ხელშეკრულება N
ხელშეკრულება N
ქ. თბილისი --------------- , 2019 წელი
ერთი მხრივ, ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ (შემდეგში - მიმწოდებელი) მდებარე: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ.#55, წარმოდგენილი მისი დირექტორის, xxxxxxxxxxx xxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ,
--------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შემდეგში - შემსყიდველი) მდებარე: ---------------------------------------------------------- წარმოდგენილი ----------------------------------------------------------------------------------- სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ.ქუთაისის ტერიტორიაზე შეგროვებული მეორადი მუყაოს (მაკულატურის) ეტაპობრივად (გამყიდველთან შეთანხმებული ოდენობით) გამყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში გადაცემა შემსყიდველისათვის და შემსყიდველის მიერ მაკულატურის მიღება საფასურის გადახდის სანაცვლოდ.
2. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის/აქტების საფუძველზე.
2.2 ერთი ტონა მაკულატურის ღირებულება შეადგენს --------- ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
2.3 ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან/ანგარიშ-ფაქტურის/სასაქონლო ზედნადების წარდგენიდან და შესყიდული პროდუქციის წაღებამდე იმავე დღეს
2.4 უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეროვნულ ვალუტაში.
2.5 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით, წინამდებარე ხელშეკრულების მე-12 მუხლში მითითებულ მიმწოდებლის ანგარიშზე.
2.6 მიმწოდებლის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი:
ა) ა(ა)იპ სპეციალური სერვისების დირექტორი xxxxx xxxxxx
ბ) დირექტორის მოადგილე xxxxx xxxxxxxx
მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ უფლებამოსილ პირს შემსყიდველის მხრიდან წარმოადგენს ___________ _______________________.
შემსყიდველს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს გადახდილი თანხა ეთვლება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უკანასკნელი მიღება-ჩაბარების შესაბამის ღირებულებაში, რაც გამოიქვითება მხოლოდ საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
3.1 მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
3.2 შემსყიდველი ვალდებულია:
ა) შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
ბ) უზრუნველყოს მაკულატურის გატანასთან დაკავშირებული პროცედურები (დატვირთვა, აწონვა, ტრანსპორტირება და სხვა) თავისი ხარჯითა და საშუალებით, დანართის (მაკულატურის სავარაუდო რაოდენობა, ადგილმდებარეობა და გატანის ვადები) შესაბამისად.
გ) შეათანხმოს მიმწოდებელთან მაკულატურის გატანის დრო - დღე და საათი, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
დ) გაიტანოს ხელშეკრულების დანართში მითითებული მაკულატურა სრულად, რაიმე ტიპის გადარჩევის გარეშე.
ე) წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურები განხორციელოს მხოლოდ მიმწოდებლის სამუშაო დღეებსა და საათებში (ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 სთ.).
ვ) უზრუნველყოს თანხის გადახდა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1-2.5 პუნქტების შესაბამისად.
4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს მიმწოდებლის მხრიდან განახორციელებს ----------------------
5. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
5.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.
5.2 თუ რაიმე, წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი მოსაზრებები წერილობითი ფორმით.
5.3 ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხარეთა ორმხრივი შეთანხმების გზით, რომელიც ფორმდება წერილობითი შეთანხმების სახით.
6. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები
მხარეებს შეუძლიათ ვადამდე შეწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება თუ აღმოჩნდა, რომ შემსყიდველი ვერ უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების დროულად გადახდას;
ბ) შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში;
გ) წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით, წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე 10 სამუშაო დღით ადრე;
დ) წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
ე) წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ვ) წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეს არ ათავისუფლებს მის შეწყვეტამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან.
7. ფორს-მაჟორი
7.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას თუ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი.
7.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მიმწოდებლის და/ან შემსყიდველის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და სხვა.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
8.1 ფორს-მაჟორული გარემოების გარდა, შემსყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში (მათ შორის ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული ვადის), შემსყიდველი ყოველი დაგვიანებული დღისთვის მიმწოდებელს უხდის პირგასამტეხლოს 10 ლარის ოდენობით.
8.2 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს შემსყიდველს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან.
8.3 შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან გადარიცხოს მიმწოდებლის სახელით სახელმწიფო ხაზინის შესაბამის სახაზინო კოდზე/ანგარიშზე.
8.4 იმ შემთხვევაში, თუ მხარეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს 1000 ლარს, მხარე იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
8.5 შემსყიდველისათვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის გადახდილი „ბე“-დან გამოიქვითება დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხოლო სხვაობა კომპენსაციის მოტივით/მიზნით დარჩება მიმწოდებლის ანგარიშზე.
9. დავის გადაწყვეტა
9.1 მხარეთა შორის წამოჭრილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით.
9.2 ურთიერთშეთანხმებით დავის გადაჭრის შეუძლებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია დავის გადასაჭრელად დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს კონკრეტული საჯარო აუქციონის მეშვეობით შესყიდული პროდუქციის სრულ შესყიდვამდე.
11. დასკვნითი დებულებები
11.1 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია, განიმარტება და რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
11.2 წინამდებარე ხელშეკრულების დანართი (მაკულატურის სავარაუდო რაოდენობა, ადგილმდებარეობა და გატანის ვადები) წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
11.3 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა შემსყიდველს, მეორე კი მიმწოდებელს.
12. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი
მიმწოდებელი
ა(ა)იპ - სპეციალური სერვისები
სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
ანგარიშის N 743167499
ს/კ 412704612
დირექტორი
__________________________
xxxxxxxxxxx xxxxxxxx