კონსოლიდირებული ტენდერი №CON210000489)
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
(კონსოლიდირებული ტენდერი №CON210000489)
ქ. თბილისი „---“ „---------------“ 20-- წელი
შემსყიდველი: |
(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება) |
(შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი) |
|
იურიდიული მისამართი |
(შემსყიდველი ორგანიზაციის იურიდიული მისამართი) |
ფაქტობრივი მისამართი |
(შემსყიდველი ორგანიზაციის ფაქტობრივი მისამართი) |
უფლებამოსილი წარმომადგენელი |
(შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი) |
საკონტაქტო ინფორმაცია |
|
ტელეფონის ნომერი |
(შემსყიდველი ორგანიზაციის ტელეფონის ნომერი) |
ელექტრონული ფოსტა |
(შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტა) |
საკონტაქტო პირი |
(შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო პირის სახელი და გვარი) |
საკონტაქტო პირის ტელეფონის xxxxxx |
xxxxxxxxxx xxxxxxxxx ნომერი |
საბანკო რეკვიზიტები |
|
xxxxx |
xxxxxxx |
ანგარიშის ნომერი |
ანგარიშის ნომერი |
მიმწოდებელი: |
შპს რომპეტროლ საქართველო |
საიდენტიფიკაციო კოდი |
204 493 002 |
იურიდიული მისამართი |
ქ. თბილისი, xxxxx xxxxxxxxx ქ. #12 |
უფლებამოსილი წარმომადგენელი |
გენერალური დირექტორი xxxxxx xxxxxx და ფინანსური დირექტორი xxxxx xxxxxxxx |
საკონტაქტო ინფორმაცია |
|
xxxxxxxxx ნომერი |
032 2 91 07 27 |
ელექტრონული ფოსტა |
|
საბანკო რეკვიზიტები |
|
ბანკი |
სს ვითიბი ბანკი |
ანგარიშის ნომერი |
XX00XX0000000000000000 |
„მიმწოდებელი“
და
„შემსყიდველი“
ერთად
წოდებული,
როგორც
„მხარეები“,
ვმოქმედებთ
„სახელმწიფო
შესყიდვების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
202
მუხლის,
სახელმწიფო
შესყიდვების
სააგენტოს
თავმჯდომარის
2018 წლის
14 დეკემბრის
№14 ბრძანებით
დამტკიცებული
„კონსოლიდირებული
ტენდერის
ჩატარების
წესისა
და
პირობები“-ს,
აგრეთვე
„2021, 2022 და
2023 წლების
განმავლობაში
სხვადასხვა
სახის საქონლისა და მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვის
კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის
საშუალებით განხორციელების
თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის
2021 წლის
22 ნოემბრის
№2049
განკარგულებისა
და
საწვავის
2022 წლის
კონსოლიდირებული
ტენდერის
სატენდერო
დოკუმენტაციის
საფუძველზე,
ვდებთ
წინამდებარე
ხელშეკრულებას
შემდეგზე:
1.ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე და მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის 2022 წლის განმავლობაში პრემიუმის (არანაკლებ 95 ოქტანობის საწვავი) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, CON210000489 კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, თანდართული ყველა დოკუმენტით და დოკუმენტაციით, რომლზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა (შესასყიდი საორიენტაციო რაოდენობა გამრავლებული 1 (ერთი) ლიტრი საწვავის სავარაუდო ფასზე), რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3 დღე, კვირა, თვე - კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
1.4 ,,შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს შესყიდვას ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პირობების მიხედვით.
1.5 „მიმწოდებელი“ - იურიდიული/ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს მომსახურების გაწევას ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პირობების მიხედვით;
1.6 „საქონელი“ – ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ობიექტი.
1.7 „პრემიუმის“ მარკის საწვავი - არანაკლებ 95 ოქტანობის პრემიუმის ტიპის საწვავი.
1.8 ავტორიზებული ავტომანქანა – შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე მყოფი ავტომანქანა, რომელიც უნდა აღიჭურვოს „აგაი“ სისტემის კომპონენტებით.
1.9 ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა (შემდგომში – აგაი სისტემა) – სისტემა/საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას, რის შედეგად მიმწოდებლის ავტოგასამართ სადგურზე “პრემიუმის“ ჩასხმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში.
1.10 სატენდერო კომისია - საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ნოემბრის N2049 განკარგულების საფუძველზე შექმნილი სატენდერო კომისია;
1.11 სატენდერო დოკუმენტაცია – არანაკლებ 95 ოქტანობის „პრემიუმის“ ტიპის საწვავის 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (CON210000489) სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა თან არ ერთვოდეს ხელშეკრულებას, თუმცა წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2.ხელშეკრულების საგანი და შესყიდვის ობიექტი
2.1
ხელშეკრულების
საგანს
წარმოადგენს,
შემსყიდველის
მიერ
„პრემიუმის“
მარკის
საწვავის
(ერთჯერადად
ან
ეტაპობრივად,
შემსყიდველი
ორგანიზაციის
საჭიროებიდან
გამომდინარე,
(შემდგომში
- საწვავი,
რომელიც
აკმაყოფილებს
„პრემიუმის“
მარკის
საწვავის
2022 წლის
კონსოლიდირებული
სატენდერო
დოკუმენტაციითა
და
დანართით
განსაზღვრულ
მოთხოვნებს)
შესყიდვა.
სსიპ
სახელწიფო
შესყიდვების
სააგენტოს
ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებული
CON210000489
– სატენდერო
დოკუმენტაციით,
მიმწოდებლის
სატენდერო
წინადადებითა
და
ღირებულებით.
2.2 შესყიდვის ობიექტია „პრემიუმის“ მარკის საწვავი. საორიენტაციო რაოდენობაა --------------- ლიტრი.
3.ხელშეკრულების საერთო ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა ------- ლარი.
3.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და საწვავის შენახვის ხარჯებს.
3.3 ხელშეკრულებაში მითითებული შესასყიდი „პრემიუმის“ მოცულობა, ერთი ლიტრი „პრემიუმის“ ფასი, ხელშეკრულების ღირებულება და ავტომობილების რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
4.შესყიდვის ობიექტის ხარისხი, ფასის განსაზღვრა და სხვა პირობები
4.1 მიმწოდებებლი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტი შესაბამისობაში იქნება ხელშეკრულებასთან.
4.2 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი საბოლოო ფასიდან გამოითვლება „Z“ აშშ დოლარში, ასეულობის სიზუსტით, (ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები და საწარმოს მოგება) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:
რომელშიც:
- ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი 1 ლიტრ „პრემიუმის“ მარკის საწვავზე (ლარში);
- აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის 2021 წლის ნოემბრის თვის საშუალო არითმეტიკული;
- მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი „პრემიუმის“ მარკის საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ3);
- PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის 2021 წლის ნოემბრის თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში (შემდგომში - პლაცის ნიშნული);
-2021 წლის ნოემბრის თვეში ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობა ლარებში.
Z და D სიდიდეები უცვლელია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4.3
მიმწოდებელი
ახორციელებს
ყოველი
მიმდინარე
კალენდარული
თვისათვის
1 ლიტრი
„პრემიუმის“
მარკის
საწვავის
ნომინალური
ღირებულების
განსაზღვრას
თვის
პირველივე
სამუშაო
დღეს
(შემდგომში
- ნომინალური
ღირებულება
- Cnom ) შემდეგი
ფორმულის
მეშვეობით:
სადაც, P და R წარმოადგენს მიმდინარეს წინა კალენდარული თვის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეებს, A - მიმდინარე თვისთვის მოქმედ ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობას ლარებში, 18% - დღგ, ხოლო Z და D – 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ გამარჯვებულის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ უცვლელ სიდიდეებს.
4.4 ნავთობპროდუქციის (საწვავის) სპეციფიურობიდან გამომდინარე, მისი ღირებულების საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე (P) ან/და აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლით კურსზე (R) ან/და ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობაზე დამოკიდებულების გამო, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას ყოველთვიურად წარუდგინოს ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით გამოთვლილი მიმდინარე თვის განმავლობაში მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი (მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი - C1).
4.5 2022 წლის იანვრის სახელშეკრულებო ფასი განისაზღვრება ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 1 ლიტრი „პრემიუმის“ საბოლოო ფასის (Cbid) ტოლი სიდიდით. ყოველი მომდევნო თვის სახელშეკრულებო ფასი კი გამოითვლება 1 ლიტრი „პრემიუმის“ ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით, შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით:
ა) მიმწოდებელი, ითვალისწინებს რა პლაცის ნიშნულის, აქციზისა და სავალუტო კურსის ცვალებადობას, ყოველი კალენდარული თვის პირველ სამუშაო დღეს, განსაზღვრავს 1 ლიტრი „პრემიუმის“ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასს შემდეგი პრინციპის მიხედვით: იმ შემთხვევაში, თუ A-ს, P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი „პრემიუმის“ ნომინალური ღირებულების (Cnom) სამზე ნაკლები პროცენტული ოდენობით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უდრის წინა თვის სახელშეკრულებო ფასს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ A-ს, P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი „პრემიუმის“ ნომინალური ღირებულების (Cnom) სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უტოლდება ფორმულით გაანგარიშებული მიმდინარე თვის ნომინალურ ფასს.
ბ) სახელშეკრულებო ფასის დადგენისას ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი პრინციპი: იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი „პრემიუმის“ საანგარიშო თვის საშუალო არითმეტიკული ფასი წინა კალენდარული თვის შესაბამის მაჩვენებელზე 10%–ზე (ასეულის სიზუსტით) მეტით შემცირებულია, მაშინ მიმდინარე თვის C1 უნდა იყოს მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი „პრემიუმის“ საანგარიშო თვის საშუალო არითმეტიკულ ოდენობაზე მინიმუმ 10 თეთრით (0,10 ლარით) ნაკლები, ხოლო თუ 15%–ზე მეტით შემცირებულია – მინიმუმ 5 თეთრით (0,05 ლარით) ნაკლები.
მაგალითი: მიმდინარე თვე არის მარტი, საანგარიშო თვე არის თებერვალი, ხოლო საანგარიშო თვის წინა თვე არის იანვარი. შესაბამისად, თუ მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში თებერვლის თვეში ერთი ლიტრის საშუალო ფასი იანვრის ანალოგიურ ფასთან მიმართებაში შემცირებულია 10%–ზე მეტით, მაშინ მარტის თვის C1 უნდა იყოს თებერვლის თვის საშუალო არითმეტიკულ ფასზე
მინიმუმ 10 თეთრით (0,10 ლარით) ნაკლები, ხოლო თუ 15%–მეტით შემცირებულია – მინიმუმ 5 თეთრით (0,05 ლარით) ნაკლები.
4.6
მიმწოდებელი
ვალდებულია
ყოველი
თვის
პირველ
სამუშაო
დღეს
სატენდერო
კომისიას
წარუდგინოს
ამ
სატენდერო
დოკუმენტაციის,
დანართი
N1-ის
მე-2
პუნქტით
განსაზღვრული
A, P და
R და
საფუძველზე
გამოთვლილი
1 ლიტრი
„პრემიუმის“
მიმდინარე
თვის
სახელშეკრულებო
ფასი
(C1). ზემოაღნიშნული
ფასი
დაუყოვნებლივ
უნდა
განთავსდეს
მიმწოდებლის
ოფიციალურ
ვებ-გვერდზე.
4.7 მიმწოდებელმა თავის ვებგვერდზე ასევე უნდა განათავსოს ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით განსაზღვრულ საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი „პრემიუმის“ ყოველდღიური ფასის შესახებ იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. მიმწოდებელმა ასევე ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი „პრემიუმის“ ყოველდღიური ფასის შესახებ ელექტრონული ფოსტის მისამართზე xxx0000-0000@xxx.xxx.xx
4.8 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის არ ხორციელდება დამატებითი შეთანხმებების სახით მიმდინარე სახელშეკრულებო ფასის ყოველთვიურად ასახვა, ანგარიშსწორების განხორციელებისას ხელშეკრულების მხარეები ხელმძღვანელობენ მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საანგარიშსწორებო ფასით.
4.9 მიმწოდებელი პასუხისმგებელია საწვავის ფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი, ასევე მის ვებ-გვერდზე განთავსებული, ნებისმიერი ინფორმაციის სისწორეზე.
4.10 გარდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, მიმწოდებელი ვალდებულია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ავტოგასამართი სადგურებიდან საწვავის გაცემა განახორციელოს „აგაი“ სისტემის მეშვეობით. „აგაი“ სისტემა უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის (შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე მყოფი ავტომანქანა, რომელშიც უნდა განხორციელდეს „აგაი“ სისტემის მეშვეობით საწვავის ჩასხმა) საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას.
4.11 მიმწოდებელი ვალდებულია საწვავის გაცემა განახორციელოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც „აგაი“ სისტემის მეშვეობით განხორციელდება ავტორიზებული ავტომანქანის იდენტიფიცირება.
4.12 „აგაი“ სისტემის დამონტაჟებამდე, „პრემიუმის“ მიწოდება უნდა განხორციელდეს პლასტიკური ბარათების მეშვეობით, მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადებიდან ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის ---- საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაცია ბარათებით. „აგაი“ სისტემის დანერგვის შემდგომ, „პრემიუმის“ მარკის საწვავის მიწოდება განახორციელოს აღნიშნული სისტემის მეშვეობით, გარდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საწვავის აგაი სისტემის გარეშე შესყიდვაზე სატენდერო კომისიის შესაბამისი ნებართვის წარდგენის შემთხვევებისა. საწვავის მიღება განხორციელდება ხელშეკრულების №3 დანართით (ავტოგასამართი სადგურების ან/და ნავთობბაზების სია) განსაზღვრულ ავტოგასამართ სადგურებზე .
4.13 აგაის სისტემის გარეშე საწვავის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში.
4.14 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე „აგაი“ სისტემის კომპონენტის მონტაჟი განახორციელოს ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი მოხსნა/დემონტაჟი. დაუშვებელია შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის თანხმობის გარეშე განახორციელოს „აგაი“ სისტემის კომპონენტის დემონტაჟი ან/და რაიმე სახის ზემოქმედება.
აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება განხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
4.15
მიმწოდებელი
პასუხისმგებელია
საწვავის
ღირებულებასთან
დაკავშირებით
მის
მიერ
წარმოდგენილი
ინფორმაციის
სისწორეზე.
4.16 „პრემიუმის“ მარკის საწვავის მიწოდება განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
5. ანგარიშსწორების პირობები
5.1 მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასის საფუძველზე დადგენილი საანგარიშსწორებო ფასის (C2) მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. საანგარიშსწორებო ფასი გამოქვეყნდება მიმწოდებლისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
5.2 შესყიდვის ობიექტის ფასის განსაზღვრა და ანგარიშწორების პირობები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის შესაბამისად.
5.3 ანგარიშსწორებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:
5.3.1 ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (შემდგომში - „აგაი“ სისტემის) ან/და საბარათე სისტემის მეშვეობით „პრემიუმის“ შესყიდვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყოველთვიურად წარუდგენს შემსყიდველ ორგანიზაციას ელექტრონული ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა მიმდინარე თვის განმავლობაში მიწოდებულ „პრემიუმზე“. ასეთი შესყიდვის შემთხვევაში საანგარიშსწორებო ფასის განსაზღვრისას მხარეები ითვალისწინებენ შემდეგ გარემოებას: საანგარიშსწორებო ფასი მინიმუმ 15 თეთრით (0,15 ლარით) ნაკლები უნდა იყოს მიმდინარე თვის განმავლობაში მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული ერთი ლიტრი „პრემიუმის“ ფასების საშუალო არითმეტიკულ ოდენობაზე (CAV).
მაგალითი: თუ (CAV)-0.15≥C1, საანგარიშსწორებო ფასი უდრის თვის დასაწყისში დადგენილ სახელშეკრულებო ფასს (C1), ხოლო თუ (CAV)-0.15<C1, მაშინ საანგარიშსწორებო ფასი უდრის ((CAV)-0.15) ტოლ სიდიდეს.
5.3.2 არასაბარათე (ტალონის) სისტემით „პრემიუმის“ შესყიდვისას, მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს თითოეულ ჯერზე გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილ ელექტრონული ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, საწვავის გატანის დღეს. საანგარიშსწორებო ფასი გამოითვლება ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით განსაზღვრული საანგარიშსწორებო ფასის მიხედვით, რომელიც უნდა იყოს ტალონის გატანის დღისათვის მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ფასზე მინიმუმ 15 თეთრით ნაკლები.
5.4.
შემსყიდველი
ორგანიზაცია
ვალდებულია
მიმწოდებლის
მიერ
საგადასახადო
ანგარიშ
- ფაქტურის
წარმოდგენიდან
5 სამუშაო
დღის
ვადაში
დაადასტუროს
იგი
ან
უარი
თქვას
ანგარიშ
- ფაქტურის
დადასტურებაზე
შესაბამისი
დასაბუთებით.
არასაბარათე
(ტალონი),
საბარათე
და
„აგაი“
სისტემის
მეშვეობით
„პრემიუმის“
მიწოდებისას
ანგარიშსწორება
განხორციელდება
ელექტრონული
ნავთობპროდუქტების
სპეციალურ
საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურის
დადასტურებიდან
5 სამუშაო
დღის
ვადაში.
5.5 საწვავის სითხის სახით შესყიდვის შემთხვევაში, საანგარიშსწორებო ფასის დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი გარემოება: „პრემიუმის“ შესყიდვისას, მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს თითოეულ ჯერზე გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილ ანგარიშ- ფაქტურას, საწვავის გატანის დღეს. საანგარიშსწორებო ფასი
გამოითვლება ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით განსაზღვრული საანგარიშსწორებო ფასის მიხედვით, რომელიც უნდა იყოს საწვავის გატანის დღისათვის მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ფასზე (CR) მინიმუმ 15 თეთრით ნაკლები.
5.6 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის არ ხორციელდება დამატებითი შეთანხმებების სახით მიმდინარე სახელშეკრულებო ფასის ყოველთვიურად ასახვა, ანგარიშსწორების განხორციელებისას ხელშეკრულების მხარეები ხელმძღვანელობენ მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საანგარიშსწორებო ფასით.
5.7 2022 წლის დეკემბრის განმავლობაში მიწოდებულ საწვავზე ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2023 წლის იანვრის ჩათვლით.
6. მხარეთა უფლებება - მოვალეობები
6.1 მიმწოდებელი ვალდებულია:
6.1.1 კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ავტოგასამართი სადგურებიდან „პრემიუმის“ მარკის საწვავის გაცემა განახორციელოს მხოლოდ „აგაი“ სისტემის მეშვეობით, გარდა შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. „აგაი“ სისტემა უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის (შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე მყოფი ავტომანქნა, რომელიც უნდა აღიჭურვოს "აგაი" სისტემის კომპონენტებით) საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას, რის შედეგადაც მიმწოდებლის ავტოგასამართ სადგურზე „პრემიუმის“ მარკის საწვავის ჩასხმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში.
6.1.2 უზრუნველყოს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ეტაპობრივად, მაგრამ, არაუგვიანეს 2022 წლის 1 -ლი აპრილისა, შემსყიდველი ორგანიზაციების ბალანსზე მყოფი, შესაბამისი დანართით განსაზღვრული ავტომანქანების (ავტორიზებული ავტომანქანების) აღჭურვა „აგაი“ სისტემით.
6.1.3 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, „პრემიუმის“ მიწოდება განახორციელოს 2021 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დამონტაჟებული „აგაი“ სისტემის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის ფარგლებში დაემატა აგაი სისტემით აღსაჭურვი ავტომანქანების რაოდენობა, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს ინფორმაციის მიწოდება მიმწოდებლისთვის აგაი სისტემის დამონტაჟების აუცილებლობისა და შესაბამისი ავტომანქანების თაობაზე. მხოლოდ ასეთი შეტყობინების მიღების შემდგომ ხდება მიმწოდებელი ვალდებული განახორციელოს აგაი სისტემის მონტაჟი შესაბამის ავტომობილებზე, შეტყობინებიდან გარკვეული ვადის განმავლობაში.
6.1.4 შემსყიდველი ორგანიზაციისაგან შესაბამისი წერილობითი განაცხადის მიღების შემდეგ, ავტორიზებული ავტომანქანების რაოდენობიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში, უსასყიდლოდ აღჭურვოს შემსყიდველი ორგანიზაციის ყველა ავტორიზებული ავტომანქანა „აგაი“ სისტემით.
6.1.5 აგაი სისტემის კომპონენტების მონტაჟის ან/და დემონტაჟის პროცესის რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სატენდერო კომისიას.
6.1.6 არაუგვიანეს 2023 წლის 31 იანვრისა, საკუთარი ხარჯებით მოახდინოს შემსყიდველის ავტორიზებულ ავტომანქანაზე დამონტაჟებული აგაი სისტემის კომპონენტების დემონტაჟი იმ შემთხვევაში თუ ის არ იქნება 2023 წლის იმავე პროდუქტის ტენდერის გამარჯვებული.
6.1.7 შემსყიდველის მიერ ავტოგასამართ სადგურზე პლასტიკური ბარათის ან ტალონის წარდგენისთანავე ან „აგაი“ სისტემის შემთხვევაში – ავტოგასამართ სადგურებზე ავტორიზებული ავტომანქანის მისვლისთანავე უზრუნველყოს ავტომანქანის გამართვა შესაბამისი საწვავით (საწვავის გაცემისას ხურდის სახით თანხის ან ტალონის დაბრუნება არ დაიშვება).
6.1.8
საწვავის
აგაი
სისტემის,
ნომრიანი/უნომრო
პლასტიკური
ბარათების
და
ტალონების
მეშვეობით
ჩასხმის
შესაბამისი
პროცედურის
დარღვევის
ფაქტის
გამოვლენის
შემთხვევაში
დაუყოვნებლივ
აცნობოს
სატენდერო
კომისიას.
6.1.9 წარუდგინოს ანგარიშ-ფაქტურა შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების 5 მუხლით დადგენილ ვადებში.
6.1.10 უზრუნველყოს შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულებით და ამ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
6.2 მიმწოდებელი უფლებამოსილია:
6.2.1 შემსყიდველს შეუჩეროს საწვავის მიწოდება, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 5.4 პუნქტით გათვალისწინებული გადახდის ვადები იქნება დარღვეული.
6.2.2 მოსთხოვოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
6.2.3 უზრუნველყოს საწვავის გაცემა მხოლოდ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ ავტოგასამართ სადგურებზე, მიუხედავად მიმწოდებლის სასაქონლო ნიშნისა.
6.3 შემსყიდველი ვალდებულია:
6.3.1 შემსყიდველი ორგანიზაციის ავტოპარკის შემადგენლობაში სანომრე ნიშნების ან სხვა რაიმე ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს,
რათა მიმწოდებელმა დროულად უზრუნველყოს აგაი სისტემასთან ან პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები.
6.3.2 აგაი სისტემის კომპონენტების შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში ან 2022 წლის ბოლოს თუ 2023 წლის ტენდერის ფარგლებში მიმწოდებელი შეიცვალა - მიმწოდებლისათვის უკან დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს აუნაზღაუროს აღნიშნული კომპონენტის საინვოისო ღირებულება, საინვოისო ღირებულება ინვოისის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.
6.3.3 ავტოპარკის შემადგენლობაში რაიმე ცვლილების, ან სანომრე ნიშნების ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მიმწოდებელს, რათა მიმწოდებელმა დროულად უზრუნველყოს აგაი სისტემასთან ან პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები.
6.3.4 აგაი სისტემის კომპონენტების მონტაჟის ან/და დემონტაჟის პროცესის რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სატენდერო კომისიას.
6.3.5 აგაი სისტემის მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით, დროულად მიმართოს მიმწოდებელს წერილობით აგაი სისტემის დამონტაჟებისა და დემონტაჟის მოთხოვნით. ამასთან, მიმწოდებლის მითითებულ მისამართზე უზრუნველყოს აგაი სისტემის მონტაჟის მიზნით ავტოსატრანპოსტო საშუალების მიყვანა, მიმწოდებლის მიერ მითითებულ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების გამო.
6.3.6 უზრუნველყოს ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება 5.4 პუნქტით დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად.
6.3.7 სათანადო გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით ითანამშრომლოს მიმწოდებელთან, განიხილოს მისი მოსაზრებები, პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული წერილობითი პასუხი ყველა საკითხზე.
6.3.8 უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება).
6.3.9 შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით მასზე დაკისრებული ვალდებულებები.
6.3.10
საწვავის
აგაი
სისტემის
გარეშე
შესყიდვის
შემთხვევაში
წარუდგინოს
მიმწოდებელს
სატენდერო
კომისიის
მიერ
გაცემული
შესაბამისი
ნებართვა.
6.4 შემსყიდველი უფლებამოსილია:
6.4.1 მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
6.4.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმართოს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
6.4.3
ჩაატაროს
შემოწმება/კონტროლი
(ლაბორატორიული
კვლევა
ან
უფლებამოსილი
სპეციალისტის/ექსპერტის
დასკვნა)
მიწოდებელი
საქონლის
ხარისხის
სატენდერო
დოკუმენტაციით
განსაზღვრულ
პირობებთან
შესაბამისობის
დადგენის
მიზნით.
იმ
შემთხვევაში
თუ
აღნიშნული
შემოწმების
შედეგების
გაზიარებას
მოინდომებს
შემსყიდველი
მიმწოდებლისთვის,
მის
მიერ
არჩეული
ლაბორატორია
უნდა
იყოს
შესაბამისი
წესით
აკრედიტებული
და
ქონდეს
მსოფლიოში
აღიარებულის
სტატუსი.
ამასთან,
შემსყიდველის
მიერ
ჩატარებული
კვლევის
მასალები
უნდა
გადაეცეს
მიმწოდებელს,
რათა
მან
თავის
მხრივ
განახორციელოს
ხარისხის
შემოწმება
შესაბამის
პროდუქტზე,
წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი არ განიხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის რაიმე სახის პრეტენზიას პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით.
7.
მხარეთა
პასუხისმგებლობა
ხელშეკრულების
დარღვევისას
7.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის საქონლის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
7.2 შემსყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 5.4 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევისათვის, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს (ხოლო ასეთი, მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს) პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით.
7.3 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.
8.
ხელშეკრულების
შესრულების
უზრუნველყოფის
გარანტიები
8.1 სატენდერო დოკუმენტაციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შეთანხმებულნი არიან, რომ მიმწოდებლის რეპუტაციისა და საქმიანობის გათვალისწინებით, შემყიდველი ორგანიზაცია უარს ამბობს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნაზე და მიმწოდებელი თავისუფლდება მისი წარდგენის ვალდებულებისგან, მიუხედავად იმისა აღემატება თუ არა სახელშეკრულებო ღირებულება 200 000 (ორასი ათას) ლარს.
9.ხელშეკრულების
მოქმედების
ვადა
9.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მუხლი გადახდის ვალდებულების თაობაზე მოქმედებს 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
10.ხელშეკრულების
შესრულების
შეფერხება
10.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, თუ ეს მხარე შემსყიდველია, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ნებისმიერი საკომუნიკაციო წყაროს მეშვეობით, შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, ნებისმიერი საკომუნიკაციო წყაროს მეშვეობით . ხოლო თუ შეფერხება ეხება მიმწოდებელს, მისი საჯარო განცხადება, სოციალურ ქსელში ან/და სხვა ნებისმიერ საკომუნიკაციო წყაროში საკმარისია, როგორც აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა.
10.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
11.
დაუძლეველი
ძალა
(ფორს-მაჟორი)
11.1 მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და უშუალო ზემოქმედებას ახდენენ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
11.2 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებებისაგან.
11.3 თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო შეწყვიტენ წინამდებარე ხელშეკრულებას, მათ არ აქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
11.4 ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა დადასტურებულ უნდა იყოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ.
12.ხელშეკრულების
შესრულების
კონტროლი
12.1 კონტროლის განმახორციელებელ კომისიას/საამისოდ უფლებამოსილ პირს, ნებისმიერ დროს შეუძლია განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესრულების ინსპექტირება.
12.2 კონტროლისას ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კონტროლის განმახორციელებელმა კომისიამ/საამისოდ უფლებამოსილმა პირმა უნდა შეადგინოს შემოწმების აქტი.
12.3 ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით ან/და სატელეფონო შეტყობინებით აცნობოს მიმწოდებელს აღმოჩენილი ნაკლის შესახებ და მოსთხოვოს აღნიშნულის გამოსწორება ან შეცვლა.
12.4 აქტის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება მოწოდებული საქონლის ექსპერტიზა.
12.5 გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
13.
ხელშეკრულების
შეწყვეტა,
ცვლილებების
შეტანა
13.1
მიმწოდებლის
მიერ
კანონმდებლობითა
და
კონსოლიდირებული
ტენდერის
შედეგად
ნაკისრი
ვალდებულებების
შეუსრულებლობის
ან/და
არაჯეროვანი
შესრულების
შემთხვევაში,
შემსყიდველ
ორგანიზაციას
უფლება
აქვს
მიმართოს
კონსოლიდირებული
ტენდერის
სატენდერო
კომისიას
ხელშეკრულების
შეწყვეტის
საკითხის
გადაწყვეტის
მიზნით.
13.2 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შემსყიდველის მომართვის შემთხვევაში, სატენდერო კომისია, უფლებამოსილია იმსჯელოს კონკრეტული ხელშეკრულების ან/და კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
13.3 კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების დღეს მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის სხვაობის გამრავლებით კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) „პრემიუმის“ საორიენტაციო მოცულობაზე.
13.4. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებისას მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესასყიდი (დარჩენილი) საქონლის ღირებულების 5% ოდენობით.
13.5 შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება:
13.5.1 მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
13.6 ხელშეკრულების ცალკეული პირობების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შესრულებისაგან.
13.7 ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
13.8 წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს:
13.8.1 ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, სატენდერო კომისიის რეკომენდაციით.
14.
სადაო
საკითხების
გადაწყვეტა
14.1 ხელშეკრულების შესრულებისას, მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
14.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15.
კონფიდენციალურობა
15.1 მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ერთმანეთის საკუთრებას, არ გახადონ მესამე პირთათვის ცნობილი ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ითვლება კონფიდენციალურად.
15.2 ვალდებულება კონფიდენციალურობის შესახებ ძალაში რჩება ხელშეკრულების დამთავრების შემდეგაც.
16.
სხვა
პირობები
16.1 არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
16.2 მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
16.3 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე
16.4 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
შემსყიდველი:
|
მიმწოდებელი:
შპს „რომპეტროლ საქართველო“
გენერალური დირექტორი xxxxxx xxxxxx
xxxxxxxxx დირექტორი xxxxx xxxxxxxx
|
დანართი №1
20___ წლის “რიცხვი” თვე” # ნომერი
# |
საქონლის დასახელება |
საქონლის ძირითადი მახასიათებლები |
წარმოშობის ქვეყანა |
საორიენტაციო რაოდენობა |
ერთეულის ფასი
|
საერთო საორიენტაციო ღირებულება
|
მიწოდების ადგილი |
მიწოდების ვადები |
1 |
Efix Euro Premium |
XXX 95 |
რუმინეთი |
ლიტრი |
|
ლარი |
ავტოგასამართი სადგურები თანდართული სიის მიხედვით |
ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან, მაგრამ არაუადრეს 2022 წლის 1იანვრიდან 31.12.2022-მდე |
მხარეთა რეკვიზიტები:
-
შემსყიდველი:
დასახელება______
ხელმძღვანელი პირის
სახელი და გვარი:
მიმწოდებელი:
შპს „რომპეტროლ საქართველო“
გენერალური დირექტორი
xxxxxx xxxxxx
xxxxxxxxx დირექტორი
xxxxx xxxxxxxx
დანართი №3
სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ავტოგასამართი სადგურების ჩამონათვალი, რომელზეც კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში უნდა მოხდეს საწვავის მიწოდება
მიმწიდებლის ქსელში არსებული ყველა ავტოგასამართი სადგური, რომელიც შესაბამისი წესით არის აღჭურვილი.
შემსყიდველი:
|
მიმწოდებელი:
შპს „რომპეტროლ საქართველო“
გენერალური დირექტორი xxxxxx xxxxxx
xxxxxxxxx დირექტორი xxxxx xxxxxxxx
|
მომწოდებელი ___________________________ |
შემსყიდველი _____________________________ |