ხელშეკრულება N GIZ/7 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დაფინანსების წყარო გრანტი (GIZ)
ხელშეკრულება N GIZ/7 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დაფინანსების წყარო გრანტი (GIZ)
ქ. თბილისი 13 მაისი 2019 წელი
ერთის მხრივ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) წარმოდგენილი დირექტორის xxxxx xxxxxxxx სახით და მეორე მხრივ შპს
„პრინტარეა“ (შემდგომში „მიმწოდებელი”) წარმოდგენილი დირექტორის xxxxxxx xxxxxxx სახით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის ფორმით დადეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საგრანტო პროგრამის Inaturalist – EcoHunter-ის ფარგლებში, სხვადასხვა დასახელების საქონლის სახელმწიფო შესყიდვა.
1.2. საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი და CPV კოდი წარმოდგენილია ხელშეკრულების დანართი #1-ში რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. ხელშეკრულების ღირებულება
2.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 3029 (სამი ათას ოცდაცხრა) ლარს დღგ-ს გარეშე.
2.2. ხელშეკრულების საგნის შესყიდვა ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ”ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” 2008 წლის 19 დეკემბრის შეთანხმების (პროექტი: საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა) საფუძველზე ა(ა)იპ - ,,საქათველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების (საგრანტო პროექტი: ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)) ფარგლებში. აღნიშნული შეთანხმებისა და საგრანტო პროექტის ფარგლებში საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი.
(აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ საგადასახადო შეღავათით მოსარგებლეთა რეესტრი საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე).
3. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში.
3.2. დაფინანსების წყარო - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ).
3.3. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს მიწოდებული საქონლის შესაბამისად გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ნულოვანი დღგ-ის ფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.
3.4. შემსყიდველის მიერ საქონლის ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
4. მიღება-ჩაბარების წესი
4.1. საქონელი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
4.1. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ა(ა)იპ
„საქართველოს ეროვნული ბოტანუკური ბაღი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსი xxxxxx xxxxxxxxxxx.
5. საქონლის მიწოდების ვადა
5.1. საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.
6. მხარეთა უფლება-მოვალეობები
6.1. შემსყიდველს უფლება აქვს შეამოწმოს საქონლის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და განახორციელოს ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე. შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობისა დამარკეტინგის განყოფილების უფროსი xxxxxx xxxxxxxxxxx.
6.2. შემსყიდველი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
6.3. შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
6.4. მიმწოდებელს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
6.5. მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
6.6. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ნულოვანი დღგ-ს ფაქტურა ან ცნობა რომ არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული.
7. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
7.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02%-ის ოდებობით
7.2. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან.
8. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
8.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.3. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
8.4. მხარე ვალდებულია არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეატყობინოს მეორე მხარეს 8.3. პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების მიღების განზრახვის შესახებ.
8.5. ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
9. დაუძლეველი ძალა
9.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია აუცდენელი დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულების შესრუულების შეუძლებლობის შესახებ.
10. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
10.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების და მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული დავის წარმოშობიდან 30 დღის განმავლობაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ხელშეკრულების ენა და მოქმედების ვადები
11.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, სამ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და ორი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
11.2. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
12. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი:
ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი მის: ქ. თბილისი, ბოტანიკური ქ. #1
ს/კ: 404405960
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 ანგ. #741 887 499
დირექტორი xxxxx xxxxxxx
LTD
მიმწოდებელი:
შპს „პრინტარეა“
მის: ქ. თბილისი, უზნაძის #4 ს/კ: 404384395
ბანკი: თიბისი ბანკი ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგ: #GE 16TB 7465 0360 2010 0001
დირექტორი xxxxxxx xxxxxx
Digitally signed by LTD PRINTAREA
PRINTAREA
Date: 2019.05.23
17:13:54 +04'00'
2019 წლის 13 მაისის #GIZ/7 ხელშეკრულების დანართი #1
# | საქონლის დასახელება | ზომის ერთეული | რაოდენობა | ერთეულის ფასი | ფასი | CPV კოდი |
1 | კეპი ბრენდირებული | ცალი | 100,00 | 14,85 | 1485,00 | 18441000 |
2 | სტიკერი მობილურისთვის ლამინირებული, მრგვალი, 4,5სმ დიამეტრით | ცალი | 180,00 | 0,42 | 75,00 | 22459100 |
3 | ბრენდირებული ბლოკნოტი - A5 | ცალი | 80,00 | 6,75 | 540,00 | 22816100 |
4 | ბრენდირებული მაისური, მწვანე | ცალი | 30,00 | 24,50 | 735,00 | 18332000 |
5 | დროშა ერთშრიანი, გარე გამოყენების, პლასტმასის ტარით | ცალი | 2,00 | 46,00 | 92,00 | 35821000 |
6 | ბანერი შტენდერისთვის, ოთხი ლუვერსით - 180x80 | ცალი | 2,00 | 36,00 | 72,00 | 22140000 |
7 | პოსტერი, ა3, 300გრ ცარცი, 4+0 | ცალი | 20,00 | 1,50 | 30,00 | 22140000 |
სულ | 3029,00 |
შემსყიდველი:
ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი მის: ქ. თბილისი, ბოტანიკური ქ. #1
ს/კ: 404405960
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 ანგ. #741 887 499
დირექტორი xxxxx xxxxxxx
მიმწოდებელი:
შპს „პრინტარეა“
მის: ქ. თბილისი, უზნაძის #4 ს/კ: 404384395
ბანკი: თიბისი ბანკი ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგ: #GE 16TB 7465 0360 2010 0001
დირექტორი xxxxxxx xxxxxx