შპს `რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~ (საიდენტიფიკაციო kodi 202460103), შემდგომში – ~მეიჯარე~,
იჯარის ხელშეკრულება №რფმ/--
(მიწის ნაკვეთის დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ)
ქ. თბილისი 2016 წელი
შპს `რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~ (საიდენტიფიკაციო kodi 202460103), შემდგომში – ~მეიჯარე~,
წარმოდგენილი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კობა ლაცაბიძის სახით და --------------------
(საიდენტიფიკაციო/პირადი #-----------------) შემდგომში – ~მოიჯარე~, წარმოდგენილი მისი ------------------ (პ/ნ -------
-----) სახით, „მეიჯარის“ მიერ 2016 წლის ------------- გამოცხადებული №---------/--------- ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი და მოქმედების ვადა
1.1 `მეიჯარე“ გადასცემს, ხოლო `მოიჯარე~ იჯარის ფორმით დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იღებს შპს
`რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~-ს საკუთრებაში არსებულ ქონებას - მარნეულის რაიონის, სოფ. ყიზილაჯლოში, 1593 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 00.00.00.000), სამეწარმეო საქმისნობის განრხორციელების მიზნით.
1.2 სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, „მოიჯარე“-სუფლება აქვს გამოიყენოს 1.1 პუნქტში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ლიანდაგი, 1181 რგ.მ..
1.3 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მხარეებს შორის გაფორმებული იჯარით გადაცემული
ქონების მიღება-ჩაბარების აქტი (დანართი #1).
1.4 ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 5 წელიწადი.
2. საიჯარო ქირა და ანგარიშსწორების წესი
2.1 საიჯარო ქირა ყოველთვიურად შეადგენს ------------- (-------------) ლარს დღგ-ს ჩათვლით (აუქციონზე
`მოიჯარე~-ს მიერ დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
2.2 საიჯარო ქირა `მოიჯარემ~ `მეიჯარეს~ უნდა გადაუხადოს ყოველი საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 10
რიცხვამდე.
2.3 ”ბე”-ს სახით შემოტანილი თანხა გათვალისწინებული იქნება პირველი და საბოლოო თვის ანგარიშსწორებისას.
2.4 საიჯარო ქირა ირიცხება `მეიჯარე~-ს შემდეგ საანგარიშსწორებო ანგარიშზე: სს “საქართველოს ბანკი”, ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: 220101502, ა\ა:XX00XX0000000000000000.
2.5 საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
2.6 პირგასამტეხლო ~მოიჯარეს~ ეკისრება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
2.7 საიჯარო ქირის ათვლა იწყება მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული ოდენობისა და პირობების შესაბამისად.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
3.1 `მეიჯარეს~ უფლება აქვს:
3.1.1 წინასწარი გაფრთხლების გარეშე, ნებისმიერ დროს შეუფერხებლად დაათვალიეროს იჯარით გაცემული ქონება, მათ შორის შეამოწმოს ”მოიჯარის” მიერ ტექნიკური უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მდგომარეობა;
3.1.2 ”მეიჯარეს” უფლება აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადახედოს საიჯარო ქირას მისი გაზრდის მიზნით და შესთავაზოს შესაბამისი ცვლილება მოიჯარეს. გაზრდილი საიჯარო ქირა დაითვლება დათვლის მომენტში არსებული საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე და გათვალისწინებული იქნება მხოლოდ საიჯარო საგნის ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც ის იმყოფებოდა გადაცემის მომენტისათვის. საიჯარო ქირას დაითვლის დამოუკიდებელი აუდიტორი (ექსპერტი).
3.1.3 მოითხოვოს `მოიჯარის~ მიერ იჯარით გაცემული ან/და საიჯარო ქონებაზე არსებული, „მოიჯარისათვის“ გამოსაყენებლად გადაცემული ქონების დაზიანების, გაუარესების ან საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ ქონების დაბრუნების დაყოვნების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რაც დადასტურებული იქნება
`მეიჯარის~ მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;
3.1.4 მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ “მოიჯარე” არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
3.2 ”მოიჯარეს” უფლება აქვს:
3.2.1 განახორციელოს ობიექტზე სამეწარმეო საქმიანობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
3.2.2 ქვეიჯარით გადასცეს მესამე პირს იჯარით აღებული ქონება ან ქონების ნაწილი მხოლოდ “მეიჯარესთან”
შეთანხმებით და განახორციელოს კონტროლი ქვემოიჯარის საქმიანობაზე, რათა საიჯარო ქონება მის მიერ გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მეიჯარის მიერ ნებადართული მიზნებისათვის;
3.2.3 `მეიჯარესთან~ შეთანხმებით, ჩაუტაროს საიჯარო ან/და საიჯარო ქონებაზე განლაგებულ, „მოიჯარისათვის“ გამოსაყენებლად გადაცემულ ქონებას კაპიტალური სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება `მეიჯარის~ მიერ არ ანაზღაურდება;
3.2.4 მოსთხოვოს `მეიჯარეს~ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
3.3 `მოიჯარე” ვალდებულია:
3.3.1 გადაუხადოს `მეიჯარეს~ საიჯარო ქირა იმ ოდენობითა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების მეორე პუნქტით;
3.3.2 უზრუნველყოს საიჯარო ფართის ამ/და საიჯარო ფართზე განლაგებული, „მოიჯარისათვის“ გამოსაყენებლად გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, უსაფრთხოებისა და სანიტარული-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
3.3.3 საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ლიანდაგის მოვლა-შენახვა, რემონტი, მისი შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით;
3.3.4 სრულად აუნაზღაუროს „მეიჯარესა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ ნებისმიერი პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს მათ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და არაჯეროვანი შესრულების გამო;
3.3.5 აუნაზღაუროს ”მეიჯარეს” ქონების გაუარესებით გამოწვეული ზარალი, გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციისას გამოწვეული ზიანისა;
3.3.6 `მეიჯარეს~ მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე;
3.3.7 “მეიჯარის” დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, რომ საწარმოს საკუთარი მიზნებისათვის ესაჭიროება საიჯარო ფართი, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში უპირობოდ გაათავისუფლოს აღნიშნული ფართი;
3.3.8 `მეიჯარესთან~ შეთანხმებით, საჭიროებისამებრ საიჯარო ქონების ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, ჩაუტაროს საიჯარო ქონებას ან/და საიჯარო ქონებაზე არსებულ, „მოიჯარისათვის“ გამოსაყენებლად გადაცემულ ქონებას კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება `მეიჯარის~ მიერ არ ანაზღაურდება;
3.3.9 “მოიჯარეს” ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხევაში შესთავაზოს “მეიჯარეს” სხვა გადახდისუნარიანი და მისთვის მისაღები მოიჯარე, რომელიც თანახმა იქნება იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. ხოლო თუ “მოიჯარე” ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე;
3.310 ხელი არ შეუშალოს „მეიჯარისა“ და სს „საქართველოს რკინიგზის“ საოპერაციო საქმიანობას და უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების სათანადო წესით დაცვა;
3.3.11 იჯარის მთელი პერიოდის განმავლობაში, უზრუნველყოს ხელშეკრულების საგნის ექსპლუატაცია (მათ შორის საიჯარო საგანზე მესამე პირების დაშვება) სარკინიგზო კოდექსითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესებით.
3.4 `მეიჯარე~ ვალდებულია:
3.4.1 ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნეტოში რეგისტრაციის მომენტიდან ვადიან სარგებლობაში გადასცეს ”მოიჯარეს” საიჯარო ქონება;
3.4.2 შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1 მხარეები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ ერთმანეთს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, რომლის ანაზღაურების წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2 პასუხისმგებლობა საიჯარო ქონების მართლოზომიერ ექსპლუატაციაზე ეკისრება `მოიჯარეს~.
5. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
5.1 `მეიჯარე~ უფლებამოსილია ცალმხრივად მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ `მოიჯარე~:
5.1.1 დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ~მოიჯარე~ იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად;
5.1.2 მნიშვნელოვნად აზიანებს და/ან ქმნის ხელშეკრულების საგნით გათვალისწინებული ქონების დაზიანების რეალურ საშიშროებას;
5.1.3 არ იყენებს ქონებას ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისათვის;
5.1.4 წინაბდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში `მოიჯარე~ სამჯერ არ გადაიხდის ან ვადის დარღვევით გადაიხდის ყოველთვიურად დადგენილ საიჯარო ქირას.
5.1.5 თუ გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში ~მოიჯარე~ არ აღმოფხვრის დარღვევას ან უარს განაცხადებს ჯარიმის გადახდაზე, `მეიჯარეს~ უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს იჯარის ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში
`მოიჯარე~ კარგავს ყველა სახის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
5.1.6 ხელშეკრულების მოშლის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საწარმოს ან/და გაიჯარებული ქონების მესაკუთრის შეცვლა მოიჯარისათვის ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმების ანაზღაურების გარეშე.
6. ფორს-მაჟორი
6.1 მხარეები პასუხს არ აგებენ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით (წყალდიდობა, მიწისძვრა, სხვა სტიქიური უბედურებები, ომი).
6.2 ფორს-მაჟორული გარემოება დადასტურებული უნდა იქნას კომპეტენტური ორგანოს მიერ.
6.2 ფორს-მაჟორული გარემოებების გასვლის შემდეგ საიჯარო ურთიერთობები გრძელდება ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს შეუძლებელია ქონების განადგურების გამო.
6.3 თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, თითოეულ მხარეს აქვს უფლება მოშალოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
6.4 ფორს-მაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დებულებები.
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეები მომართავენ სასამართლოს საერთო წესების დაცვით.
8. საიჯარო ქონების დაბრუნების წესი
8.1 იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების მოშლის ვადის დადგომისთანავე `მოიჯარე~ ვალდებულია დაუბრუნოს `მეიჯარეს~ იჯარით აღებული ქონება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
8.2 საიჯარო ქონება დაბრუნებული უნდა იქნას თავდაპირველ (ან უკეთეს/გაუმჯობესებულ) მდგომარეობაში, ჩვეულებრივი ცვეთის გათვალისწინებით.
8.3 იჯარის ვადის გასვლიდან ხუთი დღის განმავლობაში ქონების დაბრუნების თაობაზე ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი, რომლის ერთი ეგზემპლარი დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას.
8.4 „მოიჯარის“ მიერ საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესების და კეთილმოწყობის სამუშაოები რჩება „მეიჯარეს“ უსასყიდლოდ.
8.5 ამ ხელშეკრულების 8.2 პუქნტით გათვალისწინებულ ვადაში `მოიჯარის~ მიერ ქონების დაუბრუნებლობის შემთხვევაში, `მოიჯარე~ ვალდებულია იხადოს საიჯარო ქირა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაერიცხება როგორც საიჯარო ქირა, ასევე პირგასამტეხლო ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, ერთი თვის საიჯარო ქირის 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9. დასკვნითი დებულებები
9.1 თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
9.2 მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ გაახმაურონ კონფედენციალური ცნობები, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
9.3 ნებისმიერი შეტყობინება, დაკავშირებული ამ ხელშეკრულების ცვლილებასთან, დგება წერილობითი ფორმით.
9.4 ის საკითხები, რომელიც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის, გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.5 მხარეები ვალდებული არიან მისამართებისა და რეკვიზიტების შეცვლის თაობაზე ერთმანეთს აცნობონ 15
დღის ვადაში.
9.6 ხელშეკრულება ძალაში შედის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე;
9.7 მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია.
ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ხელშეკრულების ასლის გამოთხოვის ხარჯები ანაზღაურდება „მოიჯარის“ მიერ.
9.8 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება მოიჯარეს, ორი მეიჯარეს და ერთი ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
9.8 თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება მიჩნეული იქნება ბათილად, სხვა დანარჩენი პირობები იმოქმედებს უცვლელად.
11. მხარეთა რეკვიზიტები
“მეიჯარე” | “მოიჯარე” |
შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15 ტელ.: 595 03 00 08 | ----------------------------------------------------- ---------------------------------------------------- ------------------------------------------ ტელ.: - |
xxxx xxxxxxxx -------------------------------------
გენერალური დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი ---------------------------------------------
დანართი # 1
ქ. თბილისი 2016 წელი
მიღება-ჩაბარების აქტი
ერთის მხრივ, შპს “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი” (საიდენტიფიკაციო კოდი 202460103), შემდგომში - “გადამცემი”, წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კობა ლაცაბიძის სახით გადასცემს, ხოლო მეორეს მხრივ ------------------ (საიდენტიფიკაციო/პირადი #-------------) შემდგომში –“მიმღები”,
წარმოდგენილი მისი ----------------------- სახით, მხარეებს შორის 2016 წლის ------------ გაფორმებული №რფმ/------------
ხელშეკრულების საფუძველზე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იღებს შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“- ს ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას: მარნეულის რაიონის, სოფ. ყიზილაჯლოში მდებარე და 1593 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 00.00.00.000) და მასზე რასებული 1181 გრ.მ. ლიანდაგი.
მხარეები ადასტურებენ, რომ ქონება იმყოფება ხელშეკრულების მიზნებისათვის მისაღებ მდგომარეობაში.
“მეიჯარე” | “მოიჯარე” |
შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15 ტელ.: 595 03 00 08 | ----------------------------------------------------- ---------------------------------------------------- ------------------------------------------ ტელ.: - |
xxxx xxxxxxxx -------------------------------------
გენერალური დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი ---------------------------------------------