საკრედიტო ხელშეკრულება N 00000.001-001საქართველო, ქ. თბილისი 00.00.2022წ. მუხლი 1. ხელშეკრულების მხარეები1.1. ბანკი: 1.2. მსესხებელი: მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი2.1. წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულებით (შემდგომში - ხელშეკრულება) ბანკი იღებს...
საკრედიტო ხელშეკრულება N 00000.001-001 საქართველო, ქ. თბილისი 00.00.2022წ. მუხლი 1. ხელშეკრულების მხარეები 1.1. ბანკი: 1.2. მსესხებელი: მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი 2.1. წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულებით (შემდგომში - ხელშეკრულება) ბანკი იღებს ვალდებულებას მსესხებელზე გასცეს კრედიტი, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს მიღებული კრედიტი, გადაიხადოს დარიცხული საპროცენტო სარგებელი და სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. მუხლი 3. საკრედიტო ხელშეკრულების დადების საფუძველი 3.1. საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების (შემდგომში - გენერალური ხელშეკრულება) საფუძველზე, რომლის გაფორმების თარიღი და ნომერი მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. პუნქტში. საკრედიტო ხელშეკრულებაზე სრულად გავრცელდება გენერალური ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები და ყველა სხვა პირობები, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს გენერალური ხელშეკრულების ყველა მუხლს. 3.2. საკრედიტო ხელშეკრულების დადება/ხელმოწერა არ გულისხმობს ბანკის მიერ მსესხებლის კრედიტით სარგებლობის უფლების მინიჭებას და კრედიტის თანხის ფაქტობრივ გაცემამდე ბანკი უფლებამოსილია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განუცხადოს მსესხებელს კრედიტის თანხით სარგებლობაზე. მუხლი 4. კრედიტის პირობები | |||
4.1. გენერალური ხელშეკრულების ნომერი და ამოქმედების თარიღი: | N 000000.001 00.00.2022წ. | ||
4.2. კრედიტის თანხა და ვალუტა: | |||
4.3. კრედიტის მოქმედების ვადა: | |||
4.4. კრედიტის თანხაზე წლიურად დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: |
1.1.1. | საფირმო სახელწოდება: | სს „პაშა ბანკი საქართველო“ |
1.1.2. | საიდენტიფიკაციო ნომერი: | 404433671 |
1.1.3. | რეგისტრაციის ფორმა: | კომერციული ბანკი |
1.1.4. | იურიდიული მისამართი: | საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, xxxx xxxxxxxxxx გამზირი, N37მ |
1.1.5. | ფაქტობრივი მისამართი: | |
1.1.6. | წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): | |
1.1.7. | წარმომადგენლობა: | მინდობილობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი ; სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი . |
1.1.8. | xxxxxxxx: | + 995 (322) 265 000 |
1.1.9. | ელ.ფოსტა: |
1.2.1. სახელი, გვარი/საფირმო სახელწოდება: | |
1.2.2. პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: | |
1.2.3. იურიდიული მისამართი: | |
1.2.4. ფაქტობრივი მისამართი: | |
1.2.5. წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): | |
1.2.6. წარმომადგენლობა: | |
1.2.7. ტელეფონი: | |
1.2.8. ელ.ფოსტა: |
4.5. კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: | კრედიტის ათვისების საკომისიო შეადგენს კრედიტის სრული თანხის 0.5%, რომლის გადახდა მოხდება მსესხებლის ანგარიშზე კრედიტის თანხის გადარიცხვისას. აღნიშნული საკომისიო დაბრუნებას არ ექვემდებარება. | ||
4.6. მონაცემები ტრანშების შესახებ: | |||
4.7. კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირების ან/და ვადამდე დაფარვის საკომისიო: | კრედიტის დასრულებამდე დარჩენილი ვადის და დარჩენილი ძირითადი თანხის შესაბამისად: ა) 0% - 6 თვემდე ვადის შემთხვევაში; ბ) 0.5 % - 6-დან 12 თვემდე ვადის შემთხვევაში; გ) 1 % - 12-დან 24 თვემდე ვადის შემთხვევაში; დ) 24 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში 2 %. | ||
4.8. კრედიტის თანხის ან/და მაზსე დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილების პირგასამტეხლო: | ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა, ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. | ||
4.9. კრედიტის თანხის ათვისების ვადა: | ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. | ||
4.10. კრედიტის თანხის დაფარვა: | განისაზღვრება თანდართული გრაფიკის შესაბამისად. | ||
4.11. კრედიტის მიზნობრიობა: | |||
4.12. განსაკუთრებული პირობები: | 1.მსესხებელი იძლევა გარანტიას და კისრულობს ვალდებულებას, რომ ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 30 დღის ვადაში ბანკისთვის მისაღები ფორმით წარუდგენს ბანკს ყოველკვარტალურ ანგარიშგებებს. 2.ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე მსესხებელს არ აქვს უფლება: ა) გენერალური ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში მესამე პირთა სასარგებლოდ დააგირავოს ან იპოთეკით დატვირთოს აქტივები, რომლებიც უკვე დატვირთულია იპოთეკით ან დაგირავებულია სს „პაშა ბანკი საქართველო“-ს სასარგებლოდ; ბ) გასცეს ნებისმიერ პირზე ფინანსური ან სხვა სახის გარანტიები; გ) იკისროს საპროცენტო სარგებლის მქონე რაიმე დამატებითი ვალდებულება; დ) მესამე პირთა სასარგებლოდ დააგირავოს თავისი აქტივები; ე) გაანაწილოს და გასცეს დივიდენდები ან მოახდინოს აქციონერების, დამფუძნებლების სხვაგვარი კომპენსაცია საკუთარი მოგებიდან; ვ) განახორციელოს რეორგანიზაცია, გაყოფა, გამოყოფა, მიერთება, გაერთიანება ან სხვა სახის ცვლილება; ზ) განახორციელოს დამფუძნებლის სტრუქტურის, წესდების ან სარეგისტრაციო დოკუმენტების ცვლილება, რის შედეგადაც ხდება მმართველი ორგანოს წევრების, ხელმძღვანელების ან კონტროლის ცვლილება; თ) კრედიტის ვადის განმავლობაში მოახდინოს აქციონერების/პარტნიორებისაგან ან დაკავშირებული მხარეებისგან მიღებული სესხების დაფარვა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მსესხებელმა უნდა წარუდგინოს ბანკს უკვე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების |
ცვლილებები ბანკისთვის მისაღები ფორმით; ი) განახორციელოს კაპიტალური დაბანდებები ან ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიცია; კ) მსესხებელმა უნდა წარუდგინოს ბანკს კრედიტის მიზნობრივად გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე. 3.მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებლის მიერ გაცემული ნებისმიერი შეთანხმებული პირობის ან/და გაცემული გარანტიის ან/და ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება მსესხებლის მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სანქცია, საკუთარი შეხედულების მიხედვით: ა) შეთანხმებულ კრედიტის საპროცენტო განაკვეთს ჯარიმის სახით დაემატება წლიური საპროცენტო სარგებელი 2%-ის ოდენობით. დარღვეული პირობ(ებ)ის გამოსწორების შემთხვევაში კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი დაიწევს იმდენივე პროცენტით, რამდენი პროცენტის დამატებაც მოხდა მხარეთა შეთანხმებული პირობების დარღვევის გამო. ბ) მოხდება სესხის სრული თანხის ან დარჩენილი თანხის დაბრუნება ბანკის მოთხოვნიდან ორი თვის განმავლობაში. | |||
4.13. სპეციფიკური პირობები: | |||
მუხლი 5. კრედიტით სარგებლობის დამატებითი პირობები 5.1. მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულების დასაფარად (მათ შორის, თუ მსესხებელი სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და ამ პერიოდის განმავლობაში) შემოტანილი ან ჩარიცხული თანხიდან პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ - დარიცხული ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ – კრედიტზე დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. ამასთან, მსესხებელი ბანკს ანიჭებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს აღნიშნული რიგითობა. 5.1.1. თუ მსესხებელი სარგებლობს საშეღავათო პერიოდით საპროცენტო სარგებლის გადახდისათვის, აღნიშნული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი გადანაწილდება კრედიტის დარჩენილ ვადაზე და მსესხებლის მიერ გადაიხდება გრაფიკის შესაბამისად, სხვა გადასახდელებთან ერთად. ამასთან, მსესხებლის მიერ კრედიტის ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად დაფაროს, მათ შორის საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტის თანხაზე დარიცხული გადაუხდელი საპროცენტო სარგებელიც. 5.2. ბანკი უფლებამოსილია რამდენიმე ვადამოსული დავალიანების არსებობისას, განსაზღვროს საბანკო პროდუქტების და მათ ფარგლებში არსებული გადასახდელების თანმიმდევრობა და რიგითობა. 5.3. მსესხებელი საკრედიტო ვალდებულებებს შეასრულებს ბანკთან შეთანხმებული გრაფიკის დაცვით. სესხის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამასთან, კრედიტის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, ბანკი მსესხებელის დამატებითი თანხმობის გარეშე, შეცვლის/შეადგენს კრედიტის დაფარვის ახალ გრაფიკს, შემდეგი პრინციპის დაცვით: შემცირდება კრედიტის სრულად დაფარვამდე დარჩენილი ვადა, ხოლო გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდულობით გადასახდელი თანხა, უცვლელი დარჩება. მსესხებელის მიერ წერილობით ან ინტერნეტბანკის საშუალებით დაფიქსირებული მოთხოვნის/განაცხადის საფუძველზე შესაძლებელია ასევე გრაფიკის გადანაწილება შემდეგი პრინციპის დაცვით: ნარჩენი ძირითადი თანხა თანაბრად გადანაწილდება კრედიტის სრულად დაფარვამდე დარჩენილ ვადაზე. სესხის წინსწრებით დაფარვისას გრაფიკის ცალმხრივად ან მსესხებელის სურვილის მიხედვით ცვლილების შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, კრედიტი დაფაროს ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკის მიხედვით, რომლის გაცნობაც შესაძლებელია ინტერნეტბანკის მეშვეობით. |
5.3.1. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის ანგარიშზე განთავსებული იქნება კრედიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხა, კრედიტის წინსწრებით დაფარვა ავტომატურად არ განხორციელდება. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელის მიერ აუცილებელია წერილობითი განაცხადის წარმოდგენა ან ინტერნეტბანკის საშუალებით მოთხოვნის დაფიქსირება.
5.4. თუ ნებისმიერი გადახდის დღე დაემთხვევა არასამუშაო - დასვენების ან/და კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღე(ებ)ს, მაშინ გადახდა განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს.
5.4.1. საბანკო დღე – ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო დღე (ბანკის მიერ განსაზღვრული დასვენების ან/და კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა), რომლის განმავლობაშიც ბანკი ახორციელებს საბანკო მომსახურებას.
5.5. მსესხებლისათვის 1 (ერთი) თვით ადრე შეტყობინების საფუძველზე ბანკი უფლებამოსილია ქვეყანაში ინფლაციის დონის ან/და სავალუტო რისკის გაზრდის ან/და სხვა გლობალური ან/და რეგიონალური ხასიათის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორების ან/და ქვეყანაში სხვა ნეგატიური პროცესების გათვალისწინებით, მსესხებლის დამატებითი თანხმობისა თუ აქცეპტის გარეშე, ცალმხრივად:
5.5.1. შეამციროს კრედიტის მოცულობა;
5.5.2. შეცვალოს ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა(ები);
5.5.3. შეცვალოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული გადახდის ვადა/ვადები;
5.5.4. შეცვალოს ხელშეკრულების სხვა პირობები;
5.6. მსესხებლისთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება ინტერნეტბანკის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ასევე, შესაძლებელია მსესხებელის ინფორმირება როგორც წერილობით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (მაგ.: მოკლე ტექსტური შეტყობინება და ა.შ.).
5.7. . იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ეთანხმება 5.5. პუნქტით გათვალისწინებულ შეცვლილ პირობებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბანკს და შეტყობინებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში ვადამდე დაფაროს მიღებული საბანკო პროდუქტი დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. ამ შემთხვევაში მსესხებელს არ დაეკისრება პირგასამტეხლო საბანკო პროდუქტის ვადამდე დაფარვისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი, არ ისარგებლებს წინამდებარე პუნქტში აღწერილი უფლებით, xxxxxx მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
5.8. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას, ბანკი განახორციელებს მსესხებლის სასარგებლოდ, ბანკი არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს მსესხებელს ცვლილების შესახებ. მსესხებლის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ნებისმიერ ცვლილებას მსესხებელი შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ბანკის მხრიდან, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების ცვლილების, ოფიციალურად, წერილობით, დადასტურების შემთხვევაში. მსესხებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოსთხოვოს ბანკს ინფორმაცია, მის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებაზე.
5.9. მსესხებელი ითვალისწინებს, რომ ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის/დროებით შეჩერების შესახებ, ასევე, კრედიტის შესაძლო გასხვისების შესახებ - ასეთი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ეცნობება მას .5.6. პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკომუნიკაციო საშუალებებით.
5.10. თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
5.11. კრედიტის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დადგომისას, ბანკი უფლებამოსილია, ბანკში არსებული მსესხებლის ანგარიშებიდან უაქცეპტო წესით ჩამოწეროს შესაბამისი თანხები, საჭიროებისას, მათი კრედიტის ვალუტაში კონვერტაციით ბანკში დადგენილი კურსით და აღნიშნული თანხები წარმართოს დავალიანების დასაფარად.
5.12. ბანკის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელი ვალდებულია წარუდგინოს სხვა მომსახურე ბანკს (ასეთის არსებობისას) გადახდის დავალება მისი ანგარიშიდან თანხის დავალიანების დასაფარად გადარიცხვის შესახებ.
მუხლი 6. დავების გადაწყვეტა
6.1. მხარეთა შორის ნებისმიერი უთანხმოება და დავა წყდება მოლაპარაკების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება ამ მუხლის შესაბამისად:
6.1.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 8 000 (რვა ათასი) ლარზე ან მეტია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).
6.1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკს უფლება აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6.1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა არბიტრაჟს - შპს
„დავების განმხილველ ცენტრს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204547348), ისეთ დავებზე სადაც დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება მეტია 8 000 (რვა ათასი) ლარზე და ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში, ზემოხსენებული არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება, დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით საარბიტრაჟო დათქმა სხვადასხვაგვარად რეგულირდება, დავის შემთხვევაში, გამოიყენება მხარეთა შორის დადებული უახლესი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა.
6.1.4. მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთ მოცემული საარბიტრაჟო დათქმა–შეთანხმების შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა), შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ დებულების შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
6.1.5. მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასევე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (xxxxxxxx) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების)/საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
6.1.6. მხარეები ვთანხმდებით, რომ მხარეებს შორის, ასევე საარბიტრაჟო დაწესებულებას დავების განმხილველი ცენტრს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. ამ შემთხვევაში შეტყობინება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ელ-ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება მათთვის ჩაბარებულად ითვლება და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ ექნებათ.
6.1.7. დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და ბანკისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, მათ შორის, საკონტაქტო მონაცემების (იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკისათვის ცნობილ საკონტაქტო მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება/გაფრთხილება ჩაითვლება ჩაბარებულად. ასევე, იქონიოს კომუნიკაციისთვის აუცილებელი მოწყობილობები და ქსელი (მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი) გამართულ/ჩართულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ შედეგებზე/ზიანზე;
მუხლი 7. მხარეთა ურთიერთპასუხისმგებლობა; ხელშეკრულების დარღვევა
7.1. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება.
7.2. მსესხებელი ვალდებულია აუნაზღაუროს ბანკს ზარალი, რომელიც მას მიადგება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევის შედეგად.
7.3. xxxxx უფლება აქვს შეწყვიტოს მსესხებელთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა (ხელშეკრულების მოქმედება) ან/და მოსთხოვოს მსესხებელს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება, მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობისას) და ამ მიზნით საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე და/ან მსესხებლის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გზით, თუ მსესხებელი დაარღვევს წინამდებარე და/ან გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას/ნაკისრ ვალდებულებას. ასევე, xxxxxx მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
7.3.1. მსესხებელი დაარღვევს კრედიტისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვის შეთანხმებულ გრაფიკს ზედიზედ ორჯერ და სრულად არ დაფარავს მიმდინარე დავალიანებას ბანკის მიერ დამატებით მიცემულ ორკვირიან ვადაში. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ჩაითვლება გრაფიკის შესრულებად;
7.3.2. მსესხებელი ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ნებისმიერ სხვა ისეთ ვალდებულებას, რაც საფრთხეს უქმნის ან მომავალში შეუქმნის მსესხებლის მიერ სესხის უკან დაბრუნებას;
7.3.3. არსებობს მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილება მსესხებლის ფინანსურ ან/და ქონებრივ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს საკრედიტო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შესრულება;
7.3.4. ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა მსესხებელი ან რაც მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულებასთან კავშირში, აღმოჩნდება არსებითად არასწორი, რამაც გამოიწვია ბანკის ფინანსური ზარალი;
7.3.5. ბანკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოყენება მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გაცემის მიზნობრიობის არსებითი დარღვევით.
7.4. ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში მსესხებელს უფლება აქვს მიმართოს ბანკს პრეტენზიით ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით დასაფიქსირებლად მსესხებელს შეუძლია მიმართოს კონტაქტ ცენტრს (ბანკის სატელეფონო სერვისცენტრი) (+995 322) 26 50 00. პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში. ელექტრონული ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ინტერნეტბანკის ან ბანკის ვებ-გვერდის (xxx.xxxxxxxxx.xx) საშუალებით. მსესხებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა, მსესხებლის მომართვისა და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვე. პრეტენზიებს განიხილავს სს „პაშა ბანკი საქართველოს“ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მსესხებელს ეცნობება დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მსესხებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) პრეტენზიის განხილვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში და/ან დისტანციური არხების საშუალებით. პრეტენზიასთან დაკავშირებით მსესხებელსა და ბანკს შორის კომუნიკაცია ხორციელდება ბანკის შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: xxxxxxxxxxxx@xxxxxxxxx.xx.
7.5. მსესხებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
7.5.1. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად გაეცნო კრედიტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო ფინანსურ ხარჯს, ინფორმირებულია კრედიტით სარგებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების შესახებ და თანახმაა, გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება;
7.5.2. გაცნობიერებული აქვს კრედიტის გადაუხდელობის/კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, ის გარემოება, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით დავალიანების გადაუხდელობის/ნებისმიერი პირობის (გარანტიის) დარღვევის და xxxxxx მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, დააყადაღოს მსესხებელის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონება, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და საბანკო ანგარიშები. მსესხებელის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით განახორციელოს მსესხებელის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის რეალიზაცია.
7.6. ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის წინამდებარე ხელშეკრულების (მათ შორის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების და ნებისმიერი დანართ(ებ)ის) ასლ(ებ)ი გადასცეს ხელშეკრულების თავდებს, ასევე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული გირავნობის/იპოთეკის/საბანკო გარანტიის ხელშეკრულების მხარეებს.
7.7. მსესხებელი ითვალისწინებს, რომ ბანკის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, სანაპიროს ქუჩა N2, 0114).
7.8. ხელშეკრულების ხელმოწერით მსესხებელი ადასურებს, რომ იცნობს გენერალური ხელშეკრულების ყველა პირობას და ეთანხმება მათ. გენერალური ხელშეკრულების ყველა პირობა და საკრედიტო ხელშეკრულების ყველა პირობა წარმოადგენენ ერთ მთლიან შეთანხმებას მხარეთა შორის. ხელშეკრულებაში შეტანილი (მათ შორის ცალმხრივად განხორციელებული) ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
7.9. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორ) ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მსესხებელს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება ბანკს.