ერთის მხრივ, სსიპ „ბათუმის ბულვარი”, დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ლაზიშვილის სახით, (შემდგომში – “შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ შპს „საბა“, დირექტორის რამაზ კუკულაძის სახით, (შემდგომში _ “მიმწოდებელი”), იმის...
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #2/01
ქ. ბათუმი, 16 თებერვალი 2022 წ.
ერთის მხრივ, სსიპ „ბათუმის ბულვარი”, დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი xxxxx xxxxxxxxxx სახით, (შემდგომში – “შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ შპს „საბა“, დირექტორის xxxxx xxxxxxxxx სახით, (შემდგომში _ “მიმწოდებელი”), იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ელექტრონული NAT220000895 ტენდერი (ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე) ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამშენებლო, სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯათაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი თანახმაა განახორციელოს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამშენებლო, სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯათაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, შემდგომში - „მომსახურება“, ხოლო შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მისი ღირებულება ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
1.2 კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი 71300000 - საინჟინრო მომსახურებები. კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი 71320000 - საინჟინრო-საპროექტო მომსახურება.
1.3. მიმწოდებელი ასრულებს, ხოლო შემსყიდველი ღებულობს შესრულებულ მომსახურებას და ახდენს მისი ღირებულების ანაზღაურებას წინამდებარე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შესაბამისად.
1.4. „მიმწოდებელი“ სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციას ადგენს „შემსყიდველის“ მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ტექნიკური დავალების შესაბამისად.
1.5. „მიმწოდებელი“ ვალდებულია შეასრულოს მომსახურება ხელშეკრულებით და კონკრეტულ პროექტზე ტექნიკური დავალებებით განსაზღვრულ ვადებში. შემსყიდველის მიერ გადაცემული საპროექტო დავალებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს დავალებაში მითითებული სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელზეც წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
1.6. წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა მხარეთა შორის.
2. მომსახურების ღირებულება და ანგარიშწორების წესი
2.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით) შეადგენს 22900,00 (ოცდაორი ათას ცხრაასი) ლარს.
2.2. მომსახურების ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, რომელთა გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
2.3. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების, მიღება-ჩაბარების აქტის, ექსპერტის დასკვნის (სსიპ ,,xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა) გაფორმების საფუძველზე, წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
2.4. ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ მომსახურების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს შემსყიდველის მიერ დადასტურებული მიღება- ჩაბარების აქტი.
2.5. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურეობის ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეული ფასების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია აუთვისებელ თანხაზე და მის გადახდაზე.
2.6 წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
2.7. მიმწოდებლის მოთხოვნა ანაზღაურების შესახებ შემსყიდველისადმი შესრულებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით, მომსახურების შესრულების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების დართვით.
2.8. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან ერთად დააფიქსიროს შესრულებული მომსახურების ღირებულება.
3. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
3.1. ხელშეკრულების შესრულების შემსყიდველის მხიდან კონტროლს, შესრულებული მომსახურების წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მიღება–ჩაბარების მიზნით მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებას და ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ინსპექტირების ჯგუფი შემსყიდევლს უფლება აქვს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ დროს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ინდივიდუალურ ადმინისტრაცი- ულ–სამართლებლებრივი აქტით მიანიჭოს სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს სხვა თანამშრომელს ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ნებისმიერ სხვა პირს. შემსყიდველის ასეთი გადაწყვეტილება არ საჭიროებს მიმწოდებლის არც წინასწარ და არც შემდგომ თანხმობას და იგი ძალაში შედის შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით ან შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
3.2. ხელშეკრულების შესრულების შემსყიდველის მხიდან კონტროლის, შესრულებული მომსახურების წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მიღება–ჩაბარების მიზნით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების 3.1. პუნქტის შესაბამისად შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით ან შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირზე მინიჭების შემდეგ ასეთი უფლებამოსილების მინიჭებამდე შესრულებული მომსახურების კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შედე- გები და გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
3.3. შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მათ შორის მომსახურების ხარისხის პერიოდული ინსპექტირება.
3.4. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი ინსპექტირების ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველი ინსპექტირების მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
3.5. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
4. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
4.1 ასანაზღაურებელი მომსახურების მოცულობა განისაზღვრება ორმხრივი ხელმოწერილი მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ექსპერტის დადებითი დასკვნის (სსიპ ,,ლევან სამხარაულის
სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა) წარმოდგენის საფუძველზე;
4.2 მომსახურების მიღება-ჩაბარება ხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული მომსახურების მიღება- ჩაბარების აქტის წარმოდგენის შემდეგ, მომსახურების მიწოდების ადგილზე.
4.3 მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენის შემდგომ შემსყიდველი ახდენს საპროექტო- სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შემოწმებას ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაზე, ამასთან უფლება აქვს მოთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის კორექტირება.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
5.1. შემსყიდველი და მიმწოდებელი მოქმედებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით.
5.2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) მიმწოდებელს წინასწარ გააცნოს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებისას.
ბ) მომსახურების შესრულების დამოწმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში მოახდინოს მიმწოდებელთან ანგარიშსწორება.
გ) მიმწოდებელს აუნაზღაუროს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით სახელმწიფო შესყიდვის მომსახურების სრული ღირებულება, მომსახურების დასრულებისთანავე.
5.3. შემსყიდველს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე.
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება.
5.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
ბ) დააკმაყოფილოს შემსყიდველის მოთხოვნა დამატებითი მონაცემებისა და გარანტიების წარმოდგენის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.5. მიმწოდებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული მომსახურების, შუალედური და საბოლოო ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისას
6.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ხოლო, თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.02 %-ს.
6.2 იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
6.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.
6.4 საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
7. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
7.1. ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
7.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
7.3. ნებისმიერი ცვლილება რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
8. ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ თავის ვალდებულებებს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში შემსყიდველი წერილობითი ფორმით აფრთხილებს მიმწოდებელს დაიცვას ხელშეკრულების პირობები;
8.2. მხარეს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე, თუ მეორე მხარე აშკარად არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნას.
8.3. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მიმწოდებელი არ შეასრულებს თავის ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადაზე ადრე მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა
8.4. შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულების შესრულება წერილობითი ფორმით შეტყობინების შემდეგ მიმწოდებლის მიერ მისი ვალდებულებების ან მისი ნაწილის შეუსრულებლობის შემთხვევაში თუ:
ა) მიმწოდებელმა არ შეასრულა მომსახურება ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;
ბ) თუ მიმწოდებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა თავისი ვალდებულებები;
8.5. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
8.6. ერთ-ერთი მხარის ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე მეორე მხარეს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ;
8.7. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
9. მომსახურების გაწევისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადები
9.1. მიმწოდებელმა სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემსყიდველს უნდა მიაწოდოს ეტაპობრივად, კონკრეტულ პროექტზე ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვადებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში 2022 წლის 17 აპრილის ჩათვლით (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით);
9.2 მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
9.3. ხელშეკრულება ძალაშია 2022 წლის 16 თებერვლიდან და მოქმედებს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
10. ფორს-მაჟორული სიტუაციები
10.1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შესრულებაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე ომები და საომარი მოქმედებები, ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვა, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე.
10.2. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, ფორს-მაჟორული გარემოებათა დასრულების შემდეგ.
10.3. მხარეს, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყონებლივ უნდა აცნობოს წერილობით ამის შესახებ მეორე მხარეს. ამასთან მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ამ მოვლენამ ხელი შეუშალა მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში.
11. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
11.1. ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
11.2 თუ ასეთი მოლაპარაკებების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს, თუ ხელშეკრულების პირობებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
12. გადასახადები და ბაჟები
12.1 მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე.
13. გარანტია
13.1. საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აგრეთვე ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებს;
13.2 შეტყობინების მიღების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას, გამოასწოროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდგომ, ინსპექტირების შედეგად გამოთქმული შენიშვნები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობები ნორმატიულ-ტექნიკური დეკუმენტებთან და ტექნიკური დავალების მოთხონებთან);
13.3 სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობითი მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის შემსყიდველისათვის მიწოდება;
13.4 თუ მიმწოდებლის ბრალეულობით, შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების პროცესში გამოვლენილი საპროექტო დეფექტ(ებ)ის არსებობამ გადააჭარბა სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაში განსაზღვრული
გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულებას მიმწოდებელი (საპროექტო ორგანიზაცია) ვალდებულია აანაზღაუროს სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაში განსაზღვრული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულებას გადაჭარბებული სამუშაოების სრული ღირებულება.
14. შეტყობინება
14.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილობითი ფორმით სახით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
14.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიანდგება.
15. სხვა პირობები
15.1. მიმწოდებელს არა აქვს უფლება შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
15.2. ხელშეკრულება ძალაში შედის, მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
15.3. ხელშეკრულება იდება ორი ერთნაირი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად და ინახება ხელშეკრულების დამდებ მხარეებთან.
15. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
----------------------------------------/რ. xxxxxxxx/
„მიმწოდებელი”
შპს „საბა“
მის: ქ. ბათუმი, მ. xxxxxxxxx ქ. #108, ბ #18 . ტ: 558541191
სს “საქართველოს ბანკი” კოდი: XXXXXX00 ანგ.#XX00XX0000000000000000 ს/კ 445438642
შპს „საბა“-ს დირექტორი
Дата: 2022.02.16
17:42:24 +04'00'
/ს.xxxxxxxxx/
Lazishvili
Подписано цифровой подписью: Sophio
Xxxxxx Xxxxxxxxxx
“შემსყიდველი”
სსიპ „ბათუმის ბულვარი“
მის.: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. #2 ტ: 27 88 08
სახელმწიფო ხაზინა კოდი TRESGE22 ანგ. #740387519
ს/კ: 245630786
სსიპ ბათუმის ბულვარი-ს დირექტორის მოადგილე, დირექტორის მ/შ
დანართი #1
ტექნიკური დავალება
1. საპროექტო ობიექტების სავარაუდო სია - სამუშაოების დასახელება:
1.1 ბულვარის ტერიტორიაზე საინფორმაციო მანიშნებლების მოწყობა;
1.2 ბათუმის ბულვარში სკვერის მოწყობა;
1.3 ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის რეაბილიტაცია;
1.4 ბულვარში არსებული სხვადასხვა სკამებისათვის ხის ძელაკების გამოცვლა;
1.5 სხვადასხვა დიზაინის სკამის შეძენა;
1.6 ვეტერანთა კლუბის რეაბილიტაცია;
1.7 სამეურნეო შენობის მოწყობა;
1.8 ადმინისტრაციული ოფისის რემონტი.
2. გასაწევი მომსახურება:
2.1 კვლევა-ძიება და კამერალური სამუშაოები;
2.2 საპროექტო სამუშაოები;
2.3 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ტექნიკური დავალების შესაბამისად საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების დადგენა;
2.4 დეფექტური აქტების შედგენა და დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების გამოთვლა;
2.5 საპროექტო ტერიტორიის ესკიზებისა და ხარჯთაღრიცხვების შემუშავება და შეთანხმება შემსყიდველთან, ასევე შემსყიდველის მიერ მიწოდებულ ესკიზებზე ხარჯთარიცხვების შედგენა;
2.6 საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება;
2.7 გარკვეულ პროექტებზე 3D ვიზუალიზაციის მომზადება;
2.8 გეოლოგიური გამოკვლევა.
3. დამატებითი მომსახურების გაწევა, კერძოდ:
3.1 ხარჯთაღრიცხვების გადაანგარიშება;
3.2 პროექტების კორექტირება;
3.3 მიმწოდებელი ვალდებულია რესურსის არსებობის შემთხვევაში დანართი #1-ის 1-ლ პინქტში ჩამოთვლილი პროექტების გარდა სახელშეკრულებო თანხის ფარგლებში შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით მოამზადოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები, ასევე შემსყიდველი ორაგნიზაცია არ არის ვალდებული სრულად შეისყიდოს დანართი #1-ში ჩამოთვლილი პროექტები.
3.4 პროექტების განხორციელების პროცესში სამუშაოების მიმდინარეობისას გაუთვალისწინებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე გონივრულ ვადებში შეიტანოს სათანადო ცვლილებები (კორექტირება) შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციაში, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
4. დავალების შინაარსი:
შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია:
4.1 ყოველი კონკრეტული საპროექტო სამუშაოები შეასრულოს სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
4.2 საკვლევაძიებო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის მოახდინოს შესაბამის ორგანიზაციებთან და პირებთან პროექტის საჭირო წინასწარი შეთანხმებები, გარდა სამშენებლო მოედნისა, ტერიტორიის გამოყოფის და გათავისუფლებისა,
რომელიც წარმოადგენს შემსყიდველის მოვალეობას;
4.3 პროექტებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე;
4.4 სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენისას პროექტების ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი ნორმებით, დასაბუთებული კალკულაციებით და ღირებულებებით;
4.5 მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა საჭირო საოფისე ფართის, აღჭურვილობის, მოწყობილობის, ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა საველე სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკაზე;
4.6 შემსყიდველი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში, მიმწოდებელს მოსთხოვოს ცვლილების შეტანა სააპოექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წინა ვერსიაში.
5. დავალების შესრულების წესი:
5.1 მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს მომსახურება ხელშეკრულებით და კონკრეტულ პროექტზე შემსყიდველის მიერ მიწოდებული ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ გონივრულ ვადებში და წარმოადგინოს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
5.2 შემსყიდველის მიერ კონკრეტულ პროექტზე მიწოდებულ ტექნიკურ დავალებაში მითითებული იქნება პროექტის სავარაუდო ღირებულება;
5.3 მხოლოდ შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია მიმწოდებელს ქვეკონტრაქტის გაფორმება. ქვეკონტრაქტის შინაარსი არ ცვლის მიმწოდებლის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს;
5.4 მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში წარმდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა განაახლოს (ხარჯთაღრიცხვის ცვლილება) სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით
6. პროექტის კუთვნილება:
6.1 ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა, ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალი ეკუთვნის შემსყიდველს და რჩება მის საკუთრებაში;
6.2 მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე.
6.3 მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს პროექტის ნაწილის ან სრული მოცულობის ელექტრონული ვერსია.
7. საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობა:
7.1 მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ნაბეჭდი 4 ეგზემპლარად და მისი შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი (პროექტი -,,PDF", ხარჯთაღრიცხვა -,,EXCEL"ფორმატში). ელექტრონულ ვარიანტში ტექსტური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა, განმარტებითი ბარათი და ა.შ.) უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen, ამასთანავე, PDF ფორმატის თითოეული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 8 მეგაბაიტს.
7.2 მომწოდებელმა უნდა მოახდინოს, პროექტის საავტორო ზედამხედველობა სამუშაოების პროცესში და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პროექტის კორექტირება დამკვეთთან შეთანხმებით დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
დანართი #2
მომსახურების ფასების ცხრილი
N | საპროექტო მომსახურების დასახელება | პროექტების სავარაუდო ღირებულება | მომსახურების პროცენტი | ღირებულება (ლარი) |
1 | ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამშენებლო, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯათაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა | 1000000,00 | 2,29% | 22900,00 |
სულ ჯამი: | 22900,00 |