კრედიტის საპროცენტო განაკვეთი: წლიური X%.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
საბარათე ანგარიშზე კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი: წლიური X%.
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: საკრედიტო ლიმიტის განაღდების შემთხვევაში
წლიური X% სს „ბაზისბანკის“ ბანკომატებში განაღდებისას. (იგულისხმება რომ xxxxxxx პირველი თვის ბოლო რიცხვში ფარავს მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, მომდევნო თვეების ბოლო რიცხვში ლიმიტის 5%-ს, დარჩენილ თანხას – ლიმიტის ათვისებიდან 1 (ერთი) წლის ბოლოს).
საკრედიტო ლიმიტის სავაჭრო ობიექტებში ხარჯვის შემთხვევაში:
წლიური X% (იგულისხმება რომ კლიენტი პირველი თვის ბოლო რიცხვში ფარავს მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, მომდევნო თვეების ბოლო რიცხვში ლიმიტის 5%-ს, დარჩენილ თანხას
– ლიმიტის ათვისებიდან 1 (ერთი) წლის ბოლოს).
ფინანსური ხარჯი
ყოველთვიურად გადასახდელი თანხა (მინიმალური შენატანი): საკრედიტო ლიმიტის თანხის მინიმუმ 5% (ხუთი პროცენტი), რაც გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვისა. მინიმალური შენატანი მოიცავს: საკრედიტო ლიმიტის ნაწილსა და ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე დარიცხულ სარგებელს.
კრედიტის სს „ბაზისბანკის“ ბანკომატში განაღდების საკომისიო: X%, მინიმუმ X ლარი.
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
საკრედიტო ბარათის ლიმიტი: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად) (კრედიტის 1 წლის მანძილზე, მინიმალური შენატანებით დაფარვის შემთხვევაში).
საკრედიტო ლიმიტის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) წელი. მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე ან ბანკის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საკრედიტო ლიმიტის ვადა, შესაძლებელია, ყოველ ჯერზე ავტომატურად გაგრძელდეს მომდევნო 1 (ერთი) წლით, რის შესახებაც ეცნობება მომხმარებელს ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ფორმით.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა: საკრედიტო ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
კლიენტი ფლებამოსილია, ნებისმიერ დროს სრულად დაფაროს ლიმიტიდან ათვისებული კრედიტი.
ვადაგადაცილების ჯარიმა: 0 ლარი.
ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად განახორციელოს ცვლილებები ხელშეკრულებაში, რის შესახებაც კლიენტს ეცნობება წერილობითი ფორმით / ელექტრონული ფოსტით / ინტერნეტბანკით / მოკლე ტექსტური შეტყობინებით, შემდეგი ვადების დაცვით:
ხელშეკრულების თავსართში მოცემული მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში - ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე;
ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – ცვლილებამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე;
კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო პირობების ცვლილების შემთხვევაში - შესაბამისი ცვლილების განხორცილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
მომხმარებელი უფლებამოსილია, ყოველთვიურად მიიღოს უფასო ამონაწერი წერილობითი ფორმით ან ინტერნეტბანკით.
კლიენტს უფლება აქვს ბანკში წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - 032 2 406 406.
თარიღი
ხელშეკრულება
(საბარათე ანგარიშზე კრედიტით სარგებლობის შესახებ)
ერთი მხრივ სს “ბაზისბანკი” (შემდგომში “ბანკი”) და მეორე მხრივ სახელი, გვარი (შემდგომში „კლიენტი“) ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. კლიენტის განცხადების საფუძველზე (რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს), ბანკი კლიენტის სახელზე ხსნის საბანკო ანგარიშს (განისაზღვრება ინდივიდუალურად) ლარში (შემდგომში
„ანგარიში“ ან „საბარათე ანგარიში“), უმზადებს არაპერსონიფიცირებულ, VISA INTERNATIONAL-ის („ვიზა ინთერნეიშენალ“) უკონტაქტო პლასტიკურ ბარათს (შემდგომში „ბარათი“, ან „საკრედიტო ბარათი“), უშვებს მასზე საკრედიტო ლიმიტს ლარში და PIN-კოდთან ერთად გადასცემს კლიენტს ოპერაციების საწარმოებლად. ბარათი წარმოადგენს ბანკის საკუთრებას.
1.2. საკრედიტო ლიმიტის ან მისი ნაწილის ათვისების მომენტიდან კლიენტს წარმოეშობა კრედიტის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გადასახდელების დაბრუნების ვალდებულება, რაც უნდა შესრულდეს ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით, საბარათე ანგარიშზე შესაბამისი თანხ(ებ)ის ჩარიცხვის გზით.
1.3. წინამდებარე ხელშეკრულებით (შემდგომში „ხელშეკრულება“ ან „საკრედიტო ბარათის პირობები“) განისაზღვრება ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტით კლიენტის მიერ სარგებლობის ძირითადი/არსებითი პირობები (საკრედიტო ლიმიტის მოცულობა, ვადა, საპროცენტო სარგებელი, ლიმიტის გაუქმებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ა.შ), ხოლო:
სხვა საკრედიტო პირობები რეგულირდება “ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებით (შემდგომში „საკრედიტო ლიმიტით მომსახურების სპეციფიკური პირობები“ ან „სპეციფიკური პირობები“), რომელიც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე xxxxx://xx.xx/xxxx/XxxxXxxxXxxx.xxx.
ბარათით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა პირობები რეგულირდება „ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებით, რომელიც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე xxxxx://xx.xx/xxxx/XxxxxxxXxxxxxxxxxx.xxx.
საბარათე ანგარიშისა და ბარათის მომსახურებასთან დაკავშირებული ტარიფები (შემდგომში „ტარიფები“) განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxxxx://xx.xx/xx/xxxxxxxx/xxxxx/xxxxxx-xxxx/xxxx-xxxxx/xxxx-xxxxxxx და xxxxx://xx.xx/xx/xxxxxxxx/xxxxx/xxxxxx-xxxx/xxxx-xxxxx/xxxx-xxxx.
1.4. „საკრედიტო ლიმიტით მომსახურების სპეციფიკური პირობები“, „ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება და ტარიფები წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მითითებულ პირობებსა და ამ ხელშეკრულებას შორის წინააღმდეგობის არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. მხარეთა შეთანხმებით, სპეციფიკური პირობები შესაძლებელია ასევე მატერიალური სახით დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას და დამოწმდეს მხარეთა ხელმოწერებით.
მუხლი 2. საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის პირობები
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე:
კრედიტის ტიპი: საკრედიტო ლიმიტი, პლასტიკური ბარათიდან ათვისებით.
საკრედიტო ლიმიტის მოცულობა შეადგენს: X ლარს (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ამასთან, ლიმიტის მთლიანი თანხიდან xxxxxxxx მიერ მისაღები/გასატანი (ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი) თანხის ოდენობა შეადგენს X ლარს (განისაზღვრება ინდივიდუალურად). კრედიტით სარგებლობის უფლება (საშუალება) კლიენტს ენიჭება წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე. საკრედიტო ლიმიტი შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს ან გაუქმდეს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. კლიენტის მიერ საკრედიტო ბარათიდან თანხ(ებ)ის (კრედიტის) ათვისება შესაძლებელია განხორციელდეს ერთიანად, ან რამდენიმე ეტაპად.
xxxxxxxx მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად) (კრედიტის 1 წლის მანძილზე, მინიმალური შენატანებით დაფარვისას).
საკრედიტო ლიმიტის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) წელი. კლიენტის მიმართვის საფუძველზე ან ბანკის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ლიმიტის ვადა, შესაძლებელია, ყოველ ჯერზე ავტომატურად გაგრძელდეს მომდევნო 1 (ერთი) წლით, რის შესახებაც ეცნობება კლიენტს ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ფორმით.
ბარათის მოქმედების ვადა შეადგენს მისი დამზადებიდან 2 (ორი) წელს და იწურება ბარათზე დატანილი კალენდარული თვის ბოლო დღეს. ვადის ამოწურვის შემდგომ კლიენტი უფლებამოსილია მიიღოს ახალი ბარათი.
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი.
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი: წლიური X%. სარგებელის დარიცხვა მიმდინარეობს ყოველდღიურად, xxxxxxxx მიერ საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ფაქტიურად ათვისებულ თანხაზე, ამასთან დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში 30 (ოცდაათი) დღით.
ბანკი უფლებამოსილია, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 3 (სამი) თვეში ერთხელ გადახედოს საპროცენტო განაკვეთს და ცალმხრივად განახორციელოს მისი ცვლილება, ქვემოთ მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას: (ა) ბანკის მიერ საკრედიტო რესურსების მიღების და/ან გაცემის ზოგადი პირობების ცვლილება; (ბ) კლიენტის საკრედიტო რეიტინგის (კლიენტის მიერ კრედიტის გადახდისუნარიანობა და/ან კრედიტის მომსახურების კოეფიციენტი) ან/და ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება; (გ) ბანკის ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი ტიპის საკრედიტო რესურსის გაცემისთვის დადგენილი რომელიმე მოთხოვნის (პირობა, კრიტერიუმი) დარღვევა (გაუარესება); (დ) ინფლაციის ზრდა, ეკონომიკური ვარდნა ან/და ფულად საკრედიტო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების 5-ზე (ხუთი) მეტი პროცენტული პუნქტით ცვლილება. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებისას, მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კანონით დადგენილ მაქსიმალურ ზედა ზღვარს.
ვადაგადაცილების ჯარიმა: 0 ლარი.
კლიენტი უფლებამოსილია, ნებისმიერი დროს სრულად დაფაროს ლიმიტიდან ათვისებული კრედიტი. კლიენტის სხვა ანგარიშ(ებ)ზე საკრედიტო ვალდებულებების (ლიმიტის) სრულად დასაფარად საკმარისი თანხის არსებობის მიუხედავად, ავტომატურად არ მოხდება კრედიტის სრულად დაფარვა, გარდა ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც ბანკის მიერ მოხდება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და კრედიტის სრულად ან ნაწილობრივ გამოთხოვა.
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: საკრედიტო ლიმიტის განაღდების შემთხვევაში:
წლიური X% სს „ბაზისბანკის“ ბანკომატებში განაღდებისას: (იგულისხმება, რომ კლიენტი პირველი თვის ბოლო რიცხვში ფარავს მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, მომდევნო თვეების ბოლო რიცხვში ლიმიტის 5%- ს, დარჩენილ თანხას –ლიმიტის ათვისებიდან 1 (ერთი) წლის ბოლოს).
საკრედიტო ლიმიტის სავაჭრო ობიექტებში ხარჯვის შემთხვევაში:
წლიური X% (იგულისხმება, რომ კლიენტი პირველი თვის ბოლო რიცხვში ფარავს მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, მომდევნო თვეების ბოლო რიცხვში ლიმიტის 5%-ს, დარჩენილ თანხას – ლიმიტის ათვისებიდან 1 (ერთი) წლის ბოლოს).
2.2. კლიენტის ფინანსური ხარჯი შეადგენს:
ყოველთვიურად გადასახდელი თანხა (მინიმალური შენატანი): საკრედიტო ლიმიტის ან მისი ნაწილის ათვისების შემთვევაში, კლიენტი ვალდებულია, არაუგვიანეს ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვისა დააბრუნოს საკრედიტო ლიმიტის თანხის მინიმუმ 5% (ხუთი პროცენტი). ყოველთვიურად გადასახდელი თანხა (მინიმალური შენატანი) მოიცავს: საკრედიტო ლიმიტის ნაწილსა და ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე დარიცხულ სარგებელს, რაც გადახდილ უნდა იქნას საკრედიტო ლიმიტის ვალუტაში.
კრედიტის სს „ბაზისბანკის“ ბანკომატში განაღდების საკომისიო: X%, მინიმუმ X ლარი.
მუხლი 3. სხვა საკრედიტო პირობები
3.1. კლიენტი უფლებამოსილია, გამოიყენოს ანგარიშზე არსებული თანხა და საკრედიტო ლიმიტი, მათ შორის, ბარათით სარგებლობასთან დაკავშირებული საკომისიოების დასაფარად. თანხის გადახარჯვის შემთხვევაში ძირითად თანხას ასევე გამოაკლდება გადახარჯვასთან დაკავშირებული საკომისიო(ები).
3.2. კლიენტი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებები სრულად დაფაროს ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკრედიტო ლიმიტის ამოწურვის დღეს, თუ მანამდე მხარეები საკრედიტო ლიმიტის ვადის განახლებაზე არ შეთანხმდებიან.
3.3. კლიენტის მიერ გადახდილი თანხ(ებ)ით, ბანკის მიმართ დავალიანება დაიფარება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში სადაზღვევო პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ გადახარჯული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პირგასამტეხლო/ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომისიო(ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პროცენტი და ბოლოს, კრედიტის ძირითადი თანხა.
3.4. ბანკში კლიენტის ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობისას, როდესაც კლიენტის ანგარიშზე განთავსებული თანხა საკმარისი არ არის ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, კლიენტი უფლებამოსილია, სს „ბაზისბანკის“ სერვისცენტრში წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, თავად განსაზღვროს ვალდებულებების დაფარვის რიგითობა. კლიენტის განცხადების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ვალდებულებების დაფარვა განხორციელდება შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში იფარება ვადაგადაცილებაში მყოფი არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემდეგ ვადაგადაცილებაში მყოფი უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემდეგ ვადამოსული არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები და ბოლოს ვადამოსული უზრუნველყოფილი ვალდებულებები. ამასთან, ერთი და იმავე კატეგორიის ვალდებულებების დაფარვა ხორციელდება დაფარვის მომენტში არსებული ვალდებულების ძირი თანხის ნაშთის კლებადობით, უდიდესიდან უმცირესისკენ.
3.5. კლიენტი უფლებამოსილია, წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ბანკის სერვისცენტრ(ებ)ში და/ან ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება. პრეტენზიის მიღების და განხილვის პროცედურა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში. xxxxxx მიერ პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების დღიდან.
3.6. შეუსრულებელ ვალდებულებებზე კლიენტი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ასევე გულისხმობს, რომ კლიენტის მიმართ არსებული ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ბანკის მხრიდან შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის იძულების ღონისძიებები, მათ შორის (და არა მხოლოდ):
3.6.1. კლიენტის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის დადება და/ან შეზღუდვის დაწესება.
3.6.2. კლიენტის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში.
3.6.3. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალიზაცია შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესით. ამასთან, თუ უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სარეალიზაციოდ მიქცევის შედეგად სრულად ვერ დაიფარება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბანკის მოთხოვნა, ბანკი უფლებამოსილია, დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ სხვა ქონებაზე (კლიენტის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4. განსაკუთრებული პირობები
4.1. ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კლიენტის მიმართ გამოიყენოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური სანქციები და/ან სრულად გააუქმოს საკრედიტო ლიმიტი.
4.2. xxxxx უფლებამოსილია, კლიენტის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე, ცალმხრივად შეამციროს ან გააუქმოს საკრედიტო ლიმიტი და/ან შეაჩეროს ბარათის მოქმედება (დაბლოკვა) და მოსთხოვოს კლიენტს მის მიერ ათვისებული თანხის (კრედიტის) დაბრუნება მასზე დარიცხულ სარგებელთან და ჯარიმასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად, ხოლო კლიენტი ვალდებულია, xxxxx მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულოს შესაბამისი ვალდებულებები, ქვემოთ მოცემული მინიმუმ ერთი გარემოების არსებობისას: (ა) თუ კლიენტმა დაარღვია წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საკრედიტო ლიმიტის ათვისების გზით ბანკისაგან მიღებული კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით დაფარვის შესახებ და/ან დროულად არ გადაიხდა ბანკის მიერ განსაზღვრული რომელიმე საკომისიო; (ბ) თუ ბანკისათვის ცნობილი გახდა თუნდაც ერთი ისეთი პირობის არსებობის შესახებ, რამაც შეიძლება განაპირობოს კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა; (გ) ნებისმიერ დროს, ბანკის პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ამასთან ბანკს არ ევალება აღნიშნულის დასაბუთება.
4.3. მხარეები თანხმდებიან და კლიენტი უფლებას ანიჭებს ბანკს, რომ კლიენტის მიერ მინიმალური შენატანის (გადასახადის) გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკმა, შესაბამისი პერიოდისთვის დარიცხული მინიმალური შენატანის თანხის, ასევე სხვა ვადადამდგარი ვალდებულების დასაფარად საკმარისი თანხ(ებ)ის (მათ შორის, დარიცხული წლიური სარგებლის (პროცენტის), ჯარიმის/პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა გადასახდელების) ჩამოჭრა და ვალდებულების დაფარვა განახორციელოს უაქცეპტო წესით, ბანკში არსებული კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან, ხოლო ანგარიშზე საკმარისი ნაშთის არარსებობის შემთხვევაში - საკრედიტო ლიმიტის ათვისების ხარჯზე, ხოლო, თუ იმ მომენტისთვის კლიენტს სრულად აქვს ათვისებული საკრედიტო ლიმიტი, შესაბამისი თანხის ჩამოჭრა მოხდება საკრედიტო ლიმიტის გადახარჯვის (არასანქცირებული ოვერდრაფტი) ხარჯზე.
4.4. მინიმალური გადასახადის ზედიზედ 3 (სამი) თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, საკრედიტო ლიმიტი და ბარათი უქმდება და წყდება ბანკის მხრიდან შესაბამისი მომსახურების გაწევა.
4.5. საკრედიტო ლიმიტის გაუქმების შემთხვევაში, კლიენტს ეხსნება სასესხო ანგარიში, რომელზეც გადადის ანგარიშზე არსებული სრული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რის შედეგადაც კლიენტსა და ბანკს შორის წარმოიშვება საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, შემდეგი ძირითადი პირობებით: (ა) კრედიტის მოცულობა: კლიენტის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების ჯამური თანხა; (ბ) კრედიტის ხანგრძლივობა: 6 (ექვსი) თვე; (გ) საპროცენტო განაკვეთი: წლიური 32%; (დ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი X%; (ე) დაფარვის გრაფიკი: ყოველთვიურად, თანაბარი გადახდებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის წარმოშობის შესახებ ბანკი არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე აცნობებს კლიენტს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.
4.6. საკრედიტო ლიმიტის შემცირება ან გაუქმება ასევე შესაძლებელია კლიენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4.7. ბანკი უფლებამოსილია, განიხილოს კლიენტის განაცხადი გაუქმებული საკრედიტო ლიმიტის აღდგენასთან დაკავშირებით და მიიღოს გადაწყვეტილება საკრედიტო ლიმიტის აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
5.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს ვალდებულებების შესრულებისაგან.
5.2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ელექტრონული დოკუმენტის სახით, მხარეთა მიერ ხელშეკრულება დამოწმებული იქნება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებით ან ელექტრონული ხელმოწერებით, ბანკის დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ში ინტეგრირებული, ან ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სხვა პირის მფლობელობაში არსებული ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმის (მათ შორის, შპს “ენჯითი როქით სოლუშენს"-ის, ს/ნ 405432580, მფლობელობაში არსებული პლატფორმის - Signify.ge-ის) საშუალებით/გამოყენებით (შემდგომში “ელექტრონული პლატფორმა”), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე ელექტრონული ხელმოწერების შესაბამისი პლატფორმის მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურით. ელექტრონული დოკუმენტის სახით მომზადებული და გაფორმებული ხელშეკრულება კლიენტს მიეწოდება ელექტრონულად, მხარეთა შორის შეთანხმებული საკომუნიკაციო არხით ან შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის საშალებით. თუ წინამდებარე ხელშეკრულება მომზადებულია დაბეჭდილი დოკუმენტის სახით, მხარეთა მიერ მისი დამოწმება მოხდება პირადი ხელმოწერებით და მომზადდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მხარეცაა წარმოდგენილი და თითო პირი გადაეცემა ყოველ მხარეს.
5.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით მხარეთა შორის ბანკის დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან/და ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით შესრულებული ნებისმიერი ქმედება (მათ შორის, დოკუმენტების ელექტრონული ხელმოწერა), აგრეთვე ელექტრონული ფორმით შედგენილი დოკუმენტაცია და მხარეთა შორის წარმოებული ელექტრონული კომუნიკაცია ატარებს ოფიციალურ ხასიათს, გააჩნია სათანადო იურიდიული ძალა და უნარი, დაშვებულ იქნას მტკიცებულებად, რომელთა საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შესაბამისი იურიდიული ფაქტების დამტკიცება (მათ შორის, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმების ფაქტის უტყუარობის დადგენა), მათ შორის სასამართლო/საარბიტრაჟო დავის დროსაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.4. მხარეთა შორის შეტყობინება (კომუნიკაცია) ხორციელდება ქართულ ენაზე, წერილობით, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც - ელექტრონული ფოსტა, დისტანციური არხ(ებ)ი (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი), ან სატელეფონო (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) შეტყობინება.
5.5. ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანა შესაძლებელია: (ა) მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ან/და ბანკის დისტანციური მომსახურების არხის ან ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დადებული შეთანხმებით, ან (ბ) ბანკის მიერ, ცალმხრვად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რა დროსაც ბანკის მიერ კლიენტს შეტყობინება ეგზავნება ცვლილებ(ებ)ის ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულების თავსართში მოცემული მნიშვნელოვან პირობებში ცვლილების შემთხვევაში), ან არანაკლებ 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე („საკრედიტო ლიმიტით მომსახურების სპეციფიკური პირობების“, „ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულების, ტარიფების, წინამდებარე ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში), ხელშეკრულებით დადგენილი ფორმითა და წესით. თუ კლიენტი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებით, სხვა შემთხვევაში, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ამასთან, ბანკს არ ევალება კლიენტის ინფორმირება ხელშეკრულების ისეთ ცვლილებაზე (დამატებაზე), რომელიც ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ და უფლება აქვს, ძალაში შეიყვანოს ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx და/ან ბანკის სერვისცენტრებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსებისთანავე, ხოლო კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო პირობების ცვლილების შემთხვევაში, ბანკი აცნობებს კლიენტს შესაბამისი ცვლილების განხორცილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.
5.6. ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ სადაო საკითხებს მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით.
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ სადაო საკითხებს განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
(მათ შორის გადახდის ბრძანება) მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ერთი პრიმა ნაწილის შესაბამისად.
5.7. ხელეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
5.8. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება „საკრედიტო ლიმიტით მომსახურების სპეციფიკური პირობებით“, „ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
5.9. საბარათე ანგარიშისა და ბარათის მომსახურებასთან დაკავშირებულ საკომისიო(ებ)ს კლიენტი უხდის ბანკს მომსახურების გაწევის მომენტისთვის ბანკში დადგენილი და მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
5.10. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ.2), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.11. კლიენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
5.11.1. ჯეროვნად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას, „საკრედიტო ლიმიტით მომსახურების სპეციფიკური პირობებს“, „ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებას და ტარიფებს
5.11.2. ხელშეკრულებას დებს საკუთარი საჭიროებისათვის და გააჩნია ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილება.
5.11.3. ხელშეკრულება დადებულია მის მიერ ნებაყოფლობით, ბანკის ან სხვა პირთა მხრიდან ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის და/ან სხვა ნეგატიური გარემოების ზემოქმედების გარეშე.
მუხლი 6. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ბანკი: სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკი“, საიდენტიფიკაციო კოდი: 203841833, მისამართი: 0103 საქართველო, ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N1. xxxxxxxx: x000 000 000 000, ელექტრონული ფოსტის მისამართი: xxxx@xxxxxxxxx.xx, საბანკო საქმიანობის ლიცენზია N173, გაცემის თარიღი 04.11.1993 წ.
კლიენტი: (მიეთითება რეკვიზიტები)