ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N
ქ. თბილისი
მარტი, 2020 წელი
შემსყიდველი: ს.ს.ი.პ. „საქართველოს ეროვნული ბანკი“, აღმასრულებელი დირექტორის xxxxxxx xxxxxxxxxxxx სახით;
მისამართი: xxxxxxx, 0000, xxxxxxxxx x.0;
საიდენტიფიკაციო კოდი: 000 000 000;
მიმწოდებელი: შპს „სამთავრობო დაწესებულების ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სპეც სამსახური“, დირექტორის xxxx xxxxxxxxx სახით;
მისამართი: თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, წერეთლის გამზ., N 142 , ტელ:599 65 14 56;
საიდენტიფიკაციო კოდი: 204905558;
საბანკო რეკვიზიტები: სს „პროკრედიტ ბანკი“, ბანკის კოდი:MIGGE22; ა/ა:XX00XX0000000000000000.
ერთის მხრივ - შემსყიდველი, და მეორეს მხრივ - მიმწოდებელი, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-101 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (SMP200001106) გამარტივებული შესყიდვით, შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ვირუსული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების (შემდგომში „მომსახურება“) შესყიდვა (CPV კოდი: 90921000). ცხრილში მოცემულია ოფისებში ერთჯერადად გასაწევი მომსახურების ფასი.
1.2. ერთ ჯერზე გასაწევი მომსახურების აღწერილობა და განფასება:
№ | მომსახურების აღწერილობა | ოფისები | ფართი ოფისების მიხედვით (კვ.მ) | საერთო ფართი (კვ.მ) | ერთეულის ფასი (კვ.მ) | საერთო ფასი (ლარი) |
1 | სადეზინფექციო სამუშაოები | სანაპიროს N2 | 5800 | 10852 | 0.17 | 986.00 |
xxxxxxxxxxxxx N4 | 1652 | 280.84 | ||||
კახეთის გზატკეცილი N72 | 3400 | 578.00 | ||||
ჯამი: | 1844.84 |
1.3. დანართი N1-ში აღწერილია სადეზინფექციო საშუალებების მახასიათებლები, გამოყენების ინსტრუქცია და მასთან დაკავშირებული ყველა საყურადღებო ინფორმაცია.
1.4. მიმწოდებელმა დანართ N1-ში მოცემული საშუალებების გამოყენებით, სებ-ის ოფისებში მთლიან ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს დეზინფექცია (იატაკები, მაგიდები, სავარძლები, ხალიჩები, კიბეები, საპირფარეშოები, სხვადასხვა ზედაპირები, თანამშრომლის სამუშაო სივრცეები, სახელურები, კარები, მოაჯირები და სხვ.)
1.5. დანართი N1 წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
2.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი, რომლის მიზანია მომსახურების შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან.
2.2. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ კონტროლს (ინსპექტირებას) შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს სებ–ის შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი და/ან ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი.
2.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
3. მომსახურების მიღება ჩაბარების წესი
3.1. მიმწოდებელმა ცხრილში მოცემულ ოფისებში სადეზინფექციო სამუშაოები უნდა განახორციელოს 6-ჯერ, შემსყიდველის მოთხოვნების საფუძველზე, სავარაუდოდ კვირაში ერთხელ, მოთხოვნიდან 2 დღის განმავლობაში, 2020 წლის 1-ლ მაისამდე. მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს ტელეფონის ან ელ. ფოსტის საშუალებით.
3.2. მომსახურება ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მხარეთა მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
3.3. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდება საბოლოო მომსახურების გაწევის შემდგომ, განხორციელებული სამუშაოების შესაბამისად.
3.4. მომსახურების მიღების შემდეგ ან/და საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
3.5. შემსყიდველის მხრიდან 3.2. პუნქტში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის ხელმომწერი პირია სებ–ის შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
4. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
4.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 11,069.04 (თერთმეტი ათას სამოცდაცხრა ლარი და ოთხი თეთრი) ლარს („ხელშეკრულების ფასი“).
4.2. ხელშეკრულების ფასი მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
4.3. ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა ხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
4.4. ანგარიშსწორება ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 3.2. ქვეპუნქტის შესაბამისად მომსახურების ან მისი ნაწილის მიღებიდან და მიმწოდებელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის (საგადასახადო ა/ფაქტურა და სხვა) წარმოდგენიდან (იმისდამიხედვით რომელი უფრო გვიან მოხდება) არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5. მხარეთა უფლება–მოვალეობები
5.1. შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს მიმწოდებლის მიერ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას მიწოდებული შესყიდვის ობიექტი.
5.2. შემსყიდველს უფლება აქვს არ გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრული მოცულობით.
5.3. შემსყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
5.4. მიმწოდებელი ვალდებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას მიაწოდოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი.
5.5. მიმწოდებელს უფლება აქვს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიიღოს მისი ღირებულება.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
6.1. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მას პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 20%-ის ოდენობით.
6.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მას პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,02%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
6.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მას პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 10%-ის ოდენობით.
6.4. საჯარიმო სანქციების გადახდა შესაძლებელია მოხდეს მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის საშუალებით.
6.5. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,02%–ის ოდენობით.
6.6. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს არცერთ მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
7. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
7.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
7.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით.
7.4. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
7.5. მხარე ვალდებულია 7.4. პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების მიღების განზრახვის შესახებ არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეატყობინოს მეორე მხარეს.
7.6. ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
8. დაუძლეველი ძალა
8.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
8.2. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
8.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
9. კონფიდენციალურობა და ინფორმაციული უსაფრთხოება
9.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას ამ ხელშეკრულების ფარგლებში შემსყიდველის მხრიდან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
9.2. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს ან გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი სახით კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირებისათვის ან განიხილოს მესამე პირთან ასეთი კონფიდენციალური ინფორმაციის შინაარსი. მიმწოდებელს შეუძლია ასეთი კონფიდენციალური ინფორმაცია შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გასცეს საკუთარ თანამშრომლებზე და მხოლოდ იმ თანამშრომლებზე და იმ მოცულობით, რაც საჭიროა მათი მხრიდან ფუნქციების შესასრულებლად;
9.3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, ამ მუხლის შინაარსის თავისი თანამშრომლებისთვის გაცნობა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების მკაცრი დაცვა;
9.4. მიმწოდებელი უფლებამოსილია მიაწოდოს კონფიდენციალური ინფორმაცია მის
ქვეკონტრაქტორებს, რათა მათ შეასრულონ სამუშაოსთან დაკავშირებული ვალდებულებები. კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებამდე ქვეკონტრაქტორებმა მიმწოდებელთან უნდა დადონ კონფიდენციალური ინფორმაციის არ გამჟღავნების შესახებ შეთანხმება, რომელიც შესაბამისობაში იქნება წინამდებარე მუხლთან;
9.5. ამ მუხლის 9.6 პუნქტის დაურღვევლად, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც;
9.6. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ორივე მხარე შეთანხმდება ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტაზე, მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ყველა ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც მათ მიიღეს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ან შეთანხმებით გაანადგურონ ის;
9.7. მომწოდებელი ვალდებულია დაიცვას შემსყიდველის შესახებ ინფორმაციასთან (შემდგომში: ინფორმაცია) დაკავშირებით ISO/IEC 27001 სტანდარტით განსაზღვრული, ქვემოთ მოცემული მოთხოვნები:
ა) მომწოდებელი ვალდებულია სებ-ის მიერ ელექტრონულ ფორმატში მიწოდებულ ინფორმაციაზე განახორციელოს ლოგიკური ან ფიზიკური წვდომის კონტროლი, რათა არ დაირღვეს ინფორმაციის კონფიდენციალობა, ხელმისაწვდომობა და მთლიანობა;
ბ) მომწოდებელი ვალდებულია სებ-ის მიერ მატერიალური ფორმით მიწოდებული ინფორმაცია შეინახოს უსაფრთხოდ, რათა არ დაირღვეს ინფორმაციის კონფიდენციალობა, ხელმისაწვდომობა და მთლიანობა;
გ) მომწოდებელი ვალდებულია წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებიდან უმოკლეს ვადებში, ელექტრონული ან/და მატერიალური სახით არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, გაანადგუროს ისე, რომ არ მოხდეს მისი აღდგენა, რათა არ გახდეს ხელმისაწვდომი არაავტორიზებულ პირთათვის.
10. შრომის უსაფრთხოება
10.1. მიმწოდებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ შემსყიდველთან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობისას იცავს შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იღებს ყველა საჭირო და პროპორციულ ზომას, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
10.2. მიმწოდებელის დასაქმებული ვალდებულებია შემსყიდველის სამუშაო სივრცეში დაიცვას მიმწოდებლის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი მითითებები/ინსტრუქციები, რომელსაც დეტალურად გაეცნო ამ ხელშეკრულების გაფორებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან
11. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
11.1 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
12.1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს სულ მცირე 30 დღის განმავლობაში მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა.
13. ზოგადი დებულებები
13.1. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება, მეორე მხარისაგან წერილობითი თანხმობის გარეშე თავისი უფლებები ან ვალდებულებანი გაასხვისოს ან გადასცეს მესამე პირებს.
13.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ის ურთიერთობანი, რომელიც არ იქნა რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ელექტრონულად და დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და ელექტრონული შტამპით.
მხარეები არსებითად ეთანხმებიან ხელშეკრულების პირობებს და ყოველივე ზემოთქმულის დასტურად გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავში მითითებულ დღესა და წელს.
შემსყიდველის მხრიდან:
xxxxxxx xxxxxxxxxxx
მიმწოდებლის მხრიდან:
xxxx xxxxxxxx
საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი
ბ.ა.
„სამთავრობო დაწესებულების ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სპეც სამსახური“, დირექტორი
ბ.ა.
ANIOSTERIL EAS ECO
დანართი N1
kontaqturi dezifenqtati cirkularuli sistemebis, danadgarebis da zedapirebisთვის.
maxasiaTeblebi:
kontaqturi dezifenqtati gamoiyeneba cirkularuli, milovani sistemebis, danadgarebisa da zedapirebisaTvis. gamoiyeneba dasalbobad da spreis saxiT. arakoroziuli xsnari.
გamoyenebis instruqcia:
xsnari gamoiyeneba winaswar gawmendil zedapirebze.
0.5% (5 ml 1 l წყალზე)-xxx 3% (30 ml 1 l წყალზე) - mde koncentraციით, sakontaqto drois gaTvaliswinebiT.
(damuSaveba 30 - xxx 40 ml mde /m2 ). damuSavebis Semdeg gadaavleT wyali.
გamioyeneba aseve sadezinfeqcio xaliCebisTvis. (1%-xxxx xxxxxxxxxX: 10 ml xsnari 1 litr wyalze)
Semadgenloba:
N-(3-aminopropil)-N-dodecilpropane-1.3-diamine (# CAS 2372-82-9:24 mg/g)
მikrobiologiuri maxasiaTeblebi:
baqteriociduli 15 wuTSi, 0.5% 200 C (EN 1276, EN 13697)
fungiciduri 15wuTSi, 3% 200 C (EN 1650, EN 13697)
fizikur-qimiuri monacemebi:
• უfero odnav moyviTalo, gamWvirvale xsnari.
• simkvrive +200 C:1.030+/-0.005.
• PH ganuzavebeli xsnaris 10+/-0.3.
• PH ganzavebuli xsnaris daaxloebiT 0.5% :daaxloebiT 8.
gafrTxileba:
saSiSia. miyeviT etiketze arsebul moxmarebis instruqcias.
SeinaxeT +50 da +350
კvebis obieqtebis dezinfeqtati (ZiriTadi şgufi 1-PT 4 direqtivi 98/8/ EC).
SeniSvna: gamoiyeneba sadezinfeqcio xaliCebisTvis 1%-ianiganzavebiT.
შემსყიდველის მხრიდან:
xxxxxxx xxxxxxxxxxx
მიმწოდებლის მხრიდან:
xxxx xxxxxxxx
საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი
ბ.ა.
„სამთავრობო დაწესებულების ეპიდ საწინააღმდეგო ღონისძიებათა სპეც სამსახურის“, დირექტორი
ბ.ა.