გაეცანით მომხმარებლისათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე - 032 2 406 406.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები სადეპოზიტო სერთიფიკატის ხელშეკრულება #---------
ქ. ------- --.--.20--
სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი
− სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული;
− სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთი: %;
− სადეპოზიტო სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: -.- %;
სხვა სახელშეკრულებო პირობები:
− სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება: -------,-- EUR/USD/GEL;
− სადეპოზიტო სერტიფიკატის მოქმედების ვადა: გამოშვებულია ------- თვის ვადით და მისი დაფარვის თარიღია __/ / ;
− (აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს სტანდარტულ სადეპოზიტო სერტიფიკატს და მისი პირობები შეესაბამება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნებს;) ან (აღნიშნული სერტიფიკატი არის არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი და მასზე არ ვრცელდება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნები;) 1
− თქვენი სადეპოზიტო სერტიფიკატი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში;
− ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით, ან ინტერნეტ-ბანკით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან სატელეფონო ზარით. ამასთან სერტიფიკატის გამოშვების შემდგომ დაუშვებელია სერტიფიკატის პირობებში რაიმე სახის, მათ შორის თანხის, ვალუტის, ვადისა ან/და საპროცენტო განაკვეთის ცვლილების ან/და დამატების შეტანა;
- სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს განაცხადოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიაზე რეაგირება ხდება მისი მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში;
− უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო სერტიფიკატი სერტიფიკატის მფლობელს
მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
− ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს;
− ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარის შესაძლო 15 %-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში: -
გაეცანით მომხმარებლისათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - 032 2 406 406.
1 პუნქტი ჩაიწერება იმის მიხედვით სადეპოზიტო სერტიფიკატი სტანდარტულია თუ არასტანდარტული
2 წითლად მონიშნული პუნქტები ეხება მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გახსნილ/არასტანდარტულ სადეპოზიტო სერტიფიკატს
სს პროკრედიტ ბანკი (ს/ნ 204851197), ეროვნული ბანკის ლიცენზია: N 000076,
xxxxxxxx/ფაქსი:(x000 00) 0000000/(x000 00) 0000000.
სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულება #---------
ქ. ------- --.--.20--
პროკრედიტ ბანკი მეანაბრე
ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას („ხელშეკრულება“) შემდეგზე:
1. ბანკი სერტიფიკატის მფლობელის სასარგებლოდ უშვებს #----- სადეპოზიტო სერტიფიკატს დემატერიალიზებული ფორმით, რაც წარმოშობს მის ვალდებულებას სერტიფიკატის პირობებით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სერტიფიკატის პირობებით გათვალისწინებული თანხა. სერტიფიკატის მფლობელის მიერ სერტიფიკატის ფლობა დასტურდება ბანკის მიერ გაცემული ამონაწერით სადეპოზიტო სერტიფიკატის რეესტრიდან, რომელიც გადაეცემა სერტიფიკატის მფლობელს და ადასტურებს მხარეებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს;
2. სადეპოზიტო სერტიფიკატის ტიპი: საპროცენტო;
3. სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული;
4. სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება და ვალუტა: -------,-- EUR/USD/GEL;
5. სადეპოზიტო სერტიფიკატი გამოშვებულია თვის ვადით და მისი დაფარვის თარიღია / / ;
6. სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის/რეგისტრაციის თარიღი: --/--/ ;
7. სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთი: %;
8. სადეპოზიტო სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: -.- %;
- უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო სერტიფიკატი სერტიფიკატის მფლობელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
- ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს;
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარის შესაძლო 15 %-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში: %;3
9. პროცენტის დარიცხვისა და ასახვის პერიოდულობა: პროცენტის დარიცხვა დაიწყება სერტიფიკატის გამოშვების თარიღის მომდევნო დღიდან (პროცენტის ყოველთვიურად ასახვის პირობით;) ან (პროცენტის ასახვის პერიოდულობა წელიწადში ერთხელ, სერტიფიკატის გამოშვების თარიღიდან ყოველწლიურად;) 4
10. სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია მიმდინარე ანგარიშზე # --------------- განათავსოს სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენისათვის საჭირო თანხა ------,-- EUR/USD/GEL, რომელსაც ბანკი ჩამოაჭრის სერტიფიკატის მფლობელს ანგარიშიდან სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის საფასურის სახით;
11. სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს სადეპოზიტო სერტიფიკატის მოქმედების ვადაში გაასხვისოს სადეპოზიტო სერტიფიკატი, გასხვისების თარიღისთვის ბანკში არსებული ტარიფების/პირობების შესაბამისად;
12. სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვის თარიღამდე გამოსყიდვის შემთხვევაში ბანკი სერტიფიკატს ყოველ შესრულებულ წელიწადზე (სრულ წელიწადზე) დაარიცხავს წლიურ %-ს, დანარჩენ ვადაზე 0%-ს;
13. სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე გამოსყიდვა წარმოადგენს ბანკის უფლებამოსილებას და არა მის ვალდებულებას;
14. (აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს სტანდარტულ სადეპოზიტო სერტიფიკატს და მისი პირობები
შეესაბამება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნებს;) ან (აღნიშნული სერტიფიკატი არის არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი და მასზე არ ვრცელდება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნები;) 5
15. სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო სარგებელი გამოითვლება ყოველდღიურად სერტიფიკატის ნომინალურ თანხაზე, სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოშვების მეორე დღიდან სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის გასვლის დღის ჩათვლით. დარიცხული სარგებელი ჩაირიცხება სერტიფიკატის მფლობელის ანგარიშზე # ,
წინამდებარე ხელშეკრულების მე-9 პუნქტში მითითებული პერიოდულობით;
16. სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის დასრულების შემდგომ ბანკი ვალდებულია გამოისყიდოს/გაანაღდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი და სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება გადაიტანოს სერტიფიკატის მფლობელის ანგარიშზე # ---------------------- და დარიცხული საპროცენტო სარგებელი სერტიფიკატის მფლობელის ანგარიშზე # --
;
3 წითლად მონიშნული პუნქტები ეხება მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გახსნილ/არასტანდარტულ სადეპოზიტო სერტიფიკატს.
4 სადეპოზიტო სერტიფიკატზე პროცენტის დარიცხვის პირობაზე შეთანხმების მიხედვით ჩაიწერება ერთ-ერთი პუნქტი.
5 ერთ-ერთი ჩანაწერი დარჩება იმის მიხედვით სადეპოზიტო სერტიფიკატი სტანდარტულია თუ არასტანდარტული.
17. ხელშეკრულებაზე ვრცელდება „საბანკო მომსახურების პირობები“ (,,პირობები“), რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. „პირობები” განთავსებულია როგორც ბანკის ოფისებში, ასევე ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxx.xx. სერტიფიკატის მფლობელი ადასტურებს, რომ გაეცნო „პირობებს”, ეთანხმება და კისრულობს მათი შესრულების ვალდებულებას;
18. სერტიფიკატის გამოშვების შემდგომ დაუშვებელია სერტიფიკატის პირობების, კერძოდ თანხის, ვალუტის, ვადისა ან/და პროცენტის ცვლილება. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, გარდა სერტიფიკატის პირობებისა, ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულება იმისათვის, რომ იგი შესაბამისობაში მოვიდეს ბანკში დადგენილ ახალ წესებთან/გადაწყვეტილებებთან, შეცვლილ საბაზრო პირობებთან, საბანკო პრაქტიკასთან ან/და კანონმდებლობასთან.
19. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით, ან ინტერნეტ-ბანკით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან სატელეფონო ზარით;
20. სერტიფიკატის მფლობელს, უკმაყოფილების ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს განაცხადოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ასევე - პრეტენზიის ფურცლის შევსებით (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფისებში) ან ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxx.xx პრეტენზიის ფორმის დარეგისტრირებით ან მიმართოს პრეტენზიის წარდგენის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებს. პრეტენზიებს განიხილავს ბანკში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული. პრეტენზიაზე რეაგირება ხდება მისი მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში;
21. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.