საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N2 - ანგარიში
საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N2 - ანგარიში
1. კლიენტს შეიძლება გაეხსნას მიმდინარე ანგარიში.
2. იმ შემთხვევაში თუ კლიენტს ბანკში აქვს ანგარიში, იგი უნდა ფლობდეს მინიმუმ ერთ ანგარიშს ეროვნულ ვალუტაში.
3. კლიენტი უფლებამოსილია:
3.1. მოითხოვოს როგორც ერთვალუტიანი ანგარიშის, ასევე მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა.
3.2. მოითხოვოს ანგარიშის დახურვა შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ბანკში დადგენილი წესებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
3.3. მოითხოვოს რამდენიმე ანგარიშის ერთდროულად გახსნა, ხელშეკრულებით, კანონმდებლობითა და ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3.4. მისცეს ბანკს დავალება ანგარიშზე ოპერაციების განსახორციელებლად.
3.5. განახორციელოს ოპერაციები მის ანგარიშზე ბანკში არსებული პირობების შესაბამისად და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მათ შორის მისცეს ბანკს დავალებები ანგარიშზე ოპერაციების საწარმოებლად.
3.6. წაუყენოს ბანკს პრეტენზიები ამონაწერის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამონაწერის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში, კლიენტის მხრიდან პრეტენზიის მიუღებლობის შემთხვევაში, მასში არსებული ინფორმაციის სისწორე ითვლება დადასტურებულად.
4. კლიენტი ვალდებულია:
4.1. ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შემთხვევაში, ბანკის ან აღნიშნული თანხის მესაკუთრის მოთხოვნით, უმოკლეს გონივრულ ვადაში დაუბრუნოს თანხა მესაკუთრეს.
4.2. დაუბრუნოს ბანკს ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხული თანხა, ხოლო ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხული თანხების გამოყენების (სრულად ან ნაწილობრივ) შემთხვევაში გადაუხადოს ბანკს ყოველდღიური პირგასამტეხლო წინამდებარე ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (სრული ან არასრული) გამოყენებული თანხის 0.5 (ნული მთელი ხუთი მეათედი) %-ის მოცულობით.
4.3. მუდმივად ჰქონდეს ანგარიშზე ოპერაციის განხორციელებისა და საკომისიოს დაფარვისათვის აუცილებელი ოდების თანხა.
5. xxxxx უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე:
5.1. გამოიყენოს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრები საკრედიტო რესურსების სახით დროებით.
5.2. თუ ოპერაციის განხორციელების მომენტში ანგარიშზე თავისუფალი (ბანკისათვის ხელმისაწვდომი) თანხა არ არის საკმარისი ოპერაციის შესრულებისათვის, შეაჩეროს ან/და უარი განაცხადოს ოპერაციის განხორციელებაზე.
5.3. შეცვალოს ანგარიშის ტიპი, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულად და ჯეროვნად შესრულების მიზნით.
5.4. კლიენტის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, კლიენტისათვის არანაკლებ 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე დახუროს ანგარიში.
5.5. ჩამოწეროს ანგარიშიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი პირის მიერ შეცდომით ჩარიცხული თანხა.
5.6. მესამე პირის მიერ ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის/შეტანის შემთხვევაში: ა) კლიენტსა და შესაბამის მესამე პირს შორის დავის მოგვარებამდე დაბლოკოს აღნიშნული თანხა; ან/და ბ) ჩამოჭრას შეცდომით ჩარიცხული თანხა ანგარიშიდან და დაუბრუნოს შესაბამის მესამე პირს.
5.7. დახუროს ანგარიში ან/და შეაჩეროს/შეწყვიტოს ანგარიშზე ნებისმიერი ოპერაციის წარმოება, თუ ბანკი ჩათვლის, რომ ანგარიშის გამოყენება ხდება არაკანონიერი მიზნებისთვის ან/და თუ ბანკში დადგენილი წესებისა და პოლიტიკის შესაბამისად დაუშველებელია ანგარიშის არსებობა ან/და მასზე რაიმე ოპერაციის წარმოება.
1
5.8. ანგარიშიდან, ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა სახის საკომისიო, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადები.
5.9. არ მიიღოს ანგარიშზე შენატანი და მოსთხოვოს კლიენტს ანგარიშის დახურვა.
5.10. კლიენტის წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს ანგარიში, თუ:
5.10.1. ანგარიში გახსნილია xxxxxx მიერ შეცდომით.
5.10.2. ანგარიში დაკავშირებული იყო რომელიმე სახის საბანკო პროდუქტთან და შესაბამისი საბანკო პროდუქტი ნებისმიერი მიზეზით აღარ არის მოქმედი ან კლიენტი აღარ სარგებლობს ამ საბანკო პროდუქტით.
5.10.3. ანგარიშზე ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არ ფიქსირდება ბრუნვა;
5.10.4. ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არ არის გადახდილი/დაფარული ანგარიშის მომსახურების საკომისიო;
5.11. 5.10.2, 5.10.3 და 5.10.4 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ანგარიშის დახურვა განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კმაყოფილდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:
5.11.1. ანგარიშზე არ არის ფულადი ნაშთი და არ არის დაშვებული/წარმოშობილი ოვერდრაფტი/არაავტორიზებული ოვერდრაფტი;
5.11.2. ანგარიშთან არ არის დაკავშირებული არც ერთი სახის საბანკო კრედიტი (ამ პუნქტით განსაზღვრული დებულება არ გავრცელდება ოვერდრაფტზე);
5.11.3. ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ბარათის, მათ შორის დამატებითი ბარათის მოქმედების ვადა მინიმუმ 1 (ერთი) თვის გასულია. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ანგარიშ(ებ)თან დაკავშირებული ბარათი საკრედიტო ტიპისაა (ის ბარათ(ებ)ი, რომლებზეც დაშვებულია ხარჯვის საკრედიტო ლიმიტი) მისი მოქმედების ვადა მინიმუმ 6 (ექვსი) თვის გასული უნდა იყოს.
6. ბანკი ვალდებულია:
6.1. გაუხსნას კლიენტს ანგარიში, კლიენტის მიერ კანონმდებლობითა და ბანკის მიერ განსაზღვრული აუცილებელი დოკუმენტების ბანკისათვის წარდგენის დღიდან 1 (ერთი) საბანკო დღის განმავლობაში.
6.2. დროულად ჩარიცხოს ანგარიშზე შემოსული თანხები.
6.3. კლიენტის მიერ ბანკისთვის წარდგენილი შესაბამისი საგადახდო დავალების საფუძველზე ანგარიშიდან შესაბამისი ოდენობის თანხა დანიშნულებისამებრ გადარიცხოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
6.4. ჩამოწეროს კლიენტის დავალებით, ხოლო კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავალების გარეშეც, შესაბამისი თანხები კლიენტის ანგარიშიდან მესამე პირების (ისევე როგორც ბანკის) საბანკო ანგარიშზე ჩასარიცხად.
6.5. მიიღოს კლიენტისაგან ნაღდი ფული ანგარიშზე შესატანად ან/და გასცეს კლიენტზე ნაღდი ფული ანგარიშიდან.
6.6. xxxxxxx მოთხოვნისთანავე გადასცეს ამონაწერი.
7. წინამდებარე დანართის 5.10 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშის დახურვის პირობები ვრცელდება ყველა სახის ანგარიშზე მიუხედავად იმისა, თუ როგორ არეგულირებს აღნიშნულ საკითხს ბანკსა და კლიენტს შორის არსებული/მომავალში გასაფორმებელი ხელშეკრულება/დოკუმენტი, თუ აღნიშნულ ხელშეკრულებაში/დოკუმენტში არ არის კონკრეტული მითითება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით/დოკუმენტით დადგენილ ანგარიშის დახურვის პირობებს უპირატესობა ენიჭება წინამდებარე დანართით განსაზღვრულ პირობებთან.
8. როგორც ერთვალუტიანი ანგარიშის, ასევე მულტისავალუტო ანგარიშის შემთხვევაში კლიენტი ყოველთვიურად გადაიხდის მხოლოდ ერთი ანგარიშის მომსახურების საკომისიოს, ანგარიშის ტიპის შესაბამისად.
9. კლიენტს ანგარიშიდან ოპერაციების განსახორციელებლად გადაეცემა ანგარიშის რეკვიზიტები.
10. თუ ბანკი თვლის, რომ xxxxxxxx ანგარიში უნდა დახუროს, xxxxxxx გაეგზავნება წერილობითი თხოვნა, რომელშიც მითითებული იქნება პერიოდი, რომლის განამვლობაშიც კლიენტს მოეთხოვება ანგარიშის დახურვა. თუ აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ კლიენტი არ დახურავს ანგარიშს, ბანკს უფლება აქვს აღარ მიიღოს გადახდები ანგარიშზე (ისეთი გადახდების გარდა, რომლებიც
აუცილებელია ანგარიშზე რიცხული დავალიანების დასაფარად) და დაუბრუნოს კლიენტს ანგარიშზე რიცხული ნაშთი.
11. xxxxxxx უფლება აქვს ნებისმიერ დროს წერილობით ან ელექტრონული ფორმით მოსთხოვოს ბანკს ანგარიშის დახურვა. ელექტრონული ფორმით ანგარიშის დახურვის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია კლიენტს მოთხოვოს ანგარიშის დახურვის შესახებ წერილობითი ფორმით მოთხოვნის დაფიქსირება.
12. დაუშვებელია კლიენტის ეროვნულ ვალუტაში არსებული უკანასკნელი ანგარიშის დახურვა მანამ, სანამ კლიენტს ბანკში გახსნილი აქვს ანგარიში უცხოურ ვალუტაში.
13. დაუშვებელია ანგარიშის დახურვა თუ იგი წარმოადგენს აქტიური კრედიტის მომსახურე ანგარიშს.
14. კლიენტის მიერ ანგარიშის დახურვის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ დახურვის მომენტისთვის ანგარიშზე განთავსებულია თანხა, კლიენტი ვალდებულია ანგარიშის დახურვამდე გაიტანოს აღნიშნული თანხა ან/და გადარიცხოს ის სხვა ანგარიშზე ან მესამე პირის საბანკო ანგარიშზე.
15. ბანკის მიერ, კლიენტის თანხმობის გარეშე ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, თუ დახურვის მომენტისთვის ანგარიშზე განთავსებულია თანხა, ბანკი აღნიშნულ თანხას გადარიცხავს სხვა ანგარიშზე, ხოლო თუ კლიენტს არ აქვს სხვა აქტიური ანგარიში, მაშინ დასახურ ანგარიშზე არსებული თანხის დეპონირება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
16. ბანკში არსებული კლიენტის ყველა უნივერსალური ანგარიშის დახურვის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია კლიენტს გამოურთოს ყველა ტიპის დისტანციური საბანკო მომსახურება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კლიენტს ბანკში სტანდარტული მიმდინარე ანგარიშ(ებ)ი.
17. კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს მიიღოს და იმოქმედოს მისი დავალებების შესაბამისად, რომელსაც კლიენტი ბანკს მიაწოდებს წერილობით, ტელეფონით, ელექტრონული საშუალებით, დისტანციურად ან ბანკისთვის მისაღები სხვა ფორმით. იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტის დავალებები წერილობითი ფორმით არ არის განხორციელებული, კერძოდ, კლიენტის მიერ არ არის ხელმოწერილი, ბანკს აქვს უფლება მიიღოს და განახორციელოს იგი, თუ დაცულია ბანკში დაწესებული უსაფრთხოების პროცედურა.
18. ბანკომატით ან სწრაფი დეპოზიტური მომსახურებით (თუ და როდესაც ასეთი იქნება ხელმისაწვდომი) განხორციელებული გადახდების შესაბამისი თანხების ჩამოჭრა ანგარიშ(ებ)იდან ვერ დაიწყება ოპერაციის მომდევნო საბანკო დღემდე.
19. კლიენტი პასუხისმგებელი იქნება ყველა ოპერაციაზე, რომელიც განხორციელდა ანგარიშზე მის დახურვამდე ან დახურვის შემდეგ.
20. უნივერსალურ ანგარიშზე შესაძლებელია მიებას მხოლოდ ლარი, აშშ დოლარი, ევრო და ფუნტის ვალუტები.უნივერსალური ანგარიშის ძირითადი ვალუტად ავტომატურად განისაზღვრება ლარი. კლიენტს განაცხადის საფუძველზე საშუალება აქვს აირჩიოს უნივერსალური ანგარიშის სხვა ძირითადი ვალუტა. ძირითადი ვალუტის ცვლილების შემთხვევაში ბანკი ამ ანგარიშზე ოპერაციას არ შეასრულებს კლიენტის მიერ აღნიშნული ცვლილების თაობაზე მოთხოვნის ბანკში წარდგენის საბანკო დღეს.
21. ოპერაცია პირველ რიგში განხორციელდება ამ ოპერაციის შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში თუ ამ ანგარიშზე არ იქნება ოპერაციის შესრულებისათვის საკმარისი თანხა, თანხის საჭირო ნაწილი თავდაპირველად ჩამოიჭრება ძირითადი ანგარიშიდან, ხოლო შემდეგ დანარჩენი ანგარიშ(ებ)იდან შემდეგი თანმიმდევრობით: ქართული ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი.
22. მიმდინარე ანგარიშზე კონვერტაცია განხორციელდება შესაბამისი საბანკო დღის ბოლოს არსებული ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსის შესაბამისად, თუ კონვერტაცია სრულდება წინამდებარე დანართის 20-ე პუნქტით გათვალისწინებულ ვალუტაში. სხვა შემთხვევაში კონვერტაცია განხორციელდება + 2 %-იანი მარჟით.
23. უნივერსალურ ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შემთხვევაში შესაძლებელია არსებობდეს ოვერდრაფტის დაფარვის ორი მეთოდი:
23.1. ნაშთების პრიორიტეტულობა;
23.2. ოვერდრაფტების პრიორიტეტულობა.
24. იმ შემთხვევაში თუ კლიენტის განაცხადით არ არის არჩეული ოვერდრაფტის დაფარვის მეთოდი, ავტომატურად მიეთითება ნაშთების პრიორიტეტულობის მეთოდი.
25. ნაშთების პრიორიტეტულობის შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტის ვალუტაში არსებულ ანგარიშზე არ არის ოვერდრაფტის დაფარვისათვის საკმარისი თანხა, ოვერდრაფტის დავალიანება დაიფარება ავტომატურად, ყოველდღიურად უნივერსალური ანგარიშის სხვა ვალუტებიდან.
26. ოვერდრაფტების პრიორიტეტულობის შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტის ვალუტაში არსებულ ანგარიშზე არ არის ოვერდრაფრის დაფარვისათვის საკმარისი თანხა, სხვა ვალუტაში არსებული თანხებიდან ოვერდრაფტის დავალიანება ავტომატურად არ დაიფარება. ოვერდრაფტის დავალიანების დაფარვა განხორციელდება ოვერდრაფტის სრულად დაფარვის თარიღში.