II.ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების პროექტი საქონლის შესყიდვის შესახებ #
ქ. თბილისი 2019 წ. ------------------
I. მხარეები
1.1 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2019 წლის , ერთის მხრივ
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, წარმოდგენილი მისი ------------------------
-------------------------- სახით (შემდგომში – ,,შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ ––––––––––––––
––––––––(შემდგომში–,,მიმწოდებელი’’) შორის, წარმოდგენილი დირექტორის –––––––––––––––
––––––––––––– სახით, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
II.ხელშეკრულების საგანი
2.1. ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ,,შემსყიდველს“ მიაწოდოს საწვიმარი ლაბადა (CPV კოდი: 18200000 - გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი; 18221300 - საწვიმარი ლაბადებისაქონელი დანართი #1(ფასების ცხრილი) და დანართი #2(საქონლის ძირითადი მახასიათებლები და რაოდენობა“ შესაბამისად.
2.2 დანართი #1 და დანართი #2 წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.3 წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის შესაბამისად.
III.საქონლის ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
3.1 საქონლის საერთო ღირებულება განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1-ის (ფასების ცხრილი)
,შესაბამისად და შეადგენს – (–) ლარს დღგ–ს –––––––––– (შემდგომში – ,,ხელშეკრულების
ღირებულება“), საქონლის ღირებულება ითვალისწინებს ყველა ხარჯს, მათ შორის: საქონლის ტრანსპორტირების ,,შემსყიდველის“ შემდეგ მისამართამდე: -----------------------
.
3.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებულ საქონელზე მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და სათანადო დოკუმენტაციის (თუ ,,მიმწოდებელი“ არის დღგ–ს გადამხდელი სათანადო ანფარიშფაქტურის) წარმოდგენიდან 8(რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.
3.3. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ანგარიშსწორებისათვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე საქონელზე აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი” ვალდებულია ,,შემსყიდველის” წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს აღმოჩენილი ნაკლოვანება ან წუნდებული საქონელი შეცვალოს ახლით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დააყოვნებს ანგარიშსწორების პროცესს იმ ვადით, სანამ მიმწოდებლის მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულება;
3.4 იმ შემთხვევაში თუ “მიმწოდებლის” მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, “შემსყიდველი” “მიმწოდებელს” უხდის საავანსო თანხას (არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ისა) “მიმწოდებლის” მხრიდან შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტიის
წარმოდგენის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე არანაკლებ 30 კალენდარული დღით მეტი ვადით. ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშწორებისას. იმ შემთხვევაში თუ ,,მიმწოდებელი” არის დღგ-ს გადამხდელი საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში.
„მიმწოდებლის“ მიერ საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული.
3.5 ანგარიშსწორება განხორციელდება ლარებში უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
IV. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1. “მიმწოდებელი” მოვალეა გადასცეს “შემსყიდველს” ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი საქონელი (ექსპლუატაციაში არ მყოფი) ხელშეკრულების გაფორმებიდან – (–)დღეში. საქონლის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა #29 სს „სსე“–ს მატერიალურ ტექნიკური ბაზა.
4.2. “შემსყიდველი” მოვალეა:
4.2.1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად გადაიხადოს მიწოდებული საქონლის ღირებულება;
4.2.2 შეამოწმოს საქონლის მდგომარეობა ვარგისიანობაზე;
4.2.3. წერილობით შეატყობინოს “მიმწოდებელს” მიღების ან ექსპლუატაციის დროს საქონელზე შემჩნეული ნაკლის აღმოჩენისთანავე.
V. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1 ,,მიმწოდებლის“ მიზეზით საქონლის დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ მიწოდების შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო მოუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, ხარისხიანი საქონლის სრულად მიწოდების დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
5.2 ამ ხელშეკრულების 6.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო “მიმწოდებელს” გადასახდელად დაერიცხება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ გამოასწორებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზს ან არ შეცვლის საქონელს ამ ხელშეკრულებით საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის/საქონლის შეცვლისთვის დადგენილ ვადებში - შესატყვისი ვადის გასვლიდან ხარვეზის გამოსწორების/საქონლის შეცვლის დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
5.3 „შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების ვადაგადაცილებით (არადროულად) გადახდის შემთხვევაში, ,,მიმწოდებლი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,შემსყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ან თანხის სრულად გადახდამდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
5.4 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალმხრივად შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება აანაზღაურონ მიყენებული ზარალი სრული მოცულობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზარალის
ანაზღაურება ან მისი მოთხოვნა არ აჩერებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დარიცხვას.
5.5 ,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ფაქტიურად მიწოდებული საქონლის
ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და “მიმწოდებელზე” დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა
,,მიმწოდებლისათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობიდან. აღნიშნული გამოქვითვა არ შეიძლება გახდეს ,,მიმწოდებლის“ მხრიდან ,,შემსყიდველისათვის“ 6.3 პუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი.
VI. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
6.1 ,,შემსყიდველს“ ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი ,,მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
6.2 ,,შემსყიდველის“ მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“–––––––––––––––––––––––.
6.3 კონტროლი განხორციელდება საქონლის მიწოდების ვადების და მიწოდებული საქონლის შესაბამისობით ხელშეკრულების პირობებთან.
VII. ფორს-მაჟორი
7.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს- მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
7.2 ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს დაწესებით და სხვა. ფორს– მაჟორის არსებობის საკმარის დამადასტურებელ ცნობად მხარეები განიხილავენ შესაბამისი ქვეყნის სავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ გაცემულ სათანადო ცნობას.
7.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
VIII. ურთიერთობა მხარეებს შორის
8.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელობაზე ან /და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ოპერატილი კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია
შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელ. ფოსტით (წერილის სკანირებილი ვარიანტი) ან ფაქსის გაგზავნის გზით, შემდგომში ორიგინალის მიწოდების პირობით.
8.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
IX.ხელშეკრულების პირობების შეცვლა და/ან ვადამდე მოშლა
9.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შეტანილი იქნეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
9.2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, ასეთ შემთხვევაშიც დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
9.3. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
9.3.1. მხარეთა შეთანხმებით;
9.3.2. ერთ-ერთი მხარის განცხადებით მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში;
9.4 ,,შემსყიდველს“ შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტოს:
9.4.1. თუ “შემსყიდველისათვის” ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
9.4.2. ,,მიმწოდებლის“ გაკოტრების შემთხვევაში;
94.3 თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ “მიმწოდებლის” მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება, რაც წარმოადგენს, ,,შემსყიდველის“ მხრიდან ნდობის დაკარგვის საფუძველს.
9.4.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
95 ამ მუხლის 10.4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში “შემსყიდველი” ვალდებულია აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.
X. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
10.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
XI. დავათა განხილვა
11.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი
უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
11.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეები ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
XII. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
12.1. საქონლის მოწოდებისას “შემსყიდველის” მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 7.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ამოწმებს მოწოდებული საქონლის შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან, ხარვეზების (წუნდების) არ არსებობის შემთხვევაში ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად მიღებული საქონლის მიხედვით
,,შემსყიდველსა“ და ,,მიმწოდებელს“ შორის.
12.2 მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა მმართველთა საბჭოს წევრი xxxxxxx xxxxxxxx.
12.3 საქონელი მიღებულად ჩაითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე. მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდგომ პასუხისგებლობა საქონელზე გადადის შემსყიდველზე.
XIII. ხელშეკრულების მოქმედების ვადები
13.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 201- წლის –––– ჩათვლით, ხოლო საგარანტიო ვალდებულებების ნაწილში საგარანტიო ვადის ბოლომდე.
X IV. ხელშეკრულების სხვა პირობები
14.1 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე.
14.2 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
14.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკვდრეებისა და უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
X V . მხარეთა რეკვიზიტები
,,შემსყიდველი”: “მიმწოდებელი”:
ხელშეკრულების დანართი#1,ფასების ცხრილი
ხელშეკრულების დანართი#2, ტექნიკური პირობა
-