1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქათმის კვერცხი (CPV-03142500) (შემდგომში - „საქონელი“);
ხელშეკრულება №20 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ. ბათუმი 18 / იანვარი / 2019 წელი
ერთი მხრივ, ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება შემდგომში -„შემსყიდველი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის - xxxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, შპს „ეკოლუქსი“ შემდგომში - „მიმწოდებელი”, წარმოდგენილი მისი უფლებამოსილი პირის, რეგიონული მენეჯერის - xxxxxx xxxxxxx სახით, გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ვდებთ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქათმის კვერცხი (CPV-03142500) (შემდგომში - „საქონელი“);
1.2 საქონლის ტექნიკური მახასიათებლები, რაოდენობა, ერთეულისა და საერთო ფასები, წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი განისაზღვრება დანართებით N1,2,3, რომლებიც წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილებს.
2. ხელშეკრულების ღირებულება
2.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 1980 (ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარს.
2.2 ხელშეკრულების საერთო ღირებულება მოიცავს, როგორც მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით „მიმწოდებლის“ მიერ გაწეულ ყველა ხარჯს.
3. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
3.1 ანგარიშსწორების ფორმა: უნაღდო;
3.2 ანგარიშსწორების ვალუტა: ეროვნული ვალუტა (ლარი);
3.3 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრიავად მიწოდებული საქონლის რაოდენობის შესაბამისად, თვეში ერთხელ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
3.4 საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება;
4. მიღება-ჩაბარების წესი
4.1 საქონლის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით.
5. საქონლის მიწოდების ვადა, ადგილი და ფორმა.
5.1 საქონლის მიწოდება განხორციელდება:
ა) ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 28 თებერვლამდე
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის დაქვემდებარებაში არსებულ 33 საბავშვო ბაღში, შესაბამის მისამართებზე, დანართი N4-ის შესაბამისად
გ) ეტაპობრივად კვირაში ერთჯერ;
5.2 მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, კონკრეტული სახეობა და მიწოდების კონკრეტული დღეები განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება ელექტრონული მისამართზე @mail). შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება - შეკვეთის მიცემის თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების თარიღად. საქონლის დაგვიანებით მიწოდებაზე გავრცელდება ხელშეკრულების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;
5.3 საქონლის მიწოდებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1-2 დღისა;
5.4 საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვის და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა;
5.5 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ათვისება განისაზღვრება ბვშვთა ფაქტობრივი გამოცხადების შესაბამისად);
5.6 მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონლის განათავსოს საბავშვო ბაღის წარმომდგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;
5.7 მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღებში საქონლის მიწოდების დროს გააფორმოს მიღება- ჩაბარების აქტი არანაკლებ ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი დატოვოს საბავშვო ბაღში, ხოლო მეორე ეგზემპლარი წარმოადგინოს ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციაში;
6. მხარეთა უფლება-მოვალეობები
6.1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
6.1.1. ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება.
6.1.2. საქონლის მიწოდების დასრულებამდე გამოითხოვოს მიმწოდებლისგან საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული მისთვის საჭირო დოკუმენტი.
6.2. შემსყიდველი ვალდებულია:
6.2.1. მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
6.2.2. უზრუნველყოს მიწოდებული საქონლის მიღება.
6.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
6.3.1 მიმწოდებელს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
6.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
6.4.1. დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
6.4.2. მიაწოდოს საქონელი სათანადო ხარისხითა და სრული მოცულობით, იმ ვადაში, რომელიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებით.
7. საქონლის შესაბამისობა ნორმატიულ დოკუმენტებთან:
7.1 საქონლის უნდა შეესაბამებოდეს/აკმაყოფილებდეს:
ა) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებას;
ბ) არსებული ნორმატიული დოკუმენტის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს;
8. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
8.1 ხელშეკრულების შესრულების კონტროლი გულისხმობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების, აგრეთვე მიწოდებული საქონლის ხარისხის კონტროლს.
8.2 ხელშეკრულების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს - მთავარი სპეციალისტი კვების დარში - ლია მოქია;
8.3 ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.
8.4 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალის და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები . იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს , მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა
გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრასთან და კონტროლის ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
9.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0,02%-ის ოდენობით;
10.2 მიწოდებული საქონლის ყოველი პარტიიდან, შემსყიდველის მიერ გარკვეული ნაწილის დაწუნების (უხარისხობის გამო) შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იმავე დღეს 18:00სთ-მდე ჩაანაცვლოს იგი ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისი საქონლით, სრული მოცულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული მიწოდება ჩაითვლება არასრულყოფილად მიწოდებაში და მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0,02%-ის ოდენობით;
10.3 დადგენილ ვადაში განმეორებით შეკვეთილი პარტიის მიუწოდებლობის, დაგვიენებით მიწოდების, არასრულყოფილად მიწოდების, უხარსიხო საქონლის მიწოდების და კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განიხილოს ხელშეკრულების ვადამდე ადრე, ცალმხრივად შეწყვეტის საკითხი და მიმწოდებლის მიმართ გაატაროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები;
10.4 დასარიცხი პირგასამტეხლოს დღეების ოდენობა განისაზღვრება მომდევნო მიწოდების დღემდე;
10.5 მიმწოდებლს, ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო, შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 10%-ის ოდენობით;
10.6 მიმწოდებლს, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის დაეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით;
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მხოლოდ ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
11.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
11.3 ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
12. ხელშეკრულების შეწყვეტა
12.1 წინამდებარე ხელშკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს:
ა) ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით ნებისმიერ დროს:
ბ) ნებისმიერი მხარის ინიციატივით, ცალმხრივად თუ მეორე მხარე არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს;
გ) შემსყიდველი უფლებამოსილია ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, შემსყიდველის მიერ NAT190000114 აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში;
12.2 შემსყიდველის ინიციატივით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთვევაში, მიმწოდებელს უფლება არ აქვს მოითხოვოს მიუღებელი შემოსავლისა ან/და ზიანის ანაზღაურება.
12.3 მხარე ვალდებულია არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეატყობინოს მეორე მხარეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
13. დავების გადაწყვეტა
13.1 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის წარმოშობილი ყველა დავა უნდა გადაიჭრას ურთიერთმოლაპარაკების გზით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. დაუძლეველი ძალა
14.1 მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
14.2 თუ ერთ–ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა წერილობით აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედებს დასრულებისთანავე.
14.3 თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გრძელდება 20 დღეზე მეტ ხანს, მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
15. სხვა პირობები
15.1 ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს, ხოლო მეორე შემსყიდველს.
16. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
16.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია: 2019 წლის 18 იანვრიდან - 2019 წლის 31 მარტამდე;
17. მხარეთა რეკვიზიტები:
შემსყიდველი: მიმწოდებლი:
ა(ა)იპ „ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანება“ შპს „ეკოლუქსი"
მის: ქ. ბათუმი, პ. xxxxxxxxxxxx ქ N42 მის: თბილისი, ქინძმარაულის xX 00
საიდენტიფიკაცო კოდი: 445 393 510 საიდენტიფიკაცო კოდი: 404 984 022
სახელმწიფო ხაზინა სს "თიბისი ბანკი"
TRESGE22 ბანკის კოდი: XXXXXX00
ა/ნ 740737005 ა/ნ XX00XX 0000 0000 0000 0000
xxxxxx xxxxxxxxxxx xxxxxx xxxxxx
2019 წლის 17 იანვარის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №20 ხელშეკრულების დანართი N1 - ტექნიკური მახასიათებლები
N | საქონლის დასახელება | შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები |
1 | კვერცხი | 0 კატეგორიის ქათმის კვერცხი, თეთრი ფერის, მექანიკური დაზიანებების გარეშე, მთელი, ხორკლების გარეშე, მაგარი და გლუვი. მზეზე ან სინათლის წყაროზე შეხედვისას კვერცხს არ აქვს მუქი ადგილები და წითელი ფერის ჩანართი. არ აქვს უსიამოვნო და გოგირდწყალბადის სუნი, შენჯღრევისას კვერცხი არ გამოსცემს არავითარ ხმას. თითოეული კვერცხზე დატანილია გამოშვების თარიღი. |
2019 წლის 17 იანვარის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №20 ხელშეკრულების დანართი N2 - ფასების ცხრილი
N | საქონლის დასახელება | განზომილების ერთეული, რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარი) | საერთო ფასი (ლარი) | |
1 | კვერცხი | ცალი | 6600 | 0,30 | 1980 |
2019 წლის 17 იანვარის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №20 ხელშეკრულების დანართი N3 - ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელის შესახებ
N | საქონლის დასახელება | წარმოშობის ქვეყანა | მწარმოებელი კომპანია |
1 | კვერცხი | საქართველო | შპს სავანეთი 99 |
2019 წლის 17 იანვარის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №20 ხელშეკრულების დანართი N 4 - საბავშვო ბაღების მისამართები (ლოკაციები)
ბაღის N | მისამართი |
საბავშვო ბაღი N1 | ქ. ბათუმი, xxxxx xxxxxxxxxx ქ N25 |
საბავშვო ბაღი N2 | ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. N5 |
საბავშვო ბაღი N3 | ქ. ბათუმი, xxxxxxx xxxxxxxxx ქ. N51 |
საბავშვო ბაღი N4 | ქ. ბათუმი, xxxxx xxxxxxxxxxxx ქ. N8 |
საბავშვო ბაღი N5 | ქ. ბათუმი, xxxxxx xxxxxxxxxxxx ქ. N28 |
საბავშვო ბაღი N6 | ქ. ბათუმი, შალვა ინასარიძის ქ. N22 ა |
საბავშვო ბაღი N7 | ქ. ბათუმი, xxxxx xxxxxxxxxxxx ქ. N17 |
საბავშვო ბაღი N8 | ქ. ბათუმი, შალვა ინასარიძის ქ. N4 ა |
საბავშვო ბაღი N9 | ქ. ბათუმი, xxxx xxxxxxxxxx ქ. N9 |
საბავშვო ბაღი N10 | ქ. ბათუმი, xxxxx xxxxxxxxxxxx ქ. N14 |
საბავშვო ბაღი N11 | ქ. ბათუმი, xxxxx xxxxxxxxxxxx ქ. N5 |
საბავშვო ბაღი N12 | ქ. ბათუმი, აკაკი წერთლის ქ. N30 |
საბავშვო ბაღი N13 | ქ. ბათუმი, xxxxx xxxxxxxxxxxxxxx ქ. N44 |
საბავშვო ბაღი N14 | ქ. ბათუმი, ვაჟა ფშავალას ქ. N83 |
საბავშვო ბაღი N15 | ქ. ბათუმი, xxxx xxxxxxxxxx ქ. N65 |
საბავშვო ბაღი N16 | ქ. ბათუმი, xxxxxxxxxx xxxxxxxx ქ. N113 |
საბავშვო ბაღი N17 | ქ. ბათუმი, xxxxx xxxxxxxxxxxx ქ. N104 |
საბავშვო ბაღი N18 | ქ. ბათუმი, xxxxxxxx xxxxxxxxxxx ქ. N3 |
საბავშვო ბაღი N19 | ქ. ბათუმი, სვიშევსკი ქ. N1 |
საბავშვო ბაღი N20 | ქ. ბათუმი, xxxxx xxxxxxxxx ქ. N38 |
საბავშვო ბაღი N22 | ქ. ბათუმი, თამარ მეფის xxxx. I შეს. N4 |
საბავშვო ბაღი N23 | ქ. ბათუმი, სამრეწველო უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N281 |
საბავშვო ბაღი N24 | ქ. ბათუმი, სამრეწველო უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N318 |
საბავშვო ბაღი N25 | ქ. ბათუმი, კახაბრის უბანი |
საბავშვო ბაღი N26 | ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის უბანი იბერიის ქ. N2 |
საბავშვო ბაღი N27 | ქ. ბათუმი , ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ |
საბავშვო ბაღი N28 | ქ. ბათუმი ადლიის დასახლება, კოტე აფხაზის ქ N4 |
საბავშვო ბაღი N29 | ქ. ბათუმი, გონიოს დასახლება პეტრე იბერის N1 |
საბავშვო ბაღი N30 | ქ. ბათუმი, ბარცხანის დასახლება, xxxxx xxxxxxxxxx ქ N 60 |
საბავშვო ბაღი N31 | ქ. ბათუმი, xxxxxxxxx xxxxxxx ქ. N14 |
საბავშვო ბაღი N32 | ქ. ბათუმი, კახაბრის დასახლება, ფრიდონ ხალვაშის II ჩიხი |
საბავშვო ბაღი N33 | ქ. ბათუმი, ურეხის დასახლება, მამია ვარშანიძის I შესახვევი |
საბავშვო ბაღი N34 | ქ. ბათუმი, თამარის დასახლება,ც. დადიანის ქN14 |