აგრო სესხი, საკრედიტო ხელშეკრულება № xxxxxxx
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
აგრო სესხი, საკრედიტო ხელშეკრულება № xxxxxxx
კლიენტის ნომერი - xxxxxxxxx
ქალაქი თარიღი:
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი:
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი = ფიქსირებული კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი = xx% კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = xx%
ფინანსური ხარჯები:
ყოველთვიური შენატანები:
* ძირითადი თანხა + პროცენტი = თანდართული გრაფიკის მიხედვით
* სიცოცხლის დაზღვევა - თანდართული გრაფიკის შესაბამისად
ვადის ბოლოს შენატანი = xxx ლარი
▪იპოთეკის მოხსნის საფასური = xxx ლარი
▪ სიცოცხლის დაზღვევის თანხა - მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხის წლიური 1%-ი.
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა = xxxx ლარი
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა = xxx ლარი კრედიტის ვადა = xx თვე
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა = ვალდებულების სრულად შესრულებამდე კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო = გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 0.5%, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე ვადა; 1% თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე ვადა და 2% თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი
ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის = 20 (ოცი) ლარი, ვადაგადაცილების ყოველი ციკლის პირველ დღეს
ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის = ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა, ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
- მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია სს მისო ,,ქართული კრედიტის“ მომხმარებელთა პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406.
საკრედიტო ხელშეკრულება – xxxxxx
ქალაქი თარიღი:
მსესხებელი: სახელი/გვარი დაბადებული:
რეგ. მისამართი:
ფაქტ. მისამართი:
პირადი №:
საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი: პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი: ელ.- ფოსტა:
ტელ:
გამსესხებელი: სააქციო საზოგადოება მისო „ქართული კრედიტი“
რეგ.მისამართი: ქ.თბილისი, სანდრო ეულის ქ. N7.
საინდენტიფიკაციო კოდი: №206238800
xxx: (x000 00) 0 000 000
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ფორმა: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი. მის: 0114 თბილისი, xxxxxxxxx xxxx x 0
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულებისა და dd/mm/yyyy გაფორმებული № xxxxxxx გენერალური საკრედიტოხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებელი გასცემს მსესხებელზე კრედიტს xxxx (თანხა სიტყვიერად ) ოდენობით, xx თვის ვადით, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს კრედიტი, გადაიხადოს მასზე დარიცხულიპროცენტი და შეასრულოს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად.
1.2. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს გამსესხებელსა და მსესხებელს შორის გაფორმებული № xxxxxxx
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.3. მიზნობრიობა/სამომხმარებლო მიზნობრიობა/სამომხმარებლო სესხის რეფინანსირება/ქართული კრედიტის სამომხმარებლო სესხის რეფინანსირება.
2. საპროცენტო განაკვეთი
2.1. წლიური საპროცენტო განაკვეთი - xx %.
2.2. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - xx %.
2.3. კრედიტის საშუალო თვიური საპროცენტო განაკვეთი - xx %.
3. ფინანსური ხარჯები
3.1. ყოველთვიური შენატანები:
* ძირითადი თანხა + პროცენტი = თანდართული გრაფიკის მიხედვით
* სიცოცხლის დაზღვევა - თანდართული გრაფიკის შესაბამისად
3.2 იპოთეკის მოხსნის საფასური: xx (თანხა სიტყვიერად )
3.3. სიცოცხლის დაზღვევის თანხა - მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხის წლიური 1%-ი
4. კრედიტის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის პირობები
4.1. გასატანი თანხის ოდენობა: xxxx ლარი.
4.2. პერიოდულობა/გატანის თარიღები: ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს x (სიტყვიერად) ტრანშად.
4.3. გატანების საერთო რაოდენობა: X ტრანში.
5. შენატანები
5.1. შენატანების ჯამური მოცულობა: xxxx ლარი.
5.2. შენატანების საერთო რაოდენობა: xx შენატანი.
6. პროცენტის დარიცხვა
6.1. კრედიტზე დარიცხული პროცენტის ათვლა დაიწყება კრედიტის გაცემის დღეს.
6.2. მსესხებლის მიერ მიღებულ კრედიტზე სარგებლის დარიცხვა წარმოებს ყოველდღიურად. ამასთან, წელიწადში დღეთა რაოდენობა უტოლდება 365-ს.
6.3. გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს/გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ სტადიაზე, იმ შემთხვევაში, თუ: ა) მსესხებელი დააღვევს კრედიტის მინზობრივად გამოყენების პირობას; ბ) მსესხებელი დაარღვევს ხელშეკრულების რომელიმე პირობას; გ) მსესხებლის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი აღმოჩნდება უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები; დ) ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვალება საერთო ეკონომიკური პირობები და/ან გამოიცემა ნორმატიული აქტი საქართველოს სავალუტო-საკრედიტო სისტემაში ანგარიშგასაწევი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
6.4. საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, მსესხებელს ცვლილებამდე ერთი თვით ადრე ეცნობება წერილობით / ელექტრონული ფოსტით/ მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საპროცენტო განაკვეთი იცვლება მსესხებლის სასარგებლოდ.
6.5. მსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წერილობითი სახით უარი განაცხადოს ცვლილების ძალაში შესვლაზე და მომდევნო 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში დაფაროს გამსესხებლის წინაშე არსებული დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილება ძალაში შევა შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
7. კრედიტის დაბრუნება და პროცენტის გადახდა
7.1. მსესხებელი ვალდებულია სესხზე დარიცხული პროცენტი და ძირითადი თანხა დაფაროს თანდართული გრაფიკის მიხედვით. სესხის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.ზედმეტად განხორციელებული შენატანი მიმართული იქნება სესხის წინსწრებით, ვადაზე ადრე სრულად და/ან ნაწილობრივ დასაფარად (ნაწილობრივ იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად განხორციელებული შენატანი არ იქნება საკმარისი იმ დროისთვის არსებული ვალდებულების სრულად დასაფარად).
7.2. კრედიტის დაფარვასა და პროცენტის გადახდასთან დაკავშირებული შენატანის განხორციელებისას პირველ რიგში იფარება ვადაგადაცილებიდან წარმოქმნილი პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ კრედიტზე დარიცხული პროცენტი და საბოლოოდ კრედიტის თანხა.
7.3. თუ მსესხებელს გამსესხებლის წინაშე გააჩნია სხვადასხვა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ერთზე მეტი ვალდებულება, შენატანის განხორციელებისას, მსესხებელი უფლებამოსილია ნომერზე 032 2 500 100 სატელეფონო ზარის საშუალებით დააფიქსიროს რომელი სესხის დასაფარად მიემართოს შენატანი.
7.4. თუ მსესხებელი არ გამოიყენებს მისთვის 7.3. პუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას, გამსესხებელი ვალდებულებათა დაფარვას მოახდენს შემდეგი წესის დაცვით:
7.4.1. უპირატესად დაიფარება ვადაგადაცილებული სესხი, თუნდაც შენატანი არ იყოს საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად;
7.4.2. ორი ან მეტი ვადაგადაცილებული სესხის შემთხვევაში, უპირატესად დაიფარება სესხი, რომლის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაც უფრო მეტია;
7.4.3. თუ არც ერთი სესხი არ არის ვადაგადაცილებაში, პირველ რიგში დაიფარება ნაკლები ნაშთის მქონე სესხი.
7.5. მსესხებელი უფლებამოსილია, ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მხოლოდ ვადაზე ადრე ვალდებულების შესრულების გზით. კრედიტის ვადაზე ადრე სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ადრე დაფარვის საკომისიო შემდეგი ოდენობით:
7.5.1. 0.5% - ხელშეკრულების დასრულებამდე 6-დან 12 თვემდე პერიოდში;
7.5.2. 1% - ხელშეკრულების დასრულებამდე 12-დან 24 თვემდე პერიოდში;
7.5.3. 2% - ხელშეკრულების დასრულებამდე 24 და მეტი თვის პერიოდში.
7.6. იმ შემთხვევაში თუ, ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვლება საერთო ეკონომიკური პირობები და/ან გამოიცემა ნორმატიული აქტი საქართველოს სავალუტო-საკრედიტო სისტემაში ანგარიშგასაწევი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით ან მნიშვნელოვნად გაუარესდება მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, გამსესხებელი უფლებამოსილია არ გადაახდევინოს მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულების 7.5. პუნქტით განსაზღვრული საკომისიო
8. დაზღვევა
8.1. დაზღვევის პირობები – სს „ბბ დაზღვევის“ მიერ შემუშავებული სიცოცხლის (მათ შორის, უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუნარიანობის შეზღუდვის) დაზღვევის პირობები, რომლითაც ხელმძღვანელობენ მხარეები დაზღვევის განხორციელებისას. მსესხებელი უფლებამოსილია და დამზღვევმა უნდა უზრუნველყოს, რომ მსესხებელმა მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია - მსესხებლის გარდაცვალებით გამოწვეული სესხის დაუბრუნებლობის რისკის (მათ შორის, უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუნარიანობის) დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება N xxxxxxxxxxxxxxxx-სის დანართი N2 განსაზღვრული დაზღვევის პირობების შესახებ, ასევე დაზღვევის პირობების შესახებ, რომელიც განთავსებულია შემდეგ xxx. მისამართზე xxxxx://xxxxxxxxxxxxxx.xx/xxxxxxxxx
8.2. დაზღვევის ობიექტი - მსესხებლის სიცოცხლე. 61 წლიდან 75 წლის ჩათვლით ასაკის მსესხებლების შემთხვევაში - ასაკობრივ ზღვარში
მყოფი პირები დაზღვეულები იქნებიან მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების რისკზე.
8.3. მზღვეველი- სს „ბბ დაზღვევა“,რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა სადაზღვევო საქმიანობას (საიდენტიფიკაციო #406232214)
8.4. დამზღვევი- პირი, რომელიც აფორმებს სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევის ხელშეკრულებას მზღეველთან სს მისო ქართული კრედიტი ( საიდენტიფიკაციო კოდი: 206238800)
8.5. მოსარგებლე- პირი, რომელიც წინამდებარე პირობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება სს მისო ქართული კრედიტი.
8.6. მსესხებელი - ფიზიკური, რომელსაც დამზღვევთან გაფორმებული აქვს საკრედიტო ხელშეკრულება და რომლის გარდაცვალებით გამოწვეული სესხის დაუბრუნებლობის რისკი და/ან შრომისუნარიანობის შეზღუდვა დაზღვეულია დამზღვევის მიერ.
8.7. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერით მსესხებელი ადასტურებს მზღვეველისთვის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტს მის შესახებ ნებისმიერი პირადი და/ან პერსონალური ინფორმაციის მზღვეველის მიერ გამოთხოვის და/ან დამუშავების თაობაზე, როგორც მსესხებლის სიცოცხლის პერიოდში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგაც და ასევე, დამზღვევის მოსარგებლედ განსაზღვრის შესახებ.
8.8. მსესხებელი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 14 დღის განმავლობაში მზღვეველისთვის და/ან დამზღვევისთვის განახორციელოს შესაბამისი შეტყობინება. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს სამოქალაქო კოდექსის თავი მეოცე „დაზღევა“ I. ზოგადი დებულებანი განსაზღვრული შესაბამისი მუხლების დარღვევას.
8.9. მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა/არაჯეროვნად შესრულება, უფლებამოსილებას ანიჭებს დამზღვევს ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიცოცხლის ან უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუნარიანობის შეზღუდვის დაზღვევა. დაზღვევის შეწყვეტა არ ათავისუფლებს მსესხებელს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დროულად და სრულად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
9. ვალდებულების შესრულების უზრუნველყ ოფა
9.1. მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია dd/mm/yyyy გაფორმებული N xxxxxxxxxxx გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 3.1. პუნქტში მითითებული უზრუნველყოფით
10. კონტროლი
10.1. კრედიტის მისაღებად მსესხებელი წარუდგენს გამსესხებელს შესაბამის დოკუმენტებს მოქმედი კანონმდებლობისა და გამსესხებელთან არსებული წესების შესაბამისად.
10.2. მსესხებელი ვალდებულია მიაწოდოს გამსესხებელს სრული და უტყუარი ინფორმაცია მისაღებ სესხთან დაკავშირებით.
10.3. მსესხებელი ვალდებულია გამსესხებლის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მას მიმდინარე საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ფინანსური თუ იურიდიული დოკუმენტები.
10.4. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამსესხებელი უფლებამოსილია აკონტროლოს მსესხებლის საფინანსო-სამეურნეო მდგომარეობა და უზრუნველყოფაში არსებული ობიექტ(ებ)ის მდგომარეობა.
10.5. გამსესხებელი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხის სრულად დაფარვა თუ, მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე ექმნება სესხის დაფარვის მოთხოვნას.
10.6. გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ, მსესხებელი გადააცილებს ზედიზედ, სულ ცოტა, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ორ ვადას, რაც შეადგენს ვადაგადაცილების 30 დღეს.
10.7. სს მისო ქართული კრედიტი შეაგროვებს/დაამუშავებს პირის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები).
მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
10.8. მსესხებელი ანიჭებს გამსესხებელს უპირობო უფლებას ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე გაეცნოს მსესხებლის საკრედიტო ისტორიას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნით. ასევე, სს „კრედიტინფო საქართველოს“ მეშვეობით გამოითხოვოს მასზე ინფორმაცია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მართვაში არსებული მოვალეთა რეესტრიდან მისი გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნით.
10.9. მსესხებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს გამსესხებელს ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებაში.
10.10.
გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლება გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
11. პირგასამტეხლო
11.1. იმ შემთხვევაში თუ, შენატანი არ განხორციელდება კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ დროს , გამსესხებელი უფლებამოსილია გადაახდევინოს მსესხებელს ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით ვადაგადაცილების ყ ოველი ციკლის პირველ დღეს და ყ ოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა, ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკავება გამსესხებელის მიერ ხორციელდება მორიგი გადახდის დროს.
12. პრეტენზიების წარდგენა
მსესხებელს უფლება აქვს გამსესხებელს წარუდგინოს პრეტენზია ზეპირად, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (რომლის სტანდარტული ფორმის მიღება შესაძლებელია სს მისო ,,ქართული კრედიტის“ ფილიალებსა და ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxxx.xx). მსესხებლის პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 1 (ერთი) თვე, პრეტენზიის მიღების მომენტიდან. პრეტენზიას განიხილავს სს მისო ,,ქართული კრედიტის“ მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სამსახური. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მსესხებელს ეცნობება იმავე ფორმით რა ფორმითაც წარდგენილ იქნება პრეტენზია.
13. დავების გადაწყ ვეტა
13.1. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ამ ხელშეკრულების შესრულების პროცესში, გადაწყვეტილი იქნება მხარეთა შორის ურთიერთმოლაპარაკების გზით.
13.2. მხარეები თანხდებიან, რომ ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს: შპს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“, ს/კ 406091517, ვებ. გვერდი: xxx.xxxxx.xx.
13.3. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგიას“ დებულება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული წინამდებარე საარბიტრაჟო შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და დებულებით განისაზღვრება ყველა ის საკითხი, რომელთა სხვაგვარად განსაზღვრის უფლებაც მიანიჭა მხარეებს საქართველოს კანონმა „არბიტრაჟის შესახებ“.
14. დასკვნითი დებულებები
14.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
14.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი შემთხვევები რეგულირდება № xxxxxxxxx გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით.
14.3. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
14.4. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაში შედის თუ ის გაფორმებულია წერილობით და სათანადოდ ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ზეპირი შეთანხმება ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იურიდიული ძალის არმქონეა.
14.5. ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილობა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას.
14.6. ვალდებულებათა შესრულებისას მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით.
14.7. კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები რჩება ძალაში.
14.8. მსესხებლის ან მისი თავდებების მისამართზე გაგზავნილი წერილები ითვლება მიღებულად, მიუხედავად იმისა, მათი ფაქტიური ადგილსამყოფელი ემთხვევა თუ არა წერილის/შეტყობინების გაგზავნის დღეს გამსესხებლისათვის ცნობილ მისამართს, თუ ახალი მისამართისა და იქ გადასვლის თარიღის შესახებ მსესხებელი წინასწარ წერილობით არ შეატყობინებს გამსესხებელს.
14.9. გამსესხებელს ეკისრება ვალდებულება თავდებს, ასევე იპოთეკისა და გირავნობის საგნის მესაკუთრეს გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულებისა და თავფურცელის ასლები მათი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
14.10. მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია გამსესხებლის იურიდიული მისამართი.
14.11. მხარეთა შეთანხმებით, ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას მხარეთა შორის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი ძალა.
14.12. მსესხებელი თანხმობას გამოხატავს, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად მიიღოს გამსესხებლისაგან პირდაპირი მარკეტინგული ან საინფორმაციო მიზნებით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
14.13. წინამდებარე ხელშეკრულება ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეზე ან/და სამართალმემკვიდრეზე. 14.14.მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებლის სალაროდან, სესხის თანხის გაცემა მოხდებახელშეკრულებაში წარმოდგენილ მსესხებელთაგან მხოლოდ ერთ პირზე, რაც დადასტურებული იქნება ამ
უკანასკნელისხელმოწერით სალაროს გასავლის ორდერზე. არავის არ აქვს უფლება პრეტენზია წარუდგინოს გამსესხებელს იმ საფუძვლით, რომსესხის თანხა პირად მას არ გადასცემია.
14.15. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად.
იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ სს მისო „ქართულ კრედიტში“ ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ:
სს მისო „ქართული კრედიტი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟ იმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა .
15. დანართი: კრედიტის დაფარვის გრაფიკი
16. მხარეთა რეკვიზიტები
გამსესხებელი მსესხებელი
სახელი/გვარი პ/ნ
სს მისო „ქართული კრედიტი“
206238800
ტელ: x000 0 000 000
xxxxxxxx მენეჯერი:
ხელმოწერით მსესხებელი ადასტურებს, რომ გამსესხებლის წარმომადგენლმა ზეპირსიტყვიერად გააცნო სესხის პირობები, მათ შორის მოცემული ფინანსური ხარჯები და კრედიტის დაუბრუნებლობის სამართლებრივი რისკები. მსესხებელი ეთანხმება ყველა პირობას და ხელშეკრულება არ მოიცავს არასრულ ან/და ბუნდოვან ინფორმაციას.