Contract
ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვის შესახებ #60-7-223-227
ქ. თბილისი 24.04.2023 წ.
I. მხარეები
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2023 წლის 24 აპრილს, ერთის მხრივ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, წარმოდგენილი მისი დირექტორის შესყიდვებისა და ლოგისტიკის საკითხებში, დირექტორთა საბჭოს წევრის xxxxxx xxxxxxxxxx (მინდობილობა #221356227) (შემდგომში –
,,შემსყიდველი”) სახით და მეორეს მხრივ “ი/მ xxxxxx xxxxxxxx“ (შემდგომში–,,მიმწოდებელი“), წარმოდგენილი ი/მ xxxxxx xxxxxxxxx სახით, შორის, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
II. ხელშეკრულების საგანი
2.1. ,,მიმწოდებელი“ იღებს ვალდებულებას გაუწიოს ,,შემსყიდველს“ სსე-ს კუთვნილ თავდაცვის ობიექტის ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა თავშესაფრის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება (CPV კოდი: 71300000, 71320000) დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) და დანართი #2–ის (უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები) შესაბამისად.
2.2. დანართი #1 და დანართი #2 წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.3 წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის შესაბამისად.
III. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
3.1.ხელშეკრულების საერთო თანხა განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1-ის მიხედვით და შეადგენს 38021,96(ოცდათვრამეტი ათას ოცდაერთი ლარი და 96 თეთრი) ლარს დღგ–ს ჩათვლით (შემდგომში– ,,ხელშეკრულების ღირებულება”).
3.2 ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად გაწეულ მომსახურებაზე ან/და მომსახურების გაწევის დასრულებისას ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში;
3.3 იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
- საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);
-მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;
3.4 ანგარიშსწორება განხორციელდება ლარებში უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
IV. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1. ,,შემსყიდველი“ იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.
4.2. ,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ,,მიმწოდებლისგან“ მოითხოვოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი მომსახურების მიმდინარეობის შესახებ.
4.3. “მიმწოდებელი” მომსახურებას ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1 (ფასების ცხრილი), დანართი #2-ის (უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები) და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
4.4 ,,მიმწოდებელი” ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განახორციელოს ხარისხიანად და არსებული სტანდარტების შესაბამისად. იგი პასუხს აგებს ზემოაღნიშნული მომსახურების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სისწორეზე.
4.5 “მიმწოდებელი” ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადასცეს
„შემსყიდველს“ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკური დავალების (დანართი #1) შესაბამისად.
4.6 ”მიმწოდებელი” ვალდებულია განახორციელოს, მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის საჭიროების შემთხვევაში, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (სრულ პაკეტზე) მიმართ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (სრული პაკეტის) სრულყოფა და სხვა შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ”შემსყიდველის” მიერ ამ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე ტენდერის გამოცხადება და ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციისათვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.
,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ,,შემსყიდველის“ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 15(თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (სრულ პაკეტზე) სრულყოფა და სათანადო ცვლილებების შეტანა, რომელიც დამატებით ანაზღაურებას არ ექვემდებარება და შედის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (შედგენის) საფასურში.
4.7.“მიმწოდებლის“ მივლინებულმა პერსონალმა მომსახურება უნდა გაწიოს განწესით ან/და განკარგულებით, წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #2–ში განსაზღვრული უსაფრთხოდ წარმოების წესის და პირობების მკაცრი დაცვით.
V. მომსახურების ვადები და ადგილი
5.1. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადაა ობიექტზე დაშვებიდან 45
კალენდარული დღე.
5.1.1 ობიექტზე დაშვების უფლების მისაღებად „მიმწოდებელი“ ვალდებულია წერილობით მიმართოს
„შემსყიდველს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარულ დღეში.
შენიშვნა: ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.7
პუნქტში და დანართი #2–ში (უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).
5.2 გაწეულ მომსახურებაზე შედგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის(სრული პაკეტი) მოწოდების ადგილი (მისამართი): ქ. თბილისი, xxxxxxxxxxxx ქ. #2, სსე–ს სათაო ოფისი.
5.3 მომსახურების გაწევის ადგილია(მისამართი) მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელის მიმდებარედ.სს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ თავდაცვის ობიექტის ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა თავშესაფრის შენობა.
VI. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 ,,მიმწოდებლის“ მიზეზით მომსახურების დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ გაწევის შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, მომსახურების ჯეროვნად და სრულად გაწევამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
6.2 ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 3% -ის ოდენობით.
6.3 „შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულების ვადაგადაცილებით (არადროულად) გადახდის შემთხვევაში, ,,მიმწოდებლი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,შემსყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ან თანხის სრულად გადახდამდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
6.4 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალმხრივად შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება აანაზღაურონ მიყენებული ზარალი სრული მოცულობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზარალის ანაზღაურება ან მისი მოთხოვნა არ აჩერებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დარიცხვას.
6.5 ,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და “მიმწოდებელზე” დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა ,,მიმწოდებლისათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობიდან. აღნიშნული გამოქვითვა არ შეიძლება გახდეს ,,მიმწოდებლის“ მხრიდან ,,შემსყიდველისათვის“ 6.3 პუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი.
VII. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი/ინსპექტირება
7.1 ,,შემსყიდველს“ ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი/ინსპექტირება ,,მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
7.2“მიმწოდებელი” ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის/ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
7.3 ,,შემსყიდველის“ მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს/ინსპექტირებას ახორციელებს სს
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი xxxx xxxxxxxxx და ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი xxxxxxxx xxxxxxx. 4.7 პუნქტის კონტროლს უზრუნველყოფს სსე–ის ტექნიკური უსაფრთხოების და ინსპექციის სამსახურის უფროსი xxxxx xxxxxxxxxxxx. ვიდეო სამეთვალყურეო და სუსტი დენების მოწყობის ნაწილში SCADA-ს და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი xxxxx xxxxxxx.
7.4 კონტროლი/ინსპექტირება განხორციელდება გაწეული მომსახურების ხარისხისა და ვადების შესაბამისობით ხელშეკრულების პირობებთან.
7.5 გაწეულ მომსახურებაზე “შემსყიდველის” მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 7.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ამოწმებს გაწეული მომსახურების შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან და აფორმებს შესაბამის ინსპექტირების აქტს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით.
VIII. ფორს-მაჟორი
8.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
8.2 ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით და სხვა. ფორს – მაჟორის არსებობის საკმარის დამადასტურებელ საბუთად მხარეები განიხილავენ შესაბამისის ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაცემულად სათანადო ცნობას.
8.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის და მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
IX. ურთიერთობა მხარეებს შორის
9.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ოპერატილი კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელ. ფოსტით (წერილის სკანირებილი ვარიანტი) ან ფაქსის გაგზავნის გზით, შემდგომში ორიგინალის მიწოდების პირობით.
9.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
X.ხელშეკრულების პირობების შეცვლა და/ან ვადამდე მოშლა
10.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შეტანილი იქნეს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
10.2. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
10.2.1. მხარეთა შეთანხმებით;
10.2.2. ერთ-ერთი მხარის განცხადებით მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში;
10.3 “შემსყიდველს” შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტოს:
10.3.1. თუ “შემსყიდველისათვის” ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
10.3.2. “შემსყიდველის” გადახდის უუნარობის დადგენის შემთხვევაში;
10.3.3. თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ “მიმწოდებლის” მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხელშეკრულების საგნის შესახებ ყალბი აღმოჩნდება, რაც წარმოადგენს, ,,შემსყიდველის“ მხრიდან ნდობის დაკარგვის საფუძველს.
10.3.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10.4 ამ ხელშეკრულების 10.3 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში “შემსყიდველი” ვალდებულია აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” ფაქტიურად მიღებული მომსახურების ღირებულება.
10.5 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასეთ შემთხვევაშიც დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
XI. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
11.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
11.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
XII. დავათა განხილვა
12.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
12.2თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეები ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
XIII. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
13.1 მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება დადებითი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, სრულად გაწეულ მომსახურებაზე ან/და მომსახურების გაწევის დასრულებისას ფაქტიურად გაწეულ მომსახურების შესაბამისად.
13.2 მომსახურებამიღებულად ჩაითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე. მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდგომ პასუხისგებლობა გაწეულ მომსახურებაზე გადადის შემსყიდველზე.
13.3 “შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი არის სს “სსე”-ს დირექტორთა საბჭოს შესაბამისი წევრი ან/და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი”.
XIV. ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
14.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე.
14.2. ხელშეკრულება მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათლით, ხოლო მე-4 მუხლის (მხარეთა უფლება-მოვალეობები) 4.6 პუნქტის და მე-6 მუხლის (მხარეთა პასუხისმგებლობა) ფარგლებში 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
XV. ხელშეკრულების სხვა პირობები
15.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე.
15.2. ისეთ შემთხვევებში, რომლებიც არაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
15.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკვდრეებისა და უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
XVI . კონფიდენციალურობა და გაუმჟღავნებლობა
16.1 მხარეები აცნობიერებენ, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დანერგილია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO/IEC 27001 მიხედვით და შესაბამისად, შემდგომ ურთიერთობებში ითვალისწინებენ „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონფიდენციალურობისა და გაუმჟღავნებლობის პირობებს“, რომელიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე xxx.xxx.xxx.xx (ჩვენს შესახებ/შესყიდვები/კონტრაქტის პირობები).
XVII. მხარეთა რეკვიზიტები
„შემსყიდველი”: „მიმწოდებელი“
სს “საქართველოს სახელმწიფო „ი/მ xxxxxx xxxxxxxx“ ელექტროსისტემა”
ქ. თბილისი ბარათაშვილის ქ.#2 ქ. თბილისი, თემქა III მკრ.III კვ.კორპუსი 45. ბ.45 ს/ს ,,თი ბი სი ბანკი” ს.ს. "თიბისი ბანკი"
საიდ. კოდი: 204995176 ს/კ 11001022855
ბანკის კოდი: XXXXXX00 ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგარიში: # XX00XX0000000000000000 ანგარიში: # XX00XX0000000000000000
მობ:x000000000000
xxxxxx xxxxxxxxx xxxxxx xxxxxxxx დირექტორი შესყიდვებისა და ლოგისტიკის ი/მ საკითხებში, დირექტორთა საბჭოს წევრი
JSC Georgian
Digitally signed by JSC Georgian
State
Electrosyste m
State Electrosystem Date: 2023.04.24
12:14:47 +04'00'
დანართი #1
ფასების ცხრილი
# | გასაწევი მომსახურების დასახელება | ტექნიკური დავალება | საერთო ღირებულება (საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით) დღგ-ს ჩათვლით (ლარი) |
1 | 2 | 3 | 4 |
1 | სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ თავდაცვის ობიექტის ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა თავშესაფრის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით) | ა) მომსახურების გაწევა იგეგმება მიწისქვეშა თავშესაფრის ერთ სართულიანი შენობის 415 კვმ ფართობზე. ბ)„მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს პროექტის სრული პაკეტი, რომელიც უნდა მოიცავდეს: 1. არსებული ფართის ანაზომს; 2. განმარტებით ბარათს; 3. არქიტექტურულ ნაწილს (ობიექტის არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტა ოთახების მიხედვით „შემსყიდველის“ მოთხოვნის გათვალისწინებით (მათ შორის სასერვერო, მართვის ფარის და სააკუმულატორო ოთახების სპეციფიკიდან გამომდინარე); 4. კონსტრუქციულ ნაწილს; 5. ღობის მოწყობის ნაწილს; 6. ელ. მომარაგების მოწყობის ნაწილს (მათ შორის სასერვერო, მართვის ფარის და სააკუმულატორო ოთახებისთვის უწყვეტი ელ. მომარაგება და საჭიროების შემთხვევაში მრიცხველიდან ელ. ფარამდე შესაბამისი სიმძლავრის ელ. კაბელის მოწყობის სამუშაოები); 7. წყალსადენის-საკანალიზაციო სისტემის მოწყობის ნაწილს; 8. გათბობა-კონდენცირება-ვენტილაციის მოწყობის ნაწილს; 9. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოწყობის ნაწილს (საქართველოს მთავრობის #41-ე დადგენილების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით); 10. სუსტი დენების მოწყობის ნაწილს (მათ შორის სასერვეროს ოთახის მოწყობა); 11. ვიდეო სამეთვალყურეო მოწყობის ნაწილს; 12. მართვის ფარის დიზაინის ვიზუალური მოდელის მოწყობის ნაწილს; 13. მშენებლობის ორგანიზაციის ნაწილს (მიმდინარეობის გრაფიკით); 14. ხარჯთაღრიცხვას და დეფექტურ აქტს (სატენდერო დოკუმენტაციისთვის). გ)საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული პაკეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ალბომებისა (2 ეგზემპლარი) და ელექტრონული ვერსიის (1 ეგზემპლარი) სახით, სრული პაკეტი PDF ფორმატში; დ)საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის არქიტექტურულ, კონსტრუქციულ ნაწილებსა და ხარჯთაღრიცხვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ ექსპერტიზის დასკვნა (შესაბამისი აკრედიტაციის დოკუმენტის წარმოდგენით); ე)საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ტექნიკური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა ასახავდეს სამუშაოების ობიექტურ-ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში მოქმედ ყველა ნორმებსა და წესებს, მოთხოვნებს, ტერმინოლოგიასა და პირობით აღნიშვნებს; ვ)სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ხარჯვის და დანახარჯის გათვალისწინებით) მომზადებული უნდა იყოს მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული სამშენებლო რესურსების ფასების უახლესი კვარტლის მონაცემებით და საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად (13 პუნქტიანი სახარჯთაღრიცხვო ფორმის წარმოდგენით). ზ)წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს სრულყოფილ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ შესაძლებელი იქნება სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება და ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციისთვის სამუშაოების წარმოება. თ)საპროექტო ორგანიზაცია ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს სამუშაოების მიმდინარეობის დროს მონიტორინგის წარმოება და საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა (საჭიროების შემთხვევაში); | 38021,96 |
ხელშეკრულების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 38021,96(ოცდათვრამეტი ათას ოცდაერთი ლარი და 96 თეთრი) ლარს. ხელშეკრულების ღირებულება ითვალისწინებს ყველა ხარჯს.
შენიშვნა: საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას გასათვალისწინებელია xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით.
„შემსყიდველი”: „მიმწოდებელი“
სს “საქართველოს სახელმწიფო „ი/მ xxxxxx xxxxxxxx“ ელექტროსისტემა”
xxxxxx xxxxxxxxx xxxxxx xxxxxxxx დირექტორი შესყიდვებისა და ლოგისტიკის ი/მ
საკითხებში, დირექტორთა საბჭოს წევრი
დანართი#2
უსაფრთხოდ წარმოების წესები და პირობები
1. მომწოდებელმა საწარმომ სამუშაოები უნდა ჩაატაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ასევე, შემდეგი ნორმატიული აქტების მოთხოვნების განუხრელი დაცვით: 1) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი – „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ“; 2) საქართველოს მთავრობის 17.12.2013 წლის N340 დადგენილებით დამტკიცებული „უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას“; 3) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის N 134 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“; 4) საქართველოს ორგანული კანონი, შრომის უსაფრთხოების შესახებ.
2. ობიექტზე დაშვებისათვის მომწოდებელი საწარმო ვალდებულია, სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე სსე–ს წერილობით მიაწოდოს სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებელ მივლინებულ პირთა სია: გვარების, ინიციალების, პირადობის მოწმობის პირადი ნომრების, თანამდებობების, მათთვის მინიჭებული უფლებების (სამუშაოთა ხელმძღვანელი, სამუშაოთა მწარმოებელი, მეთვალყურე, ბრიგადის წევრი) მითითებით;
3. მომწოდებელი ვალდებულია გააჩნდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით;
4. მომწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს ელექტროსისტემას რისკების შეფასების დოკუმენტი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ მეთოდოლოგიას და მოიცავდეს მომსახურეობის სივრცეში დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას (მინისტრის ბრძანება 2020 წლის 30 იანვარი 01-15/N);
5. ობიექტზე დაშვებისას ყველა მივლინებულმა პირმა/მუშაკმა სავალდებულოდ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა/პასპორტი);
6. მომწოდებელი ვალდებულია ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით დაიცვას ქვეყანაში მოქმედი რეკომენდაციები;
7. მივლინებული საწარმოს მუშაკი ობიექტზე არ დაიშვება იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი პიროვნება (სახელი, გვარი და პირადი ნომერი) არ აღმოჩნდება ობიექტზე გადაცემულ სიაში;
8. დაშვებამდე, მივლინებულმა პირებმა ერთჯერადად უნდა გაიარონ შესავალი და პირველადი ინსტრუქტაჟები ჟურნალში გაფორმებით. აღნიშნული ინსტრუქტაჟები წარმოადგენს ადგილობრივ თავისებურებათა და გამოყოფილ უბანზე საშიში გარემოებების/ფაქტორების შესახებ ინფორმირებას;
9. მწარმოებელი ვალდებულია მის მიერ გადმოცემულ პერსონალის სიაში ცვლილების აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია, წერილობით აცნობოს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) ამ პერსონალის ობიექტზე დაშვებამდე არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე; 10.მივლინებულ პირებისთვის სსე უზრუნველყოფს აუცილებლობის შემთხვევაში შენობაში არსებულ კომუნიკაციებთან (ელ-ენერგია, წყალი და ა.შ.) წვდომას.
11. მივლინებულმა პირებმა სამუშაოები უნდა აწარმოონ გამოყენებისათვის ვარგისი დამცავი საშუალებების (ჩაფხუტი, სათვალე, ხელთათმანები და სხვა) სავალდებულო გამოყენებით. აღნიშნული საშუალებები ობიექტზე დაშვებისას თან უნდა იქონიონ/მოიტანონ მივლინებული საწარმოს მუშაკებმა.
12.მივლინებულ პირებს, სსე-ს ობიექტების ტერიტორიაზე მკაცრად ეკრძალებათ ნებისმიერი ზომისა და სახეობის ცივი, ცეცხლსასროლი, გაზის, პნევმატური, სათამაშო/სასწავლო და სხვა სახის იარაღის, საბრძოლო მასალების (მათ შორის, სასწავლო/სათამაშო ნიმუშების), ნებისმიერი სახეობისა და რაოდენობის ასაფეთქებელი, მომწამვლელი ან/და ადამიანებისა და გარემოსათვის საშიში სხვა 2 ნივთიერებების, აგრეთვე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალებების და ალკოჰოლური სასმელების შეტანა;
13.აკრძალულია, სსე-ს ობიექტებზე გამოცხადება ნასვამ (ალკოჰოლური ზემოქმედების) მდგომარეობაში, ფსიქოტროპული ან/და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული მოთხოვნიდან ერთ–ერთის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მივლინებული მუშაკი არ დაიშვება ობიექტზე, ხოლო პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
14.ობიექტზე დაშვებული ყველა მივლინებული პირი ფიზიკური/ფსიქიკური მონაცემებით უნდა შეესაბამებოდეს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოს, უნდა იყოს ჯანმრთელი და გავლილი უნდა ჰქონდეთ ჯანმრთელობის სამედიცინო შემოწმება;
15. ობიექტზე დაშვებას განწესის მიხედვით ასრულებს სსე-ს წარმომადგენელი (დამშვები),
მოქმედი წესების შესაბამისად;
16. მივლინებულ პირებს ეკრძალებათ ობიექტზე ნებისმიერი სახის (ღია, დახურულ ან/და კომპლექტურ) ელექტრო გამანაწილებელ მოწყობილობებში შესვლა, ასევე სხვა საწარმოო სათავსოებში თუ ტერიტორიაზე მოძრაობა (გარდა უშუალოდ მათთვის გამოყოფილი სამუშაო და სამოძრაო ადგილისა), დათვალიერება ან რაიმე სამუშაოების ჩატარება;
17. მივლინებულმა პირებმა მომსახურების გაწევის ადგილზე უნდა უზრუნველყონ საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა განუხრელი დაცვა. მომსახურების გაწევის დროს აკრძალულია ფეთქებადი და ადვილადაალებადი ნივთიერებების გამოყენება. მომსახურების გაწევისას მიღებული და დაცული უნდა იყოს აფეთქება და ხანძარსაწინააღმდეგო ზომები. მივლინებულ პირებს ობიექტის ტერიტორიაზე ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად საამისოდ გამოყოფილი ადგილებისა;
18. სამუშაო ადგილზე/გამოყოფილ უბანზე უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე, მივლინებული მუშაკების უსაფრთხოდ მუშაობაზე და მათი კვალიფიკაციის შესაბამისობაზე ჩასატარებელი სამუშაოს სპეციფიკასთან, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმავლინებელ საწარმოს. ამასთან, მივლინებული პირები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან სამუშაო ადგილებზე არსებული მოწყობილობა– დანადგარების, აპარატურის, კომპიუტერული და სხვა აღჭურვილობის მუშაობის დადგენილი რეჟიმები და თავიანთი ქმედებებით არ გამოიწვიონ რაიმე შეფერხებები;
19. მომსახურების წარმოებისას აკრძალულია ძირითადი და საევაკუაციო გზების სხვადასხვა მასალით, ნაკეთობებით, მოწყობილობებით, ნარჩენით და სხვა საგნებით ჩახერგვა. ნარჩენების გატანა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და არ მოხდეს მათი დაგროვება ობიექტზე;
20. სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროს (შესვენება სადილზე, მუშაობის პირობებით გამოწვეული შესვენება და სხვა) ბრიგადა გამოყვანილი უნდა იქნას სამუშაო ადგილიდან. ბრიგადის წევრებს შესვენების შემდეგ უფლება არა აქვთ სამუშაოს მწარმოებლის (მეთვალყურის) გარეშე დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე. შესვენების შემდეგ დაშვებას ახორციელებს სამუშაოს მწარმოებელი (მეთვალყურე) განწესში გაუფორმებლად.
21. მომსახურების სრულად დამთავრების შემდეგ სამუშაოთა მწარმოებელმა უნდა გაიყვანოს ბრიგადა მომსახურების გაწევის ადგილიდან, ტერიტორია მოაწესრიგოს, მოხსნას მხოლოდ ბრიგადის მიერ დაყენებული დროებითი შემოღობვები და უსაფრთხოების გადასატანი პლაკატები და აცნობოს სსე–ს მხრიდან გამოყოფილ შესაბამის პერსონალს.
22. წინამდებარე „უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები“ ძალაშია სსე–ს და მომსახურების გამწევ საწარმოს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით.
„შემსყიდველი”: „მიმწოდებელი“
სს “საქართველოს სახელმწიფო „ი/მ xxxxxx xxxxxxxx“ ელექტროსისტემა”
xxxxxx xxxxxxxxx xxxxxx xxxxxxxx დირექტორი შესყიდვებისა და ლოგისტიკის ი/მ საკითხებში, დირექტორთა საბჭოს წევრი