გაზრდილი საპროცენტო სარგებელი, ასევე სესხის წინსწრებით დაფარვისა ან/და რეფინანსირების საკომისიო. თუ მსესხებელი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებამოსილებას, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა განხორციელდება მსესხებლისათვის ზემოაღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან ორი თვის გასვლის შემდგომ.
7.2. მისო უფლებამოსილია შეცვალოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საკომისიოების ოდენობა ან/და დაუწესოს მსესხებელს სხვა ტიპის საკომისიო, ასევე შეცვალოს სესხის გაცემისა და დაბრუნების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესი და პირობები, თუ შეიცვალა მარეგულირებელი, ზედამხედველი, მარეგისტრირებელი, საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან დადგენილი წესები, ან მისოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პარტნიორებისა და კონტრაგენტების (ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები, საგადახდო სისტემების სუბიექტები და სხვა) მხრიდან დაწესებული კომერციული პირობები. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მისო წერილობით ატყობინებს მსესხებელს. მსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან ორი თვის ვადაში სრულად დაფაროს სესხი (ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო), რა შემთხვევაშიც მას არ დაერიცხება სესხის წინსწრებით დაფარვისა ან/და რეფინანსირების საკომისიო. თუ მსესხებელი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებამოსილებას, ამ პუნქტის შესაბამისად შეცვლილი პირობები ამოქმედდება მსესხებლისათვის ზემოაღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან ორი თვის გასვლის შემდგომ.
7.3. 7.1. და 7.2. პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები არ შეიძლება შეეხოს პროდუქტის ვალუტას, არ შეიძლება იყოს განპირობებული მისოს მიერ მსესხებლის გადახდისუნარიანობის არასწორი შეფასებით (როდესაც აღნიშნულის მიზეზი არ არის მსესხებლის მიერ განზრახ არასწორი და არასრული მონაცემების მიწოდება) და ასევე არ უნდა იყოს გამოწვეული ინფლაციის ზრდით, ეკონომიკური ვარდნით და/ან საბაზრო საპროცენტო განაკვეთების 5 პროცენტულ პუნქტზე ნაკლები ცვლილებით.
7.4. თუ კრედიტზე (სესხზე), მათ შორის ორმხრივი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, იცვლება შენატანის ოდენობა, მისო ვალდებულია ამ ხელშეკრულებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე (მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით) ან/და ამავე ხელშეკრულებაში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე, მსესხებელს (ხელშეკრულების ფარგლებში რამდენიმე მსესხებლის/თანამსესხებლის არსებობის შემთხვევაში – ყველა მათგანს) ასევე, თავდებს და/ან სოლიდარულ თავდებს და/ან იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრეს (არსებობის შემთხვევაში) შეატყობინოს შენატანის შეცვლილი ოდენობისა და შეცვლილი პირობების შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ცვლილებამდე ხუთი სამუშაო დღით ადრე. ასევე, მსესხებლის (რამდენიმე მსესხებლის არსებობის შემთხვევაში ყოველი მათგანის) მიერ ცვლილების განხორციელების მომენტში შეცვლილ პირობებზე დათანხმების შემთხვევაში, თავდებს და/ან სოლიდარულ თავდებს და/ან იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრეს (არსებობის შემთხვევაში) შეატყობინოს შენატანის შეცვლილი ოდენობისა და შეცვლილი პირობების შესახებ ცვლილების შემდეგ არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღეში. მისო არ აგებს პასუხს ამ ვალდებულების დარღვევისათვის, თუ დაკავშირება/ ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის ბრალეულობით და/ან ადრესატმა შეიცვალა საკონტაქტო ინფორმაცია და ამის შესახებ არ უცნობებია მისოსათვის.
მუხლი 8. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობები და პროცედურები
8.1. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადის გასვლით ან ვადამდე შემდეგ შემთხვევებში:
8.1.1. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
8.1.2. მსესხებლის მიერ სესხის ვადამდე სრულად დაფარვის შემთხვევაში.
8.1.3. თუ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა ან არსებობს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რეალური საფრთხე.
8.1.4. თუ მსესხებელმა დაარღვია ამ ხელშეკრულებით დადგენილი რომელიმე ვალდებულება, მათ შორის (და არა მარტო) დაარღვია გადახდის გრაფიკი და დარღვევა არ იქნა გამოსწორებული გამსესხებლის მიერ შესაბამისი შეტყობინებით (გაფრთხილებით) დაწესებულ ვადაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მისო მსესხებელს უგზავნის შეტყობინებას/გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს დარღვეული ვალდებულების შესრულების 14
დღიან ვადას. აღნიშნულ ვადაში მსესხებლის მხრიდან დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყდება ვადამდე, რაზეც მსესხებელს ეცნობება დამატებით.
მუხლი 9. პრეტენზიები და დავები
9.1. მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ვებ-გვერდზე xxxx://xxx.xxx.xxx.xx/ და ელ.ფოსტაზე xxxxxxxxx@xxx.xxx.xx. პრეტენზიის განხილვასთან დაკავშირებით და შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სატელეფონო კონტაქტის მეშვეობით ნომერზე 2505002, ან უშუალოდ მისოს შესაბამის სერვის ცენტრში. მომხმარებლისგან მიღებულ პრეტენზიაზე პასუხის გაცემის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
9.2. ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობასა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უნდა გადაეცეს მუქმივმოქმედ არბიტრაჟს
„დავების განმხილველ ცენტრს“ DRC-ს, რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348; მის. ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71,სართ2, ოფისი 11. ვებ.გვერდი: XXX.XXX.XX. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, არბიტრაჟი დავას განიხილავს ზეპირი მოქმენის გარეშე, მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის (დავის საგნის) ღირებულებისა.
მხარეები ასევე ვთანხმდებით, რომ მხარეებს შორის, ასევე საარბიტრაჟო დაწესებულებას დავების განმხილველი ცენტრს ს/კ 204547348 შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. ამ შემთხვევაში შეტყობინება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ელ-ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება მათთვის ჩაბარებულად ითვლება და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ ექნებათ.