ერთი მხრივ, შპს ,,სტერეო +“ (ს/კ 204986408; მის.: ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. #1; ტელეფონი 0322333522; ელ. ფოსტა contact@stereoplus.ge)მისი დირექტორის მალხაზ კვარაცხელიას სახით (შემდგომში
ხელშეკრულება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურებაზე
ქ. თბილისი “--” 2019წ.
ერთი მხრივ, შპს ,,სტერეო +“ (ს/კ 204986408; მის.: ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. #1; ტელეფონი 0322333522; ელ. ფოსტა xxxxxxx@xxxxxxxxxx.xx)მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxx სახით (შემდგომში
,,მულტიპლექს ოპერატორი“)
და მეორე მხრივ, [Company] (ს/კ [Subject]; მის: [Company Address]; ტელეფონი ---------------------------------
; ელ. ფოსტა ) მისი titleს manager ს
სახით (შემდგომში ,,მაუწყებელი“) ერთად წოდებული როგორც ,,მხარეები“ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ზოგადი დებულებები
ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეროვნული მაუწყებლობა - მაუწყებლობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2014 წლის 10 ივლისის #363/1 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალზე;
ბ) პირველი კატეგორიის საიტი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის #363/1 გადაწყვეტილების #3 დანართით განსაზღვრული დასახლებული პუნქტი, სადაც მოსახლეობა აღემატება 50 000-ს;
გ) მეორე კატეგორიის საიტი -საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის #363/1 გადაწყვეტილების #3 დანართით განსაზღვრული დასახლებული პუნქტი, სადაც მოსახლეობა 20000-დან 50 000-ის ჩათვლითაა;
დ) მესამე კატეგორიის საიტი -საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის #363/1 გადაწყვეტილების #3 დანართით განსაზღვრული დასახლებული პუნქტი, სადაც მოსახლეობა 10000-დან 20 000-ის ჩათვლითაა;
ე) მეოთხე კატეგორიის საიტი -საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის #363/1 გადაწყვეტილების #3 დანართით განსაზღვრული დასახლებული პუნქტი, ქალაქები 10 000-ზე ნაკლები მოსახლეობით, ასევე ყველა სხვა დასახლებული პუნქტი;
ვ) მომსახურების ტარიფი - ეროვნულ დონეზე სატელევიზიო კონტენტის ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფი, რომელიც მოიცავს 24 საათიანი უწყვეტი მომსახურების მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების) ყველა ხარჯს ერთი კალენდარული თვის პერიოდში, გარდა მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Heand-end) სიგნალის მიწოდების ტარიფისა;
ზ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი − ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი შესაბამისი ელემენტებით (მათ შორის, მულტიპლექსპლატფორმა), რომელიც გამოიყენება ციფრული ტელემაუწყებლობის გასავრცელებლად;
თ) მულტიპლექს პლატფორმა − ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ტელეპროგრამებს და მათთან დაკავშირებულ მონაცემებს, აგრეთვე სხვა შესაბამის მონაცემებს ციფრულ ფორმატში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში გასავრცელებლად;
ი) ,,ხელმისაწვდომობა“ - მულტიპლექს ოპერატორის მიერ ციფრული ტელემაუწყებლობის შეფერხების გარეშე გადაცემა;
კ) ხელმისაწვდომობის დრო - ითვლება დამოუკიდებლად, ცალკეული არხისა და ცალკეული ძირითადი გადამცემი სადგურის მონაცემების მიხედვით. ხელმისაწვდომობის გაანგარიშების ფორმულა შემდეგი სახისაა:
K = 100 X (1-X/8,760) სადაც:
K -წარმოადგენს რეალურ ხელმისაწვდომობას გამოხატულს %-ებში;
X - წარმოადგენს არახელმისაწვდომობის დროს (საათები წელიწადში); 8,760 წარმოადგენს სულ საათების რაოდენობას წელიწადში;
ლ),,არახელმისაწვდომობა” - მულტიპლექს ოპერატორის მიერ პრობლემის აღმოჩენიდან მის აღმოფხვრამდე საჭირო დროის ხანგრძლივობა;
მ) ,,შეცდომა“ – ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელის შეფერხებითი მუშაობა.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 ,,მულტიპლექს ოპერატორი“ იღებს ვალდებულებას ღია ეთერით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გაავრცელოს ,,მაუწყებლის“ მიერ წარმოებული სატელევიზიო კონტენტი ეროვნულ დონეზე, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების თანხა;
2.2 ,,მულტიპლექს ოპერატორის“ მიერ ,,მაუწყებლის“ მიერ წარმოებული სატელევიზიო კონტენტის გავრცელება უნდა მოხდეს --------------- მგბ/წმ სიჩქარით. აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
3.1 ,,მულტიპლექს ოპერატორი“ ვალდებულია:
3.1.1 წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მისი მოქმედების განმავლობაში განახორციელოს ,,მაუწყებლის“ მიერ მიწოდებული ვიდეო-აუდიო სიგნალით (SDI VIDEO + EMBEDED AUDIO) მიწოდებული სატელევიზიო კონტენტის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელება ღია ეთერით ეროვნულ დონეზე;
3.1.2 ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოს ,,მაუწყებლისთვის“ ხარისხიანი მომსახურება;
3.1.3 უზრუნველყოს, რომ ხელმისაწვდომობის ხარისხის ერთი წლის საშუალო მონაცემი პირველი კატეგორიის საიტებისათვის იყოს - 99.75 %; მეორე კატეგორიის საიტებისათვის - 99.5 %, მესამე კატეგორიის საიტებისათვის - 99.35 %, მეოთხე კატეგორიის საიტებისათვის - 98.5%;
3.1.4 ელექტრონული გზამკვლევის შესაბამისი ინფორმაციისათვის (PSI/SI) გამოყოს მინიმუმ 0.8 მგბტ/წმ გამტარუნარიანობა; ურთიერთგაცვალოს კომისიის მიერ განსაზღვრულ ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ოპერატორ(ებ) თან ელექტრონული გზამკვლევის ყველა შესაბამისი ინფორმაცია და მაუწყებლების სატელევიზიო პროგრამების შესახებ 7 დღის ინფორმაცია განათავსოს მულტიპლექს პლატფორმაში;
3.1.5 განათავსოს ვებ-გვერდზე - xxx.xxxxxxxxxx.xx ინფორმაცია დაფარვის ზონების შესახებ საფოსტო მისამართების მიხედვით და მოახდინოს ნებისმიერი განხორციელებული ცვლილების განახლება;
3.1.6 ხელშეკრულების მოქმედების ვადაში უზრუნველყოს ,,მაუწყებლისა“ და მომხმარებლებისთვის „ონლაინ“და ცხელი ხაზით (000)0 000 000 მომსახურება;
3.1.7 მომსახურების ტარიფების ცვლილების შემთხვევაში მიაწოდოს ,,მაუწყებელს“ ინფორმაცია ახალი ტარიფებით მომსახურების დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე;
3.1.8 არ განახორციელოს ან მისი შემადგენელი პროგრამების ასლების (როგორც სრული, ისე ფრაგმენტული) რაიმე ფორმით დამზადება, ან მათი გადაცემა მესამე პირებისთვის;
3.1.9 არ დაუშვას, გამორიცხოს ,,მაუწყებლის“ მიერ წარმოებული სატელევიზიო კონტენტის ლოგოტიპის რაიმე სახით გადაადგილება ან სხვა ლოგოტიპით შეცვლა;
3.1.10 უზრუნველყოს გადაცემა სრული მოცულობით, რეალური დროის რეჟიმში, იმგვარად, რომ არ მოახდინოს არანაირი ცვლილება არხის შემადგენელ სატელევიზიო პროგრამაში ან/და მასში შემავალ ცალკეულ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში;
3.1.11 საკონტაქტო მონაცემების, ცხელი ხაზის, ვებ-გვერდის და საბანკო ანგარიშის ცვლილების შეთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ,,მაუწყებელს“.
3.2 ,,მულტიპლექს ოპერატორი“ უფლებამოსილია
3.2.1 მოსთხოვოს პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გადახდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და ფორმით;
3.2.2 შეტყობინება განახორციელოს ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ,,მაუწყებლის“ მისამართზე, ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონზე, ან გამოაქვეყნოს
,,მულტიპლექს ოპერატორის“ მიერ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ვებ-გვერდზე.
3.3 ,,მაუწყებელი“ ვალდებულია:
3.3.1 წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მისი მოქმედების განმავლობაში მიაწოდოს ,,მულტიპლექს ოპერატორს“ სატელევიზიო კონტენტი ვიდეო-აუდიო სიგნალით (SDI VIDEO + EMBEDED AUDIO);
3.3.2 აწარმოოს ანგარიშსწორება „მულტიპლექს ოპერატორთან“ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
3.3.3 მომსახურების შეფერხების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად შეუწყოს ხელი ,,მულტიპლექს ოპერატორის“ თანამშრომლებს წარმოქმნილი ხარვეზის გამოსწორებაში;
3.3.4 საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შეთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ,,მულტიპლექს ოპერატორს“;
3.4 ,,მაუწყებელი“ უფლებამოსილია:
3.4.1 შეცვალოს სატელევიზიო არხის შემადგენლობა და შინაარსი, აგრეთვე პროგრამების, აუდიოვიზუალური ნაწარმოებების შინაარსი/განრიგი, არხის სახელწოდება და გაფორმება, აგრეთვე შეცვალოს არხის ტრანსლაციის საათები. ამასთან ყველა ღონე იხმაროს რათა შესაბამისი ცვლილებების თაობაზე წინასწარი წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს „მულტიპლექს ოპერატორს“;
3.4.2 მოითხოვოს მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა;
3.4.3 საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს ცხელი ხაზით;
3.4.4 შეტყობინება განახორციელოს ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ,,მულტიპლექს ოპერატორს“ მისამართზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.
3.5 ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მეორე მხარისგან წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება.
4. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
4.1 ,,მაუწყებელი“ ვალდებულია ,,მულტიპლექს ოპერატორს“ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სატელევიზიო კონტენტის ეროვნულ დონეზე ღია ეთერით 1მგბ/წმ-ით გავრცელებისთვის გადაუხადოს 8900 (რვა ათას ცხრაასი) ლარი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე.
4.2 ,,მულტიპლექს ოპერატორი“ ადასტურებს, რომ მისი საბანკო რეკვიზიტებია: სს თიბისი ბანკი ბანკის კოდი:XXXXXX00 ანგარიშსწორების ანგარიში: XX00XX0000000000000000;
4.3 შეთანხმებული საზღაურის გადახდა მოხდება უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების წესით მომსახურების ყოველი თვის დადგომამდე წინასწარ.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1 ,,მაუწყებელი“ პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებული სატელევიზიო კონტენტის შინაარსსა და გაფორმებაზე. იმ შემთხვევაში თუ დაირღვა მესამე პირების უფლებები, მათ მიმართ ,,მულტიპლექს ოპერატორისადმი“ ყველა ქონებრივი პრეტენზია, დაკავშირებული სატელევიზიო კონტენტთან, მათ შორის ავტორთა და მომიჯნავე უფლებების მქონე პირთა მხრიდან, უნდა დარეგულირდეს
,,მაუწყებლის“ მიერ საკუთარი ძალით და ხარჯებით;
5.2 იმ შემთხვევაში, თუ ,,მულტიპლექს ოპერატორს“ მიადგა ზიანი, გამოწვეული ,,მაუწყებლის“ მიერ მესამე პირების უფლებების დარღვევით სატელევიზიო კონტენტში შესულ, გამოყენებულ მასალებთან, ნაწარმოებთან დაკავშირებით, ან მის შინაარსსა და გაფორმებაზე კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველობასთან დაკავშირებით, ,,მაუწყებელი“ სრულად აუნაზღაურებს ,,მულტიპლექს ოპერატორს“ ასეთი დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანს;
5.3 ერთ–ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელი მხარე, დაზარალებულ მხარეს, მიყენებული ზიანს უნაზღაურებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5.4 მხარეები თანხმდებიან, რომ „მაუწყებლის“ მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში „მულტიპლექს ოპერატორს“ უფლებამოსილია
„მაუწყებელს“ დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0,2% ოდენობით. პირგასამტეხლო „მაუწყებელმა“ უნდა გადაიხადოს „მულტიპლექს ოპერატორის“ მიერ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;
5.5 მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ ,,მაუწყებლის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 522-ე მუხლის მე-7 პუნქტი ,,მაუწყებლის“ მიერ გამოყენებული იქნება ,,მულტიპლექს ოპერატორისთვის“ ვალდებულებისაგან თავის არიდებისა ან/და ფინანსური ზიანის მიყენებისთვის, ,,მაუწყებელი“ ვალდებულია ჯარიმის სახით ,,მულტიპლექს ოპერატორს“ გადაუხადოს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ექვსმაგი ოდენობა. ,,მაუწყებლის“ მიერ ვალდებულებებისთვის თავის არიდებად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც მხოლოდ საეთერო მაუწყებლობას ,,მულტიპლექს ოპერატორთან“ წყვეტს;
5.6 მხარეები თანხმდებიან, რომ „შეცდომები“, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 15 წამს უნდა იქნას იგნორირებული.
6. დავის გადაწყვეტის წესი
მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ფორსმაჟორული გარემოებები
7.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობებისგან ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუკი ეს გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის გარემოებათა გამო;
7.2 დაუძლეველი ძალა ნიშნავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც არ არსებობდნენ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, წარმოიშვნენ მხარეთა ნების გარეშე და რომელთა დადგომის და მოქმედების კონტროლი აღემატება მხარეთა გონივრულ კონტროლს;
7.3 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებებს დაუძლეველი ძალის გამო, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს;
7.4 დაუძლეველი ძალის გარემოებათა 10 (ათ) დღეზე მეტი ხნით არსებობის შემთხვევაში. მხარეს, რომელიც არ იმყოფება ასეთ გარემოებათა მოქმედების ქვეშ უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს.
8. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მისი მოქმედების ვადა
წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შედის ,,მაუწყებლის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და პირველი თვის მომსახურების ტარიფის გადახდისთანავე და მოქმედებს 2025 წლის 17 ივნისამდე.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
წინამდებარე ხელშეკრულება ვადაზე ადრე შესაძლოა შეწყდეს:
9.1 ,,მულტიპლექს ოპერატორის“ მიერ მომსახურების ტარიფის გადაუხდელობის შემთხვევაში, როდესაც მისი გადახდის ვადა ჯამურად აღემატება 30 კალენდარულ დღეს;
9.2 ,,მაუწყებლის“ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში ,,მულტიპლექს ოპერატორის“ მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით გაფრთხილების შემთხვევაში. გაფრთხილების გარეშე ან გაფრთხილების ვადის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ თავისუფლდება 6 თვის გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან.
10. დასკვნითი დებულებები
10.1 წინამდებარე ხელშეკრულების ყველა ცვლილება და დამატება ნამდვილია თუ ის განხორციელებულია წერილობითი ფორმით და დამოწმებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით;
10.2 წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დამატება და დანართი არის მისი განუყოფელი ნაწილი;
10.3 მხარეები თანხმდებიან რომ ის ურთიერთობანი, რომლებიც არ იქნა მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, დარეგულირებული იქნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
10.4 მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, აღნიშნული არავითარ გავლენას არ მოახდენს ხელშეკრულების სხვა მუხლების ან მთლიანობაში ხელშეკრულების ბათილობაზე;
10.5 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად და თითო–თითო ეგზემპლიარი გადაეცემათ მხარეებს.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა
„მულტიპლექს ოპერატორი“
შპს „სტერეო +“ ს/კ 204986408
მის: მ . xxxxxxxxx #1
საბანკო რეკვიზიტები: ბანკი: სს თიბისი ბანკი ბანკის კოდი: XXXXXX00
ა. ნ XX00XX0000000000000000
დირექტორი
„მაუწყებელი“
[Company]
ს/კ [Subject]
მის: [Company Address]
title
xxxxxx xxxxxxxxxxx manager