Contract
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახება #1/78
ქ. ბათუმი 07 მაისი 2019 წ.
ერთის მხრივ, სსიპ „ბათუმის ბულვარი”-ს დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx სახით, (შემდგომში – “შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ შპს „გაზეთი ბათუმელები“-ს დირექტორის მზია ამაღლობელის სახით, (შემდგომში _ “მიმწოდებელი”), „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს #13 ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. შემსყიდვბელის მიერ მომზადებული საინფორმაციო სტატიების (PR სტატია, ინფოგრაფიკა, ფოტო - ვიდეო რეპორტაჟი) გამოქვენება მიმწოდებლის კუთვნილ ჰიპერლოკალურ ვებგამოცემაში xxxxxxxxxx.xx. ყოველი ახალი მასალის გამოქვეყნებისას, პირველ დღეს, მასალა დაიდება მთავარ გვერდზე, ხოლო შემდეგ გადავა შიდა გვერდზე, რუბრიკა „რეკლამაში“. ყველა მასალა მკითხველის მოზიდვის მიზნით გავრცელდება xxx.xxxxxxxxxx.xx -ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით. მომსახურების რაოდენობა: თვეში არაუმეტეს 5 (ხუთი) მასალა (შემდგომში – “მომსახურება”), შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მისი ღირებულება ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
1.2 კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი - 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი - 79824000 ბეჭდვა და გავრცელება;
1.3 დაფინანსების წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი.
2. ღირებულება და ანგარიშსწორების წესი.
2.1. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 2000,00 (ორი ათასი) ლარს.
2.2. მომსახურების ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, რომელთა გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
2.3. მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.
2.4. შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული მომსახურების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების ინვოისისა და მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე, წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
2.4. მიმწოდებლის მოთხოვნა ანაზღაურების შესახებ შემსყიდველისადმი შესრულებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით, მომსახურების მიწოდების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების დართვით.
2.5. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან ერთად დააფიქსიროს მიწოდებული მომსახურების ღირებულება.
2.6. თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მისაწოდებელი მომსახურების მოცულობების ღირებულებამ არ შეადგინა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად მიწოდებული მომსახურების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს მიუწოდებელი მომსახურების მოცულობების ანაზღაურებაზე.
3. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
3.1. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს და მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტს დამკვეთის მხრიდან 1.1. მუხლში განსაზღვრულ მომსახურებაზე
ხელმოწერით დაადასტურებენ სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე
xxxxx xxxxxxxx და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი xxxxx xxxxxx.
3.2. შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მათ შორის მომსახურების ხარისხის პერიოდული ინსპექტირება.
3.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი ინსპექტირების ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველი ინსპექტირების მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
3.4. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
4. მომსახურების შესაბამისობა და მიღება – ჩაბარება
4.1. მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს.
4.2. 4.1. პუნქტში აღნიშნული წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს მომსახურება ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
4.3. თუ შესყიდვის ობიექტი არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად ან მის გარეშე ადგენს აქტს დადგენილი წესის შესაბამისად.
4.4. გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან, ხელახლა ინსპექტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის ღირებულების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
4.5. მომსახურების მიღება-ჩაბარება ხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული მომსახურების ინვოისისა და მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენის შემდეგ.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
5.1. შემსყიდველი და მიმწოდებელი მოქმედებს “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის სრული დაცვით.
5.2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) დროულად მიაწოდოს მიმწოდებელს ყველა ის ინფორმაცია და მასალა რაც მიმწოდებელს სჭირდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უზრუნველსაყოფად.
ბ) შემსყიდველმა მიმწოდებელს სამუშაო ან/და გამოსაქვეყნებელი მასალები გაუგზავნოს ელ. ფოსტაზე: xxxxxxxxxxxx@xxxxx.xxx
გ) შემსყიდველს მიმწოდებელს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ფასი დათქმულ ვადასა და დროს.
დ) შემსყიდველის მიერ მოწოდებულ მასალებში არ უნდა იყოს კონკრეტულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ბრალდებები ან/და სხვადასხვა ჯგუფის დისკრედიტაცია.
ე) შემსყიდველის ვალდებულია არ შეუკვეთოს მიმწოდებელს ისეთი სტატია, რომლის წარმოება და რეალიზაცია აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. გამოქვეყნების დროს ყველა მასალას მიეთითება რომ ის არის რეკლამა.
ვ) მიმწოდებელს წინასწარ გააცნოს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისას.
ბ) მომსახურების მიწოდების დამოწმებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში მოახდინოს მიმწოდებელთან ანგარიშსწორება.
გ) მიმწოდებელს აუნაზღაუროს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით სახელმწიფო შესყიდვის სრული ღირებულება, მომსახურების მიწოდების დასრულებისთანავე.
5.3. შემსყიდველს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე.
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება.
5.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) დროულად, წინასწარ შეათანხმოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დეტალები და შეთანხმებულ ვადაში გაუწიოს შემსყიდველს მომსახურება;
ბ) მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე ცვლილება შეიტანოს შეთანხმებულ შეთანხმებულ გამოსაქვეყნებელ მასალებში;
გ) მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მომსახურების ფასის გადახდა.
დ) გაწეულ მომსახურებაზე მოამზადოს ინვოისი. მომსახურების გაწევა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, დადასტურებული დამკვეთის და შემსრულებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
ე) დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა. ვ) შემსყიდველის მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მომსახურება.
5.5. მიმწოდებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული მომსახურების შუალედური და საბოლოო ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისას
6.1. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ თავის ვალდებულებებს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში შემსყიდველი წერილობითი ფორმით აფრთხილებს მიმწოდებელს დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
6.2. შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება წერილობითი ფორმით შეტყობინების შემდეგ მიმწოდებლის მიერ მისი ვალდებულებების ან მისი ნაწილის შეუსრულებლობის შემთხვევაში თუ:
ა) მიმწოდებელმა არ მიაწოდა მომსახურება ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში.
ბ) თუ მიმწოდებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა თავისი ვალდებულებები.
6.3. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მას დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.4. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიმწოდებლისათვის მიწოდებული მომსახურების ღირებულების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით უხდის მომსახურების ღირებულების 0.02%-ს ყოველი ვადგადაცილებული დღისთვის.
6.5. იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცილებით გადახდილი (ან გადასახდელი) პირგასამტეხლოს მთლიანი თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2%-ს, მიმწოდებელს უფლება აქვს ვადამდე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება.
6.6. ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
7. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ან შეწყვეტა
7.1. ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
7.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელ¬შეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
7.3. ნებისმიერი ცვლილება რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელ¬შეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
7.5. მხარეს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე, თუ მეორე მხარე აშკარად არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნას.
7.6. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მიმწოდებელი არ შეასრულებს თავის ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადაზე ადრე მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა
7.7. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
7.8. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
7.9. ერთ-ერთი მხარის ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე მეორე მხარეს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
8. მომსახურების მიწოდებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
8.1. მომსახურების მიწოდების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 07 მაისაიდან 2019 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით პერიოდი;
8.2 ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 07 მაისიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
9. ფორს-მაჟორული სიტუაციები
9.1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთ ვალდებულებათა სრულად ან ნაწი¬¬ლობრივ შესრულებაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე ომები და საომარი მოქმედებები, ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვა, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე.
9.2. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, ფორს-მაჟორული გარემოებათა დასრულების შემდეგ.
9.3. მხარეს, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს წერილობით ამის შესახებ მეორე მხარეს. ამასთან მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამა¬დასტურებელი დოკუმენტი, რომ ამ მოვლენამ ხელი შეუშალა მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში.
10. სადაო საკითხების გადაწყვეტა
10.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულკების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.
10.2. თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
11. გადასახადები და ბაჟები
11.1. მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე
12. გარანტია
12.1. მიმწოდებელი ვალდებულია შემცყიდველს გაუწიოს ხარისხიანი მომსახურება.
12.2. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს წუნდებული მომსახურების შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
12.3. მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები მომსახურების გამოყენების პროცესში წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.
13. შეტყობინება
13.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის სახით ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
13.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
14. სხვა პირობები
14.1. ყველა სხვა საკითხი, რაც გათვალისწინებული არ არის ამ ხელშეკრულებით გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14.2. ხელშეკრულება შედგენილია ოთხი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.
15. მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები
/მ.ამაღლობელი/
„მიმწოდებელი”
შპს „გაზეთი ბათუმელები“
მის: ქ. ბათუმი, მ.xxxxxxxx გამზ.#48 ტ: 577 45 63 36
სს “პროკრედიტ ბანკი” კოდი: MIBGGE22
ანგ.#XX00XX0000000000000000
საიდენტიფიკაციო #204447651
შპს „გაზეთი ბათუმელები“-ს დირექტორი
17:02:02 +04'00'
Xxxxxx Xxxxxxxxxxxx /x.xxxxxxxxx/
Xxxxxxxxxxxx Date: 2019.05.07
Digitally signed by
Irakli
“შემსყიდველი”
სსიპ ”ბათუმის ბულვარი”
მის: კ.გამსახურდიას ქ. #2,
ტ: 27 88 08
სახელმწიფო ხაზინა კოდი TRESGE22 ანგ. 740387519
საიდენტიფიკაციო #245630786
სსიპ ” ბათუმის ბულვარი” -ს დირექტორი