Contract
ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურების ხელშეკრულება
1. ტერმინთა განმარტება:
1.1. „ოპერატორი“ - შპს „სერვისბოქსი“, დაფუძნებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405113176, მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, იური გაგარინის ქ. N 24 სართული 4.
1.2. „აბონენტი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი (რომელიც წარმოადგენს ბოლო მომხმარებელს და რომელსაც ეკრძალება „მომსახურების“ შემდგომი გადაყიდვა ან/და სხვაგვარად „მესამე პირებისათვის“ მიწოდება), რომლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია წინამდებარე
„ხელშეკრულებაში“.
1.3. „აბონენტის ნომერი“ – „ოპერატორის“ მიერ „აბონენტისათვის“ მინიჭებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელზეც გაერთიანებულია ერთი ან/და რამდენიმე „მომსახურება“ და რომელზეც ხორციელდება „მომსახურების ღირებულების“ დარიცხვა ან/და გადახდა/წინასწარ გადახდა.
1.4. „შეკვეთის ფორმა“ - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი, რომელშიც „აბონენტის“ პირად მონაცემებთან ერთად მიეთითება
„აბონენტის“ მიერ არჩეული მომსახურების ტიპი: ინტერნეტ საკომუნიკაციო ან/და მაუწყებლობის ტრანზიტის ან ორივე ტიპის მომსახურება ერთობლივად.
1.5. „სააბონენტო ანგარიში“ – „ოპერატორის“ მიერ „აბონენტის“ სახელზე გახსნილი ვირტუალური პირადი ანგარიში, რომელზეც ხდება გაერთიანებული მომსახურებების ღირებულების დარიცხვა ან/და გადახდა/წინასწარ გადახდა.
1.6. „აბონენტის მისამართზე მცხოვრები პირი“ – აბონენტის მისამართზე მუდმივად ან დროებით მცხოვრები პირი, რომელიც უზრუნველყოფს
„ოპერატორის“ წარმომადგენლის (ინსტალატორის) დაშვებას მომსახურების მიწოდების მისამართზე.
1.7. „ინსტალაცია“ – „ოპერატორის“ მიერ „ტექნიკური საშუალებების“ ინსტალაციის და „მომსახურების“ გაწევისათვის აუცილებელი სამუშაოები.
1.8. „ინსტალაციის ღირებულება“ – განისაზღვრება დანართ(ებ)ში.
1.9. „ინტერნეტ მომსახურების ხარისხის პარამეტრები“ –მაქსიმალური სიჩქარე (მგ/წმ-ში), ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე (მგ/წმ- ში), მინიმალური სიჩქარე (მგ/წმ-ში), დაყოვნება (მილი/წამებში), ჯიტერი (მილი/წამებში), დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (პროცენტებში), რომელთა მოცემულობა განსაზღვრულია
„ოპერატორის“ მიერ ტექნოლოგიებისა და სააბონენტო პაკეტების მიხედვით და მოცემულია ამ ხელშეკრულების შესაბამის სატარიფო დანართებში;
1.10. „კომისია“ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
1.11. „კანონმდებლობა“ – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
1.12. „მომსახურება“ –ინტერნეტ საკომუნიკაციო ან მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV) ან ორივე ტიპის მომსახურება ერთობლივად,
იმის მიხედვით, თუ რა ტიპს ირჩევს „აბონენტი„ „შეკვეთის ფორმით“.
1.13. „მომსახურების სატარიფო გეგმა“/„სატარიფო გეგმა“ –
„მომსახურების“ პაკეტი/გეგმა (რაც მათ შორის, მოიცავს
„მომსახურების“ ღირებულებას, პირობებს და „მომსახურებაში“ შემავალ სერვისებს, მომსახურების დროებით შეჩერებისა და აღდგენის საფასურებს), რომელსაც „ოპერატორი“ ზოგადად სთავაზობს თავის აბონენტებს. „სატარიფო გეგმის“ დეტალური ჩამონათვალი/აღწერილობა მოცემულია სატარიფო ცხრილში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე “ხელშეკრულების“ დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
1.14. „მომსახურების ღირებულება“ – „აბონენტის“ მიერ კონკრეტულად არჩეული ინტერნეტ ან/და IPTV სატელევიზიო მომსახურების პაკეტის ღირებულება „სატარიფო გეგმიდან“, რომელიც მათ შორის მოიცავს „აბონენტის“ მიერ არჩეული მომსახურების პაკეტის ღირებულებას ან/და „მომსახურების“ გააქტიურების ღირებულებას ან/და დროებით შეჩერების ღირებულებას.
1.15. „მიღება-ჩაბარების აქტი“ – „მხარეთა“ მიერ ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება
„აბონენტისთვის“ „მომსახურების აპარატურის“ გადაცემის, შეცვლის ან/და „აბონენტის“ მიერ „ოპერატორისთვის“ უკან დაბრუნების ფაქტი, ასევე, აბონენტის წინასწარი მოთხოვნის შემთხვევაში –
„მომსახურების“ ან/და მასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურების გაწევის ფაქტი. „მიღება-ჩაბარების აქტს“ უთანაბრდება „შეკვეთის ფორმაში“ გაკეთებული აღნიშვნა შესაბამისი „მომსახურების აპარატურის“ გადაცემის შესახებ და ასეთ შემთხვევაში, დამატებით აღარ ფორმდება „მიღება-ჩაბარების აქტი“ აღნიშნულზე.
1.16. „მესამე პირი“ – ნებისმიერი პირი, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების ხელმომწერებისა.
1.17. „მხარე/მხარეები“ – „აბონენტი“ და „ოპერატორი“, კონტექსტის შესაბამისად.
1.18. „კოდური სიტყვა“ – ციფრების, ასოების ან/და სიტყვების კომბინაცია, რომელიც ემსახურება „აბონენტის“ იდენტიფიცირებას და რომელიც მითითებულია „შეკვეთის ფორმაში“.
1.19. „პრომო აქცია“ – „ოპერატორის“ მიერ შესაბამისი „მომსახურებების ღირებულების“ ან/და „მომსახურების“ სხვა მახასიათებლების დროებითი ცვლილება ამგვარი „პრომო აქცი(ებ)ის“ ფარგლებში და ვადით.
1.20. „რეგლამენტი“ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი“.
1.21. „სამუშაო დღე“ – დღე, შაბათის, კვირის ან „კანონმდებლობით“
დადგენილი ოფიციალური უქმე დღეების გარდა.
1.22. „საკონტაქტო ინფორმაცია“ – „აბონენტის“ მიერ „ხელშეკრულებაში“ დაფიქსირებული ფიქსირებული/მობილური კავშირის ნომერი ან ელექტრონული ფოსტა.
1 ოპერატორი 1 /
/ აბონენტი / /
1.23. „სადემარკაციო წერტილი“ - წერტილი, სადაც ხდება „ოპერატორის“
და „აბონენტის“ პასუხისმგებლობის გამიჯვნა.
1.24. „ტრაფიკი“ – საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით, დროის მოცემულ მონაკვეთში გადაცემული მონაცემების (სიგნალების, გზავნილების, პაკეტების და ა.შ.) ერთობლიობა.
1.25. „მომსახურების აპარატურა– ტექნიკური საშუალებები და სხვადასხვა სახის ძირითადი თუ დამხმარე მოწყობილობები, მათ შორის, STB მოდემი ან/და ინტერნეტ მოდემი და მისი მუშაობისთვის საჭირო აქსესუარები;
1.26. „ხარისხიანი მომსახურება“ – უწყვეტად (გარდა „ხელშეკრულებითა“ და კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) მიწოდებული მომსახურება „ოპერატორის“ მიერ შეთავაზებული მომსახურების პაკეტის ან/და მოცულობის შესაბამისად.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, „ოპერატორი“ „აბონენტს“ გაუწევს ინტერნეტ საკომუნიკაციო ან/და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას,
„აბონენტის“ მიერ ერთ-ერთი ან ერთობლივად ორივე „მომსახურების“ არჩევის შემთხვევაში, რომლის მიწოდების დეტალური პირობები მოცემულია ამ „ხელშეკრულებაში“. აღნიშნული „მომსახურების“ სანაცვლოდ, „აბონენტი“ ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი
„მომსახურების ღირებულება“ და სხვა გადასახდელები, წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ დადგენილი წესით.
2.2. „აბონენტის“ მიერ „შეკვეთის ფორმაში“ მიეთითება „აბონენტის“ მიერ არჩეული მომსახურების ტიპი: ინტერნეტ საკომუნიკაციო ან/და მაუწყებლობის ტრანზიტის ან ორივე ტიპის მომსახურება ერთობლივად.
2.3. მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში (ცალკე ან პაკეტურად), „ოპერატორი“ მომსახურებით სარგებლობის პერიოდში, შერჩეულ პაკეტში შემავალ ზოგიერთ ტელეარხზე
„აბონენტს“ სთავაზობს EPG, Pause TV, Watch from the begining, Timeshift ფუნქციებს, რომელთა პირობებს განსაზღვრავს თავად. აღნიშნული ფუნქციები განსხვავდება სხვადასხვა ტელეარხის მიხედვით. „ოპერატორი“ არ იღებს ვალდებულებას, რომ ყველა ტელეარხზე შესაძლებელი იქნება აღნიშნული ფუნქციებით სარგებლობა. აღნიშნული ფუნქციებით სარგებლობა ცალკეულ შემთხვევებში დამოკიდებულია ტელეარხის/კონტენტის მომწოდებლებლის სანებართვო პირობასა და ოპერატორის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე. Timeshift, PauseTV, Watch from the begining, EPG ფუნქციები არ წარმოადგენს მომსახურების სავალდებულო ნაწილს, შესაბამისად, „ოპერატორი“ არ იღებს პასუხისმგებლობას აბონენტის მიერ აღნიშნული ფუნქციებით სარგებლობის შესაძლებლობაზე/უწყვეტობაზე. ამასთან, სხვადასხვა ტელეარხისთვის დრო და დრო შესაძლოა გაუქმდეს აღნიშნული ფუნქციები, ასევე შეიცვალოს გადახვევის ხანგრძლივობა, რაზეც
„ოპერატორი“ აბონენტს არ გაუგზავნის შეტყობინებას.
2.4. „მომსახურებით“ სარგებლობის დაწყებისას შერჩეული
„მომსახურების“ პაკეტი განისაზღვრება „შეკვეთის ფორმით“. არჩეულ
„მომსახურების“ პაკეტში შემავალი ტელეარხების ჩამონათვალი მოცემულია www.mar.tv-ზე.
2.5. „მომსახურების“ გარდა, აღნიშნულ მომსახურებ(ებ)თან დაკავშირებით ან/და მის საფუძველზე და ფარგლებში, დამატებითი პირობების შესაბამისად „აბონენტისთვის“ „ოპერატორის“ მიერ
შესაძლებელია დრო და დრო შეთავაზებულ იქნას დამატებითი მომსახურებები. დამატებითი მომსახურების გაწევის პირობები მოცემულია/განთავსდება „შეკვეთის ფორმაში“ მითითებულ ვებ- გვერდზე ან/და გამოტანილ იქნება შესაბამისი ტელევიზორის ეკრანზე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში (ცალკე ან პაკეტურად).
2.6. „მომსახურებების“, მათ შორის, ცალკეული დამატებითი მომსახურებების მიღების შესაძლებლობა, რომელსაც „ოპერატორი“ სთავაზობს „აბონენტს“, შესაძლოა დამოკიდებული იყოს აბონენტის მფლობელობაში არსებულ სააბონენტო მოწყობილობაზე/პირად ტერმინალურ მოწყობილობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.
2.7. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
2.8. აბონენტის მიერ კონკრეტული მომსახურების პაკეტის ჩართვა, აგრეთვე დამატებითი მომსახურების აქტივაცია და შესაბამისი მომსახურების/დამატებითი მომსახურების მიღება გულისხმობს, რომ აბონენტი სრულად/დეტალურად იცნობს მის/მათ პირობებს და აცხადებს უპირობო თანხმობას აღნიშნული მომსახურების/დამატებითი მომსახურების პირობების შესრულებაზე.
2.9. მოქმედი სატელევიზიო არხების ჩამონათვალს, ასევე ძირითადი და დამატებითი მომსახურების სახეების, ტარიფების, მომსახურების შეზღუდვის/აღდგენის/შეწყვეტის და სხვა პირობების შესახებ ინფორმაციას აბონენტი დამატებით შეიძლება გაეცნოს ოპერატორის ოფიციალურ ვებ-გვერდ(ებ)ზე ან ცხელ ხაზზე.
3. ქსელში ჩართვის და მომსახურების პირობები
3.1. „ხელშეკრულება“ ძალაში შედის მხარეთა მიერ „შეკვეთის ფორმის“ ხელმოწერის მომენტიდან. „შეკვეთის ფორმის“ ხელმოწერით
„აბონენტი“ ადასტურებს, რომ ერთანხმება წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ განსაზღვრულ პირობებს. „აბონენტი“ ვალდებულია „მომსახურების ღირებულება“ ან ინსტალაციის ღირებულება (აქციის შემთხვევაში) გადაიხადოს „შეკვეთის ფორმის“ ხელმოწერიდან 24 საათის განმავლობაში. „აბონენტის“ მომსახურების ქსელში ჩართვა ხორციელდება მის მიერ „მომსახურების ღირებულების“ ან/და ინსტალაციიის საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის შემდეგ გადახდიდან 24 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი არ შეიტანს შესაბამის თანხას სააბონენტო ანგარიშზე ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 7 დღის განმავლობაში, წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდება დაუყოვნებლივ და დამონტაჟებული მომსახურების აპარატურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმართ ამოქმედდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
3.2. მომსახურების ქსელში ჩართვისა და მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად ოპერატორი აბონენტს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, სარგებლობის უფლებით გადასცემს მომსახურების აპარატურას. „მომსახურების აპარატურა“ არის ოპერატორის საკუთრება. აბონენტი ვალდებულია გაუფრთხილდეს გადაცემულ მომსახურების აპარატურას და მასთან მიმართებით დაიცვას სტანდარტული პირობებით განსაზღვრული წესები.
3.3. თავდაპირველად შერჩეული მომსახურების პაკეტის შემდგომში ცვლილებისას არ ხდება რაიმე ფორმის დოკუმენტის გაფორმება. ოპერატორი მომსახურების პაკეტის ცვლილებას ახორციელებს აბონენტის მიერ ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარის
საფუძველზე, აბონენტის მიერ კოდური სიტყვის დასახელების შემდგომ.
3.4. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე აბონენტი იწყებს აქციით სარგებლობას, „შეკვეთის ფორმაში“ მიეთითება მის მიერ არჩეული რეგულარული პაკეტი და სააქციო პაკეტი. აქციის დასრულების შემდგომ ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტი უბრუნდება მის მიერ ხელშეკრულების დადებისას დაფიქსირებულ რეგულარულ პაკეტს, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრება აქციის პირობებით.
3.5. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებელია ოპერატორის მიერ აბონენტისთვის შეთავაზებულ იქნას მომსახურების მიწოდება სხვადასხვა მეთოდითა და მიღების ფორმით, რა შემთხვევაშიც აბონენტის მიერ ამგვარი მომსახურებით სარგებლობა უპირობოდ ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებასა და ოპერატორის დაშვებას შესაბამის ქსელსა და რესურსზე.
4. მომსახურების ხარისხი
4.1. ოპერატორი უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას, მაგრამ გარანტიას არ იძლევა, რომ მომსახურება იქნება სრულიად შეუფერხებელი ან მუდმივად ხელმისაწვდომი.
4.2. აბონენტისთვის ცნობილია, რომ IPTV მომსახურების უწყვეტად მიწოდებისთვის იგი უნდა სარგებლობდეს ნებისმიერი ინტერნეტ პროვაიდერის ინტერნეტ ქსელის მომსახურებით მინიმუმ 10 მბ/წ ინტერნეტის მოცულობით საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, IPTV მომსახურების მიწოდება და მისი ხარისხი დამოკიდებულია სხვა ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლების მოწყობილობების და მათი ფუნქციონირების ხარისხზე, რომელიც სცილდება „ოპერატორის“ პასუხისმგებლობის ფარგლებს.
4.3. გარდა გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობის, ოპერატორი აბონენტს მიაწვდის
„ხარისხიან მომსახურებას“ დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ ტექნიკურ ნორმების, სტანდარტების და ოპერატორის სალიცენზიო პირობების შესაბამისი.
4.4. ოპერატორი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომ რესურსსა და საშუალებას, რათა უზრუნველყოს შეკვეთილი მომსახურების ხელმისაწვდომობა წლიური ისეთი მაჩვენებლით, რაც გულისხმობს ყოველი სრული საანგარიშო პერიოდის თვის განმავლობაში მომსახურების ჯამში არაუმეტეს 24 საათიან შეწყვეტას (რა დროსაც გათიშული და ხელმიუწვდომელია მთლიანად მომსახურება) და რომლისთვისაც ოპერატორს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. ამასთან, აბონენტისათვის მომსახურების აღნიშნული მაჩვენებლით მიწოდების შემთხვევაში მომსახურება ჩაითვლება უწყვეტად და ჯეროვნად მიწოდებულად.
4.5. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმებისა და გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით, თუ მომსახურების წყვეტის ხანგრძლივობა (IPTV მომსახურების შემთხვევაში) გადასცდა ამ ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განსაზღვრულ დროს, მაშინ ოპერატორი აბონენტს, აბონენტის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, საკომპენსაციო პირობის სახით სააბონენტო ანგარიშზე გაუაქტიურებს სააბონენტო ლიმიტს, რომელიც ტოლია შესაბამისი წყვეტის დროის პროპორციული სააბონენტო ღირებულების ოდენობის.
4.6. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმებისა და გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით, ინტერნეტ მომსახურების არასრულად ან/და ხარვეზებით მიწოდების შემთხვევაში, ასევე მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხის პარამეტრების, სააბონენტო ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრულ ინტერნეტ მომსახურების ხარისხის პარამეტრებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აბონენტის განცხადებისა და მის საფუძველზე ოპერატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მიუწოდებელი /უხარისხო მომსახურების საფასურის (რაც გამოითვლება მიუწოდებელი / უხარისხო მომსახურების საანგარიშო თვის სააბონენტო გადასახდელის ერთი დღის პროპორციულ თანხის, მიუწოდებელი/ უხარისხო მომსახურების მიწოდების ყოველ დღეზე ნამრავლით) გამოქვითვა აბონენტის მიერ გადასახდელი მომდევნო თვის საფასურიდან, ან ამ თანხის აბონენტისათვის უკან დაბრუნება, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების არასრულად/ხარვეზებით მიწოდების გამო წყვეტს ოპერატორთან დადებულ ამ ხელშეკრულებას;
4.7. ოპერატორი ვალდებულია, ინფორმაცია მიმდინარე საანგარიშო
პერიოდში მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შესახებ, xxxxxxxx მინიმუმ შემდგომი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ორაზროვნების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატორი აცხადებს და აბონენტმა იცის (თანახმაა), რომ ოპერატორს შესაძლოა, არ ჰქონდეს ტექნიკური შესაძლებლობა აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ შეინახოს ეს ინფორმაცია.
5. დაზიანების აღმოფხვრის წესი და ვადა
5.1. მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების დრო დაითვლება ოპერატორის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეტყობინების მიღებიდან მისი აღმოფხვრის მომენტამდე.
5.2. აბონენტმა მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების თუ დაზიანების შესახებ ოპერატორს უნდა შეატყობინოს ცხელ-ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინებით ან/და ელექტრონული ფოსტის ან/და ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სერვის-ცენტრში წარდგენილი წერილობითი განცხადებით.
5.3. ოპერატორი ვალდებულია აღმოფხვრას დაზიანება, რომლის შედეგად აბონენტს შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდება შეკვეთილი მომსახურება (არ იგულისხმება გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოები) და რომლის აღმოფხვრის ვალდებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ეკისრება ოპერატორს. ამასთან, ოპერატორი ვალდებულია, აბონენტის ზემოაღნიშნული შეტყობინების/განცხადების მიღებიდან დაზიანება აღმოფხვრას გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს, ასეთი დაზიანების აღმოფხვრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ტიპის დაზიანების აღმოფხვრის ვადას „რეგლამენტი“ არ ითვალისწინებს, „ოპერატორი“ უფლებამოსილია აღმოფხვრას დაზიანება „აბონენტისაგან“ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული დღისა. დაზიანების აღმოფხვრა წარმოებს მხოლოდ სამუშაო დღეებში და შაბათს (თუ შაბათი არ არის უქმე დღე), დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე.
5.4. მხარეები თანხმდებიან, რომ ოპერატორი უფლებამოსილია დრო და
დრო ჩაატაროს საკუთარი ქსელისა ან/და ინფრასტრუქტურის ან/და პროგრამული მოწყობილობების გადაუდებელი სარემონტო ან/და პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელთაც შესაძლებელია მოჰყვეს
მომსახურების შეჩერება, შეზღუდვა ან შეფერხებები და რომელიც ემსახურება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან ახალი ტექნოლოგიების დასანერგად. ოპერატორი გამოიყენებს ყველა გონივრულ საშუალებას/შესაძლებლობას, რათა ამგვარი სამუშაოები აწარმოოს არასამუშაო დროს, თუმცა გარანტიას არ/ვერ იძლევა რომ ეს ყოველთვის იქნება შესაძლებელი ან მიზანშეწონილი. დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების შესახებ აბონენტის შეტყობინება განხორციელდება წინასწარ, ხოლო გადაუდებელი სამუშაოების შემთხვევაში პირველი შესაძლებლობისთანავე. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ პუნქტის მიზნებისათვის შეტყობინებად ითვლება შესაბამისი ინფორმაციის განთავსება ოპერატორის ვებ- გვერდზე, სერვის-ცენტრში, ინდივიდუალური შეტყობინება სმს-ის სახით, სატელევიზიო შეტყობინება და სხვა. ამასთან, აბონენტი აღიარებს და თანახმაა, რომ ოპერატორს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხიმგებლობა ამ პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების დროს წარმოშობილ მომსახურების წყვეტებსა თუ შეფერხებებზე.
5.5. აბონენტის მიზეზით მომხდარი ნებისმიერი დაზიანება თუ გარემოება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ოპერატორის მიერ აბონენტისათვის მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეწყვეტა, არ ათავისუფლებს აბონენტს სააბონენტო გადახდისაგან.
5.6. იმ შემთხვევაში, როდესაც დაზიანება სადემარკაციო წერტილიდან ოპერატორის მხარესაა, ეს უკანასკნელი ვალდებულია მსგავსი დაზიანება აღმოფხვრას აბონენტისათვის დამატებითი ფინანსური ვალდებულების წარმოშობის გარეშე. ოპერატორი არ არის ვალდებული აბონენტის ქმედებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯით შეაკეთოს არსებული დაზიანება. დაზიანების შეკეთება ჩაითვლება დამატებით ფასიან მომსახურებად, რომლის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაზიანების ტიპის დადგენისა და მოკვლევის შედეგად. ამასთან, აღნიშნული დადგენისა და მოკვლევის მიზნებისათვის ოპერატორის ჯგუფის გამოძახება შესაძლოა იყოს ფასიანი.
5.7. აბონენტი ვალდებულია დაზიანების შემთხვევაში, უზრუნველყოს მის კერძო საკუთრებაში განთავსებულ მომსახურების აპარატურასთან ოპერატორის წარმომადგენლების შეუფერხებელი დაშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერატორი იხსნის ნებისმიერ პასუხისმგებლობას.
6. მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა, დროებით შეჩერება, აღდგენა და შეწყვეტის პირობები
6.1. აბონენტის მიერ ოპერატორისათვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის (მომსახურების საფასური, დამატებითი მომსახურების ფარგლებში დარიცხული საფასური და ნებისმიერი სხვა დავალიანება) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება.
6.2. მომსახურების შეზღუდვა ავტომატურად იწვევს დამატებითი მომსახურებების შეზღუდვას, თუ დამატებითი მომსახურების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.3. ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება, თუ:
6.3.1. მომსახურების მიწოდება შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული გარემოებების გამო;
6.3.2. აბონენტი არ იცავს ხელშეკრულებით განსაზღვრულ წესებს, მათ შორის, დროულად არ იხდის მიწოდებული მომსახურების საფასურს;
6.3.3. აბონენტი იყენებს ან ცდილობს გამოიყენოს სატელეკომუნიკაციო საშუალებები, მომსახურება არაკანონიერი მიზნებისათვის ან არაკანონიერი გზით მიიღოს მომსახურება;
6.3.4. ადგილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის წესების დარღვევას. ამ შემთხვევაში მომსახურების მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდება ზემოაღნიშნული ქმედების ეფექტურად და დროულად აღსაკვეთად.
6.4. მომსახურების შეზღუდვის პერიოდში მომსახურების განახლება შესაძლებელია მხოლოდ ყოველთვიური საფასურის, აღდგენის საფასურის, სხვა დავალიანების გადახდის, ან მომსახურების შეზღუდვის სხვა საფუძვლის აღმოფხვრისას, მაგრამ არაუგვიანეს მეორე დღის დასრულებამდე.
6.5. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ან/და აღდგენის საფასურს, სხვა დავალიანებას ან არ არის აღმოფხვრილი მოსახურების შეზღუდვის სხვა საფუძველი, შეზღუდვის თარიღიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ, ოპერატორი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურების მიწოდება/ხელშეკრულება. ამასთან, მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე აბონენტს ეცნობება საკონტაქტო ნომერზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, აღნიშნული შეტყობინების გაგზავნამდე იგულისხმება, რომ მომსახურების მიწოდება შეწყვეტილია, თუმცა აბონენტის ინტერესების დაცვის მიზნით, მანამ სანამ ოპერატორის მიერ არსებული რესურსები იძლევა საშუალებას და მანამ სანამ ოპერატორს არ დაუბრუნდება მომსახურების აპარატურა, ხელშეკრულება რჩება ძალაში, აბონენტის მიერ მომსახურებით სარგებლობის შესაძლო აღდგენის მიზნებისათვის.
6.6. ოპერატორი ასევე უფლებამოსილია, შეწყვიტოს შეკვეთილი მომსახურება იმ შემთხვევაშიც, თუ შეუძლებელი ხდება აბონენტისათვის შეკვეთილი მომსახურების მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო, რაც შეიძლება იყოს, მაგალითად, მომსახურების მიწოდების საკომუნიკაციო ქსელის მნიშვნელოვანი დაზიანება, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების განადგურება/არქონა, ლიცენზიის, ნებართვის, ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება, კონკრეტული მომსახურების მიწოდების სრულად შეწყვეტა ან მისი არსებითი მოდიფიცირება და სხვა.
6.7. აბონენტს უფლება აქვს, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დაცვით, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მომსახურება, დავალიანების სრულად დაფარვის და მომსახურების აპარატურის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) დაბრუნების შემდეგ.
6.8. შეკვეთილი მომსახურების/ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი არ ათავისუფლებს აბონენტს შეწყვეტის თარიღისათვის ოპერატორის მიმართ დაგროვილი და გადაუხდელი დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან.
6.9. გააქტიურებული მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტს უუქმდება ამ ხელშეკრულების შესაბამისად და ფარგლებში დარიცხული/ჩართული ნებისმიერი სახის საჩუქარი, შეღავათი, ქულა, აქცია, ფასდაკლება და სხვა, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული კონკრეტული აქციის, და შეთავაზების პირობებით.
6.10. „აბონენტი“ უფლებამოსილია ისარგებლოს „მომსახურების“
დროებით შეჩერების მომსახურებით წლის განმავლობაში ჯამში 60
კალენდარული დღის ოდენობით, „ოპერატორის“ ცხელ-ხაზზე განაცხადის გაკეთების გზით. წლის ათვლა იწყება პირველი შეჩერების მოთხოვნის დაფიქსირებიდან. მომსახურების შეჩერება და შემდგომში მისი აღდგენა არის ფასიანი და აბონენტი უფლებამოსილია გადაიხადოს შეჩერება/აღდგენის საფასური „სატარიფო გეგმაში“ მითითებული ოდენობით.
6.11. მომსახურების დროებით შეჩერებისთვის აუცილებელია, მომსახურების შესაბამის სააბონენტო ანგარიშზე არ ირიცხებოდეს დავალიანება.
6.12. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების/ხელშეკრულების შეწყვეტისას, აბონენტი ვალდებულია ოპერატორს დაუბრუნოს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული „მომსახურების აპარატურა“ ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტის მიერ არ მოხდება
„მომსახურების აპარატურის“ შესაბამისი ოპერატორისთვის დაბრუნება, ან დაბრუნებული „მომსახურების აპარატურა“ იქნება დაზიანებული/გაუმართავი, ჩაითვლება რომ აბონენტმა შეისყიდა
„მომსახურების აპარატურა“, რისთვისაც მას დაუყოვნებლივ გადასახდელად დაერიცხება „შეკვეთის ფორმაში“ მითითებული
„მომსახურების აპარატურის“ ღირებულება, რომელიც აბონენტმა უნდა გადაიხადოს დარიცხვიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში.
6.13. თუ გადასახდელად დარიცხვიდან 3 (სამი) თვის ვადაში, აბონენტის/მესამე პირის მიერ განხორციელდება „მომსახურების აპარატურის“ შესაბამისი ოპერატორისათვის დაბრუნება, 6.12 პუნქტში მითითებული დარიცხვა უქმდება.
7. მომსახურების ცვლილებები და დამატებები
7.1. ოპერატორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების ნებისმიერი პირობა, მთლიანი ხელშეკრულება, პირობები, მომსახურების ღირებულება, ტარიფი, ფუნქციები, პირობები, ვადები, დაამატოს ახალი და გააუქმოს ძველი წესები, ამ მუხლით განსაზღვრული წესის დაცვით.
7.2. ოპერატორი ვალდებულია აბონენტს, სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე (ტარიფის ცვლილებისას 1 თვით ადრე), ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის აბონენტზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს აბონენტის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე. ყველა სხვა შემთხვევაში ოპერატორის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება ჩაითვლება აბონენტის შეტყობინებად.
7.3. ოპერატორის მიერ 7.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, თუ „აბონენტი“ ოპერატორის მიერ მიღებული შეტყობინებით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის დრომდე არ განაცხადებს წერილობით უარს შეცვლილი პირობების მისთვის მიუღებლობის შესახებ, ჩაითვლება, რომ „აბონენტი“ თანახმაა ოპერატორის მიერ შეთავაზებულ ამგვარ ცვლილებებზე, ხოლო დადგენილ ვადაში „აბონენტის“ მიერ უარის გაცხადების შემთხვევაში ოპერატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.
7.4. თუ ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გაგზავნილი შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული აბონენტის ხელმოწერით, რაიმე დოკუმენტით (ქვითარი და სხვა) ან/და შეტყობინების შესაბამისი სხვა
საშუალებით, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიჩნეულ უნდა იქნას სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად: კურიერის ან საფოსტო გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნიდან მე-5 კალენდარულ დღეს, მობილურის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელ. ფოსტის საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნის დროს ან სატელევიზიო შეტყობინების გაგზავნის დროს. მოკლე ტექსტური, ელ. ფოსტით ან/და სატელევიზიო შეტყობინების გაგზავნილი შეტყობინება გაგზავნილად მიიჩნევა ოპერატორის ქსელიდან გაგზავნის დადასტურების ფაქტით. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ ოპერატორს შეტყობინება დაუბრუნდება აბონენტის ადგილსამყოფლის არ არსებობის გამო, აბონენტი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე ან თავს აარიდებს მის მიღებას.
7.5. მომსახურების მიმღები მოწყობილობის ეკრანზე გამოტანილი შეტყობინება, შეთანხმება ან შეთავაზება, რომელიც საჭიროებს აბონენტის მხრიდან მიღების ფაქტის დადასტურებას, შესაბამისი თანხმობის ღილაკის (OK) დაჭერის შემთხვევაში ჩაითვლება აბონენტის თანხმობად, რაც უთანაბრდება პირად/ფიზიკურ ხელმოწერას და აქვს იგივე იურიდიული ძალა/შედეგი. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს მომსახურების მიწოდება შესაბამისი თანხმობის/უარის მიღებამდე და აღნიშნული არ ჩაითვლება მომსახურების შეზღუდვად.
7.6. IPTV სატელევიზიო მომსახურებასთან დაკავშირებით, არსებული ფუნქციების დროებით შეჩერებასთან (გარდა Timeshift, PauseTV, Watch from the begining, EPG ფუნქციებისა) ან შეზღუდვასთან დაკავშირებით აბონენტის გაფრთხილება მოხდება STB მოდემზე ოპერატორის მიერ შეტყობინების გაგზავნით, რომელიც გამოისახება ტელევიზორის ეკრანზე.
7.7. თუ აბონენტი ოპერატორისგან მიღებული შეტყობინებით (მათ შორის ინდივიდუალური შეტყობინებით) გათვალისწინებული ცვლილებების/დამატებების ძალაში შესვლის დრომდე (თარიღამდე) არ განაცხადებს უარს შეცვლილ პირობებზე, ჩაითვლება რომ აბონენტი თანახმაა ოპერატორის მიერ შემოთავაზებულ შეცვლილ პირობებზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი შეტყობინებით გათვალისწინებულ ვადაში უარს განაცხადებს შემოთავაზებულ ცვლილებებზე, ოპერატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ან შეწყვიტოს იმ მომსახურების მიწოდება, რომელსაც ეხება ცვლილება/დამატება.
7.8. აბონენტის ოპერატორთან დისტანციური კომუნიკაციისას გამოყენებული იქნება “შეკვეთის ფორმაში” მოცემული საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე საკონტაქტო მობილურზე აბონენტის მოთხოვნით გაგზავნილი კოდური სიტყვა.
8. მომსახურების საფასური, ანაზღაურება და ანაზღაურების წესი
8.1. აბონენტი ვალდებულია დროულად გადაიხადოს მომსახურების ღირებულება, აგრეთვე სხვა სახის გადასახდელები (დამატებითი მომსახურების საფასური და სხვა).
8.2. თუკი სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მომსახურების სააბონენტო გადასახდელი მოიცავს ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებას და მომსახურების გასაწევად აბონენტისათვის გადაცემული მომსახურების აპარატურით სარგებლობის საფასურს.
8.3. მომსახურების ინსტალაციის საფასური, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა გადაიხადოს მომსახურების პირველი თვის
საფასურთან ერთად, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული მხარეთა შორის და არ მოქმედებს რაიმე სახის აქცია, რაც ადგენს განსხვავებულ წესს.
8.4. ანგარიშსწორება ხორციელდება ლარში, წინასწარი გადახდის წესით, სრულად ერთი თვის ღირებულების ოდენობით ყოველი ახალი საანგარიშო პერიოდის დასაწყისამდე, უნაღდო ანგარიშსწორების სახით. ამასთან, „აბონენტი“ მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი არასრულად გადაიხადოს „მომსახურების ღირებულება“, თუ მის ბალანსზე ირიცხება დადებითი ნაშთი. ასეთ შემთხვევაში, „აბონენტს“ მომსახურება მიეწოდება გადახდილი თანხის პროპორციულად, ბალანსის ამოწურვამდე.
8.5. თუ „აბონენტს“ შეუჩერდა „მომსახურება“ ბალანსის ამოწურვის გამო,
„აბონენტმა“ ერთი თვის ღირებულების გადახდასთან ერთად უნდა გადაიხადოს ჩართვის ღირებულებაც.
8.6. ხელშეკრულებაში მოცემული ფასები გამოსახულია ლარში და მოიცავს დღგ-ს.
8.7. ნებისმიერი ტიპის მომსახურების ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს ბანკისა და TBC ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით ან ვებ-გვერდებიდან (xxxx.xx და xxxxxx.xx ) ტელევიზიის კატეგორიაში MarTV-ს ანგარიშზე სააბონენტო ნომრის გამოყენებით.
8.8. აბონენტის მიერ თანხა გადახდილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩაირიცხება (აისახება) ოპერატორის საბანკო ანგარიშზე/სააბონენტო ანგარიშზე.
8.9. დამატებითი პაკეტის/ არხის არჩევის შემთხვევაში, შესაბამისი ღირებულების გადახდა „აბონენტის“ მიერ მოხდება პაკეტის/არხის გააქტიურებისთანავე.
8.10. მესამე პირთა მიერ შემოთავაზებული მომსახურების საშუალებით (სწრაფი გადახდის აპარატები, ბანკები და სხვა.) მომსახურების საფასურის ჩარიცხვისას პირობები და წესები, მათ შორის ჩასარიცხი თანხის მინიმალური ოდენობა და საფასური განისაზღვრება ასეთი მომსახურების გამწევი მესამე პირების მიერ და სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს.
8.11. აბონენტი თანახმაა სააბონენტო გადასახდელი საფასური და სხვა გადასახადები დაფაროს (გადაიხადოს) ნებისმიერმა მესამე პირმა ან/და ოპერატორმა მესამე პირისაგან მიიღოს ნებისმიერი შემოთავაზებული შესრულება აბონენტის ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე.
9. მხარეთა პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
9.1. აბონენტი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით ოპერატორისათვის მიყენებულ ზიანზე. ზიანის ანაზღაურება არ ათავისუფლებს აბონენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
9.2. აბონენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ოპერატორისაგან პირდაპირი ზიანის ანაზღაურება, თუ ზიანი გამოწვეულია ოპერატორის მხოლოდ ბრალეული განზრახვით/მოქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით. იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობით არის დაშვებული, არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი მეორეს წინაშე არაპირდაპირი ზიანისათვის, მათ შორის, წარმოების ან საქმიანობის შეჩერების, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებელის ან ნაყოფის ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისათვის ან მათი შედეგებისათვის.
9.3. „ოპერატორი“ არ არის პასუხისმგებელი:
9.3.1. „აბონენტის“ მიერ ქსელში გადაცემულ ინფორმაციაზე;
9.3.2. იმ ინტერნეტ ქსელის გაუმართაობით გამოწვეულ ხარვეზებზე, რომლითაც სარგებლობს „აბონენტი“ (იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი სარგებლობს მესამე პირის ინტერნეტ ქსელით);
9.3.3. თუ „მომსახურების“ მიწოდების შეზღუდვა ან გათიშვა გამოწვეულია „აბონენტის“ კუთვნილი აპარატურის გაუმართაობით;
9.3.4. ამა თუ იმ TV არხის გათიშვაზე, თუ გათიშვის მიზეზი გამოწვეულია არხის სხვა სიხშირეზე, კოდირებაზე ან სატელიტზე გადასვლით;
9.3.5. TV არხის დაზიანების შემთხვევაში;
9.3.6. TV არხის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევაში;
9.3.7. „მომსახურების“ ხარისხზე, თუ ხარვეზი გამოწვეულია პროგრამული ვირუსით ან „აბონენტის“ ლოკალური ქსელის გაუმართაობით. ეს უკანასკნელი გულისხმობს
„სადემარკაციო წერტილიდან“ „აბონენტის“ მხარეს არსებულ დაზიანებას.
9.4. „აბონენტი“ აცხადებს თანხმობას, რომ ოპერატორი უფლებამოსილია ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია ახალი მომსახურებების, სერვისების, პროექტების და სხვადასხვა სახის აქტივობების შესახებ, მათ შორის, როგორც ოპერატორის, ასევე მესამე პირის „რეკლამა“, რაც არ გამორიცხავს აბონენტის უფლებას, უარი განაცხადოს ასეთი რეკლამის მიღებაზე, შესაბამისი განაცხადით.
9.5. „ოპერატორი“ არ არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა „აბონენტის“ მიერ მონაცემთა შინაარსის ან სხვა ინფორმაციის გადაცემისას „მომსახურებით“ სარგებლობის პროცესში. გარდა ამისა,
„ოპერატორი“ შეუძლებელია პასუხისმგებელი იყოს ნებისმიერ ისეთ ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მონაცემთა ვირუსის, დაგვიანებით გადაცემის, განადგურების ან „აბონენტის“ მონაცემთა დაკარგვის შედეგად, ასევე „აბონენტის“ ბრალით მესამე პირისათვის მიყენებული ზარალის შემთხვევებზე.
9.6. ხელშეკრულებით და მისი დანართებით გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უპირველეს ყოვლისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
9.7. ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დავას, უთანხმოებას და პრეტენზიას მხარეები წყვეტენ ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აბონენტს შეუძლია ერთჯერადად მიმართოს ოპერატორის აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას.
9.8. მომსახურების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად. აბონენტის წერილობითი პრეტენზია/საჩივარი შედგენილი უნდა იქნას განცხადების სახით და წარედგინოს/მიეწოდოს ოპერატორს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იური გაგარინის ქ.N 24, სართული 4, აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას. პრეტენზიაში აბონენტმა უნდა მიუთითოს ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია. პრეტენზიაში მკაფიოდ დასრულყოფილად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რა მიაჩნია აბონენტს ოპერატორის მხრიდან არასწორ ან არა სამართლი ან ქმედებად, მოთხოვნა და გარემოებები,
რომელსაც მოთხოვნა ეფუძნება. აბონენტის მიერ წარდგენილი პრეტენზია განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
9.9. მხარეებს, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს (კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებზე) ან საქართველოს სასამართლოს.
9.10. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია ოპერატორის იურიდიული მისამართი. შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან და აღიარებენ, რომ ხელშეკრულების საფუძველზე დავის წარმოშობის/არსებობის შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია წარმოადგენს დავის განმხილველ განსჯად სასამართლოს.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები
10.1. ხელშეკრულება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, მისი ხელშეკრულების ან/და პირობების შესაბამისად შეწყვეტამდე.
10.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე:
10.2.1. ოპერატორის მიერ, აბონენტის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას;
10.2.2. ოპერატორის მიერ, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ აბონენტისათვის კანონმდებლობით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით გაგზავნილი შეტყობინების მიღებიდან საამისოდ დადგენილ ვადაში აბონენტის მიერ ცვლილებებზე უარის გაცხადებისას;
10.2.3. აბონენტის მიერ, დავალიანების სრულად დაფარვის და მომსახურების აპარატურის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) დაბრუნების და სხვა ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში, ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სერვის ცენტრში წერილობითი განცხადებით;
10.2.4. ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
10.3. ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს აბონენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ხელშეკრულების შეწყვეტამდე მიღებული მომსახურების საფასურის სრულად გადახდის ვალდებულებისაგან).
10.4. „ხელშეკრულების“ შეწყვეტის შედეგად, აბონენტის ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, მის ანგარიშზე არსებული თანხა (აბონენტის მიერ დეპოზიტზე დასმული გაუხარჯავი თანხა) ინახება ხელშეკრულების შეწყვეტიდან არანაკლებ 3 წლის ვადით. აღნიშნული ვადის განმავლობაში, მომსახურების ხელახალი აქტივაციის შემთხვევაში, აბონენტს გაუხარჯავი თანხა უბრუნდება დადებითი ბალანსის სახით. სხვა შემთხვევაში (ანუ როდესაც აბონენტი არ ითხოვს ხელახალ აქტივაციას), აბონენტს თანხა დაუბრუნდება ოპერატორისათვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე (აბონენტმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტის სახით).
10.5. სააბონენტო ანგარიშზე არსებული ერთეულები (ოპერატორის მიერ აბონენტისათვის დარიცხული ქულები, ბონუსი ან ნებისმიერი
წამახალისებელი ან სხვა ტიპის ბენეფიტი) უქმდება/არ ექვემდებარება დაბრუნებას ან კონვერტაციას თანხაში, თუ ოპერატორის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
11. განცხადებები და გარანტიები
11.1. „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „აბონენტი“ ადასტურებს, რომ მას გააჩნია სრული უფლებამოსილება გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება. ასევე „აბონენტი“ აღიარებს და ადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა თუ ნებართვა, რომელიც აუცილებელია ამგვარი „მომსახურებების“ მის სახელზე დასარეგისტრირებლად (გასაფორმებლად).
11.2. „ხელშეკრულება“ მასში გათვალისწინებული ვალდებულებებითა და უფლებებით ვრცელდება და სავალდებულოა შესასრულებლად
„მხარეთა“ უფლებამონაცვლეებისა თუ მემკვიდრეებისათვის/ სამართალმემკვიდრეებისათვის.
11.3. „აბონენტი“ არ არის უფლებამოსილი ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს მის მიერ
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მასზე მინიჭებული უფლება (გარდა „აბონენტის“ მიერ სააბონენტო თანხის გადახდის ვალდებულებისა).
11.4. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ „ხელშეკრულების“ შინაარსი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა “ხელშეკრულების” შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი აზრიდან.
11.5. „აბონენტი“ აცხადებს და ადასტურებს, რომ ის გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულებას მისი დანართებითურთ, ასევე ოპერატორის მიერ
„მომსახურების“ გაწევის ამ „ხელშეკრულებითა“ და მისი დანართებით გათვალისწინებულ წესსა და პირობებს. „აბონენტი“ აცხადებს, რომ შეასრულებს „ხელშეკრულების“ (მათ შორის დანართების, მომსახურების აპარატურის ოპერატორისთვის უკან დაბრუნების) პირობებს;
11.6. თუ „მომსახურების“ შესაბამისი დანართის პირობებით („ხელშეკრულებით“ ან/და დანართებით) სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, „ხელშეკრულების“ გაფორმებით აბონენტი ყიდულობს მხოლოდ „მომსახურებას“ და მას საკუთრებაში არ გადაეცემა რაიმე სახის „მომსახურების აპარატურა“ ან/და ნივთი, რომლის სარგებლობის უფლების მინიჭებაც ხდება
„აბონენტისთვის“ (ამგვარის არსებობის შემთხვევაში);
11.7. „აბონენტი“ აცხადებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, მათ შორის რეკვიზიტები, ზუსტია.
11.8. „აბონენტი“ ვალდებულია ოპერატორს დაუყოვნებლივ აცნობოს რეკვიზიტების ცვლილების შესახებ ოპერატორის სატელეფონო ცხელ ხაზზე, დარეკვით (ოპერატორის მიერ „აბონენტის“ იდენტიფიცირებით - აბონენტის მიერ კოდური სიტყვისა დასახელებისა და „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული „აბონენტის“ საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით) ან სერვის-ცენტრში წერილობითი განაცხადის საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპერატორი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას „აბონენტის“ მისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე გაგზავნილი შეტყობინების შედეგად წარმოშობილ ნებისმიერი სახის შესაძლო ზიანსა თუ ზარალზე.
მომსახურებების (ინტერნეტი და ტელევიზია) სატარიფო გეგმა (ფასები მოიცავს დღგ-ს)
სატელვიზიო მომსახურებების პაკეტები (ცალკე) | ზე |
დამატებითი სატელევიზიო მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო | 6 ლარი |
მომსახურების დროებით შეჩერებისა და აღდგენის ღირებულება | 2 ლარი |
ორივე მომსახურებით სარგებლობისას სპეციალური ფასის მქონე პაკეტები | ||
ჯამური ფასი | 35 ლარი | |
სატელევიზიო პაკეტი | მარტივი ტვ/ ძირითადი | |
ინტერნეტ მომსახურების პაკეტი/სიჩქარე | სიჩქარე 30 მბ/წმ | |
სიჩქარე | 30 მბ/ წმ | |
მაქსიმალური სიჩქარე (მბ/წმ) | 30 | |
ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე (მბ/წმ) | 23 | |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) | 5 | |
დაყოვნება (მილიწამი) | <400 | |
xxxxxx (მილიწამი) | <50 | |
დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (%) | <3 | |
ოპტიკური ინტერნეტ და ტვ მომსახურებების ინსტალაციის ღირებულება, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ოთხპორტიანი მოდემის, 1 ცალი ტელევიზიის დეკოდერი ,1 ცალი ტელევიზიის დეკოდერი პულტით(დროებით ), 5 მეტრი კაბელი (ტიპის მიხედვით) ინსტალაციას | 40 ლარი | |
მეორე და ყოველი მომდევნო დამატებითი ტელევიზიის დეკოდერის ინსტალაციის ღირებულება | 20 ლარი | |
ინსტალაციის დამატებითი ღირებულება | ||
5 მეტრის ზემოთ დახარჯულ ყოველ 1 მეტრ ოპტიკის კაბელზე | 1 (ერთი) ლარი | |
ოპერატორის კუთვნილი მოწყობილობების დაკარგვის ან დაზიანებისას აბონენტს დაერიცხება ამ მოწყობილობების ხელმოწერის მომენტისთვის არსებული ღირებულება: | ||
ოპტიკური ინტერნეტ მოდემი | 60.00 ლარი | |
ტელევიზიის დეკოდერი | 70.00 ლარი |
* აღნიშნულ სატარიფო გეგმაში მოცემულია სტანდარტული ფასები. აბონენტისთვის მომსახურების გააქტიურებისას, შესაძლოა მოქმედებდეს აქციის პირობები და სატარიფო გეგმაში მითითებული ფასები შემცირდეს აბონენტის სასარგებლოდ, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი მითითება შეკვეთის ფორმაში.
შეკვეთის ფორმა
ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებისთვის ერთობლივად
ოპერატორი | თარიღი: / / / / |
შპს სერვისბოქსი (საიდენტიფიკაციო კოდი - 405113176) - ოპერატორი | მის: საქართველო, ქ. თბილისი, ი. გაგარინის 24, სართ 4. ვებ-გვერდი xxxxx://xxx.xx ცხელი ხაზი: 032 2 15 55 55 |
ინფორმაცია მომსახურების შემკვეთზე (შემდგომში - აბონენტი) | |||||
სახელი გვარი პირადი ნომერი მობილური ტელეფონის ნომერი ელ. ფოსტის მისამართი მომსახურების მიწოდების მისამართი საკორესპოდენციო მისამართი | |||||
ინფორმაცია შეკვეთილ მომსახურებაზე: ორივე ტიპის მომსახურება | |||||
სატელევიზიო პაკეტი / ინტ. მგ/ბ წმ ყოველთვიური აქციის პაკეტი და ვადა ყოველთვიური ინსტალაციის ერთჯერადი საფასური | |||||
მინიჭებული აბონენტის ნომერი კოდური სიტყვა | |||||
მომსახურების აპარატურის (შემდგომში - მომსახურების აპარატურა) მიღება-ჩაბარება | |||||
სატელევიზიო მოდემი No. 1 | |||||
სატელევიზიო მოდემი No. 2 | |||||
დასახელება | სერიული ნომერი/MAC მისამართი | რაოდენობა | ღირებულება/საკომპენსაციო თანხა ერთეულზე | ||
IPTV- მოდემი | 1 | 4 5 ლარი | |||
კვების ბლოკი | 1 | 5 ლარი | |||
სადენი HDMI | 8 ლარი | ||||
დისტ.მართვის პულტი | 1 | 12 ლარი | |||
ქსელის კაბელი( ( 5 მეტრის ზემოთ დახარჯულ ყოველ 1 მეტრ ოპტიკის კაბელზე) | ------- | 1 ლარი | |||
დასახელება | სერიული ნომერი/MAC მისამართი | რაოდენობა | ღირებულება/საკომპენსაციო თანხა ერთეულზე |
დასახელება | სერიული ნომერი/MAC მისამართი | რაოდენობა | ღირებულება/საკომპენსაციო თანხა ერთეულზე |
IPTV- მოდემი | 1 | 45 ლარი | |
კვების ბლოკი | 1 | 5 ლარი | |
სადენი HDMI | 8 ლარი | ||
დისტ.მართვის პულტი | 1 | 12 ლარი | |
ქსელის კაბელი( ( 5 მეტრის ზემოთ დახარჯულ ყოველ 1 მეტრ ოპტიკის კაბელზე) | ------- | 1 ლარი |
1 ოპერატორი / / აბონენტი / /
მომსახურების გაწევის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ოპერატორის ვებ-გვერდზე xxxxx://xxx.xx
მოდემი | 1 | 60 ლარი | |||
კვების ბლოკი | 1 | 10 ლარი | |||
ქსელის კაბელი( ( 5 მეტრის ზემოთ დახარჯულ ყოველ 1 მეტრ ოპტიკის კაბელზე) | 1 ლარი | ||||
ლარი | |||||
ლარი | |||||
ინტერნეტ მოდემი No. 1 | |||||
ინტერნეტ მოდემი No. 2 | |||||
მომსახურების შეკვეთა და ინსტალაცია | |||||
ქვემორე ხელმოწერით აბონენტი ადასტურებს, რომ მომსახურების მიღების მისამართზე მომსახურების გასაწევად საჭირო საინსტალაციო სამუშაოები/აპარატურის მონტაჟი განხორციელდა მისი თანხმობითა და ნებით. მხარეები ადასტურებენ, რომ აბონენტის მიერ მითითებულ ფართამდე კაბელების მონტაჟი განხორციელდა: კაბელების მონტაჟის სტანდარტის სრული დაცვით; აბონენტის მოთხოვნის შესაბამისად, კაბელების მონტაჟის სტანდარტების დაუცველად და შესაბამისად, მონტაჟზე, კაბელების მდგომარეობაზე, გამართულობაზე, გამძლეობაზე და უსაფრთხოებაზე ოპერატორი იხსნის პასუხისმგებლობას. დაზიანებული ან/და დაკარგული კაბელის/გაყვანილობის აღდგენა ხორციელდება აბონენტის ხარჯით. | |||||
თანხმობა | |||||
აბონენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ: ა) მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ზუსტია და სრული; ბ) მისთვის ცნობილია შეკვეთილი მომსახურების შინაარსი, ფორმა და ფარგლები; გ) იგი გაეცნო და ეთანხმება მომსახურების გაწევის პირობებს (შემდგომში - ხელშეკრულება), რომელიც განთავსებულია xxx.xxxx.xx . წინამდებარე შეკვეთის ფორმა წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს; დ) იგი თანახმაა ხელშეკრულების ცვლილებების შესახებ შეტყობინებები მიიღოს ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით; ე) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულება მუდმივად ახლდება, ზუსტდება და იცვლება, შესაბამისად მოქმედი და სრული ვერსიის სანახავად მან უნდა მიმართოს xxx.xxxx.xx განთავსებულ ხელშეკრულებას; ვ) ოპერატორის წარმომადგენლებმა მას გააცნეს და აუხსნეს მომსახურების აპარატურის მუშაობის, გამოყენების, შენახვის და მოვლის წესები. აბონენტი ასევე ადასტურებს, რომ გაეცნო აპარატურის საგარანტიო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დაცვის წესებს; ზ) იგი თანახმაა ოპერატორის მიერ გასაწევ ელ. საკომუნიკაციო მომსახურებებთან დაკავშირებით დასადები ნებისმიერი დოკუმენტი გააფორმოს ელექტრონული ფორმით; თ) თანახმაა მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. |
დასახელება | სერიული ნომერი/MAC მისამართი | რაოდენობა | ღირებულება/საკომპენსაციო თანხა ერთეულზე |
მოდემი | 1 | 60 ლარი | |
კვების ბლოკი | 1 | 10 ლარი | |
ქსელის კაბელი( ( 5 მეტრის ზემოთ დახარჯულ ყოველ 1 მეტრ ოპტიკის კაბელზე) | 1 ლარი | ||
ლარი | |||
ლარი |
2 ოპერატორი / / აბონენტი / /
IPTV მომსახურების გაწევის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ოპერატორის ვებ-გვერდზე xxxxx://xxx.xx
2
შეკვეთის ფორმა
IPTV სატელევიზიო მომსახურებისთვის
ოპერატორი | თარიღი: / / / / |
შპს სერვისბოქსი (საიდენტიფიკაციო კოდი - 405113176) | მის: საქართველო, ქ. თბილისი, ი. გაგარინის 24, სართ 4. ვებ-გვერდი xxxxx://xxx.xx ცხელი ხაზი: 032 2 15 55 55 |
ინფორმაცია IPTV მომსახურების შემკვეთზე (შემდგომში - აბონენტი) | |||||
სახელი გვარი პირადი ნომერი
ფიქსირებული ტელეფონის ნომერი მობილური ტელეფონის ნომერი ელ. ფოსტის მისამართი
საკორესპოდენციო მისამართი IPTV მომსახურების მიწოდების მისამართი
მინიჭებული აბონენტის ნომერი არჩეული კოდური სიტყვა | |||||
ინფორმაცია შეკვეთილ IPTV მომსახურებაზე | |||||
პაკეტი ყოველთვიური საფასური აქციის პაკეტი და ვადა ყოველთვიური ინსტალაციის ერთჯერადი საფასური | |||||
IPTV მომსახურების აპარატურის (შემდგომში - მომსახურების აპარატურა) მიღება-ჩაბარება | |||||
მოდემი No. 1 | |||||
დასახელება | სერიული ნომერი/MAC მისამრთი | რაოდენობა | ღირებულება/საკომპენსაციო თანხა ერთეულზე | ||
IPTV -მოდემი | 1 | 45 ლარი | |||
კვების ბლოკი | 1 | 5 ლარი | |||
სადენი “HDMI” | 1 | 8 ლარი | |||
დისტ. მართვის პულტი | 1 | 12 ლარი | |||
ქსელის კაბელი( ( 5 მეტრის ზემოთ დახარჯულ ყოველ 1 მეტრ ოპტიკის კაბელზე) | 1 ლარი | ||||
მოდემი No. 2 | |||||
დასახელება | სერიული ნომერი/MAC მისამრთი | რაოდენობა | ღირებულება/საკომპენსაციო თანხა ერთეულზე | ||
IPTV -მოდემი | 1 | 45 ლარი | |||
კვების ბლოკი | 1 | 5 ლარი | |||
სადენი “HDMI” | 1 | 8 ლარი | |||
დისტ. მართვის პულტი | 1 | 12 ლარი | |||
ქსელის კაბელი( ( 5 მეტრის ზემოთ დახარჯულ ყოველ 1 მეტრ ოპტიკის კაბელზე) | 1 | 1 ლარი | |||
მომსახურების შეკვეთა და ინსტალაცია |
1 ოპერატორი / / აბონენტი / /
IPTV მომსახურების გაწევის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ოპერატორის ვებ-გვერდზე xxxxx://xxx.xx
ქვემორე ხელმოწერით აბონენტი ადასტურებს, რომ IPTV მომსახურების მიღების მისამართზე IPTV მომსახურების გასაწევად საჭირო საინსტალაციო სამუშაოები/აპარატურის მონტაჟი განხორციელდა მისი თანხმობითა და ნებით. მხარეები ადასტურებენ, რომ აბონენტის მიერ მითითებულ ფართამდე კაბელების მონტაჟი განხორციელდა: კაბელების მონტაჟის სტანდარტის სრული დაცვით; აბონენტის მოთხოვნის შესაბამისად, კაბელების მონტაჟის სტანდარტების დაუცველად და შესაბამისად, მონტაჟზე, კაბელების მდგომარეობაზე, გამართულობაზე, გამძლეობაზე და უსაფრთხოებაზე ოპერატორი იხსნის პასუხისმგებლობას. დაზიანებული ან/და დაკარგული კაბელის/გაყვანილობის აღდგენა ხორციელდება აბონენტის ხარჯით. |
თანხმობა |
აბონენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ: ა) მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ზუსტია და სრული; ბ) მისთვის ცნობილია შეკვეთილი მომსახურების შინაარსი, ფორმა და ფარგლები; გ) იგი გაეცნო და ეთანხმება მომსახურების გაწევის პირობებს (შემდგომში - ხელშეკრულება), რომელიც განთავსებულია xxx.xxxx.xx . წინამდებარე შეკვეთის ფორმა წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს; დ) იგი თანახმაა ხელშეკრულების ცვლილებების შესახებ შეტყობინებები მიიღოს ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით; ე) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულება მუდმივად ახლდება, ზუსტდება და იცვლება, შესაბამისად მოქმედი და სრული ვერსიის სანახავად მან უნდა მიმართოს xxx.xxxx.xx განთავსებულ ხელშეკრულებას; ვ) ოპერატორის წარმომადგენლებმა მას გააცნეს და აუხსნეს მომსახურების აპარატურის მუშაობის, გამოყენების, შენახვის და მოვლის წესები. აბონენტი ასევე ადასტურებს, რომ გაეცნო აპარატურის საგარანტიო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დაცვის წესებს; ზ) იგი თანახმაა ოპერატორის მიერ გასაწევ ელ. საკომუნიკაციო მომსახურებებთან დაკავშირებით დასადები ნებისმიერი დოკუმენტი გააფორმოს ელექტრონული ფორმით; თ) თანახმაა მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. |
2 ოპერატორი / / აბონენტი / /
IPTV მომსახურების გაწევის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ოპერატორის ვებ-გვერდზე xxxxx://xxx.xx
2
შეკვეთის ფორმა ინტერნეტ მომსახურებისთვის
ოპერატორი | თარიღი: / / / / |
შპს სერვისბოქსი (საიდენტიფიკაციო კოდი - 405113176) - ოპერატორი | მის: საქართველო, ქ. თბილისი, ი. გაგარინის 24, სართ 4. ვებ-გვერდი xxxxx://xxx.xx ცხელი ხაზი: 032 2 15 55 55 |
ინფორმაცია მომსახურების შემკვეთზე (შემდგომში - აბონენტი) |
სახელი გვარი პირადი ნომერი მობილური ტელეფონის ნომერი ელ. ფოსტის მისამართი მომსახურების მიწოდების მისამართი საკორესპოდენციო მისამართი |
ინფორმაცია შეკვეთილ მომსახურებაზე |
პაკეტი (მგ/ბ წმ) ყოველთვიური აქციის პაკეტი და ვადა ყოველთვიური ინსტალაციის ერთჯერადი საფასური |
მინიჭებული აბონენტის ნომერი კოდური სიტყვა |
მომსახურების აპარატურის (შემდგომში - მომსახურების აპარატურა) მიღება-ჩაბარება |
მოდემი No. 1 |
მოდემი No. 2 |
მომსახურების შეკვეთა და ინსტალაცია |
დასახელება | სერიული ნომერი/MAC მისამართი | რაოდენობა | ღირებულება/საკომპენსაციო თანხა ერთეულზე |
მოდემი | 1 | 60 ლარი | |
კვების ბლოკი | 1 | 10 ლარი | |
ქსელის კაბელი( ( 5 მეტრის ზემოთ დახარჯულ ყოველ 1 მეტრ ოპტიკის კაბელზე) | 1 ლარი | ||
ლარი | |||
ლარი |
დასახელება | სერიული ნომერი/MAC მისამართი | რაოდენობა | ღირებულება/საკომპენსაციო თანხა ერთეულზე |
მოდემი | 1 | 60 ლარი | |
კვების ბლოკი | 1 | 10 ლარი | |
ქსელის კაბელი( ( 5 მეტრის ზემოთ დახარჯულ ყოველ 1 მეტრ ოპტიკის კაბელზე) | 1 ლარი | ||
ლარი | |||
ლარი |
1 ოპერატორი / / აბონენტი / /
მომსახურების გაწევის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ოპერატორის ვებ-გვერდზე xxx.xxxx.xx
ქვემორეხელმოწერით აბონენტი ადასტურებს, რომ მომსახურების მიღების მისამართზე მომსახურების გასაწევად საჭირო საინსტალაციო სამუშაოები/აპარატურის მონტაჟი განხორციელდა მისი თანხმობითა და ნებით. მხარეები ადასტურებენ, რომ აბონენტის მიერ მითითებულ ფართამდე კაბელების მონტაჟი განხორციელდა: კაბელების მონტაჟის სტანდარტის სრული დაცვით; აბონენტის მოთხოვნის შესაბამისად, კაბელების მონტაჟის სტანდარტების დაუცველად და შესაბამისად, მონტაჟზე, კაბელების მდგომარეობაზე, გამართულობაზე, გამძლეობაზე და უსაფრთხოებაზე ოპერატორი იხსნის პასუხისმგებლობას. დაზიანებული ან/და დაკარგული კაბელის/გაყვანილობის აღდგენა ხორციელდება აბონენტის ხარჯით. |
თანხმობა |
აბონენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ: ა) მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ზუსტია და სრული; ბ) მისთვის ცნობილია შეკვეთილი მომსახურების შინაარსი, ფორმა და ფარგლები; გ) იგი გაეცნო და ეთანხმება მომსახურების გაწევის პირობებს (შემდგომში - ხელშეკრულება), რომელიც განთავსებულია xxx.xxxx.xx . წინამდებარე შეკვეთის ფორმა წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს; დ) იგი თანახმაა ხელშეკრულების ცვლილებების შესახებ შეტყობინებები მიიღოს ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით; ე) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულება მუდმივად ახლდება, ზუსტდება და იცვლება, შესაბამისად მოქმედი და სრული ვერსიის სანახავად მან უნდა მიმართოს xxx.xxxx.xx განთავსებულ ხელშეკრულებას; ვ) ოპერატორის წარმომადგენლებმა მას გააცნეს და აუხსნეს მომსახურების აპარატურის მუშაობის, გამოყენების, შენახვის და მოვლის წესები. აბონენტი ასევე ადასტურებს, რომ გაეცნო აპარატურის საგარანტიო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დაცვის წესებს; ზ) იგი თანახმაა ოპერატორის მიერ გასაწევ ელ. საკომუნიკაციო მომსახურებებთან დაკავშირებით დასადები ნებისმიერი დოკუმენტი გააფორმოს ელექტრონული ფორმით; თ) თანახმაა მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. |
2 ოპერატორი / / აბონენტი / /
IPTV მომსახურების გაწევის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ოპერატორის ვებ-გვერდზე xxxxx://xxx.xx
2